Jump to content

Recommended Posts

Posted

მოგესალმებით. მაქჩს რვა მეგაბიტი სისწრაფე, მინდა მაკ ადრესებით გავწერო პრიორიტეტები და დანარჩენს მივცე დაბალი სიჩქარე, როგორ გავაკეთო?

Posted

მოგესალმებით. მაქჩს რვა მეგაბიტი სისწრაფე, მინდა მაკ ადრესებით გავწერო პრიორიტეტები და დანარჩენს მივცე დაბალი სიჩქარე, როგორ გავაკეთო?

router არ გაქვს? ლიმიტი რო დაადო ip-ზე უფრო იოლად გააკეთებ :)

Posted

როუტერების მეტი რა მაქვს კაცო :) უბრალოდ wi fi მომხნარებლები ერთდებიან და მთელ დიაპაზონის იპ ებს ხო არ ჩავწერ?

Posted

როუტერების მეტი რა მაქვს კაცო :) უბრალოდ wi fi მომხნარებლები ერთდებიან და მთელ დიაპაზონის იპ ებს ხო არ ჩავწერ?

რატომაც არა. DHCP-ზე აიღე დიაპაზონი სიტყვაზე 192.168.0.100 - 192.168.0.140 და შენ კომპს მიანიჭე 192.168.0.100 (რომელი კომპიც არ გინდა დალიმიტდეს მიანიჭე სტატიკური ip 101, 102 ა.შ.) და დანარჩენი ლიმიტზე გაუშვი. მგონი უნდა გამოვიდეს ხო?  :)

Posted

ე.ი. გაუშვი ლიმიტზე 192,168,2,10 დან 2,199 მდე, ყველაფერი რიგზეა ალიმიტებს, დანარჩენი იპ ები დავტოვე თანამშრომლებისთვის.. შემდეგ გავაკეთე მაკ მისამართების და იპ ების ერთმანეთზე მიბმა რომ თანამშრომლებმა ისევ ულიმიტოდ მიიღონ.. და აი აქ უკვე როუტერმა დედა მოიკითხა. იპ ებს სწორად გაცემს, კომპებიც ერთდება, DHCP ლისტშიც ჩანან რო ჩაერთდნენ მაგრამ კომპებზე ძახილის ნიშანს აწერს და ვერანაირად ვერ მივაწოდე ამ კომპებს შეუზღუდავი ნეტი


რატომაც არა. DHCP-ზე აიღე დიაპაზონი სიტყვაზე 192.168.0.100 - 192.168.0.140 და შენ კომპს მიანიჭე 192.168.0.100 (რომელი კომპიც არ გინდა დალიმიტდეს მიანიჭე სტატიკური ip 101, 102 ა.შ.) და დანარჩენი ლიმიტზე გაუშვი. მგონი უნდა გამოვიდეს ხო?  :)

თანამშრომლების იპ ები არ მივაბა მაკებს? პირდაპირ კომპზე გავწერო სტატიკური თავისუფალი იპ ები??

Posted

ცადე მასე ეგებ გამოვიდეს. მე მასე მქონდა დალიმიტებული ადრე 2 IP-ს გარდა ყველას ვულიმიტებდი და w-fi-ზეც ვრცელდებოდა ეგ ლიმიტი.

Posted

ვცდი ამ დღეებშიც მასე :)

Posted

რა განსხვავებაა IP -ისა და Mac ის მიბმასა და DHCP ში არსებული IP  და Mac მისამართის რეზერვაციას შორის?? ორივე ერთს აკეთებს ხომ?

Posted

მოკლედ აი როგორ დავარეგულირე :

 

კომპიუტერების რაოდენობა რომლებზეც მჭირდება მაღალი სიჩქარე არის 5.

