zaqrinio Posted June 19, 2014 Author Posted June 19, 2014 Sledgehammer Games-მა გაგვიზიარა ის თუ როგორია Call Of Duty: Advanced Warfare-ზე მუშაობა. გუნდმა გამოუშვა ახალი თრელერი, რომელშიც საუბრობენ სიუჟეტურ ხაზზე მუშაობის შესახებ კულისებს მიღმა. პროექტის კრეატიულმა დირექტორმა ბრეტ რობინსმა აღნიშნა, რომ ახალ ნაწილში მოვლენები განვითარდება მხოლოდ ერთი პერსონაჟის - რიგითი მიტჩელის გარშემო. ამგვარად შემქმნელებს სურთ გეიმერებს შეუქმნან გრძნობა, რომ ისინი კინოში არიან. შექმნაში აქტიურად გამოიყენება მოძრაობის დაჭერის ტექნოლოგია. კრეატიული დირექტორის სიტყვების მიხედვით, პერსონაჟები თამაშში ისეთები იქნებიან, როგორც რეალურ ცხოვრებაში, რაც თამაშს შემატებს რეალისტურობას. Call Of Duty: Advanced Warfare-ის რელიზი დაგეგმილია 4 ივნისს Xbox 360-ზე, Xbox One-ზე, PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე.
zaqrinio Posted June 20, 2014 Author Posted June 20, 2014 პირველ რიგში დავიწყებ Call Of Duty: Advanced Warfare-ის გრაფიკით. როგორც Call Of Duty: Advanced Warfare-ის გამომცემელმა თქვა თამაშის გრაფიკა იქნება "პრაქტიკულად ფოტორეალისტური". როგორც ცნობილია ორი სტუდია მუშაობს სერიის ახალ ნაწილზე. Sledgehammer Games მუშაობს, რომ თამაში გამოვიდეს PC-ზე და ახალი თაობის კონსოლებზე, ხოლო მეორე უცნობი კომპანია კი მუშაობს იმაზე, რომ თამაში გამოვიდეს ძველი თაობის კონსოლებზე. Sledgehammer Games-ის მუშაობის გაფართოვებულმა შესაძლებლობებმა შემქმნელებს საშუალება მისცა, რომ შეექმნათ ფოტორეალისტური გრაფიკა. Call Of Duty: Advanced Warfare-ის გრაფიკა იქნება სრულიად ახალი და მას ექნება ისეთი გრაფიკა, როგორიც წინა ნაწილებს არ ქონდა. Call Of Duty: Advanced Warfare-ის მოვლენები მიმდინარეობს 2054 წელში. მსოფლიოში გაჩნდა კერძო სამხედრო კორპორაცია, რომელიც მზადაა კაცობრიობა გადაარჩინოს განადგურებულ სამყაროში და აღადგინოს საზოგადოება გლობალური შეტევების შემდეგ. თქვენ - სრულყოფილი ჯარიკაცი ხართ. აღჭურვილი ხართ ეგზოსკელეტის ახალი თანამედროვე შესაძლებლობებით, ტექნოლოგიური გაუმჯობესებებით და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით. მოთამაშეები შეუერთდებიან კარგად გაწრთვნილ, სპეციალიზირებულ ჯარისკაცებს, რომლებსაც ევალებათ მსოფლიოში წესრიგის აღდგენა. მოთამაშეეები მოირგებენ რიგით მიტჩელის როლს, რომელსაც ახმოვანებს The Last of Us-ის, BioShock: Infinite-ის და Batman: Arkham Origins-ის მსახიობი. სხვა Call Of Duty-ებისგან განსხვავებით Advanced Warfare-ში იქნება მხოლოდ ერთი მთავარი გმირი. Call Of Duty: Advanced Warfare-ში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს ცნობილი მსახიობი კევინ სპეისი. კევინ სპეისი შეასრულებს ჯონათან აირონსის როლს, რომელიც არის კორპორაცია Atlas-ის უფროსი. რაც შეეხება Call Of Duty: Advanced Warfare-ის მთავარი გმირის არსენალს, თამაშში იქნება ეგზოსკელეტების, ჰოვერბაიკების და სხვა ფუტურისტული აპარატების გარდა იარაღების უდიდესი არჩევანი, იარაღები იქნებიან როგორც ფანტასტიკურები, ასევე რეალისტურებიც. მოთამაშეების არსენალის ყველაზე მნიშვნელოვანი აღჭურვილობა იქნება ეგზოსკელეტი EXO, რომელიც მთავარ გმირს შესძენს ზეადამიანურ შესაძლებლობებს, მათ შორის არაადამიანურ დარტყმის ძალას, კედლებზე გადაადგილებას მაგნიტებით და ახტომას გრძელ მანძილებზე. თამაშის გავლასთან ერთად გეიმერები მიიღებენ ქულებს, რომ დახარჯონ EXO-ს გაუმჯობესებაზე. მოთამაშეების არსენალს შეავსებენ უნიკალური ყუმბარები, რომლებსაც