OgaiB Posted February 2, 2011 Posted February 2, 2011 სატესტო სტენდი: DFI LANParty UT X58-T3eH8 Intel Core i7 920 Super Talent Speed Series DDR3-2200 CL8 სისტემა იყო "აუტო"-ზე, ხელით არის გასწორებული ოპერების ვოლტაჟი, სიხშირე და ტაიმინგები. დიდ რევიუს ვერ შემოგთავაზებთ, მაგრამ სახელდახელოდ და იმის შესაფასებლად რა დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ თერმოპასტას კი დაინახავთ მცირე პრედისტორია თერმოპასტას შეძენას ვაპირებდი, MX2 აღარ იყო ჯიტეკში და ვეძებდი ალტერნატივას. გუშინ ვერ მოვითმინე და წავუსვი AS Ceramique, რომელსაც გამყინვარებისას ვიყენებთ ხოლმე და თავისთავად ლოუენდ თერმოპასტა არ არის. გუშინ მთელი დღე და დღეს შუადღემდე ჩართული იყო კომპი, AS Ceramique-ს ე.წ. curing time რომ გასულიყო და თერმოპასტას მიეღწია თავის საუკეთესო კონდინციამდე. შიგადაშიგ სტრესებით და ტესტებით. დღეს შევიძინე OCZ Freeze http://gadadi.ge/sale.htm (ძააალიან დიდი მადლობა გიორგის) და სანამ გამოვცვლიდი თერმოინტერფეისს, შესადარებლად გავატარე 5 წუთიანი ლინქსი: Low ტემპერატურას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, დილიდან მქონდა გაშვებული Core Temp და ცივი იყო წყალი დილით შემდეგ მოვაცილე კერამიკა და წავუსვი OCZ Freeze და რამდენიმე წუთში კვლავ გავატარე ლინქსი: (CPU ვოლტაჟის განსხვავებას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, VDrop-ის გამორთვა დამავიწყდა) და ჰოი საოცრებავ, განსხვავება სტრესზე 10-11 გრადუსია!!! ოვერქლოქის შედეგებს ვერ შემოგთავაზებთ რადგან გაგრილება არ მიწყობს ხელს დროებით, მაგრამ 99.99%-ით დარწმუნებული ვარ არანაკლები სხვაობა იქნებოდა. მოკლედ დაეძალეთ ხარისხიან თერმოპასტებს! P.S. რევიუს იდეისთვის და თერმოპასტაზე ფასდაკლებისთვის დიდი მადლობა გიორგის 2 Quote
GTA Posted February 2, 2011 Posted February 2, 2011 freeze ar vici mara mx4 4ever dzmao amazonidna chamoitanet xolme magari veshia Quote
Power_VANO Posted February 4, 2011 Posted February 4, 2011 კარგი ტესტია იაგო კერამიკა ნამდვილად უფრო გასაყინი თერმოპასტაა. სქელი კონსისტენციაა, უხეში ცოტა... Freeze ალეკოსაც მოსწონდა ძალიან, ადრე რომ ჩამოვიტანე. მე thermalright-ის თერმოპასტების მარაგი მაქვს დარჩენილი, ორი ტუბი, ცოტა MX-2-იც მაქვს და ცოტაც AS-5 :D Quote
მიშკა Posted January 21, 2014 Posted January 21, 2014 ვაა საღოლ ტო 10 გრადუსი სხვაობა ძაან მაგარია. ხო ვერ მეტყვი სად შეიძლება ეგ OCZ Freeze რო ვიყიდო თბილისში? ან ამ პასტას მირჩევ შენ? http://forum.ge/?f=54&showtopic=34604545 Quote
OgaiB Posted January 21, 2014 Author Posted January 21, 2014 ვაა საღოლ ტო 10 გრადუსი სხვაობა ძაან მაგარია. ხო ვერ მეტყვი სად შეიძლება ეგ OCZ Freeze რო ვიყიდო თბილისში? ან ამ პასტას მირჩევ შენ? http://forum.ge/?f=54&showtopic=34604545 OCZ Freeze-ს ვეღარ იყიდი, აღარ გამოდის. MX4 იყიდე. ვერ ვხსნი ფორუმს. რა თერმოპასტაა? Quote
OgaiB Posted January 21, 2014 Author Posted January 21, 2014 ესაა და 15 ლარად ყიდის ეგეც კარგია, მაგრამ თავად ხვდები რომ MX4 აჯობებს MX2-ს. შეუკვეთე ამაზონზე დ 2 კვირაში ჩამოგივა. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.