Jump to content

თამაშის ხარისხის განსაზღვრა


Recommended Posts

Posted

მოგესალმებით. ამ თემაში განვიხილავ თუ როგორ შეიძლება შეაფასოთ თქვენი თამაშის ხარისხი. ყველას გაგვიგია ალბათ FPS (frames per second)-ს შესახებ და უმეტესობას გონია რომ რაც მეტი მით უკეთესი, ნუ როგორც მიხვდით ამ თეორიის გაქარწ#$%ბა მინდა :D

  პირველ რიგში FPS სასურველია ემთხვეოდეს თქვენი მონიტორის განახლების დროს ანუ hz_ებს. უმეტესობას 60 hz-იანი მონიტორი გვექნება ამიტომ ჩვენთვის სასურველია 60 FPS თამაშებში. თუ სიტყვაზე 100 გაქვთ ჯობია V-sync ჩართოთ. (ეს მთლად smooth-ს ვერ გახდის თამაშებს იმიტომ რომ თავისი პრობლემები აქვს ამ ტექნოლოგიას, მაგრამ 60 ჰერციან მონიტორზე 100 FPS-თ თამაშს აჯობებს მაინც)

  ასევე FPS-ზე არანაკლებ მნიშვნელოვანია frame time (ალბათ ამ პარამეტრს არავინ უყურებს) მინდა გითხრათ რომ ამ კომპონენტის სიკარგე შეიძლება იმაში გამოიხატოს რომ ოდნავ ნაკლებ FPS-იანი თამაში უფრო smooth იყოს ვიდრე ცოტა მეტ FPS-იანი, რომელსაც frame time შედარებით დიდი (ანუ ცუდი აქვს)

  გაგიგიათ ალბათ რომ ამბობენ micro stuttering. ეს მარტივად რომ აგიხსნათ არის კადრის კანკალივით რა აი ენაბლუები რო არიან რო უჭირთ ლაპარაკი, როცა ეგ FPS-ს ემართება კადრი თითქოს დახტის. ხოდა დიდი შანსია ამაში დამნაშავე სწორედ ეს კომპონენტი იყოს. წარმოგიდგენთ crysis 3-ს benchmarks

20615_time.png

სეთინგები იყო 1920x1080 with 4xMSAA 'high' settings

იდეალური ვარიანტი იქნებოდა რომ ხაზი იყოს სწორი, ან მინიმუმ ამპლიტუდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები. თქვენ ხედავთ მკვეთრ ზრდას და ვარდნას frame time-ში სწორედ ამ წერტილებში წარმოიქმნება ეგრედწოდებული stuttering. ცნობილია რომ ადამიანისათვის 30 ms-ზე დაბლა აზრი არ აქვს იმიტომ რომ ვერ არჩევსო მაინც, მაგრამ ესეც ისეთივე ცნებაა როგორც ზოგი რომ ამბობს 24 FPS-ზე ზემოთ ვერ არჩევსო, ზოგიც ამ ნიშნულად 60 FPS-ს იღებს. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე, ზოგმა შეიძლება შენიშნოს ზოგმაც ვერა.

ეს კი იგივე ბენჩის სხვანაერი ჩანაწერი

20616_frafs%2099th.png

ამ ჩანაწერიდან ის ჩანს რომ ~99% შემთხვევაში ეს კონკრეტული ვიდეობარათი ამ ტესტის მსვლელობისას თითოეულ კადრს არენდერებდა 31 ms-ზე უფრო სწრაფად. (რაც მშვენიერი მონაცემებია) 

აი 50 ms-ზე მაღლა უკვე ძალიან ცუდია და აუცილებლად ამ მომენტში იქნებოდა micro stutter. შეიძლება ვერ შენიშნოთ თამაშში ჩართულობის გამო მაგრამ მისი ხშირად გამეორება უკვე გააფუჭებს თამაშის ხარისხს.

  სწორედ ამიტომ თუ თქვენ შემთხვევაში input მოწყობილობიდან მონიტორამდე დიდი დაყოვნებაა ან frame time ანუ თითოეული კადრის რენდერის დრო დიდია თქვენი avg FPS ვერაფერს იტყვის იმის შესახებ თუ რამდენად smooth არის თამაშის ხარისხი.

მათემატიკურად რომ გამოვთვალოდ 60 hz-იანი მონიტორისთვის საუკეთესო შედეგი გამოდის ~frame time 16 ms იმიტომ რომ 60 x 16 = ~1000 ms-ს ანუ 60 FPS.

მაგრამ პრაკტიკაში ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. თამაშის ძრავის შექმნისას სწორედ ამ ბევრ რამეზე ფიქრობენ.