შეუძლიათ თვისებების შეცვლა ფრენის დრო. კერძოდ, მოთამაშეებს შეეძლებათ გამოიყენონ ყუმბარები მოწინააღმდეგის ადგილმდებარეობის გასარკვევად ან ტრადიციული დანიშნულებისამებრ. როგორც ცნობილია შემქმნელები ასევე წარადგენენ იარაღის არატრადიციულ სახეობებსაც, რომლებიც არ იყენებენ სტანდარტული საბრძოლო კომპლექტებს, საუბარი მიდის ენერგეტიკულ იარაღზე. გარდა უკვე ცნობილი ჰოვერბაიკებისა COD-ის ახალ ნაწილში იქნება ტექნიკა სახელად Pitbull-ი, რომელიც შემქმნელებმა შექმნეს ჯავშანტრანსპორტიორს MRAP-ის მიხედვით, რომელიც იცავს შიგნით მსხდომებს აფეთქებებისგან და ჯავშანტრანსპორტიორების შეტევებისგან. ასევე როგორც რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი სცენარისტები Call Of Duty: Advanced Warfare-ის სიუჟეტურ ხაზს ორ წელწადზე დიდხანს წერდნენ. თამაშის შექმნა გრძელდება 3 წელიწადია და ერთი მოთამაშის კამპანიას სტუდია Sledgehammer Games-ის სცენარისტები ორ წელწად ნახევარი წერდნენ და ამუშავებდნენ. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ Sledgehammer Games-ი შეპირდა გეიმერებს, რომ გეიმერები გაოცდებიან Call Of Duty: Advanced Warfare-ის მუტლიპლეიერით. ყველაფერი რაც კი იქნება ერთი-მოთამაშის კამპანიაში ის იქნება თამაშის მულტიპლეიერში. სამეცნიერო-ფანტასტიკის თემატიკამ შემქმნელებს საშუალება მისცა, რომ მოეხდინათ უნიკალური შესაძლებლობების რეალიზირება მრავალმომხმარებლურ რეჟიმში. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ გეიმერების მრავალმომხმარებლურ არსენალში იქნება ეგზოსკელეტები, ჰოვერბაიკები, დრონები და ფანტასტიკური იარაღები. ამგვარად შემქმნელები ცდილობენ, რომ შექმნან Advanced Warfare-ის საკუთარი სტილი და გამოყონ ის Call Of Duty-სგან. Sledgehammer Games უკვე ფიქრობს Call of Duty: Advanced Warfare-ის გაგრძელებაზე. შემქმნელებმა თამაშის რამდენიმე ასპექტი ისე გააკეთეს, რომ თუკი Advanced Warfare-ს წარმატება ექნება მაშინ მეორე ნაწილსაც გამოუშვებენ.
ბერო Posted June 25, 2014 Posted June 25, 2014 გაუქმებული მესამე-პირის ვიეტნამის ომის ერის COD-ის კონცეპტ არტები, რომელზეც ასევე SH მუშაობდა სანამ ამ თამაშს შექმნიდა: @VG247
zorzo Posted June 26, 2014 Posted June 26, 2014 გაუქმებული მესამე-პირის ვიეტნამის ომის ერის COD-ის კონცეპტ არტები, რომელზეც ასევე SH მუშაობდა სანამ ამ თამაშს შექმნიდა: ნელ ნელა #$%ვდებიან თუ რა მოსდით ვერ გავიგე
zorzo Posted July 4, 2014 Posted July 4, 2014 Call of Duty: Advanced Warfare-ის გრაფიკა იმდენად რეალისტურია, რომ თამაში ფილმის შთაბეჭდილებას ტოვებს.როგორც Sledgehammer-ის გუნდი აცხადებს, Call of Duty-ის ახალი ნაწილის გრაფიკა იმდენად კარგია, რომ გეიმერებს გაუჭირდებათ განასხვაონ ის ფილმებისგან ან ტელეგადაცემისგან. დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ მათ მიაღწიეს ფოტორეალისტური გრაფიკის დონეს. „რადგანაც გრაფიკის ხარისხის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთეთ, იმისთვის, რომ თამაში მაქსიმალურად ფოტორეალისტური გამოსულიყო. გეიმერები მიხვდებიან რას ვგულისხმობთ მაშინ, როდესაც პერსონაჟების სახის მიმიკას დაინახავენ. ისინი აღფრთოვანებულები დარჩებიან, რადგანაც თამაში ისევე გამოიყურება, როგორც გადაცემა ტელევიზორში“ - განაცხადა პროექტის არტ-დირექტორმა, ჯო სალუდმა. Call of Duty: Advanced Warfare გამოდის 4 ნოემბერს, ძველი და ახალი თაობის კონსოლებსა და PC-ზე თამაშის სისტემური მოთხოვნილებები(ჩემი აზრით :დ) : 32გბ რამ, გტხ ტიტან, ი7. ...
