NEIRON Posted November 6, 2010 Posted November 6, 2010 Universität Tübingen-ისა და გერმანული კომპანა Retina Implant-ის მეცნიერებმა შექმნეს ჩიპი იმპლანტანტი. რომელიც საშვალებას იძლევა მხედველობა დაუბრუნდეს ადამიანს. ჩიპის ზომებია: 3x3მმ-ზე განთავსებულია:1520 შუქმგრძნობიარე დიოდი ეს ჩიპი თავსდება თვალის ბადურაზე(retina) და გადასცემს იმპულსს უშუალოდ მხედველობის ნერვს. იმპლანტანტი საშვალებას აძლევს პაციენტს გაარჩიოს ფერი და საგნებიც, ზოგმა პაციენტმა(Miikka Terho) შესძლო თავისი სახელის წაკითხვაც კი. მისი მთავარი დადებითი მხარეა,რომ ადამიანს არ სჭირდება დამატებითი ვიდეოკამერა, რადგან ფორმირებული გამოსახულება უშუალოდ სხივმგრძნობიარე მატტრიცაზე ეცემა. მაგრამ,ყველაფერს აქვს გამოყენების მწვერვალი. ეს იმპლანტანტი მხედველობას დაუბრუნებს პაციენტებს ბადურის პიგმენტაციის ან დისტროფიის(განლევა) დროს. მინუსი კიდევ ის გახლავთ,რომ ჩიპს ენერგია სჭირდება და დამატებით ფოკუსირებისათვის სპეციალური სათვალეები. ახალი ჩიპის თაობა მუშავდება,რომელსაც ექნება უსადენო კვების შესაძლეებლობა. Quote
ბერო Posted November 6, 2010 Posted November 6, 2010 ძალიან საინტერესოა, ვნახოთ რა გამოვა. გმადლობ, ნიკა, ინფოსთვის! <img> Quote
NEIRON Posted November 6, 2010 Author Posted November 6, 2010 ძალიან საინტერესოა, ვნახოთ რა გამოვა. გმადლობ, ნიკა, ინფოსთვის! <img> იდეა კარგია,უშუალოდ ანაცვლებს მხედველობის რეცეპტორებს და იმიტომაცაა მცირე. ამის მამა,რამოდენიმე კილოიანი იყო,რომელის აპარატურასაც წელზე იმაგრებდნენ რომ "დაენახათ" რაიმე. და იმედია ისე განვითარდება ტექნიკა,რომ წელსქვემოთ დამბლის მქონე ადამიანებს სასიარულოდ არა ეგზოჩონჩხი, არამედ კუნთების ნერვულ დაბოლოვებაზე იმპულსის გადაცემაღა დარჩება საჭირო რომ გადაადგილდე. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.