Type-X Posted August 3, 2014 Posted August 3, 2014 ამ თამაშის პს ვერსიას ENBSeries მოდი ექნებაო http://shazoo.ru/2014/07/29/23695/gta-5-na-pc-poluchit-mod-enbseries ეს თავისთავად იქნებოდა, რადგან GTA IV-ი ENB-ის მოდთან ერთად, იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება, რომ თვალის მოშორება ძნელია. უფრო მეტიც, დაუჯერებელია რომ 2008 წლის თამაშს ფერების კორექციით ესეთი გრაფიკული გამოსახულების მოცემა შეუძლია. საინტერესო იქნება GTA V-ს რას მოუხერხებენ მოდერები, როცა გამოვა. სავარაუდოდ iCEnhancer-ის დეველოპერიც დაუბრუნდება საქმეს.
George Posted August 3, 2014 Posted August 3, 2014 რაღაც მსგავსი გრაფიკა სკაირიმშიც მიიღწევა ეგეთივე მოდებით მაგრამ ჩემ სისტემაზე მაგარი გაუჭირდება უკვე ეგეთი ვიდი რომ მივაღებინო
CHoRNa Posted August 4, 2014 Author Posted August 4, 2014 ერთი გაოფების ღირსია ეს ამბავი "ექსკლუზიური კადრები PC ვერსიიდან" Gameplay with Caps Lock Camera http://www.youtube.com/watch?v=bY5hU3RW2Jw&feature=youtu.be&t=6m55s
George Posted August 7, 2014 Posted August 7, 2014 ამ თამაშის პასტავკებმა 34 მილიონ კოპიას გადააჭარბაო http://www.gametech.ru/news/42054/ ასე რომ პს და ახალი კონსოლების გარეშეც მაგარი მაყუთი მოხიეს უკვე
PAZA Posted August 8, 2014 Posted August 8, 2014 ცოტა ვრცლად დავწერ ■ თამაში GTA V აგრძელებს გაყიდვების რეკორდების მოხსნას. ■ GTA V-ის უკვე 34 მილიონი ასლია გაყიდული. ამის შესახებ განაცხადა Take-Two Interactive-ს კომპანიამ ინვესტორების კრებაზე. 2014 წლის ივლისის თვის განმავლობაში, თამაშშმა მოუტანა თავის შემქნელებს კიდევ 1 მილიონი გაყიდული ასლი. და აშკარაა, რომ გაყიდვების მაჩვენებელი მომავალში მარტო გაიზრდება. თამაშის ახალი თაობის კონსოლებსა და PC-ზე გამოსვლის შემდეგ, დეველოპერები ელიან თამაშზე მოთხოვნის ზრდის ახალ პიკს. მაგრამ მაგის გარეშეც, ამ ეტაპზე უკვე გაიყიდა სერიის მეხუთე ნაწილის უფრო მეტი ასლი, ვიდრე ერთად აღებული NBA 2K14, BioShock Infinite და Borderlands 2-ის თამაშები. ■ ანალიტიკოსების შეფასებებით, GTA V-ის რელიზი ახალ პლატფორმებზე მოუტანს კომპანიას კიდევ დაახლოებით 10 მილიონ გაყიდულ კოპიას, რაც თავის მხრივ დააყენებს GTA V-ს უდავო ლიდერის პოზიციაზე გაყიდვების მიხედვით თამაშების ინდუსტრიის ისტორიაში.
Type-X Posted August 13, 2014 Posted August 13, 2014 არ ვიცოდი ეს ადგილი მართლა თუ იყო თამაშში. დღეს წავიკითხე კომენტარები და ვიდეოც ვნახე Inspired-ის ველოსიპედია საჭირო
Gobro Posted August 19, 2014 Posted August 19, 2014 მგონი 2015 წლისთვის აპირებენ ამის გადადებას მაგენის დედაც...http://gamebomb.ru/gbnews/9998
George Posted August 19, 2014 Posted August 19, 2014 შეიძლება ეგრეც მოხდეს, მესამე ვიჩერიც ხომ გადაიტანეს, თუ ბოლომდე არა აქვთ მზათ დაუმთავრებელ პორტს არ გამოუშვებენ, წინაც საშინელება იყო ისე პს-ზე, ეს უკეთესი უნდა იყოს წესით
CHoRNa Posted August 19, 2014 Author Posted August 19, 2014 ჭორებია მეტი არაფერი გამოვა ჩვეულებრივ შემოდგომაზე .
