Jump to content

Recommended Posts

Posted

ისე Overprovision დავწერ ზუსტათ როგორც მუშაობს ეგ ფიშკა, რახან ყველა ვერ ხვდება თუ რატომ იპარავს 10% ადგილს და რა საჭიროა მაგის გაკეთება, მანდ საქმე იმაშია რომ სსდ-ზე ეგ ადგილი ყოველთვის თავისუფალი უნდა დარჩეს, ისე შეიძლება უფრო მალე გაძვრეს სული კონტროლერს და დაიბრიდოს კიდეც მოულოდნელათ, მანდ უბრალოთ წინასწარ აკლებს მაგ 10% ადგილს, მერე ლამის შეგიძლია გაავსო სსდ და არაფერი არ მოუვა დიდათ, ანუ უკვე მაგას რომ ურთავ დაცული ხარ მაგისგან, ეგ ადგილი ყოველთვის ცარიელი რჩება რაც არ უნდა აკეთო პარტიშენზე, აი ეგ დანიშნულება აქვს მეტი არც არაფერი, ჯობია ჩართული იყოს ვიდრე მერე რაღაცამ გაგივსოს ზედმეტათ სსდ პარტიშენის ზომა და გაძვრეს სული რამდენიმე დღეში თუ არ მიაქციე ყურადღება, ისე დაჟე რაპიდ მოდიც უმატებს წარმადობას, მაგრამ მარტო პატარა ზომის ფაილებზე და ლაპარაკია უფრო 15% წარმადობის მატებაზე, მეტის თავი არა აქვს, ბევრი რამე მაინც რამის წარმადობაზეცაა დამოკიდებული რახან მაქედან იპარავს ასე 2გბ აბიომს კეშინგისთვის ეგ ფიშკა, არც ეგაა ტრუხა ბაზარი, მაგრამ დიდი ზომის ფაილებზე მარტო თავიდან აქვს ბუსტი სისწრაფის, მერე სტანდარტული სისწრაფე აქვს უკვე, მაგაზე სწრაფი უკვე მარტო უფრო თანამედროვე M2 ssd-ზე თუ დაგიდო, სატა3 მეტი არ შეუძლია, მაგრამ ეგეც ჩართული მაქვს მე ყოველთვის და არასდროს არაფერს არ გაუბერია, აი მაგიტომ მიყენია ეგ samsung magician-ი, სხვა რაღაცეებსაც აკეთებს თუმცა ეგენი მე არ მჭირდება, აქვს bed სექტორების ტესტიც და ბეკაპის ფუნქციაც თუ ახალი სდდ გადასვლა გინდა და ყველაფრის დაბეკაპება, შეუძლია ეგეც data migration-ით, მაგის გარდა აქვს ბენჩმარკიც ცალკე + encryption და ყველაფრის ძირფესვიანათ წაშლაც შეუძლია, აჩვენებს სმარტსაც, დიაგნოსტიკაც აქვს და სხვა ფიშკები კიდე, ანუ მე არ დავარქმევდი რამეს მაქედან თუ იყენებ მაგ აპს bloatware, თუ მაგეებს არ იყენებ მაშინ შეგიძლია არც დააყენო ეგ უტილიტა სამსუნგის სსდ-ზე, მე როგორც ვიცი მაგის გარეშე დაჟე rapid mode ვერ ჩაურთავ და მგონი ვერც overprovisioning

  • 3 weeks later...
Posted

მოკლეთ ეს ბაგი samsung magician ბოლო ბილდზე რაც აქვს არ იფიქსება როგორც ჩანს https://eu.community.samsung.com/t5/computers-it/samsung-magician-8-2-0-display-scale-bug/td-p/10994769 ნუ მანდ ვინც დააკვირდა 8.2 წინა ბილდზე ქონდა ზოგს პრობლემა, ეგ პრობლემა გაუსწორებიათ ლოლ ულტრავაიდ გაფართოვებაზე და სტანდარტული გაფუჭდა მგონი უკვე 8.3-ზე, რახან წინა ბილდზე იმახსოვრებს უპრობლემოთ სკალირებას 100% რომ დააყენებ, ახალზე ისევ აუტოზე გადადის, ანუ 175% და ყოველი რესტარტის შემდეგ ისევ მიწევს 100% დაყენება არ იფიქსება ეგ, თვითონ თუ არის არ ვიცი task scheduler-ში magician-ის მაგის მონიშვნის სეთინგი, მე ვერ მივაგენი სკალირებას რომ ტვიკავდეს მასე რომელიმე კამანდით, იყოს როგორცაა მეზარება ძველზე გადასვლა და სულ განახლებას ითხოვს თან ახალზე ეგ რომ დავაყენე, შეიძლება ფიქსი შემდეგ ბილდში დაამატოს სამსუნგმა, სხვა ისეთი არაფერი არ ჭირს დაჟე ჩემთან წლებია rapid mode ჩართული მაქვს და არცერთხელ არ გაუბერია აქამდე, over provisioning-იც ნორმალურათ მუშაობს

