Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა ფორუმელებო, მჭირდება ტელევიზორი მხოლოდ ფილმების სანახავად, არ მაინტერესებს სმარტ და 3D ფუნქციები. 1400 ლარის ფარგლებში 46-50" full HD TV. განვადებით ვაპირებ ყიდვას, ასე რომ ქართულ ბაზარზე რაცაა მხოლოდ მანდედან შემარჩევინეთ.

Posted

led-ზე აიღე

Posted

led-ზე აიღე

კონკრეტულად რამე მოდელს ხომ ვერ მეტყოდი? LED-ზე არ მაქვს გართულება,შეიძლება Plasma იყოს, მთავარია კარგი მონაცემები...

Posted

მეტს ვერაფერს. ვერ ვერკვევი ეგრე კარგად. ერთი ეგ ვიცი რომ ლედი უკეთესია. შემოვლენ უფრო გარკვეულებიც.

Posted

გამარჯობა ფორუმელებო, მჭირდება ტელევიზორი მხოლოდ ფილმების სანახავად, არ მაინტერესებს სმარტ და 3D ფუნქციები. 1400 ლარის ფარგლებში 46-50" full HD TV. განვადებით ვაპირებ ყიდვას, ასე რომ ქართულ ბაზარზე რაცაა მხოლოდ მანდედან შემარჩევინეთ.

მაგხელა დიაგონალის ეკრანზე მგონი 4k გაფართოების ტელევიზორი უნდა აირჩიო

Posted

3D მარტო იმიტომ არაა კარგი რომ 3D ჩევნება აქვს , ეგეთ ტელევიზორებს აქვს მეტი სიხშირე და უფრო სწრაფი კადრი , თუმცა ეგ ზომა ძვირია , ამიტომ 1400 ლარში Full HD უნდა იყოს 100 ჰერციანი მაინც და ასეთია > UE46F5000 მაგრამ ვერ ვნახე ვერსად , არცერთ მაღაზიაში არ ედოთ 

Posted

1400 ლარში 46 ინჩიანი ლედის შოვნა თბილისის მაღაზიებში გაგიჭირდება, აი ესეთია 1475 ლარათ იყიდება https://www.freeshop.ge/product/9891/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-samsung-ue46eh5000-46-widescreen-full-hd-1080p-led-tv-.html

Posted

100 ჰერცზე ძალიან შესამჩნევი იქნება კადრების ცვლილება? რას მირჩევთ, ზომა შევამცირო და მაღალსიხშირიანი ვიყიდო? 

Posted

არა ეგ H სერია აქვს OK ს მაგრამ საიტზე არ დევს თვითონ მაღაზიაში უნდა ნახო ,ალტასაც აქვს ზოგი მოდელი კი გირჩევნია ზომა შეამცირო , 46 კარგი ზომაა თუ უნდა უყურო 4-5 მეტრიდან 

Posted

კარგი, სათადრიგო ვარიანტისთვის იქნებ მირჩიოთ 42 ინჩიანი მაღალსიხშირიანი LED ან plasma. ისე, როგორც მე ვიცი, დიდ ზომებში პლაზმას უპრო უკეთესი გამოსახულება აქვს და არც HZ-ებთან ავს პრობლემა. 46-ინჩიან პლაზმას ვერ დავითრევ 1400-ად?

Posted

42ინჩიანი ესეთი ეძრობა http://mymobile.ge/new/v2.php?product_id=3001959 მაგარ ფასშია სხვათაშორის, ოკ ნამეტარი ძვირი ფასები ადევს საიტზე თუ ეგ ბოლო ფასებია

Posted

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=6268887 F6100 სულა ხალია რისო, 40 ინჩიანი 1000 ლარად მგონი ცუდი ავრიანტი არ უნდა იყოს... 

 

აი ეს ვარიანტიც ნახე აბა 46-იანი: http://www.samsung.com/ru/consumer/televisions/televisions/tv-led/UE46ES7207UXRU-spec

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=6246691

პირველი ახალია და ეს მეორე ანხმარია...

