Jump to content

Recommended Posts

Posted
სალამი ყველას. მოკლედ Mazda Atenza Sport (ვაგონ არა) ვუმიზნებ იაპონურს, მარჯვენა საჭიანს. 2002-2004 წლები დევს და ფასსაც ვწვდები. სამწუხაროდ უცხოურ ფორუმებზე ვერაფერი ვნახე, ძირითადად წერია მახასიათებლები და არა პრობლემები, დადებითი და უარყოფითი მხარეები. 
 
ვინც იცით იქნებ გამარკვიოთ, როგორი მანქანაა, შესანახად, მოსასველად, რა აქვს სუსტი (კოლოფი, ძრავი და ა.შ.), რამდენს დაწვავას ქალაქში (1.9 დ ა2.6 ძრავებით ვნახე ძირითადად). მოკლედ თუ ვინმემე რამე იცით დამეხმარეთ და გამარკვიეთ. ან იქნებ უცხოური ფორუმის (ინგლისური, რუსული) ლინკები გქონდეთ და მე გადავხედავ.
 
წინასწარ მადლობა ვინც არ დაიზარებთ. :)

 

P.S.

ისე მთლიანობაში არ ვარ გადაკიდებული მაინც და მაინც ამ მაზდას, უბრალოდ 2.5K მაქვს მაქსიმუმ და მაგაში ვეტევი განბაჟებიანად გზიანად. ჰოდა იქნებ იცოდეთ სხვა იაპონური მანქანა, რომელსაც არ მივაქციე ყურადღება მაგრამ მომივა ამ ფასში, ვიზუალიც კარგი ექნება, წლოვანებაც საშუალო და გამომდგარი რომ იყოს.

 

ეხლა ოპელ კორსა მყავს 1995-ანი :D 5 წელია მყავს და ხელის დადება არ დამჭირვებია მანქანაზე, გიჟია ოხერი, მარტო ზეთი ფილტრები, "რემენი" მუხრუჭები, რეზინკები და ა.შ. წვრილმანები შევცვალე. უნდა შევცვალო რა, აღარ შემიძლია ამით სიარული :D

Posted

მშვენიერი არჩევანია. საკუთარი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ აქაურობა(ისრაელი) მიაქვს მაზდებს. ეგ მოდელი იგივე mazda 6-ია და ასე დაძებნე, უფრო მეტ ინფორმაციას ნახავ

Posted

ვაა, ეგ არ ვიცოდი. ვნახავ მაგ მოდელით. გაიხარე, მადლობა. :)

Posted

altezza იყიდე :P

ზოგადად მანქანისთის კაი ფასში მოგივა მშვენიერი მანქანა

+იაპონიაშ თუ სადღაც ყველაზე ლამაზ მანქანად არის აღიარებული და მართლაც არის...

toyota-altezza-01.jpg

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.