  ამიტომ იმის დამახსოვრების ნაცვლად რომ 30 FPS ან 60 FPS არის კარგი სათამაშოდ ჯობს დაიმახსოვროთ და თამაშის ხარისხი შეაფასოთ 33 ms და 16 ms frame time_თ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი შესაძლოა უფრო დაბალი FPS-თ თამაში იყოს უფრო მაღალი FPS-თ თამაშზე უფრო გლატკი.

 

  თამაშის ძრავთან დაკავშირებით.

მაგალითად გაქვთ ძრავი რომელიც არის ძალიან ნელი. თქვენ ცვლით სხვადასხვა პარამეტრებს და მიხვედით დასკვნამდე რომ ყველა ეფექტით თქვენ აღწევთ 50 FPS-ს, მაგრამ თუ ჩრდილების დამუშავებას გათიშავთ აღწევთ 66.6 FPS-ს. ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ რომ ყოველ მესამე კადრზე შეცვალოთ ჩრდილების დამუშავება (SM) ასე რომ თქვენ იღებთ 60 FPS-ს. მიუხედავად ამისა თამაში მაინც არაა smooth და რატომ? იმიტომ რომ ამ დროს ყოველი ორი კადრი საჭიროებს 15 ms frame time-ს და ის მესამე 20 ms-ს ამიტომ თამაში თუნდაც მუდმივ 60 FPS-ზე არაა smooth იმიტომ რომ ზოგი ეფექტი მუშაობს 300 fps-თ ზოგი 20-30 FPS-თ და საბოლოო ჯამში ვიღებთ stuttering-ს. ასეთ შემთხვევას ვერ ჩაწერთ FPS-თ ამიტომ უმჯობესია თამაშის ხარისხი შეაფასოთ frame time-თ.

ეს იდეალურ სამყაროში FPS-ებისა და frame time_ს დამოკიდებულება

04ac9e86e5cf.jpg

არ გაზომოთ თქვენი თამაშის ხარისხი FPS-ებში გაზომეთ frame time ანუ ms-ებში, მაგრამ მთლად არ დაივიწყოთ FPS-ც :D

 

DX12_ს უპირატესობა DX11-თან შედარებით

 

2:22-ზე იწყება DX12 

 

არ გეგონოთ რმ ეს მაჩვენებელი მხოლოდ GPU-ზეა დამოკიდებული. არ დაგავიწყდეთ რა კვებავს ვიდეოს CPU ეხლა კი წარმოგიდგენთ იგივე ბენჩმარკს ოღონდ ეხლა CPU-ებში

skyrim-intel-low.gif

skyrim-fps.gif

skyim-99th.gif

ეს კი 16.7 ms-ზე ზემოთ როცა იყო ანუ 60 FPS-ს ექვივალენტია  16.7 ms და მასზე დაბლა რამდენ ხანს იყო ჯამში

skyrim-beyond-16.gif

ესეც მაგარი სკრინია

multi-beyond-50.gif

AMD  :keh:   :D

 

აი აქ კი ნათლად ხედავთ რატო არ ვარგა AMD-ს CPU-ები. იმის გარდა რომ მათ აქვთ დაბალი FPS თავისი ნელი არქიტექტურის წყალობით მათ აქვთ ძალიან დიდი Frame time intel-ს CPU-ებთან შედარებით.

ასევე ნათლად ჩანს ინტელის ახალი არქიტექტურების სისწრაფე ძველთან შედარებით.

 

ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე ბენჩმარკს რათა პრაქტიკაში აღიქვათ რა ხდება.

ესეც ორი ვიდეობარათის განხილვა

Radeon HD 7950 და GeForce GTX 660 Ti

გთავაზობთ 120 და 240 FPS-იან ვიდეოებს შენელებულს 30-მდე რათა თვალით იოლად გასარჩევი გახდეს

120 FPS

240 FPS

 

240-ში უფრო იოლად შენიშნავთ რომ 7950-ზე მომენტებში კადრი დახტის მაშინ როცა 660 ti-ზე შედარებით რბილად გადადის. ეს იმიტომ ხდება რომ ამ ვიდეოტესტის დროს ასეთი სიტუაცია იყო

skyrim.gif

როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში 660 ti-ზე გაცილებით ნაკლები ამპლიტუდა იყო თვითონ frame time_ებში და ასევე საშუალო მნიშვნელობითაც ნაკლები იყო.

 

გთავაზობთ რამოდენიმე თამშის შედეგს

ეს Skyrim

skyrim-fps.gif

skyrim-99th.gif

skyrim-latency.gif

skyrim-beyond-50.gif

ჩვენ ვხედავთ რომ 7950-ზე ამ შემთხვევაში უფრო ხშირია frame time-ს ცვლილება ვიდრე 660 ti-ზე რაც რათქმაუნდა მოქმედებს overall gaming experience-ზე, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთლად იოლი შესამჩნევი არ იქნება ეს.