George

ჯორჯ ნახე აბა კარგი მონაცემებიაქ ვს მეორეს?

Posted

და ეგ 42 ინჩიანი მგონი დიდი ვერააფრით ჯობია Samsung UE46EH5000 46"-ს.   ჰერცებშიც კი არაა განსხვავება, ასე რომ ისევ 46 ინჩზე შევჩერდები. მგონი კარგი გადაწყვეტილებაა...

Posted

ხო ეგ არაა ცუდი ვარიანტი მაგრამ ახალი არაა და ალბათ არ აწყობს ეგეთს ყიდვა თემის ავტორს, ისე სუყველას ჯობია ეგ მოდელი ჩვენებით, UE46F5000 ლამის 2000 ლარი ადევს მგონი რაც ვნახე საიტებზე, 40 ინჩიანიც კი მგონი 1700 ლარამდე ღირს, 1400 ლარამდე რაც იყო დავწერე ლედებიდან

Posted

UE46ES7207-კარგი რამეა, ყველას ჯობს აქ ნათქვამიდან, მარა ნახმარია, თან განვადებით ვაპირებდი ყიდვას, მოკლედ ამ ვარიანტებიდან ავარჩევ რომელიმეს. ალბათ 46-ს ავიღებ ისევ. შეიძლება სახლის კინოთეატრის არჩევაც დამჭირდეს, ცალკე გავხსნი იმ თემას. 
დიდი მადლობა ყველას :)

Posted

ეგ პლაზმა არაა ცუდი მაგრამ იყიდო , EH5000 ს 60ჰერცი აქვს და რა ვიცი რად გინდა , გირჩევნაი დაამატო ცოტა და ბარემ კარგი მოდელი აიღო , მაღაზიენშბი თუ გაივლი შეიძლება ფილიპსი ნახო მაგ ზომის 3088 მოდლეია 100 ჰერციანი და კარგი რამეა , მაგის 46 იანს თუ ნახავ ელიტში იქნება და ეგეც კარგია 

Posted

იცი რა მაინტერესებს? პლაზმურებს რომ ჰერცბი აწერიათ იგივე სიხშირეა რაც ლედზე? რასაც მე დავაკვირდი, პლაზმას ყოველთვის ოხრად აქვს HZ ლედისგან განსხვავებით, იქნებ გამარკვიოთ...


ეგ პლაზმა არაა ცუდი მაგრამ იყიდო , EH5000 ს 60ჰერცი აქვს და რა ვიცი რად გინდა , გირჩევნაი დაამატო ცოტა და ბარემ კარგი მოდელი აიღო , მაღაზიენშბი თუ გაივლი შეიძლება ფილიპსი ნახო მაგ ზომის 3088 მოდლეია 100 ჰერციანი და კარგი რამეა , მაგის 46 იანს თუ ნახავ ელიტში იქნება და ეგეც კარგია 

ჰო, მაღაზიებში ვნახავ, თორე ქართულ საიტებზე ძალიან მწირი არჩევანია ტელევიზორების.

Posted

1300 ლარში კიდე 40 ინჩიანი ფილიფსია ხელზე ახალი 2 წლიანი გარანტიით http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=6051694

Posted

აი მაგალითად პლაზმის 600 ჰერცი უდრის ლედის 60 ჰერცს დაახლოებით :) არის პანასონიკის 2500 ჰერციანი ნეო პლაზმა მაგრამ ძვირია ეგეთები და კარგიცაა 

 

მოკლედ ფილიპსსაც გირჩევდი რა მოგივა 46 იანი კარგ ფასად , უბრალოდ საიტებს ნუ უყურებ მარტო ადგილზე უნდა ნახო მაღაზიებში :) 

Posted

ეგ ფილიპსი მართლა მაგარია, ერთ-ერთი ვარიანტი ეგაა. მოკლედ, დიდი მადლობა რჩევისთვის, შეგიძლიათ დახუროთ თემა...

Posted

კარგი დავხურავ და თუ რამეა მომწერე და გაგიხსნი ისევ

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.