zaqrinio Posted May 21, 2014 Posted May 21, 2014 Ubisoft-მა Microsoft-ის მხარდაჭერით გამოუშვა Assassin's Creed: Pirates-ის სადემონსტრაციო ვერსია Internet Explorer-ის პლათფორმაზე. ადრე თამაში გამოვიდა მობილურ მოწყობილობებზე, ხოლო ახლა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია ითამაშოს თამაში პირდაპირ კომპიუტერში. Assassin's Creed: Pirates-ის სადემონსტრაციო ვერსია შექმნილია HTML5-ის და WebGL-ის ბაზაზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ბრაუზერისთვის, მათ შორის მობილური მოწყობილობების ბრაუზერებისთვისაც. თამაშში მოთამაშეებს მოუწევთ მოირგონ ხომალდის კაპიტნის როლი და გაძარცვონ კარიბის ზღვის სხვა გემები. "ჩვენ გვინდოდა მოესინჯათ თამაშის პატარა ნაჭერი საერთაშორისო ქსელის მომხმარებლებსაც. პროექტზე მუშაობა ჩვენთვის გახდა გამოცდა, ასევე აპლიკაციების შესაძლებლობების ტექნიკური დემონსტრაციაც Windows 8-სთვის და Windows Phone 8-სთვის", - აღნიშნა Ubisoft-ის სტუდიის მენეჯერმა ფრანსუა ბოდსონმა. მოთამაშეებისთვის ხელმისაწვდომია ამინდის პირობების გადამრთველი სხვადასხვა გარემოებისთვის. დემო-ვერსიის არსი მდგომარეობს სხვადასხვა დაბრკოლებებს შორის მაქსიმალურად სწრაფ მანევრირებისთვის, მათ შორის საზღვაო ნაღმებისთვისაც. Assassin's Creed: Pirates-ის თამაში შეგიძლიათ მოცემულ ლინკზე: PLAY
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.