Battlefield 3

bf3-amd.gif

bf3-nv.gif

bf3-fps.gif

bf3-99th.gif

bf3-beyond.gif

აქ 7970-ს კარგად უჭირავს თავი.

 

 ეხლა კი SLI და CF

bc2-fps.gif

bc2-99th.gif

sc2-nv-mgpu.gif

sc2-amd-mgpu.gif

როგორც ხედავთ ამ მხრივ SLI-ს შემთხვევაში შეადრებით უკეთესი შედეგი გვაქვს ვიდრე Crossfire-ს დროს. რათქმაუნდა ამაში software -ს ხელი ურევია.

თუმცა მინდა გითხრათ კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ ჯობია SLI-ს ერთი ვიდეობარათი.

დააკვირდით და წაიკითხეთ რასაც ვიდეოში წერენ

 

ატყობდით SLI-ს დროს როგორ გადადიოდა კადრი? მალე-მალე-დიდხანს ასეთია თამაშების მუშაობის პრინციპი

FCATA-640x344.jpg

 

მადლობთ ყურადღებისთვის.

თემა მოამზადა matusala -მ

  • Replies 84
  • Created
  • Last Reply
Posted

თამაშს გააჩნია ზოგზე 30-35-ით ნორმალურად ითამაშებ ზოგზე 40-ც დამღლელია და 50-ც, აი მაგალითად call of juarez gunslinger 40-45 fps-ით ვერ ვითამაშე დამღლელი იყო და stronghold crusader 2 25 fps-ითაც ითამაშება

Posted

თამაშს გააჩნია ზოგზე 30-35-ით ნორმალურად ითამაშებ ზოგზე 40-ც დამღლელია და 50-ც, აი მაგალითად call of juarez gunslinger 40-45 fps-ით ვერ ვითამაშე დამღლელი იყო და stronghold crusader 2 25 fps-ითაც ითამაშება

სწორედ ძრავის გამოა ეგ. მიწერია ზემოთ. crysis 20 FPS-ზეც კი მითამაშია და გაცილებით smooth იყო ვიდრე მაგალითად BF3 20 FPS-ზე, თან მაინც ორივე shooter-ია.

ეხლა სახლში მივდივარ სამუშაოდან და დავდებ საინტერესო შედარებასაც. 

Posted

swored ega ro cryengine 3 s ver sheedreba frostbite 3 bevrad uketesi optimizacia aq yvelanairad ai magalitad sust cartaze romelsac gaachnia dx 11 low settingze crysis 3 uketesad itamsheb vidre bf4 s

Posted

თამაშისას, მისი frame time როგორ უნდა ვნახოთ ?

Posted

თამაშისას, მისი frame time როგორ უნდა ვნახოთ ?

ისევე როგორც FPS 

ეს msi afterburner არის და სხვებსაც აქვთ 

068fb4b39e06.jpg

Posted

ესეთი რაღაცები კიდე დადერ რა..

 

რა ვერ გავიგე იცი ms და frame time ერთი არის თუ არა?

 

და კიდე ვერ გავიგე , არ გითქვია ფრამე თაიმ რა იყო, მს თქვი მარტო.

Posted

ms არის მილიწამი. 1 წმ = 1000 მილიწამს და frame time ითარგმნება როგორც სურათის/კადრის დრო. ანუ რამდენი მილიწამი ჭირდება თითოეულ კადრს.

Posted

კარგია! თემის დასაწყიში, FPS თან დაკავშირებით, რომ წერ გეთანხმები 100 %. ერთს დავამატებ - როცა FPS - ი აღემატება მონიტორის Hz -ს GPU - ს ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს. ეგ კი არადა, ზოგ ტანჯულა 'ზრავზე' თამაშს, სპეციალურად ნაკლებზე ვალიმიტებ FPS )) და 10/15 °c იკლებს. ამიტომ თამაში არაა, რომ vSync ჩართული არ მქონდეს. წინააღმდეგ შემთვევაში, 100 დან 300 „ FPS ავა და ტემპერატურა ჩახურებული 'ჩურივით გახდება :P

 

პ.ს. ამიტომ არასდროს ვურჩევ მონიტორის არჩევისას, მაღალ  Hz -იან მონიტორებს.

Posted

მათე ჩემთან არ არის აქტიური ეგ ფრეითაიმი და ფრეიმრეითი, როგორ გავააქტიურო.

