Jump to content

კომპი 2000 ლარად მონტაჟისთვის


Recommended Posts

Posted

გაუმარჯოს ყველას! 

მინდა სამონტაჟო კომპის აწყობა 2000 ლარის ფარგლებში

თუ შეიძლება მირჩიეთ რა კომპონენტები ვიყიდო

და რომელ მაგაზიებში არის კარგი ფასები.

 

წინასწარ დიდი მადლობა :)

Posted

სამონტაჟო კომპში რა იგულისხმება, ვიდეო ედითინგი და რენდერი მოგიწევს ბევრი?

Posted

 

 

სამონტაჟო კომპში რა იგულისხმება, ვიდეო ედითინგი და რენდერი მოგიწევს ბევრი?

კი კი. უნდა  გადავიღო ვიდეო მასალა, შევყარო კომპში და ვამონტაჟო.

როგორც  ტელევიზიებში...

Posted

მაგ ფასად ვერ ააწყობ სარენდეროდ კომპს 

Posted

მაგ ფასად ვერ ააწყობ სარენდეროდ კომპს 

შეგიძლია მირჩიო რა ფასად ავაწყობ და როგორ კომპს ?

Posted

კი კი. უნდა  გადავიღო ვიდეო მასალა, შევყარო კომპში და ვამონტაჟო.

როგორც  ტელევიზიებში...

პროცესორი ძალიან მნიშვნელოვანია მაგ საქმისთვის, გირჩევ i7 3xxx/4xxxx იყიდო, მაგალითად i7 4770k, i7-ზე ნაკლები არ იყიდო.

 

ასევე მნიშვნელოვანია RAM-ი, 8GB-ზე ნაკლები ესეც არ იყიდო, აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ფირმის რამს იყიდი, მთავარია რომელიმე ცნობილის იყიდო (Kingston, G.SKILL, Corsair, Crucial etc...), რაც უფრო დაბალი latency ექნება და რაც უფრო მაღალი სიხშირე მით უკეთესია. მინიმუმ ასეთი იყიდე: 8 GB 1600Mhz C10 ან C9.

 

ვიდეო კარტაზე შეგიძლია დაზოგო თანხა, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის რამდენადაც ზემოთა 2 კომპონენტი. ჩემნაირი 750ti ანდ უფრო რომელიმე შესაბამისი AMD-ს კარტა საკმარისი იქნება (AMD საერთოდ უფრო იაფი არის ხოლმე).

Posted

კი კი. უნდა  გადავიღო ვიდეო მასალა, შევყარო კომპში და ვამონტაჟო.

როგორც  ტელევიზიებში...

 

 

რა პროგრამაშიც მუშაობ, ვიდეო უფრო მნიშვნელოვანია თუ პროცესორი, კუდა ბირთვები გჭირდება თუ არა.

Posted

რა პროგრამაშიც მუშაობ, ვიდეო უფრო მნიშვნელოვანია თუ პროცესორი, კუდა ბირთვები გჭირდება თუ არა.

ადობე პრემიერი. ავიდი

Posted

რომელი კომპონენტი უფრო მნიშვნელოვანია მაგ პროგრამისტვის, ვიდეო თუ პროცესორი, კუდა ბირთვები?

ეგ დაადგინე და 2000ათ მშვენიერ კომპს ააწყობ ფორუმზე.

Posted

სხვა პროგრამებზე არ მინახია მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ Adobe-ს პროდუქციაში OpenCL გამოთვლები, ასე თუ ისე ფართოდაა გამოყენებული.

 

გადახედე ორივე ოფიციალურ საიტს და ნახავ რა სხვცაობებია მათ შორის

 

http://www.nvidia.com/object/adobe-cs6.html

 

http://www.fireprographics.com/ws/mae/adobe/index.asp

 

ამ საქმისთვის გეიმერულ კარტებს ზოგადად არ ყიდულობენ, ამ შემთხვევაში პროფესიონალი ვიდეო ბარათებია კარგი, მაგრამ გეიმინგ ვიდეო ბარათებსაც ამუშავებ უპრობლემოდ.

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.