Posted

ეგ ბაგი კიდე ერთი დებილური ბაგია რაც აქვს ბოლო პერიოდში ვინდოუს 11-ის ბოლო ბილდებზე სხვადასხვა აპებს და დრაივერებს, ძალიან ბევრია ეგეთი სამწუხაროთ დაგროვილი, თუმცა 8.2.0 ბილდზე ეგ ბაგი არა აქვს, მარტო 8.3.0 ბოლო ბილდზე ატრაკებს, იმედია 8.4 ბილდზე გაასწორებენ, მაგრამ ეგ როდის გამოვა არ ვიცი, შეიძლება კიდე დიდხანს არ გამოუშვას სამსუნგმა ეგ ბილდი, მარტო სკალირების დასაფიქსათ ახალ ბილდს არ გამოუშვებენ ალბათ, რამე სხვა ფიშკებიც უნდა დაამატონ მაგის გარდა, მანდ თან ისიც გასათვალისწინებელია რომ 8.3 ბილდზე ულტრავაიდებზე გასწორებულა სკალირების პრობლემა, მაგრამ როგორც ჩანს სხვა გაფართოვების მონიტორებზე ზატო გაფუჭდა სკალირება და აღარ ასეივებს ნორმალურათ 100% როცა აყენებ სეთინგებიდან, რესტარტის შემდეგ სისტემის ისევ აუტოზე გადადის და მანდ 175% აყენია ყოველთვის სკალირება

  • 2 weeks later...
Posted

გადავედი 8.2 ბილდზე, შეტყობინების გათიშვა თურმე შეგიძლია თუ არ აპირებ ახალი ბილდის დაყენებას და ძველი გირჩევნია, ვნახე რაპიდ მოდიც იგივეა 8.2 და ბოლო ბილდებს შორის, მანდ არაფერი შეცვლილა, მცირე კოსმეტიკური ცვლილებებია მარტო ახალში, სხვა ისეთი არც არაფერი დაუმატებიათ, ზატო სკალირება გაფუჭდა უკვე ბოლო ორ ბილდზე, სექტემბრის ბილდი სწორათ იმახსოვრებს, ანუ რომ მოუნიშნავ 100%-ზე სკალირებას სულ ეგრე რჩება, ახალზე კიდე დაიტანჯები, ყოველი სისტემის რესტარტის შემდეგ ნულდება სკალირება და აუტოდან რაც 175% უდრის ისევ 100% უნდა გადმოიყვანო შენთვითონ, მაგარი ნეუდობნი რამეა და 175% ვარიანტი მგონი თუ არ გაასწორე ლაგებსაც იწვევს ცოტათი

Posted

Samsung Magician v8.3.1 გამოვიდა  შემდეგი ჩეინჯლოგით: 

ესეც გადმოსაწერი ლინკი https://download.semiconductor.samsung.com/resources/software-resources/Samsung_Magician_Installer_Official_8.3.1.820.exe ჩეინჯლოგი არ უწერია დიდათ რა დაფიქსეს ან შეცვალეს მაგ ახალში, მგონი რაღაც პატარა განახლებაა ეგ, რახან სკალირება მანდაც გაფუჭებულია როგორც 9.3-ში მანამდე

  • 1 month later...
Posted

დღემდე 8.2 სექტემბერში გამოსულ ბილდზე ვარ დარჩენილი, მეგონა 8.4 ბილდს გამოუშვებდა სამსუნგი სკალირების ფიქსით, მაგრამ აღარ გამოუშვიათ ეგ ახალი, 8.3.1 სულ პატარა აპდეიტია ალბათ ახალი სსდ მოდელები სადაც დაემატა საპორტში, გაფუჭებული სკალირებით არ ღირს მაგის დაყენება, ისევ ძველი ჯობია სადაც სკალირება მუშაობს აუტოდან 100% რომ გადაგყავს და აღარ ირევა რესტარტის შემდეგ სისტემის

