Magdalena Posted July 25, 2025 Posted July 25, 2025 გაიხსნა რესტორანი Tesla Diner - თანამშრომლებს შორისაა რობოტი Optimus Tesla Diner გაიხსნა ლოს-ანჯელესში შვიდი წლის შემდეგ, რაც Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა პირველად წამოაყენა ეს იდეა. Tesla Diner არის ბენზინგასამართი სადგურის სასადილო, რომელიც 1950-იანი წლების ამერიკის რეტრო-ფუტურისტული იერსახის მქონეა და მის პერსონალში შედის ანთროპომორფული რობოტი Optimus. ფოტოს წყარო: X, @ShellZero რესტორნის შესასვლელ კარზე განთავსებული სტიკერებით თუ ვიმსჯელებთ, დაწესებულება 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. მენიუში ამერიკული კვების ამ ფორმატისთვის დამახასიათებელი კერძების ნაკრებია: ბურგერები, კარტოფილი ფრი, ჰოთ-დოგები, ქათმის ფრთები და მილქშეიკები. ფასები ჯერ უცნობია. მომხმარებლებმა, რომლებმაც დაწესებულება სპეციალური მოწვევით უკვე მოინახულეს, აღნიშნეს, რომ საკვები Cybertruck-ის სტილიზებულ ყუთებშია შეფუთული. ფოტოს წყარო: @cb_doge ფოტოს წყარო: @SawyerMerritt რესტორნის მომსახურე პერსონალის „ვარსკვლავი“ ჰუმანოიდი რობოტი Optimus-ია, რომელიც დაწესებულების სტუმრებზე პოპკორნს გასცემს. ფოტოს წყარო: @cb_doge როგორც ჩანს, კომპლექსის გახსნისთვის ყველაფერი მზადაა. უკვე დამონტაჟებულია კინოეკრანები, რომლებზეც, მაგალითად, SpaceX-ის რაკეტის გაშვების ვიდეოებია ნაჩვენები. რესტორნის ავტოსადგომზე მდებარე Supercharger-ის სადგურებზე უკვე ბევრი მანქანა იმუხტება და დაწესებულების თანამშრომლები შესანიშნავ სპორტულ ფორმაში არიან. ფოტოს წყარო: @MarioNawfal ილონ მასკი დარწმუნებულია, რომ Tesla Diner „ლოს-ანჯელესში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ადგილი“ იქნება. მისი თქმით, კომპანია მსგავსი რესტორნებისა და დამტენი სადგურების გახსნას მსოფლიოს დიდ ქალაქებში გეგმავს. https://tinyurl.com/4zptxczw Quote
George Posted August 18, 2025 Posted August 18, 2025 ლოლ ჩამოვედი გუშინ რაჭიდან, წლებია არსად აღარ ვყოფილვარ და 1 თვიანი ოტპუსკივით გამომივიდა, თან რუსთავში და თბილისში საკმაოთ ცხელოდა მაგ პერიოდში, სხვათაშორის ბოლო 4-5 დღე საკმაოთ ციოდა უკვე ღამით რაჭაში, თაბ ჭრებალოში საკმაო სიცხეები იცის, ეგ ის რეგიონია სადაც ხვანჭკარა მოყავთ ღვინო, ანუ ზედა შავრაზე ასე 2-3 გრადუსით უფრო ცხელი სოფელია საშვალოთ, მაგრამ იყო წვიმები და ბოლოს მთლათ მაგარი თავხსმა იყო და ლამის 12 გრადუსი ღამით, ისე ალიასკაში ვნახე და მაგარი კლოუნადა გაითამაშეს Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.