ilia uneli Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 მოკლედ პირველ რიგში მოდერს თუ არ მოეწონება ეს თემა წაშალოს მეორე: მე მაგრად მაინტერესებდა ჩემი ინტელექტის დონე და გავიგე კიდევაც. მესამე: იმედია თქვენც დაგაინტერესებთ ცოტათი მაინც თქვენი გონების შესაძლებლობები დაცინვა და უ შე რა დებილი ყოფილხარ ესეთები არ გვინდა და ბოლოს PhotoShop და ბიძია Googleგამოირიცხა. დავსქრინოთ საკუთარი შედეგები,(შეიძლება ჩვენ შორის ვინმე გენიოსი იმალება http://iqtest.dk/
ilia uneli Posted March 26, 2014 Author Posted March 26, 2014 არ მწამს iq-სი აბა რისი გწამს? თუ არ გინდა ნუ გააკეთებ
kapan_gio Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 დამაწყდა ნერვი ბოლოს პოლნი გაზით გავიარე დამეზარა გაკეთება 10 ცალამდე
ოთო Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 იმდენჯერ მაქ ეს ტესტი გაკეთებული, თითო გაკეთებაში 1 ლარი რომ ამეღო კარგი სისტემა მომივიდოდა
G1ORG1 Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 Nathaniel, -1 ნათან შენ. iq არა ამერიკული ბისკვიტი. არ გეწყინოთ ვისაც მოგწონთ, მაგრამ ეს ტესტი და გონებრივი შესაძლებლობები ძალაინ შორს არის ერთმანეთისგან. ხო ადრე გავაკეთე ისე ჰარი ჰარალოზე და 125 დამიწერა :დ
ოთო Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 IQ ტესტი რომ მართლა ინტელექტს ზომავდეს რა უჭირს, რომ თქვა რომ ლოგიკას და ხედვას ზომავს ბევრად უფრო სწორი ნათქვმია. ამ ტესტში შეიძლება 10 წლის სკოლის მსწავლემ აჯობოს 40 წლის პროფესორს, ნუ ინტელექტის დონეზე ამ ორს შორის აღარ დავიწყებ ლაპარაკს...
ilia uneli Posted March 26, 2014 Author Posted March 26, 2014 მოდერ ჩაასწორე მაშინ "ჩემი ინტელექტის დონე" ის ნაცვლად ლოგიკის და ხედვის უნარი რადან ესე სურთ ბატონ წევრებს
giorgi wiklauri Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 IQ ტესტი რომ მართლა ინტელექტს ზომავდეს რა უჭირს, რომ თქვა რომ ლოგიკას და ხედვას ზომავს ბევრად უფრო სწორი ნათქვმია. ამ ტესტში შეიძლება 10 წლის სკოლის მსწავლემ აჯობოს 40 წლის პროფესორს, ნუ ინტელექტის დონეზე ამ ორს შორის აღარ დავიწყებ ლაპარაკს... ჯერ ინტელექტი რა არის მაგაზე უნდა შევთანხმდეთ, ანუ განმარტებაზე, რამდენად ან საერთოდ თუ მოიცავს თავის თავში "ლოგიკასა და ხედვას", ერთსა და და იმავე ტასკში პროფესორზე მეტ "ქულას" თუ მოსწავლე მარტო იმას ნიშნავს რომ ამ კონკრეტულ დავალებას უკეთ ართმევს თავს, ინტელექტის(მისი გავრცელებული განმარტებით) იდეალურად გასაზომად კითხვების რაოდენობა ასეთი შინაარსის ტესტში n->inf ის შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოდა იმაზე დავა რომ ესა თუ ის ტესტი ჩემს ინტელექტს ზუსტად ვერ ზომავსო სისულელეა, ამ ამოცანის ისედაც ფაქტიურად ამოუხსნელობის გამო, იგივეა, რამე MOBA ან თუნდაც ნებისმიერi სახის ონლაინ მულტიპლეიერში თუ ვინმესთან დავმარცხდებით დავიწყოთ, რომ აი ეს თამაში ჩემ სკილებს კარგად ვერ ზომავს და შენ რომ მომიგე ეგ არაფერს ნიშნავსო, ან კიდევ სპორტის რამე სახეობაში რომ წავაგებთ ვინმესთან იმას დავუწყოთ, მე უფრო კაი სპორტსმენი ვარ, პროსტა ეს სახეობა ვერ ზომავს მაგასო, მორალი რაარი მოკლედ, რაღაც დონეზე ეს კონკრეტული IQ ტესტი გვიქმნის სურათს ჩვენს ინტელექტზე, სტატისტიკურ მახასიათებლებს ვგულისხმობ აქ უფრო, უხეში სურათი თავისი +- ცდომილებებით , ჩემი აზრით დასაძრახი არაფერი აქვს სახით "ინტელექტების" დატოლებას (მერიტსა ჩლენამი რა :დდ ) მოკლედ ეს იმდენი იმიტო ვილაპარაკე რომ 130 ავიღე თვის დროზე მანდ და ლეგიტიმურობა რომ აჰყარეთ ასე არ მომეწონა )))
ilia uneli Posted March 26, 2014 Author Posted March 26, 2014 IQ ტესტი რომ მართლა ინტელექტს ზომავდეს რა უჭირს, რომ თქვა რომ ლოგიკას და ხედვას ზომავს ბევრად უფრო სწორი ნათქვმია. ამ ტესტში შეიძლება 10 წლის სკოლის მსწავლემ აჯობოს 40 წლის პროფესორს, ნუ ინტელექტის დონეზე ამ ორს შორის აღარ დავიწყებ ლაპარაკს... ყველა ცნობილი ადამიანი სარგებლობდა ამ ტესტით(მათ შორის ამერიკის პრეზიდენტებიც), 10 წლის ბავშვი იმიტომ აჯობებს პროფესორს რომ 10000–ში ერთი იბადება ეგეთი(თუმცა იბადება) სარკაზმისგან შორს ვარ
ოთო Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 მოდერ ჩაასწორე მაშინ "ჩემი ინტელექტის დონე" ის ნაცვლად ლოგიკის და ხედვის უნარი რადან ესე სურთ ბატონ წევრებს ყველა ცნობილი ადამიანი სარგებლობდა ამ ტესტით(მათ შორის ამერიკის პრეზიდენტებიც), 10 წლის ბავშვი იმიტომ აჯობებს პროფესორს რომ 10000–ში ერთი იბადება ეგეთი(თუმცა იბადება) სარკაზმისგან შორს ვარ იმიტომ აჯობებს რომ ხედვა აქ ნორმალური, არ ჭირდება 10000-ში ერთი. ხედვა უმეტესად თანდაყოლილია და განვითარება ჭირდება როცა ინტელექტი შეძენლი თვისებაა ჯერ ინტელექტი რა არის მაგაზე უნდა შევთანხმდეთ, ანუ განმარტებაზე, რამდენად ან საერთოდ თუ მოიცავს თავის თავში "ლოგიკასა და ხედვას", ერთსა და და იმავე ტასკში პროფესორზე მეტ "ქულას" თუ მოსწავლე მარტო იმას ნიშნავს რომ ამ კონკრეტულ დავალებას უკეთ ართმევს თავს, ინტელექტის(მისი გავრცელებული განმარტებით) იდეალურად გასაზომად კითხვების რაოდენობა ასეთი შინაარსის ტესტში n->inf ის შემთხვევაშია შესაძლებელი, ხოდა იმაზე დავა რომ ესა თუ ის ტესტი ჩემს ინტელექტს ზუსტად ვერ ზომავსო სისულელეა, ამ ამოცანის ისედაც ფაქტიურად ამოუხსნელობის გამო, იგივეა, რამე MOBA ან თუნდაც ნებისმიერi სახის ონლაინ მულტიპლეიერში თუ ვინმესთან დავმარცხდებით დავიწყოთ, რომ აი ეს თამაში ჩემ სკილებს კარგად ვერ ზომავს და შენ რომ მომიგე ეგ არაფერს ნიშნავსო, ან კიდევ სპორტის რამე სახეობაში რომ წავაგებთ ვინმესთან იმას დავუწყოთ, მე უფრო კაი სპორტსმენი ვარ, პროსტა ეს სახეობა ვერ ზომავს მაგასო, მორალი რაარი მოკლედ, რაღაც დონეზე ეს კონკრეტული IQ ტესტი გვიქმნის სურათს ჩვენს ინტელექტზე, სტატისტიკურ მახასიათებლებს