Jump to content

Recommended Posts

Posted

xperia-m5-gallery-3-1280x840-3a5a768383c
SONY-მ წარმოადგინა საშუალო კლასის სმარტფონი Xperia M5, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს საშუალო კლასია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სონის საუკეთო სმარტფონია.
 სმარტფონი წარმოდგენილია 5 ინჩიანი IPS LCD 1080p რეზოლუციის ეკრანით (441 პიქსელი ინჩზე), 8 ბირთვიანი Mediatek Helio X10-ის 2.16 გიგაჰერციანი პროცესორით (გრაფიკული პროცესორი PowerVR G6200), 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 200 გიგაბაიტით, IP65/IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, Bluetooth 4.1, NFC, DLNA სერთიფიკატი, WiFi Hotspot, Glonass, GPS, LTE CAT 4 და ორ სიმიანი ვარიანტი.

xperia-m5-gallery-2-1280x840-3db9dcc2946

სმარტფონის ძირითად კამერად წარმოდგენილია 21.5 მეგაპიქსელიანი IMX230-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 192 ფაზოვანი 0.2 წამიანი ჰიბრიდული ავტოფოკუსი, ISO3200, F2.2 დიაფრაგმა, 4K ვიდეო გ გადაღება (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება), 5x წმინდა ზუმი და LED განათება.

xperia-m5-gallery-5-1280x840-40286108a0a

 სმარტფონის წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი IMX214-ის სენსორი, 1080P ვიდეო გადაღება, ავტფოკუსი, HDR რეჟიმი და F2.2 დიაფრაგმა.

xperia-m5-get-ready-for-selfie-time-67db


  სმარტფონს აქვს 2600 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც საუბრის რეჟიმში ძლებს 12 საათი, მუსიკის მოსმენის რეჟიმში 63 საათი, ვიდეოს ყურების რეჟიმში 8 საათი და ლოდინის რეჟიმში 671 საათი.
 სმარტფონი სიგრძეში 145 მილიმეტრია, სიგანეში 72 მილიმეტრი და სისქეში 7.6 მილიმეტრი, წონაში 142.5 გრამია.
 სმარტფონი ეღირება 390-400 ამერიკული დოლარი ევროპაში.
http://umbrella333.blogspot.com/2015/08/sony-xperia-m5.html

https://www.youtube.com/watch?v=4vIEK2tb8c8[/video

  • Upvote 2
Posted

კარგია , Z სერიისგან გასნხვავებით ამ სერიაში განვითარება საგრძნობია , ფასიც მისაღები ჩემი აზრით 

@პოპბობ აქ დადე ხოლმე ლინკები შენი თემების რასაც დაწერ და პორტალზე გაიტანენ > http://www.overclockers.ge/topic/4851-პორტალზე-გასატანი-თემების-ლინკები/?page=16

Posted

მე ძაან ვარ დაინტერესებული Slow Motion ვიდეოს გადაღების ფუნქციით...

მაგის პროცესორს 480 FPS-ს გადაღება შეუძლია და GSMArena.com-ზე მხოლოდ 30 FPS წერია, რაც სავარაუდოდ შეცდომაა. M4-ს 30 აქვს და M2-ს 60 FPS. (ამ ტენდენციას თუ დავუჯერებთ M5-ს 15 FPS უნდა ქონდეს მაქს. :d)

მე მანც მგონია, რომ მინიმუმ 120 FPS ვიდეო გადაღების ფუნქცია უნდა ქონდეს ამ ტელეფონს

Posted

gsmarena ზე წერია სტანდარტული ვიდეო გადაღების fps და slow motion ხან ცალკე უწერია ხან საერთოდ არა , თუმცა შეცდიმებიც არის ხოლმე მანდ 

Posted

კარგია , Z სერიისგან გასნხვავებით ამ სერიაში განვითარება საგრძნობია , ფასიც მისაღები ჩემი აზრით 

Z სერიაში მართლა არაა ცვლილება Z3 და Z2 თითქმის ერთი და იგივეა მარტო 200 მეგაჰერცია სხვაობა 
Z4 როდის გამოდის?

Posted

Z სერიაში მართლა არაა ცვლილება Z3 და Z2 თითქმის ერთი და იგივეა მარტო 200 მეგაჰერცია სხვაობა 
Z4 როდის გამოდის?

Z4 გამოუსლია უფრო სწორად Z3 Plus , Z4 ჰქვია მხოლოდ იაპონიის და აშშ ს ბაზრისთვის გამოშვებულს ისე Z4v არის ყველაზე კარგი ვერსია ასე ვთქვათ , Verizon ქსელისთვის განკუთვნილი და იმაში უკეთესი ეკრანი დევს ვიდრე სხვებში 

Posted

M5-ს აქვს SLOW-MO

 

Z4 საერთაშორისო ბაზარზე არ გამოდის და 2 სექტემბერს გამოდის Z5, Z5 Compact და 5.5 ინჩიანი Z5, რომელიც 250 დოლარით უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე ჩვეულებრივი Z5, რადგან ბევრი განსხვავებები ექნება :D

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.