George Posted June 12, 2014 Posted June 12, 2014 ამ თამაშის ქალის პერსონაჟებო და პრეტენზიული გეიმერები http://shazoo.ru/2014/06/12/22663/devushki-assasiny-v-unity-i-bespochvennye-obvineniya-razrabotchikov
ბერო Posted June 12, 2014 Author Posted June 12, 2014 ჩასწორდა საკვანძო სიტყვები. ამ ნაწილს ალბათ აღარ გამოვტოვებ, სტელსი გააუმჯობესებიათ, კომბატი ისევ მარტივი არის, მაგრამ რთული რომ სრულად შეითვისო, რევოლუციური პარიზიც საინტერესო ჩანს.
GIBSON Posted June 13, 2014 Posted June 13, 2014 იარაღების მრავალფეროვნებას დააბრუნებენ ისევ იმედია, revelation-ის შემდეგ რამოდენიმე იარაღი იყო სულ
daviti_77 Posted June 13, 2014 Posted June 13, 2014 კარგია ახალი ასსასსინი და საფრანგეთის რევოლუცია..
zaqrinio Posted June 14, 2014 Posted June 14, 2014 Ubisoft-ის უფროსმა ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ შემქმნელები არ აპირებენ გამოუშვან Assassin's Creed: Unity ძველი თაობის კონსოლებზე. გაყიდვების და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვების მიხედვით, ეს უბრალოდ შეუძლებელია. "Unity-ს ქმნიან ახალი თაობის მოწყობილობებისთვის - ამის გაკეთება არ შეიძლება ძველ კონსოლებზე. ჩვენ არ გაგვიგია ამის გაკეთება როგორაა შესაძლებელი და არც კი გვიცდია ამის გაკეთება", - განაცხადა ტონი კიმ. Unity-ს გამოსვლა იგეგმება PC-ზე, PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ შემქმნელებს არ მოუწევთ გრაფიკის დაწევა ძველი თაობის კონსოლების მომხმარებლებისთვის. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ახალი პლათფორმების რესურსები გამოყენებული იქნება მთელი სიმძლავრით, რაც იძლევა საუკეთესო ხარისხის გრაფიკის და შესაძლებლობების გარანტიას. "მსოფლიოში ძალიან ბევრი Assassin's Creed-ის ფანია, რომლებიც ჯერ კი თამაშობენ ძველ კონსოლობზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე ჩვენ დაველაპარაკებით მათ", - დაასრულა Ubisoft-ის უფროსმა. ჭორების მიხედვით ფრანგი გამომცემელი უზმადებს კიდევ ერთ თამაშს სერიიდან PlayStation 3-ის და Xbox 360-ის მფლობელებს. პროექტი იქმნება კოდური სახელით Assassin's Creed: Comet.
G1ORG1 Posted June 14, 2014 Posted June 14, 2014 იმედია მიხედავენ ოპტიმიზაციას, მარტო ერთი ბირთვი რომ იტვირთებოდა პროცესორის ესე აღარ იქნება, და ვიდეო 60% მგონი.
ბერო Posted June 24, 2014 Author Posted June 24, 2014 ყველაფერი ამ თამაშის შესახებ, Eurogamer-ის მიერ: 4:01 - კედლებზე ჰორიზონტალურად გარბენის ანიმაცია, როგორც იქნა დაემატა პარკურს... რაც პირველი ნაწილი ვითამაშე სულ მინდოდა ეგ : D
zaqrinio Posted June 25, 2014 Posted June 25, 2014 Ubisoft-მა უარი თქვა შეჯიბრებით მრავამომხმარებლურ რეჟიმებზე, რომ დაემატებინა კო-ოპერატიული რეჟიმი. Assassin's Creed: Unity-ში არ იქნება მულტიპლეიერი. Assassin’s Creed: Brotherood-ის რელიზთან ერთად 2010 წელს, ყოველ თამაშში იყო რეჟიმები, სადაც მოთამაშეები ეჯიბრობედნენ ერთმანეთს თავიანთი სამიზნეების განადგურებით. Unity-ის დონეების დიზაინერმა ისაუბრა, რაზე მოუწიათ შემქმნელებს უარის თქმა კო-ოპერატიული რეჟიმისთვის. "ჩვენს წინ თავიდანვე იდგა მრავალმომხმარებლური გეიმპლეის შექმნის არჩევანი. ჩვენ ვქმნიდით თამაშის ძირითად მექანიკას დაუღლელათ კო-ოპერატიულ რეჟიმზე, შეჯიბრებითის ნაცვლად", - ამბობს ბრუნო სენტ-ანდრე. "ჩვენ დიდი ძალა ჩავდეთ ბრძოლების გადამუშავებისთის ისე, რომ მაშინვე რამდენიმე მოთამაშეს შეძლებოდა ბრძოლაში ჩაბმა და ტაქტიკური მანევრების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, რაც ძლიერ ამრავალფეროვნებს თითოეულ ბრძოლას. იგივე მოხდა ნავიგაციაზეც და სტელსზეც. მთელი ჩვენი ძალები და გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო კო-ოპერატიული რეჟიმის შეყვანაზე". 2010 წლიდან ფანები ყოველ წელს სთხოვდნენ შემქმნელებს, რომ დაემატებინათ თამაშში კო-ოპერატიული რეჟიმი. Unity-ში როგორც იქნა, გაჩნდება შესაძლებლობა ერთად ითამაშოთ, შეჯიბრებითი რეჟიმის სანაცვოდ. Assassin’s Creed: Unity-ის რელიზი შედგება PC-ზე, PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე 28 ოქტომბერს.