ვგულისხმობ აქ უფრო, უხეში სურათი თავისი +- ცდომილებებით , ჩემი აზრით დასაძრახი არაფერი აქვს სახით "ინტელექტების" დატოლებას (მერიტსა ჩლენამი რა :დდ ) მოკლედ ეს იმდენი იმიტო ვილაპარაკე რომ 130 ავიღე თვის დროზე მანდ და ლეგიტიმურობა რომ აჰყარეთ ასე არ მომეწონა ))) ინტელექტს ესეთი კითხვებით ვერ გაზომვა. ამათ რომ უპასხო უმაღლესი განატლება არ გჭირდება როცა გაუნათლებელი ადამიანი ინტელექტუალი ვერასდროს ვერ იქნება ძალიან ცუდი მაგალითები მოიყვანე სპორტიდან. თუ ფეხბურთელი ხარ ფეხბურთით იზომება შენი "სკილები" და არა ჭოკით ხტომაში, უკეთესი რაშიც ხარ იმაში ასპარეზობ. IQ (Intelligence quotient) არის ვითომ ინტელექტის საზომი ტესტი, რომელსაც ამ კონკრეტული ტესტით ვერანირად ვერ გაზმოვა. ამის გასაკეთებლად სრულიად საჭიროა ზოგადი განათელბა (არც კი, ელემეტნარული რაღაცები გჭირდებ მარტო რომ იცოდე), მაშინ როცა სკოლის მოსწავლეს მაღალი ინტელექტის მაჩვენებელი ვერ იქნება თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მისი ცხოვრების მანძილზე საკმარის ცოდნას ვერ დააგროვებდა
giorgi wiklauri Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 გავიმეორებ, ინტელექტის განმარტებაზე შეთანხმებაა საჭირო, მოსწავლე-პროფესორის მაგალითით ერუდიციების შერკინებას უფრო გულისხმობ ვიდრე ინტელექტისას(ჩემთვის ეს ორი რამ სხვადასხვა რამეა), ზოგადი განათლება რომ აქვს ერთს მათემატიკაში და მეორემ დიფ. აღრიცხვა რომ იცის, არ ნიშნავს იმას რომ ლოგიკურ პრობლემებს მაინცდამაინც პროფესორი უკეთ გაართმევს თავს, ეს IQ ტესტები კიდევ ამ სახის ამოცანებისგანაა შედგენილი. სპორტსმენის მაგივრად ათლეტი იყოს მაშინ, მოკლედ საკუთარი ფიზიკური და მენტალური უნარების სუპერიორობაზე ვინც დებს თავს ის ხალხი ავიღოთ განზოგადებისთვის, ამათ რომ თქვან უმრავლეს სპორტის სახეობებსა დისციპლინებზე, თუნდაც მეცნიერებაში, რომ ამ ყველაში მაგარი ლუზერი ვარ, მაგრამ ესენი ვერ ზომავენ ჩემს ზემოთ ხსენებულ უნარებსო, ამის მსგავსი სიტუაციია მეთქი iQ ტესტებზე რომ თქვა იგივე, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ტესტები ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების შესამოწმებელი რამეა და არა იმის საზომი, თუ რა რაოდენობის ინფორმაციას ფლობ a.k.a ერუდიციის, ინტელექტის სემანტიკაა განსასაზღვრი და ერუდიციისგან განსაცალკევებელი
ოთო Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 გავიმეორებ, ინტელექტის განმარტებაზე შეთანხმებაა საჭირო, მოსწავლე-პროფესორის მაგალითით ერუდიციების შერკინებას უფრო გულისხმობ ვიდრე ინტელექტისას(ჩემთვის ეს ორი რამ სხვადასხვა რამეა), ზოგადი განათლება რომ აქვს ერთს მათემატიკაში და მეორემ დიფ. აღრიცხვა რომ იცის, არ ნიშნავს იმას რომ ლოგიკურ პრობლემებს მაინცდამაინც პროფესორი უკეთ გაართმევს თავს, ეს IQ ტესტები კიდევ ამ სახის ამოცანებისგანაა შედგენილი. სპორტსმენის მაგივრად ათლეტი იყოს