spax Posted April 23, 2014 Posted April 23, 2014 გამარჯობა. რამდენიმე შეკითხვა მაქვს. ლეპტოპს აქვს Intel HD 4000 და AMD Radeon HD 8600/8700M... თამაშის ან პროგრამის გახსნისას Nvidia -ს ვიდეობარათებს ქონდა ხოლმე ასარჩევი კონტექსტური მენიუდან Run With და აირჩევდი ინტელის ვიდეობარათით გაეშვა თუ ენვიდიათი. ამას ეგეთ რამე არ აქვს და როგორ ხდება ანუ. თავისით არეგულირებს რომელი გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისად?
Shopen Posted April 23, 2014 Posted April 23, 2014 catalyst-ში უნდა ჰქონდეს გადასართავი ასევე power option-შიც ექნება ისე კი წესით ავტომატურად უდნა გადართოს როდესაც საჭიროდ ჩართვლის(თამაშის დროს მაგალთად)
gio_kiborg Posted April 23, 2014 Posted April 23, 2014 დეფაულტად ავტომატურად რთავს, თუმცა დრაივრიდან (Catalyst Control Center-იდან) Power განყოფილებაში შეგიძლია მიუთითო Switching Graphics Method- Manual (წინასწარ დაყენებულია რომელიმე ვიდეოკარტა-სულ) ან ავტომატური შესაძლებელია ასევე ავტომატურ რეჟიმში ხელით დაამატო აპლიკაციები (თამაშები) რომლებიც AMD-ს ვიდეოკარტაზე უნდა გაეშვას თუმცა არც ისე დახვეწილია როგორც Nvidia-ს ჩემი აზრით, ამიტომ გირჩევ მანუალზე დააყენო როცა ბატარეებზე მუშაობ, მაშინ გადართე ხელით Intel-ის ინტეგრირებულზე, როცა დენშია შეერთებული, მაშინ გადართე AMD-ზე, ისე, Manual რეჟიმში PowerPlay გაუთიშე, თორემ შეიძლება ბლუ სკრინები ამოგიგდოს (Power Play CCC-შია Power Option-ებში და არეგულირებს ვიდეოკარტის სიმძლავრეს (და შესაბამისად ენერგომოხმარებას) როდესაც ლეპტოპი შეერთებულია, ან ბატარეებზე მუშაობს)
spax Posted April 23, 2014 Author Posted April 23, 2014 ძირითადად ვთამაშობ ხოლმე როცა სახლში ვარდა შეერთებული მაქვს დენზე. ისე ბევრ რესურსს არ მოიხმარს ეს თამაში მაგრამ ხელით დავაყენებ რომ AMD გამოიყენოს ყოველთვის. და რა მაინტერესებს, როდესაც AMD -ს იყენებს რამე შეღავათი აქვს ლეპტოპს? ანუ ვგულისხმობ რო უფრო გაუადვილდება თამაშის გაშვება და ნაკლებად დაიტვირთება
Shopen Posted April 23, 2014 Posted April 23, 2014 ეგ Radeon-ის ბარათი ინტელის HD-ზე უფრო ძლიერია ანუ თამაშებს უფრო "გაქაჩავს" სხვაგვარად გაუადვილდება კი მაგრამ უფრო დაიტვირთება, ენერგომოხმარების მხრივ განსაკუთრებით, ამიტომ გირჩია გიორგიმ როდესაც შეერთებული გექნება მაშინ გადაიყვანო radeon-ზე ხოლო როდესაც არა ანუ ბატარეით იქნება Intel HD-ზე უფრო დიდხანს რომ გაძლოს ბატარეამ მარტივად რო ვთქვათ.
gio_kiborg Posted April 23, 2014 Posted April 23, 2014 შეღავათი უფრო თამაშს აქვს ინტელის ინტეგრირებული ვიდეოები შედარებით სუსტებია, თუმცა საკმარისია ბრაუზინგისთვის, HD ვიდეოს საყურებლად, ზოგი თამაშისთვისაც (განსაკუთრებით რამდენიმე წლის წინ გამოშვებულების) თან ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ინტეგრირებული ვიდეო მეხსიერებას იღებს სისტემის ოპერატიული მეხსიერებიდან დისკრეტული (ანუ AMD/Nvidia) ვიდეო გაცილებით ძლიერია, შეგიძლია თამაშები მაღალი სეთინგებით გაუშვა, აქვს საკუთარი ვიდეომეხსიერება, რომელიც უფრო სწრაფია ვიდრე სისტემურიო RAM, თუმცა ასევე გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს ორმაგი ვიდეობარათების გამოყება (ავტომატურ რეჟიმში) უკეთეს ბალანსს ახდენს წარმადობასა და ბატარეის ხარჯვას შორის
Recommended Posts