  • 1 month later...
Posted

8.3.2 ბილდშიც,სადაც მგონი უბრალოთ კიდე დაამატეს ახალი მოდელების საპორტი ისევ დარჩა ძველი სკალირების ბაგი, მოკლეთ ბოლო ვერსია სადაც სკალირება სეთინგებში რჩება 100% მონიშვნის შემდეგ, ანუ სწორი ზომის ინტერფეისით არის 2024 30 სექტემბრის 8.2 ბილდი, მაგაზე დავრჩები ჯობია, 8.3 სამივე ბილდი დაბაგულია და გასწორება მაგ პრობლემის არ გამოვა, ყოველ ახალ გაშვებაზე უნდა შეხვიდე და ისევ 100% დააბრუნო, მაგარი ნეუდობნია ეგრე და უშნოთაა დიდი ზომის ინტერფეისი თუ არ ახლებ ხელს, წავალ ჯობია კეის დავშლი და გავწმინდავ, მგონი წინა დეკემბრის შემდეგ აღარ დამიშლია და მაგარი მტვრიანი იქნება, მერე კი ნვიდიას დრაივერს და ვინდოუს აპდეიტს დავაყენებ, კასპერსონაც გამოვიდა 21.22 RC ბილდი, 12 დღის წინ ფინალური ბილდიც გამოუშვიათ მაგ ნომრით უკვე და თან მითავდება მაინც უკვე ლიცენზია 23 დღე დარჩენილა ეხლა რომ ჩავრთე კომპი 21.21 ბილდზე სადაც არც გამოსულა თან RC ბილდი, ანუ მაგ ბოლო ბეტა ბილდის და ფინალური ბილდის ნომრები არ ემთხვევა, სადაც უკვე რამდენიმე პაჩი კიდე გამოუშვიათ ფინალურისთვის

Posted

Samsung Magician 8.3.2 ბილდი გამოვიდა 11 აგვისტოს, თუმცა ჩეინჯლოგი არ დაუდიათ რა შეცვალეს მაგ ახალში, ესეც გადმოსაწერი ლინკი: https://download.semiconductor.samsung.com/resources/software-resources/Samsung_Magician_Installer_Official_8.3.2.850.exe ვისთანაც სკალირების პრობლემაა ჩემსავით 8.2 წინა წლის სექტემბრის ბილდი დააყენოს, მანდ სწორათ ინახავს 100% რომ დააყენებ სკალირებას, 8.3 ბილდიდან მოყოლებული კი ყოველი სტარტის შემდეგ ან ვინდოუსის დაბუტვის ისევ ხელმეორეთ ჭირდება 100% დაყენება, რახან რესეტდება აუტოზე და მაგარი მოუხერხებელია

  • 3 months later...
Posted

lol 9.0 ბილდზეც არ დაუფიქსიათ სამსუნგის დევებს სკალირების პრობლემა, ისევ რესეტდება რესტარტის შემდეგ აუტო-ზე რაც ფაქტიურათ 125% სკალირებას უდრის, ვერ იმახსოვრებს შენ გემოზე, თუმცა 125% ისეთი ცუდი აღარაა მაგ ახალ ვერსიაში, შეუცვლიათ ისევე მთლიანათ ინტერფეისი

Posted

მაგ ერთი ბაგის გარდა ახალს ცუდი ვერაფერი ვუპოვე, ვაბშე აღარა აქვს ლაგები, რახან ანიმაციურ ეფექტებს თითქმის აღარ იყენებს ახალ ინტერფეისზე და საერთოდ არ იგრუზება სისტემა, თუმცა ეს ფლაგი ისევ აქვს დამატებული შორტკატზე  --disable-gpu-sandbox რეესტრში ვუპოვე კიდე HAGS მხარდაჭერა მაგ აპზე: IS_HAGS_SUPPORTED 1 აწერია ეხლა, ძველ ბილდებზე ეგ არ შემიმჩნევია აქამდე, აღარ დამიტესტია არის თუ არა სხვაობა ცალკე Rapid mode-ში, აღარ მახსოვს 8.2 ბილდზე რომელი ვერსია ეყენა, ახალში უკვე  RAPID Mode version 1.0.3.1 აყენია, ანუ ეხლა მეზარება ძველის დაყენება ისევე რომ შემემომწებინა ორი სისტემური ფაილი C:\Program Files (x86)\Samsung\RAPID\CacheFilter\amd64 რასაც ხმარობს რაპიდ მოდისთვის, ეგ არაა ისეთი აქტუალური, რახან ინტერფეისი საკმაოთ შეუცვლიათ ახალში და ჩემი აზრით ეგ ვარიანტი ჯობია ძველს უფრო ნაკლები ლაგებით გახსნის დროს, ზაგრუზკის მხრივ რამე დიდი სხვაობა არა აქვს ძველს და ახალს, მცირე დრო ჭირდება რაპიდის ჩართვას ზოგადათ, ანუ ბუტი ოდნავ უფრო ნელია რაპიდით ეგ კეშინგი რომ ამოქმედდეს დაბუტვის შემდეგ ვინდოუსის, აი ესეთ ვიდზეა ეხლა ახალი:

iduAg4s.png

ანუ რომ მოუნიშნავ სეთინგებში 100% სკალირებას ეკრანის, შემდეგ გაშვებაზე ისევ აუტოზე აყენია ეგ სეთინგი, რაც ჩემ 2კ მონიკზე 125%, თუმცა შეიძლება 4კ-ზე უფრო მაღალზეც მოუნიშნოს ეგ აუტოზე არ ვიცი, შენ გემოზე შეგიძლია მონიშნვა 100-125 ან სხვა მაჩვენებელზე, მაგრამ შემდეგ გაშვებაზე ისევ აუტოზე გადადის, ანუ არ იმახსოვრებს რეესტრში AppScale 100, ისევ ნულდება და appscale 0 აყენებს შემდეგ ჯერზე, ეგ ბაგი აქვს მარტო, სხვა ისეთი არაფერი შემინიშნია, ახალში უფრო ნავაროჩენი ბენჩმარკი აქვს, შეგიძლია ზაპრედელნი გამტარობა დაადებინო 8 თრიდზე თუ დაბენჩავ 1 მაგივრათ თუნდაც სსდ, მარტო ეგ ერთი სეთინგი რომ შეუცვალა გაასამაგებ რეზულტატს, დეფოლტზე 1 თრიდს იყენებს და მაგიტომ, ეგ უფრო ახლოსაა რეალობასთან, მაგრამ მაგდენის თავი აქვს უფრო 1გბ ფაილებზე, მერე უჭირს და ისევ სტანდარტულ გამტარობაზე გადადის, ამიტომ ეგ რაპიდი ბანალურათ მელკი ფაილებზე ახდენს კარგ გავლენას, მანდ ემატება საშვალო წარმადობა, დიდ 1გბ+ ფაილებზე სტანდარტული სისწრაფეებია, თუმცა ეგეც არაა ცუდი, რამს იპარავს ოღონდ ასე 1.5გბ ფარგლებში რაპიდზე, როცა მუშაობს რაპიდი, მემორიზე task manager-ში non-paged pool უნდა იყოს 1.5გბ+ ზომის გააჩნია 16გბ რამი გაქვს თუ ბევრათ მეტი, მაგაზეა ეგ დამოკიდებული, თუმცა არ მაქვს დატესტილი 32 ან 64გბ რამდენათ მეტ რამს იპარავს, შეიძლება დიდი სხვაობა აღარც იყოს უკვე, over provisioning-იც დარჩა, secure erase და ძველი  სსდ-ან ახალზე დაკლონვა პარტიშენის, ეგ ყველაფერი არის მაგ ახალ ვერსიაშიც, თუმცა ვიდი საკმაოთ შეცვლილია და ლაგებიც შემცირებული ახალში ჩემთან

  • 2 weeks later...
Posted

1 დეკემბერს Samsung Magician 9.0 ბილდი გამოვიდა შემდეგი ჩეინჯლოგით:

9.0.0 (December 1st, 2025) 
UI/UX improvements including new UI
Customizable widgets for users
8.3.0 (March 25th, 2025) 

ესეც გადმოსაწერი ლინკი: https://download.semiconductor.samsung.com/resources/software-resources/Samsung_Magician_Installer_Official_9.0.0.910.exe

აგერ დაარეპორტა ხალხმა სკალირების ბაგი მაგ ბოლო ბილდზეც მაგათ ფორუმზე: https://eu.community.samsung.com/t5/computers-it/samsung-magician-9-0-0-display-scale-bug-again-and-again/td-p/13736857 ისე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეგ ვერსია ნაკლებათ ლაგავს ჩემთან ვიდრე წინა ძველი ბილდები, შეიძლება ანიმაციური ეფექტები რომ სტატიკური აქვს და არ მოძრაობენ დიდათ მაგი შველის, უფრო გლატკათ მუშაობს ეხლა სისტემა ახალი რაპიდ მოდით, ამიტომ მაგ ბაგის მიუხედავათ 100% რომ აყენებ სკალირებას და ისევ რესეტდება აუტოზე, რაც 125% უდრის ჩემ 2კ მონიკზე ისევ ეგ ახალი მირჩევნია, სტატერინგი შემცირდა მაგაზე, ზუსტათ რისი ბრალია არ ვიცი, მემგონი ახალი შეცვლილი ინტერფეისის უფრო

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.