George Posted June 25, 2014 Posted June 25, 2014 გრაფიკა ისე მართლა უკეთესი უჩანს წინა ნაწილებზე, მთავარია ვაჩდოგისნაირათ არ გააფუჭონ მერე და თქვა რომ ვეღარ ქაჩავდაო მასეთ ვიდში, დვიჟოკი არ უვარგათ ეტყობა, მულტითრიდინგი არ მუშაობს ალბათ და 4 ბირთვის წესიერი საპორტიც არ გააჩნია მოშნათ რომ დაგრუზოს პროცესორი
George Posted June 28, 2014 Posted June 28, 2014 ამ ნაწილში სტელსიც შეიცვლებაო http://www.overclockers.ru/softnews/61878/V_Assassin_s_Creed_Unity_budet_peresmotren_stels-element_igry.html
PAZA Posted July 3, 2014 Posted July 3, 2014 Assassin’s Creed: Unity-ში არ იქნება Abstergo-ს კორპორაცია. Ubisoft Montreal-ის მთავარმა პროდუსერმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ წინა ნაწილში თქვენ თამაშობდით პერსონაჟით, რომელიც ჩვენ დროში აბსტერგოს თანამშრომელი იყო. ამ ჯერზე, გადავწყვიტეთ რაღაცა ახალი შემოგვეთავაზებინა გეიმერებისთვის. სიუჟეტის მიხედვით, თქვენ დაიწყებთ თამაშს და რაღაც მომენტში დაგიკავშირდებიან თანამედროვე ასასინები, იმისთვის რომ გთხოვონ დახმარება არნოს მეხსიერების შესწავლისთვის ანიმუსში. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ეს უკვე მეშვიდე თამაშია სერიაში და ორიგინალური ისტორიის მოფიქრებაც სულ უფრო რთული ხდება. ამიტომაც, ამ ჯერზე გადავწყვიტეთ რაღაც ელემენტები განსხვავებულად წარმოგვედგინა“ Ubisoft-მა ასევე გააკეთა კომენტარი თამაშის კოოპერატიულ რეჟიმზე: „ თქვენ შეგეძლებათ თითქმის მთელი სიუჟეტი გაიაროთ მეგობრებთან ერთად. რა თქმა უნდა, არის რამოდენიმე კონკრეტული მისია, რომელიც მხოლოდ არნოსთვისაა განკუთვნილი. მაგრამ მთელი თამაშის სამყარო, მთელი პარიზი, ნივთების მოძევბნა, ახალი ტერიტორიების გახსნა - ყველაფერი ამის გაკეთება მეგობრებთან ერთად იქნება შესაძლებელი. უბრალოდ ზოგიერთი მისიის შესრულება მოგიწევთ მარტოს, ზოგიერთის კი - მეგობრებთან“
George Posted July 6, 2014 Posted July 6, 2014 Ubisoft: ამ ნაწილში პარიზი უფრო დიდი იქნებაო ვიდრე მთლიანი Black Flag ხმელეთი http://gamemag.ru/news/ubisoft-parig-assassins-creed-unity-bolshe-chem-vsya-susha-black-flag-97910
PAZA Posted July 6, 2014 Posted July 6, 2014 ასასინები Assassin’s Creed: Unity-ში ნინძებს დაემსაგვსებიან. Ubisoft აპირებს ასასინები თამაშში უფრო მეტად დაამსგავსოს დაქირავებულ მკვლელებს ან ნინძებს. დეველოპერები უმზადებენ გეიმერებს განახლებულ stealth-ის სისტემას, რომლის გამოყენებაც მოთამაშეებს გაცილებით უფრო ხშირად მოუწევთ, ვიდრე წინა ნაწილებში. „ერთ-ერთ არტში, სადაც მთავრი გმირი სახურავიდან პარიზს გადაჰყურებს, ჩვენ გაჩვენეთ ის შესაძლებლობები, რომელიც დაგეხმარებათ დარჩეთ შეუმჩნეველი“ - განმარტა ალექს ამანსიომ, როდესაც ლაპარაკობდა მრავალრიცხოვან დასამალ წერტილებზე