PAZA Posted August 20, 2014 Posted August 20, 2014 ■ GTA V-ის რელიზს PC-ზე და ახალი თაობის კონსოლებზე 2015 წლამდე გადადებენ. ■ შემოდგომის მოახლოებასთან ერთად Rockstar Games-ს სულ უფრო ცოტა დრო რჩება, რომ დაამთავროს მუშაობა თამაშზე და მიიპყროს გეიმერების ყურადღება. ვიდეო თამაშების ინდუსტრიის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია Rocksar-მა ვერ მაოსწროს GTA-ს PC და ახალი კონსოლებოს ვერსიის დროულად გამოშვება და თამაში მხოლოდ 2015 წელს ვიხილოთ. ■ ჯეიმს ჯერვისი, Computerandvideogames-ის პორტალის პროდუსერი და რედაქტორი მიიჩნევს, რომ უახლოეს დროში Rockstar გააკეთებს განცხადებას თამაშის რელიზის გადატანის შესახებ. არგუმენტად ჯარვისს მოაქვს პრესაში თამაშის მიმოხილვების არარსებობა - „თუ Rockstar თამაშის ამ წელს გამოშვებას გეგმავდა, მათ უკვე უნდა დაეწყოთ თამაშის სარეკლამო კამპანია. მათ კი ეს დღემდე არ გააკეთეს. შესაბამისად GTA-ს მხოლოდ 2015 წელს ვიხილავთ“
Barca Posted August 20, 2014 Posted August 20, 2014 ლოგიკურიც არის , ბაგებიანი ვერსიის გამოშვებას სჯობს გვიან გამოვიდეს
CHoRNa Posted August 20, 2014 Author Posted August 20, 2014 რატო ყვებით ამ ჭორებს ასე დარწმუნებულები ვერ ვხვდები სანამ ოფიციალურ საიტზე არ დაიდება არაფერი ტყუილია ეგ ყველაფერი ... მალე იტყვიან ზუსტ თარიღს
მიშკა Posted August 22, 2014 Posted August 22, 2014 eg 4 ivnis aris dadebuli Published on Jun 9, 2014
მიშკა Posted August 22, 2014 Posted August 22, 2014 სხვა რამის გამო დაპოსტა თქვენ ვერ გაიგებთ გზებიც დამილოცნია
George Posted August 23, 2014 Posted August 23, 2014 ეს თამაში ნოემბერში გამოვაო რუსეთში http://www.gametech.ru/news/42393/ ისე პს ვერსია კონსოლებზე ორჯერ იაფი ეღირებაო
George Posted August 25, 2014 Posted August 25, 2014 ჭორი გავრცელდა რომ ამ თამაშის ახლა DLC ზომბები იქნებაო http://gamemag.ru/news/sluh-novom-dlc-dlya-gta-poyavyatsya-zombi-99115
zaqrinio Posted August 25, 2014 Posted August 25, 2014 ცნობილი გახდა GTA V-ში ზომბების ჩამატების თარიღი Rockstar Games-მა დაანონსა GTA V-ში ზომბების გამოჩენა სექტემბრისთვის. PlayStation Magazine-ის გარეკანი ნათლად ამტკიცებს მზა ანონსს. კერძოდ კი სექტემბრის ნომერი გეიმერებს წარუდგენს სხვადასხვა თამაშებს ზომბების შესახებ, რომელთა შორისაც არის ასევე GTA V. გარეკანზე წარდგენილია 4 პოპულარული თამაში: Resident Evil, Dying Light, H1Z1, The Walking Dead, რომლებშიც უეჭველად არიან ზომბები, მაგრამ მეხუთე თამაშის ადგილას წერია «Grand Theft Auto V?!». Official PlayStation Magazine-ის ახალი ნომრის გამოსვლა იგეგმება 2 სექტემბერს. Rockstar Games-ს ჯერ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
Type-X Posted August 25, 2014 Posted August 25, 2014 ტკბილი ნოემბერი გველოდება წინ ეს (თუ გამოვა და არ გადაიწევს) და Project CARS ერთად
მიშკა Posted August 25, 2014 Posted August 25, 2014 აღარ მგონია გადაწიონ. ყველგან ამ წლის ნოემბერი წერია და ყიდვაც შესაძლებელია უკვე http://www.igromagaz.ru/catalog/games/igry-dlya-pk/kupit-grand-theft-auto/grand-theft-auto-5-cd-key.php
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.