Jump to content

კონსულტაცია ტელეფონზე


Recommended Posts

Posted

გამარჯობა ფორუმელნო,

როგორც იქნა მოვაბი თავი და გადავწყვიტე მე-20 საუკუნის ტელეებს მოვშორდე და სმარტფონი ვიყიდო. ვიცი ახლა კარგი დრო არაა საამისოდ, მაგრამ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ვწვალობ მაგის გარეშე :D მოკლედ რომ ვთქვა, რამე შემარჩევინეთ 550 ლარში. უფრო ანდროიდისკენ ვიხრები მე. ამ ფასში მგონი კარგი ვარიანტია ხო ეს http://zoommer.ge/category-267/lenovo/lenovo-p70-dual-sim-3g-dark-blue.html ? დღეს წაუმატეს 20 ლარი, გუშინ 550 ღირდა :vis: win phone არ მინდა, არ მომწონს :D თუ რამე უკეთესი ვარიანტი იცით, ჰა ჰა მაქს. 600 ხადურ-ლარიანი მივცე. მეტი არც მაქვს და არც მემეტება :D
თქვენს იმედზე ვარ ბიჭებო  :blush:  ვიცი, ცუდს არ მირჩევთ :D

P.S მაგ მოდელზე ვიკითხე რა მოყვებათქო და მითხრეს, ყველაფერი, გარდა ქეისისა და ეკრანის დამცავის. იუთუბზე რამდენი ანბოქსინგიც დევს, ყველგან აჩვენებენ ორივეს. ჩნდება კითხვა, რამეს ხომ არ გოთვერნობენ და უვარგისები შემოაქვთ? იმიტომ, რომ ლენოვო თვითონვე აყოლებს ქეისს ლენოვოს ლოგოთი + უფასო დამცავი. განა რამე ესენი რომ არ აყოლებენ, პროსტა ნაგავი პატენტები ხომ არ შემოაქვთთქო ვფიქრობ. გარანტიაზე მითხრეს გოლეთიანის 1 წლიანიო. "რაფერ მევიქცე?" :D

Posted


ვიცი ახლა კარგი დრო არაა საამისოდ

სწორედ ეხლაა კარგი დრო )) არაა გამორიცხული დოლარმა მალე 3 ლარსაც აარტყას ;) 

Posted

მე მქონდა პ70 გოლეთიანის სერვის ცენტრის გარანტია აქვს და მაგასვე შემოაქვს, ოფიციალური წარმომადგენლობაა. კარგი ეკრანი აქვს ფერები ყველაფერი, პროცესორი მედიატეკის აქვს 2 ბარათი 4გ. ცოტა განიერია ცოტა სქელია მე მაგის ზომას ვერ შევეგუე. 5 ინჩიანი ტელ. თუ გინდა კაი ვარიანტია. მაღაზიაში მიდი ხელში დაიჭირე და მასე უფრო მიხვდები არის თუ არა საშენო. კეისი არ მოყვება დაჟე დამცავიც ვერ ვიშოვე პლანშეტის გამომიჭრეს და ის დავაკვრევინე.

Posted

rezi0881
ხელში არ მჭერია, ვიტრინაში ვნახე :D უპირატესობას უფრო დიდ ეკრანს ვანიჭებ. ფერები მეც მაგრად მომწონს და ჰარდიც საკმაოდ მოშნი აქვს. სისქეს რაც შეეხება, არც ისე მსუქანაა, რომ დისკომფორტი შემიქმნას(ასე ვფიქრობ) ზომით ოპტიმალური ვარიანტია ჩემთვის, უფრო დიდი ცოტა დისკომფორტს შემიქმნის (ჯიბით ტარებაც ასე თუ ისე მოუხერხებელი იქნება მაინც)
კიდობანში ვიკითხე და ქეისებიც გვაქვს და დამცავიცო. ახალი გამოსული რომ არის, შეიძლება მაგიტომ ვერ იშოვე (როცა იყიდე, მაშინ არ ჰქონდათ, ალბათ). ფულლ ჰდ რომ არ არის ხმარებაში ძალიან ეტყობა ეკრანს? ერთადერთი რაც მაფერხებს ეგაა, მაგრამ თან იმას ვფიქრობ, რომ 15იან ლეპტოპებს აქვს 1366x768 და ამისი 1280x720 ვითომ ძალიან შესამჩნევი იქნება? :D ყოველდღიურ ხმარებაში როგორია? ბეხრეწი ბატარია აქვს და საკაიფოდ ძლებს? :D (მადლობა გამოხმაურებისთვის :D) სურათებს როგორს იღებს? ვიცი, 500 ლარიან ტელეფონს ვერ მოსთხოვ კრისტალივით სუფთა სურათებს, მაგრამ ხანდახან დამჭირდება ხოლმე ტექსტების გადაღებაც და ... 
ფორმებიც მომწონს, ლაივში უფრო სოლიდური ვიდიც აქვს და განსხვავებული UI  :chups:სამსუნგის მენიუებზე ალერგია დამემართა, ყველგან ეგაა :D

Posted

geomaster1
ჯიპიუ-ციპიუ ნახმარი "უნდა" იყიდო, მაგრამ სმარტფონებში კარგად ვერ ვერკვევი და ღირს? :D ბატარია თან ინტეგრირებული აქვს და ვაიდა "მოხნული" იყოს? :D ისე z2 მართლა მაგარია მობია, კამერა აქვს უმაგრესი, სხვა რომ არაფერი ვთქვა.