Posted

ms არის მილიწამი. 1 წმ = 1000 მილიწამს და frame time ითარგმნება როგორც სურათის/კადრის დრო. ანუ რამდენი მილიწამი ჭირდება თითოეულ კადრს.

 

ესეგი კარგი მაშინ იქნება როცა ფრამე თამ ცოტა იქნნება? 

მს რამდენი უნდა იყოს კარგი? ან ფრამე თაიმ

Posted

მათე ჩემთან არ არის აქტიური ეგ ფრეითაიმი და ფრეიმრეითი, როგორ გავააქტიურო.

წინ პტიჩკა მონიშნე და მერე თვითონ ეგ ხაზი მონიშნე და ქვევით ნახავ show in On-screen display და მონიშნე ეგეც პტიჩკით

Posted

თოლიები მქონია მოსანიშნი :დ 

Posted

დავასრულე შეგიძლიათ ახალი ინფოც გადაიკითხოთ CPU-ებისა და SLI Crossfire_ების შესახებ :)

Posted

დავასრულე შეგიძლიათ ახალი ინფოც გადაიკითხოთ CPU-ებისა და SLI Crossfire_ების შესახებ :)

ამაზე გამეცი რა პასუხი:

 

 

MS- დაბალი უფრო კარგი არის თუ მაღალი?

 

ან time frame?

Posted

ამაზე გამეცი რა პასუხი:

 

 

MS- დაბალი უფრო კარგი არის თუ მაღალი?

 

ან time frame?

თემას თუ წაიკითხავდი მიხვდებოდი :)

 

"დაბალი უკეთესია"  ეს აწერია თითქმის ყველა სკრინს რაც დავდე :D

Posted

თამაშის Frametime მხოლოდ დაფაზეა დამოკიდებული თუ თამაშებსაც აქვთ თავიანთი ლიმიტები?

Posted

თამაშის Frametime მხოლოდ დაფაზეა დამოკიდებული თუ თამაშებსაც აქვთ თავიანთი ლიმიტები?

თამაშის engine-ზე, CPU-ზე, GPU-ზე და სხვადასხვა წვრილმანებზეა დამოკიდებული.

Posted

თემას თუ წაიკითხავდი მიხვდებოდი :)

 

"დაბალი უკეთესია"  ეს აწერია თითქმის ყველა სკრინს რაც დავდე :D

MS-ze vizaxi?

Posted

MS-ze vizaxi?

ვახ ჩინურად ხო არ ვწერ? 

 

დაბალი უკეთესია!

Posted

after burnetში frame times ტიწკა არ ადევს ანუ ვერ ვრტავ რომ იქ დისპლეი მოვტიწკო რატო?

Posted

ინფორმაცია დევს სადმე თამაშების ძრავსა და Frametime-თან დაკავშირებით? ანუ იმას ვგულისხმობ, რომ შემიძლია გავიგო როგორი კადრის სისწრაფე ექნება თამაშის ძრავს?

პ.ს ესეიგი თუ დამოკიდებულია CPU-ზე, GPU-ზე და კიდევ რამდენიმე წვრილმანზე, ის მცნება რომ თამაშს ყოფნის, ანუ თამაში ვერ ალიმიტებს სისტემას ამ შემთხვევაში frametime როგორი იქნება? რაც მძლავრია სისტემა მით კარგი კადრის სისწრაფე ექნება თამაშის ძრავს? ანუ გამოწურავს? (იმედია გასაგებად ვთქვი)

Posted

წინა გვერდზე დავამატე CPU-ების შედეგებიც და გადახედე.

ნუ ყველაზე მნიშვნელოვანია engine-სა და დრაივერების ოპტიმიზაცია, თორე თუ ძრავი ნაგავია 780-თაც არ გექნება კაი შედეგი.

სხვა კი რაც უფრო სწრაფია და კაი soft აქვს CPU და GPU ძირითადი კომპონენტები მაინც ესენია მით ნაკლები გექნება frame time.

ეგერ ჩანს AMD-ს პროციკებს რაც შეუძლიათ :D

 

ძრავებს რაც შეეხება დავძებნი ინფოს და გეტვი. ისე კი იმათ კი უწერს ვინც ქმნის და ეხლა რო ამბობდნენ mantle და DIrectx 12 CPU overhead-ს შეამცირებსო, იქ frame time-ზეც იყო ლაპარაკი და შედარებულ ვიდეოში mantle-ზე ნაკლები ms ქონდა.

Posted

AMD საშინელებაა... დავიჯერო უკეთესი პროცესორის დამზადება არ შეუძლიათ? ვერანაირად ვერ უწევს კონკურენციას ინტელს და ეს ნათლად ჩანს

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.