Jump to content

Recommended Posts

Posted

მას შემდეგ, რაც NVIDIA-ამ წარმოგვიდგინა ახალი GeForce GTX 560 Ti ვიდეოკარტები, AMD-მ პარტნიორებს გაუმარტივა აჩქარებული და ე.წ. 'custom-დიზაინის' მქონე Radeon HD 6870-ების რელიზების დაწყებაც. როგორც ჩანს, მათ ეს წინადადება უყურადღებოდ არ დატოვეს და კომპანია HIS-მა გამოუშვა აღნიშნული პროდუქტის საკუთარი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია IceQ X ტიპის დაფაზე, რომელიც მან უკვე HD 6850 IceQ X-ებში გვიჩვენა. მის მსგავსად, გრაფიკულ ბარათს ამჯერადაც ორი ვერსია ექნება. პირველი, ეს გახლავთ სტანდარტული ვარიანტი, რომელსაც რეფერენსული სიხშირეები - 900/1050 მჰზ (ბირთვი/მეხსიერება) აქვს და მეორე, Turbo-X, გაზრდილი მაჩვენებლებით - 975/1150 მჰზ, რომელშიც 'X'აღნიშნავს იმას, რომ ის AMD-ს რეფ.ვიდეოკარტის მონაცემების მქონე Turbo მოდელზე უფრო სწრაფია. გაგრილების სისტემაში გამოყენებულია ოდნავ დიდი ზომის ალუმინის ფარფლი, რომლიდანაც სითბო გადის 8 მმ-იანი ნიკელით დაფარული სქელი სპილენძის მილაკებიდან, რომლებსაც თავის მხრივ, გააჩნიათ ცენტრალური 92 მმ-იანი ფენი. ქულერი გარეგნულად შესრულებულია ყინულისებრი დიზაინით. ისევე, როგორც ყველა სხვა HD 6870, აღნიშნული ვიდეოკარტა აღჭურვილია 1120 სტრიმ-პროცესორით და 1 გბ GDDR5 მეხსიერებას უკავშირდება 256-ბიტიანი ინტერფეისით. კომპანია ჯერჯერობით არ აქვეყნებს ინფორმაციას ღირებულების შესახებ.

af9a0c409471.jpg

fd6ed7fff67c.jpg

  • Upvote 5
Posted

საინტერესო იქნება ამ კარტის ტესტები. მომწონს კარგი კარტა ჩანს : )

Posted

ვიზუალური მხარე მაინცდამაინც არ აფიქრებს ეტყობა IceQ სერიის გაგრილებას. მე მქონდა 3870, არ ვიყავი კმაყოფილი. ერთხელ ვიყიდე რადეონი და პრობლემები მქონდა მაგ ვიდეო ბარათთან. თან ძალიან ხმაურიანი იყო 100% ფენი. მოკლედ მაგარი უკმაყოფილო დავრჩი და აწი როდესაც რადეონს ვხედავ და მითუმეტეს IceQ გაგრილებით ეგრევე ცუდი წარმოდგენა მექმნება. აი საჭმელი რომ მოგწამლავს და რო შეგზიზღდება ეგეთ ვარიანტში რა. :)

სპ ინფოსთვის. :)

Posted

საინტერესო იქნება ამ კარტის ტესტები

+1

საინტერესოა რისი მაქნისია ... :yes:

Posted

მაგრად მევასება ეს iceq მარა ამას ვიდით 3870iceq ჯობია

Posted

მაგრად მევასება ეს iceq მარა ამას ვიდით 3870iceq ჯობია

ჰო დიზაინით ძველი სჯობს :rolleyes:

Posted

მე საერთოდ HD6870 მესიმპატიურება მაგრად

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16814102913&cm_re=HD6870-_-14-102-913-_-Product

ამ ფასად ძალიან მაგარი რამეა

მადლობა ნიუსისთვის +1

  • 4 weeks later...
Posted

HIS 6870 IceQ X TURBO X http://guru3d.com/news/his-6870-iceq-x-turbo-x/

  • 2 months later...
Posted

ესეც HIS Radeon 6870 ICEQ X Turbo X აბზორი გურუ3დ-ზე http://www.guru3d.com/article/his-radeon-6870-iceq-x-turbo-x-review/

Posted

ესეც HIS Radeon 6870 ICEQ X Turbo X აბზორი გურუ3დ-ზე http://www.guru3d.com/article/his-radeon-6870-iceq-x-turbo-x-review/

გადავხედავ ეხლავე

მაგრამ GPU Frequency 975 ! Sick!

Posted

გადავხედე

ძალიან მაგარი ვიდეოკარტაა

მინუსს პრაქტიკულად ვერ ვუპოვით

ეს ვერსია სჯობს GTX560-ის სტოქ ვერსიას

DX11-ში ოვერქლოქდ ვერსიასაც აჯობებს როგორც ვხედავ

ფასი კი 210$ იქნებაო! :)

Posted

გადავხედე

ძალიან მაგარი ვიდეოკარტაა

მინუსს პრაქტიკულად ვერ ვუპოვით

ეს ვერსია სჯობს GTX560-ის სტოქ ვერსიას

DX11-ში ოვერქლოქდ ვერსიასაც აჯობებს როგორც ვხედავ

ფასი კი 210$ იქნებაო! :)

:thumbsup: :thumbsup:

  • 2 weeks later...
Posted

რატომღაც ვერ ვიტან ამ სერიას :D

საშინელი ფერი აქვს :xelitavi:

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.