Posted

აუ z2-ზე სერიოზულად დავფიქრდი უკვე   :xeli:  

Posted

ამ განხილვებს გადახედე ეკრანზე ვერაფერს ვიტყვი კარგი აქვს ფერები კარგი აქვს http://mobile-review.com/review/lenovo-p70.shtml კამერას რაც შეეხება მანდ ბოლოში ნახე ს5 ადარებენ. თვითონ რავი რა კამერა საშუალო დონის შიძლება ითქვას ნორმალური. ბატარეაც გააჩნია ძაან გააბუქეს 4000 მჰ ყველაზე მძლავრიო და რავი. არც მაგ ბატარიის გამო გააკეთო მაგაზე არცევანი დიდი სმარტია დიდი ეკრანით კარგათ რო ვგრუზავდი დღის განმავლობასი საღამს 30%ზე იყო. 

 

პ.ს სონიზე დავფიქრდებოდი როგორც წერს თუ ისევ გარანტიაზეა და ცარაპკების გარეშეა მაგარი ვარიანტია. ისე ამასაც არ ეცვლება და არ ამოდის ბატარეა უკანახუფი ეხსნება კარტების და ჩიპის ჩასადებად. :)

Posted

ახლა ვნახე Z2 40 k-ს დებს ანტუტუში, ხოლო P70 თავისი 8 ბირთვით 44k-ს.

P70 დამევასა 2015 წლის მოდელია და ბევრი რამე იქნება დახვეწილი,  Z2-ს ეგ პლიუსები აქვს 120FPS, FHD ეკრანი...

 

მოკლედ ამ საქმეში გამოცდილის რჩევა გჭირდება, მაგალითად FC BARCELONA-სი.

Posted

P70 მაგარი რამეა , სანამ გამოილია ისევ აიღე ეგ მოდელი 

 

თუ კარგი დიზანით გინდა რამე Lenovo S60 ია ლამაზი მაგრამ სუსტი ბატარეა აქვს მაგასთან შედარებით 

Posted

rezi0881,
გრუზზე საღამოს თუ 30% იყო, კიდე მეტს რაღას მოვთხოვ :D ამ მეორად ტელეფონებზე კიდე არ მიმიწევს გული იმიტომ, რომ ზოგი პირდაპირი მნიშვნელობით ხმარობს ყველა ნივთს (ბევრს ვიცნობ ასეთს, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია მოფრთხილება) ეგ მაფერხებს მეორადებზე, თორემ ცელოფნები მე თუ არ ავაძრე, არ წარმოადგენს ეგ პრობლემას.

FC BARCELONA,
კარგი, მადლობა. სავარაუდოდ ხვალვე გავგაზავ, სანამ გააძვირეს 20 ლარით კიდევ  :mad::D ვიკითხე რა ღირსთქო მაღაზიაში, 549 მითხრეს, მოვედი შევედი საიტზე და 569 დამხვდა  :drug: 
ხვალ გავალ და იქნებ მივაკლებინო ეგ 20 ლარი ისევე კიდობანში  :givi:

ხო ს60 სუსტია, თან აიფონია ანდროიდზე რა :D 

Posted

დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ჩემი სიმპათიები დაიმსახურა ამ ტელემ :D ლაგების გარეშე მუშაობს რაც მთავარია. მოკლედ ამ ფასად ამაზე უკეთესს ახალს დღეს ვერ იშოვნით, ვინმეს თოვლის პაპობა თუ არ მოუნდა :D 
549 ხადურ-ლარად ვიყიდე კიდობანში. ზუმერში 569-ო და მეთქი "გადაშენდი აქედან, ნაძირალა" :D გარანტია 1 წლიანი გოლეთიანის აქვს.

აქაც დავდებ ბარემ (ამისი კამერით გადავიღე, ცინცხალი ფოტოებია :D)
 

qqy0g.jpg
 
gk0gh.jpg
 
0fvxk.jpg
 
qp1bn.jpg

სულ ბოლოზე HDR-ია ჩართული.

ესეც მენიუი   :givi:  განსხვავებულია და თან მომეწონა (სამსუნგზე ალერგია დამემართა)

8rqqc.jpg
 
n7lbx.jpg
 
კიდევ ერთხელ გმადლობთ ყურადღებისთვის, მოდერატორს შეუძლია დახუროს თემა  :blush:
Posted

ვხურავ

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.