nemesis Posted March 23, 2015 Posted March 23, 2015 ხო,ვიცი ძველი თამაშია მაგრამ მაინც მომინდა თქვენთვის გაზიარება და თემის გახსნა დასახელება:second sight-მეორე ხედვა შემქმნელი:free radical design გამომცემელი:codemasters პლატფორმა:pc,xbox,ps2 ჟანრი:სათავგადასავლო,ექშენი. აღწერა:ლაბორატორიაში ერთ მშვენიერ დღეს,იღვიძებს ექიმი ჯონ ვეტიკი,რომელსაც აქვს სრული ამნეზია და სახელიც კი არ ახსოვს.მისი მიზანია ამ ადგილიდან გაღწევა,რაც თითქმის შეუძლებელია,რომ არა 1 პატარა დეტალი,ჯონს გააჩნია ძალა,რომელიც ახლახანს აღმოაჩინა თავის თავში,სწორედ მისი საშვალებით შეუძლია ჯონს დააღწიოს თავი, ,ამ ადგილს და გააცნობიეროს თუ რა მოხდა წარსულში. თამაშის შესახებ:თამაში შეიძლება ერთი შეხედვით დაბალი დონის თამაშად მოგეჩვენოთ,რომელსაც ღირსება არ გააჩნია,თუმცა მოვლენების განვითარების შემდეგ მისი პლუსებიც ცნობილი ხდება,ცუდი ეფექტების და დაბალი გრაფიკის მიუხედავად.თამაშს გააჩნია საინტერესო და ძალიან კარგი გეიმპლეი,ერთ-ერთი უძლიერესი მხარეა კარგად მოფიქრებული და დახვეწილი სიუჟეტი,რომელიც უფრო და უფრო საინტერესო ხდება,მოთამაშეს მოუწევს თამაშის პროცესში გამოიყენოს პარანორმალური ძალები:ტელეკინეზი,გაქრობა,ორეულის გამოყვანა და აშ. ასევე stealth ის საშუალებით მოქმედებაც შეგვიძლია.ასე რომ გარფიკის დაბალი დონოს მიუხედავად,თამაში ნამდვილად ღირს. შესულია წიგნში,სახელად"100 თამაში რომელიც უნდა ითამაშო სანამ ცოცხალი ხარ". სისტემური მოთხოვნები: ოპერაციული სიტემა:xp,vista,7. ოპერატიული მეხსიერება:1გბ,მაინც. ვიდეო ადაპტერი:32-64 (უკეთესია 128 ან მეტი) მყარი დისკი:1გბ ან მეტი. ლინკი; apunkagameslinks.blogspot.com/2014/09/download-second-sight-pc-game.html თუ დაყენება გაჭირდა: 1.ვაარქივებთ ვინრარით. 2.ვხსნით ამოარქივებულ ფოლდერს ვაძლევთ "setup"ს და ვაყენებთ. 3.შემდეგ შევალთ დაყენებული თამაშის ფოლდერში და მერე თქვენც იცით.... აბა თქვენ იცით,სულ ეს იყო,მადლობთ ყურადღებისთვის. რეიტინგი: Edge 7/10 Electronic Gaming Monthly 6.5/10 Eurogamer (Xbox) 8/10 (PC) 6/10 Game Informer 8.5/10 Game Revolution C GameSpot 7.5/10 (PC) 7.3/10
nemesis Posted March 23, 2015 Author Posted March 23, 2015 კარგია, მშვენიერია, ჩემთვის ძალაინ ძველია სპს.მევასება ააეთი რამეები,ცარიელი გრაფიკით გაბერილ თამაშებს მომკალი და მუღამს ვერ ვუდებ,ზოგს არ ესმის რო თამაში მარტო მაგარი გრაფიკა არ არის.
OpTiMeR Posted March 23, 2015 Posted March 23, 2015 ცოტა გააფორმე თემა. G1ORG1-ს თემებს გადახედე თამაშების შესახებ
nemesis Posted March 23, 2015 Author Posted March 23, 2015 ცოტა გააფორმე თემა. G1ORG1-ს თემებს გადახედე თამაშების შესახებ გაფორმებაში რას გულისხმობ. გადავხედავ ახლავე.
GIVI-1990 Posted March 23, 2015 Posted March 23, 2015 პირველი იქსბოქსით მაქვს დახურული,და არ მომეწონა
nemesis Posted March 23, 2015 Author Posted March 23, 2015 პირველი იქსბოქსით მაქვს დახურული,და არ მომეწონა მეორე ნაწილი არი რო?
nemesis Posted March 25, 2015 Author Posted March 25, 2015 მაგარი შთაბეჭდილება დატოვა პირველად რო ვითამაშე და ახლაც ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია?
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.