Jump to content

ვაპირებ კომპიუტერის გაძლიერებას და გთხოვთ გადახედოთ ჩემს თემას მირჩიოთ და შემისწოროთ თუ რამეში ვცდები


Recommended Posts

Posted

მოგესალმებით ყველას

ბოლო დროს ჩემს კომპს შევატყე რო ვეღარ ქაჩავს თამაშებში და ვეღარც პროგრამებში, ამიტომ გადავწყვიტე კომპის გაძლიერება. ფორუმზე ბევრი სასარგებლო თემა წავიკითხე თუმცა ამ საკითხში ისე გამოცდილი არ ვარ როგორც ბევრი თგვენგანი... ამიტომ მჭიერება თქვენი რჩევები ამ საკითხთან დაკავშირებით თუ არ შეწუხდებით

 

ჩემი კომპის მონაცემები რაც მიწერია ის აქ მაგრამ დეტალურად ჩამოგიწერთ მაინც მონაცემებს:

პროცესორი: Intel Core i3 540  3.07GHz  1156 სოკეტი

ოპერატიული მეხსიერება: 2GB 1333

დედა დაფა: ASUSTeK P7H55-M LE  

ვიდეო დაფა: Nvidia GT220 1GB ASUS

მყარი დისკი: Seagate 500GB

კვების ბლოკი: 350W

ოპერაციული სისტემა: Windows10 10074

 

მოკლედ ამ სისტემის გაძლიერებას ვაპირებ) დავიწყებ ვიდეო დაფით: ვიდეო დაფა მინდა ჩავაყენო R9 270 2GB MSI და მაინტერესებს ამ მაზერთან თავსებადია თუ არა ეს ვიდეო დაფა? და თქვენ ამ დონის ვიდეო დაფებში რომელ ვიდეო დაფებს მირჩევდით? ოპერატიულ მეხსიერებას რაც შეეხება 4GB მინდა დავამატო  მაგრამ პროცესორს უწერია რო 1066/1333 იანი ოპერები მიდის და 1600Mhz ვერ წავა რო დავარაზგონო პროცესორი? ასევე ვცვლი კვებასაც და მინდა 500W ცავაყენო არც თუ ისე კარგი კვება მომდის ამ შემთხვევაში:X ქეისსაც ვცვლი და ქეისს მოჰყვება ეგ კვება... და კიდევ ამ სისტემას რო გავაძლიერებ ამ პროცესორს ააქვს იმის პოტენციალი რო ვიდეო დაფა არ დაალიმიტოს თუნდაც დარაზგონებულმა კარგი ქულერით?

 

გთხოვთ გამოცდილო ხალხო ძალიან მჭირდება თქვენი რჩევები და პასუხები ამ თემასთან დაკავშირებით და რას იტყვით კარგი იქნება ამ ნაწილების ჩაყენება ამ სისტემაში? 

წინასწარ დიდი მადლობა ყველას)

Posted

კი მიდის მაგ დაფაზე ეგ ვიდეო კარტა, მაგრამ 2.0 სლოტი აქვს და 3.0 რომ იყოს უკეთესი იქნებოდა, უფრო მაღალგამტარობით გამოირჩევა 3.0 პორტი 2.0-სგან. 

კვების ბლოკის ყიდვისას მაინცდამაინც ვატებს ნუ მიაქცევ ყურადღებას, მაგრამ 500-ზე ნაკლებს ნუ იყიდი. გაითვალისწინე, რომ მინიმუმ 35 ამპერიანი კვების ბლოკი უნდა იყიდო, რომ კონკრეტული ვიდეო დაფა ამუშავო და არანაკლებ 40-სა თუ გინდა რომ მაქსიმალურად დატვირთოს ეგ დაფა, შესაბამისად 2 ცალი 6 პინიანი კონექტორიც უნდა ჰქონდეს კვების ბლოკს

თუ იყიდი პლიუს 4 გეგაბაიტიან ოპ. მეხსიერებას, სჯობს იმავე სიხშირისა და იმავე ვოლტაჟის მქონდე იყიდო, რომ კარგად შეუთავსდნენ ერთმანეთს. 2-იანი რა სიხშირისაცაა იმ სიხშირის იყიდე, 1333 თუ არის 1333 იყიდე და არა 1600, 1600-იც წავა, მაგრამ ჯერ-ერთი შენი პროცესორი არ დააყენებს მაგ სიხშირეზე, მერე მეორე რომელსაც უფრო დაბალი სიხშირე ექნება იმ სიხშირეზე დადგება სხვაც

პროცესორი კი უკვე დაალიმიტებს მაგ ვიდეო ბარათს თუნდაც დარაზგონებული. 2 ბირთვიანი პროცესორები უკვე სუსტებია ნამდვილად თამაშებისთვისაც და 4k-სთვისაც. პროცესორს თუ შეცვლი კიდე მაზერიც უნდა შეცვალო. ivy bridge ან haswell იყიდე, ურიგო არ იქნება sandy-ც, მაგრამ თუ i7-2600 იქნება. ბიუჯეტს გააჩნია და იმის მიხედვით გირჩევ ყველა ნაწილს

Posted

ანუ მაშინ ამ ქეისს თავის კვებიანად აღარ ვიყიდი თუ მინიმუნ 35 ამპერიანი არ იქნება და ცალკე ვიყიდი რამე კარგ კვებას მაგალითად აი ესეთი რომ ვიყიდო 500 ვატიანი http://www.comx-computers.co.za/PS-C500E-specifications-81313.htm რას იტყვი კარგი კვებაა? რამდენ ამპერიანია ვერ გავიგე. ოპერატიულს რაც შეეხება გასაგებია რო 1333 ვერ ასცდება ამ პროცესორის ხელში, მაგრამ 1600 რო ჩავაყენო ვერ ამუშავებს ეს პროცესორი თუნდაც 1333მგჰზე? ამას იმიტომ გეკითხები ეხლა რო გავაძლიერებ ამ კომპს დაახლოვებით 1წელში ახალ პროცესორს i7 4790k და შესაფერის რამე კარგ მაზერს მაგალითად რომელიმე MSI Gaming სერიის უნდა ვიყიდო და მაგაზე უნდა გადავიტანო ეს ვიდეო დაფა და ოპერატიულიც მაგიტომ მინდოდა ეხლა 1600იანი ჩამეყენებინა:) 

Posted

კი კარგი ვარიანტია, მაგრამ აქ ვაპირებ ამ ყველაფრის ყიდვას გამოწერას არ ვაპირებ

მადლობა რჩევისთვის

Posted

უმჯობესია ერთი და იგივე ვოლტაჟი ჰქონდეს და timing, მაგალითად CL9 და ჰერცებს აიტანს კიდე :)

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.