OgaiB Posted November 3, 2010 Posted November 3, 2010 avtori: bero დღეს ინტერნეტში გავრცელდა ASUS-ის მომავალი ფლაგმანის ,-ასევე მომავალ 890FX მიკროსქემაზე დაფუძნებული-, Crosshair IV Extreme-ის ფოტოები. ერთი შეხედვით იგი საკმაოდ მიმზიდველია და შეუძლია ოვერქლოქერის გული ადვილად დაიპყროს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი მწარმოებლის პირველი დედა დაფაა, რომელსაც Lucid-ის Hydra ჩიპი ექნება, ასე რომ მითი Nvidia-ს და ATI-ს ვიდეო დაფების ASUS დედა დაფებზე გაერთიანებისა გაცოცხლდა. როგორც აღინიშნა სიახლე დაფუძნებულია AMD-ს 890FX Chipset-ზე, SB850 სამხრეთ ხიდითურთ, ეს უკანასკნელი კი დედადაფას SATA 6Gbps-ით უზრუნველყოფს, ხოლო NEC კონტროლერის საშუალებით პროდუქტი USB 3.0-თან იქნება თავსებადი. სხვა მხრივ სპეციფიკაციებში ჩვენ ვხვდებით ცხრა SATA პორტს, ხუთ PCI-Express x16, ერთ PCI და ოთხ DDR3 ტიპის მეხსიერების სლოტს. როგორც ყველა ASUS' ROG ბრენდის დედა დაფას Crosshair IV Extreme-შიც ვიხილავთ სხვადასხვა სახის ფუნქციებს, მაგ. ჩვენ უნდა ველოდოთ ორმაგ BIOS-ის ოპციას, ასევე ROG Connect და RC Bluetooth-ს და ა.შ. სიახლე არის მხოლოდ ის, რომ მომხმარებელს შეეძლება სასურველი PCI-Express x16 სალტეს ჩართვა/გამორთვა. ASUS Crosshair IV Extreme: მომავალში ჩვენ უნდა ველოდოთ სხვა დეტალურ მახასიათებლებს პროდუქტთან დაკავშირებით, პრევიუსთვის კი არსებულიც საკმარისია. წყარო: Fudzilla.com 2 Quote
George Posted April 29, 2011 Posted April 29, 2011 SLI Support Returning To AMD Motherboards http://guru3d.com/news/sli-amd-motherboard/ პირველი AMD ჩიპსეტის მაზერი რომელსაც ისევ ექნება სლის საპორტიო ASUS’ Republic Of Gamers Crosshair V Formula იქნებაო, საინტერესო ინფოა Quote
სოსო Posted April 29, 2011 Posted April 29, 2011 SLI Support Returning To AMD Motherboards http://guru3d.com/news/sli-amd-motherboard/ პირველი AMD ჩიპსეტის მაზერი რომელსაც ისევ ექნება სლის საპორტიო ASUS’ Republic Of Gamers Crosshair V Formula იქნებაო, საინტერესო ინფოა ვა მართლა საინტერესოა SLI ოფიციალურად იქნება ზედ? და რატომ Returning სხვა როდის იყო ეგეთი? Quote
sauron Posted April 29, 2011 Posted April 29, 2011 (edited) ანუ დღევანდელ am3 ის მაზერზე SLI ს ვერ გააკეთებ? Edited April 29, 2011 by sauron Quote
სოსო Posted April 29, 2011 Posted April 29, 2011 ანუ დღევანდელ am3 ის მაზერზე SLI ს ვერ გააკეთებ? მოდიფიცირებული დრაივერებით უნდა კეთდებოდეს როგორც ვიცი ეს არის დღეისათვის ყველაზე სანდო საიტი http://slipatch.com/http://slipatch.com/compat/ SLI Tested with Patch tool Intel 5520, X48, X38, P45, P35, P965, 975X, i955, i915 AMD 890FX, 790FX, 790GX, 780GX, 770 Quote
sauron Posted April 29, 2011 Posted April 29, 2011 მასეთ კუსტარულ გადაკეთებას მირჩევნია სულ არ გავაკეთო და ინტელის დედადაფაზე ქროსი ხომ მიდის? თუ არც აქ? Quote
სოსო Posted April 29, 2011 Posted April 29, 2011 მასეთ კუსტარულ გადაკეთებას მირჩევნია სულ არ გავაკეთო და ინტელის დედადაფაზე ქროსი ხომ მიდის? თუ არც აქ? ინტელი არაფერ შუაშია ნვიდიაზეა ეგ თორემ ნვიდია AMD-სთვისაც უშვებდა nforce ჩიპსეტებს რომელზეც SLI ირთვებოდა ჩვეულებრივ ინტელის ახალ დაფებზე ყველაზეა ყენდება SLI 1155/1155 და 1366 ოკეტებს ვგულისხმობ თუმცა ოფიციალურად ზოგზე ეწერა არაო ამ დროს მოდიფიცირებული დრაივერიც არ უნდოდა ისე დააყენებდი მოდიფიცირებული დრაივერები P45, X38, X48 ჩიპსეტებს სჭირდებათ და არაფერი კუსტარული მაგ დრაივერებში არ არის ორივე ადამიანის დაწერილია უბრალოდ ერთი გათახსირებულების დაწერილია და კრძალავენ SLI-ს ყველა ჩიპსეტზე და მეორე ვარიანტი კარგი და მურაბა ხალხის დაწერილია და ყველა გზა ხსნილია :D 1 Quote
სოსო Posted April 29, 2011 Posted April 29, 2011 მასეთ კუსტარულ გადაკეთებას მირჩევნია სულ არ გავაკეთო და ინტელის დედადაფაზე ქროსი ხომ მიდის? თუ არც აქ? ხო ეს კითხვა არ წავიკითხე კარგად ქროსი ვაბშე ყველგან მიდის სადაც კი ორი PCI-e სლოტია მაგარი ჯიგარია AMD ნუ Nforce მაზერებზე არ ვიცი მიდის თუ არა ქროსი თუმცა მაგას რომ ყიდულობ ავტომატურად ნვიდიას კარტები გაქვს მიზანში ამოღებული თორემ არაფერი ყრია მაგ nforce მაზერებში მე არასდროს მომწონდა :) Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.