მაშინ, მოკლედ საკუთარი ფიზიკური და მენტალური უნარების სუპერიორობაზე ვინც დებს თავს ის ხალხი ავიღოთ განზოგადებისთვის, ამათ რომ თქვან უმრავლეს სპორტის სახეობებსა დისციპლინებზე, თუნდაც მეცნიერებაში, რომ ამ ყველაში მაგარი ლუზერი ვარ, მაგრამ ესენი ვერ ზომავენ ჩემს ზემოთ ხსენებულ უნარებსო, ამის მსგავსი სიტუაციია მეთქი iQ ტესტებზე რომ თქვა იგივე, ჩემი ღრმა რწმენით, ეს ტესტები ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების შესამოწმებელი რამეა და არა იმის საზომი, თუ რა რაოდენობის ინფორმაციას ფლობ a.k.a ერუდიციის, ინტელექტის სემანტიკაა განსასაზღვრი და ერუდიციისგან განსაცალკევებელი ლოგიკური აზროვნების უნარი != ინტელექტს აქ მოვრჩი ამაზე კამათს, დანარჩენი აღარც წამიკითხავს რადგან ეჭვი მეპარება რამე განსხვავებულს წავაყწდე რაც უკვე ილაპარაკე
giorgi wiklauri Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი + პატარა დამატებებით გემოვნებისდა მიხედვით = ინტელექტს, ძირითადი ბირთვი მაინც პირველი ორი მახასითებელია, როგორც ავღნიშნე, ერუდიციაში გეშლება
ANuB1S Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 ბენჩმარკები ვიცი მე 3D Mark, Super PI და ა.შ. ანუ კომპიუტერული კომპონენტებისათვისა და ზოგადად მანქანებისათვის. ადამიანის ინტელექტს რაიმე ტესტი ან ქულა ვერცერთ შემთხვევაში ვერ განსაზღვრავს. ადამიანურ ბუნებას ეწინააღდეგება. სიცოცხლე იმისთვის მიეცა ადამიანს რომ განვითარდეს და გარშემომყოფებსაც მიეხმაროს განვითარებაში. ზემოთხსენებული კიდევ ადამიანის მიერ გამოგონილი კიდევ ერთი უსარგებლო პროდუქტია. ჩემი აზრით არანაირი წვლილი არ შეაქვს კაცობრიობის განვითარებასა და წინსვლაში. ჩემთვის პირადად დიდი შეურაცხყოფაა ქულით(!) ჩემი გონებრივი შესაძლებლობების შეფასება. ვერასდროს ვიტანდი გამოცდებს. გამოცდა და ქულა არის არაპირდაპირი მოტივაცია განვითარებისაკენ, რომელიც პრაქტიკაში ნაკლებად ეფექტურია.
მიშო Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 შეუძლებელია ერთ ტესტში განსაზღვრო ადამიანის გონებრივი შესაძლებობები(ან გამოცდაში ცოდნის დონე), არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დახვეწილი იქნება ეს ტესტი.
ANuB1S Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 'Murica I like you boy. my apologise for +. Next time
Nikki Posted March 26, 2014 Posted March 26, 2014 არ მჯერა! მტკიცებბულებაც მაქვს - ყოველთვის, ყოველდღე, ყოველთვე და ხასიათიდან გამომდინარეც კი სხვადასხვა და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ შედეგს აჩვენებს. ტვინია, ცოცხალი ორგანიზმი, ვითარდება, კარგით რა...
ilia uneli Posted March 26, 2014 Author Posted March 26, 2014 I like you boy. my apologise for +. Next time :დ კიდე კაი დავწერე მოდერს თუ არ მოეწონება წაშალოსო,მგონი ბევრს არ მოსწონს ეს თემა
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.