zaqrinio Posted July 4, 2014 Author Posted July 4, 2014 თამაშის სისტემური მოთხოვნილებები(ჩემი აზრით :დ) : 32გბ რამ, გტხ ტიტან, ი7. ... 64GB ძმა
NVidia. Posted July 4, 2014 Posted July 4, 2014 Predicted Requirements Core 2 Quad Q8400 2.66GHz Phenom II X4 805 GeForce GTX 660 Ti Radeon HD 7950 Boost Edition
zorzo Posted July 8, 2014 Posted July 8, 2014 ■ Amazon.com-ზე დაიდო Call of Duty: World at War II-ის Box art-ი. ■ World at War II იქნება პირველი თამაშის გაგრძელება ანუ დაუბრუნდება მეორე მსოფლიო ომის თემატიკას. ■ World at War-ის მეორე ნაწილს აკეთებს სტუდია Treyarch. შეგახსენებთ რომ Treyarch-ის ბოლო თამაში Call of Duty-ის სერიაში იყო Call of Duty: Black Ops 2. ■ გამოსვლის თარიღი ჯერ ჯერობით უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ იგი გამოვა 2015 წელს რადგან ამ წელს გამოდის Call of Duty: Advanced Warfare რომელსაც აკეთებს სტუდია Sledgehammer Games.
Guest Posted July 9, 2014 Posted July 9, 2014 ძალიან მაგარი იქნება. Ghosts მომეწონა და ეს კიდევ უკეთესი იქნება, თან ახალი ძრავი და სასწაული გრაფიკა (ყოველშემთხვევაში სურათებიდან ესე ჩანს). მგონი Crysis 3-საც დაჩაგრავს გრაფიკით, სთორით ისედაც მირჩევნია. ჩავარდა ვიშლისტში ეგრევე
zaqrinio Posted July 9, 2014 Author Posted July 9, 2014 Activision-მა გამოუშვა Call of Duty: Advanced Warfare-ის ახალი თრეილერი. შემქმნელებმა თრეილერში ისაუბრეს მუსიკალური გაფორმების შექმნაზე და პერსონაჟების გახმოვანებაზე. თამაშის აუდიო გაფორმება არანაკლებ მნიშნველოვანია, ვიდრე ვიზუალური ეფექტები. ამიტომაც შემქმნელებმა შექმნეს "იტელექტუალური სისტემა, რომელიც ვირტუალურად ამუშავებს ყოველი აფეთქების და ყოველი სროლის ხმებს, ისე, რომ ისინი ისმოდნენ თავისებურად და უნიკალურად". Call of Duty: Advanced Warfare-ის რელიზი შედგება 4 ნოებმერს ძველი/ახალი თაობის კონსოლებზე და PC-ზე.
zaqrinio Posted July 29, 2014 Author Posted July 29, 2014 დაიცა,დაიცა ეს რა ჯანდაბაა ?! თემას თუ გადახედავ ბევრი წერია იმის შესახებ, რომ თამაშს ექნება ფოტორეალისტური გრაფიკა. მაგ მომენტზე მეც 5 ჯერ გადმოვახვიე
majinboo Posted July 29, 2014 Posted July 29, 2014 არა ფოტორეალისტურზე რომ ტატყანებდნენ დეველოპერები მეც კარგად ვიცი,ზოგადად ამ ფრენშაიზის დიდი პატივისმცემელი ვარ,მაგრამ ნამეტნავად მომეჩვენა,ეჭვი მეპარება ინგეიმ იყოს მსგავის პერფომანსი ბოქსზე ?!
freeman_010 Posted August 4, 2014 Posted August 4, 2014 ეგ არ იქნება ინგეიმ გრაფიკა. მაგ ვიდეოს რამოდენიმე მომენტში სინემატიკ ვიდეოებია გამოყენებული, რომელიც სავარაუდოდ თამაშის პროცესში შეგვხვდება, თუმცა გრაფიკაც საკმაოდ დახვეწილი უჩანს წინა ნაწილებთან შედარებით.
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.