პარიზში. „ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ასასინი ყველაზე ძლიერია, როდესაც სახურავზე იმყოფება. ჩემთვის მთავარი გმირი შენობის სახურავზე არწვივით გამოიყურება, რომელიც თავის ნადავლს ეძებს“ „ჩვენ საგრძნობლად გავართულეთ საბრძოლო სისტემა. გეიმერები მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან ბრძოლაში, თუ ეს ერთადერთი გზა იქნება, რაც დარჩათ. ბრძოლის სირთულე აიძულებს მოთამაშეებს დაიმალონ და ისწავლონ მტრის ეფექტურად ნეიტრალიზირება. ზოგი მოწინააღმდეგე თქვენზე საგრძნობლად სწრაფი იქნება, ზოგი - უფრო ძლიერი. და თუ თქვენ ერთდროულად რამოდენიმე დაგესხმევათ თავს? ისინი უბრალოდ ადგილზევე მოგკლავენ. თუ თქვენ 5 მოწინააღმდეგეს შეხვდებით ქუჩაში - ჩათვალეთ, მკვდარი ხართ.“ ერთ-ერთ დამხმარე საშუალებას მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგისგან თავის დასაღწევად წარმოადგენს კვამლის ბომბი, რომელსაც ასასინები სერიის წინა ნაწილებშიც იყენებდნენ. მისი დახმარებით მოთამაშეები შეძლებენ ადვილად და სწრაფად გაექცნენ მტერს და ამით შეინარჩუნონ სიცოცხლე.
zaqrinio Posted July 10, 2014 Posted July 10, 2014 Ubisoft-მა გადაწყვიტა დაეწყო Assassin's Creed-ის ისტორია სუფთა ფურცლიდან. ასეთი გადაწყვეტილებით კომპანიას სურს მიიზიდოს ახალი მოთამაშეები. "ეს ახალი სტარტია, მოთხრობის სუფთა ფურცელი. ეს ასახულია დღევანდელი დღის ახალი კონტექსტში. თქვენ ნახეთ სერიის ევოლუციის ახალი საფეხური Black Flag-ში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ გავაკეთოთ ერთი და იგივე მუდმივად. Assassin's Creed: Unity გახდება სერიის ახალი ციკლის დასაწყისი", - აღნიშნა თამაშის კრეატიულმა დირექტორმა ალექს ამანსიომ. "რადგანაც ეს ახალი დასაწყისია, ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი ავხსნათ ისე, რომ არასოდეს არ დაგტვირთოთ. მე ვიტყოდი, რომ Assassin's Creed: Unity - საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი ისტორიის დასაწყისისთვის სერიის პირველი ნაწილის რელიზის მომენტიდან". Assassin's Creed: Unity-ს რელიზი დაგეგმილია 2014 წლის 28 ოქტომბერს. თამაში გამოვა PC-ზე, PlayStation 4-ზე და Xbox One-ზე.
George Posted July 14, 2014 Posted July 14, 2014 ახალი ტრეილერები და სკრინები: http://gamemag.ru/news/geympleyniy-treyler-assassins-creed-unity-98250
მათე Posted July 22, 2014 Posted July 22, 2014 დედა მოუდღნეს ამის გრაფიკასაც! კონსოლების დედას ****** არავინ არ თქვას კონსოლებიდან მოდის gaming-ო!
მიშკა Posted July 22, 2014 Posted July 22, 2014 ბიჭო ეს მაინც ხო ახალ კონსოლებზე გამოდის მარტო და pc-ზე. რა უქნეს გრაფიკას იბიომაც
Gobro Posted July 22, 2014 Posted July 22, 2014 watch dogs ბედს გაიზიარებს მგონი ესეც მაგენის დედაც...
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.