როუტერის IP არის 192,168,2,1

შენდეგ 2,2 -დან 2,6 ის ჩათვლით დავარეზერვე იპ ები კონკრეტული კომპიუტერების მაკ მისამართებზე

d62c55d3ded9.jpg

 

 

შემდეგ ჩავრთე ტრაფიკ კონტროლი შესაბამისი პარამეტრებით:9b9fd45e5192.jpg

 

ჩემს შემთხვევაში ინტერნეტის სისწრაფე სადღაც 8 მეგა ბიტია 

 

შევქმენი ახალი „წესი“:

6b25694325df.jpg

 

ლიმიტირების მოქმედების დიაპაზონია 2,7 დან 2,199 ის ჩათვლით. პორტებში მიუთითე ყველა არსებული პორტის ნომერი, და სიჩქარის შეზღუდვა სადღაც 2,6 მეგაბიტზე..

 

რა შედეგი მომცა ამ ყველაფერმა???

 

aa40883223bb.jpg

 

ამ რაოდენობის მომხმარებლებზე ადრე უკვე ხარვეზები ქონდა როუტერს... ნუ რვა მეგაბიტი გაწიე გამოწიე მაინც რვა მეგაბიტია მაგრამ ასე თუ ისე მეტ ნაკლებად გადანაწილდა :))

  • 2 weeks later...
Posted

აიღე მიკროტიკ როუტერი და დაისვენებ... სიჩქარეები რო გაიზრდება გაგიჭედავს მაგ ტპ-ლინკმა...სიჩქარეებს დაალიმიტებ და ეგაა

 

c8d4aadc0910.jpg

Posted

მე და შენ როგორც ჩანს სხვადასხვა ბრენდების გავლენის ქვეშ ვართ :დ სამწუხაროდ ჩემ რეალობაში დ ლინკი და ტპ ლინკია ხელმისაწვდომი, ჯერ-ჯერობით ეს როუტერი ხუთიანზე მუშაობს ამ პარამეტრებით

Posted

tp-link შედარებით დაბალი დონის როუტერია მეც ასევე მიკროტიკს გირჩევ და მარტივად გააკეთებდი ყველაფერს

ორი ქსელი შექმენი და აღარ მოგიწევს ყველა იპზე ცალ-ცალკე ლიმიტების დაყენება 

საერთოდ WIfi-ქსელი ცალკე broadcast-დომეინში უნდა გქონდეს და თანამშრომლების კომპები ცალკე briadcast დომეინში, აქედან გამომდინარე შეგიძლია მარტივად გაუკეთო ყველაფერს მენეჯმენტი


რა განსხვავებაა IP -ისა და Mac ის მიბმასა და DHCP ში არსებული IP  და Mac მისამართის რეზერვაციას შორის?? ორივე ერთს აკეთებს ხომ?

იდეაში IP-ზე ლიმიტების დადება შეგიძლია ძაან basic-დონეზე ვიღაცამ ip თუ შეცვალა იმას ლიმიტი აღარ ექნება,

აქედან გამომდინარე გჭირდება VLAN-ები.

რაც შეეხება მაკს მაკზე ლიმიტის დადებას უფრო გირჩევ ცოტა ბევრი ჩალიჩი უნდა მაკის შეცვლას და მაგიტომ.

მარტივად აიღე  ორი როუტერი ერთი wifi მეორე ჩვეულებრივი და ჩვეულებრივზე თანამშრომლები დასვი და wifi-ზეჩვეულებრივი მომხარებლები და იმ როუტერის Ip-ს გაუწერე ლიმიტები რომელიც wifi-ა.

 

 

მარტივი ტოპოლოგია რო დახატო უფრო გაგვიადვილდება რჩევის მოცემა.

Posted

არ ვიცი რამდენად სწორად გაიგეთ რაც გავაკეთე მაგრამ ვფიქრობ ძალიან მარტივად მაქვს, თანამშრომლებს მუდმივი იპ ები გავუწერე მაკ მისამართებზე და დანარჩენ იპ დიაპაზონზე დავადე ლიმიტი. რა მინუსი აქვს ახლა ამას??

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.