spax Posted March 16, 2014 Posted March 16, 2014 ეს ჩემი პირველი შეხებაა ამ სისტემასთან და რამდენიმე კითხვა მაქვს, უფრო სწორად პრობლემა. გამოყენებული მაქვს 13.10 ვერსია 1. ინსტალაციის დასრუების შემდეგ დამიწერა რო გრაფიკული დრაივერი არ არის დაინსტალირებული და შენთვითონ უნდა დააინსტალიროო. (შეიძლება ცოტა სხვანაირად ეწერა, ზუსტად არ მახსოვს) 2. task manager -ის შესატყვისი რამე აქ სად ვნახო, ანუ მინდა გავიგო რა რესურსებს მოიხმარს ლეპტოპი. CPU, RAM და ასე შემდეგ, + ტემპერატურა 3. დაინსტალირებული პროგრამები სად ვნახო? გუგლი ქრომი დავაინსტალირე, არც დესკტოპზე გამოუტანია და არც გვერდით პანელზე. 4. დავაინსტალირე http://askubuntu.com...a-new-partition ამის მიხედვით, swap -ის ზომად ავირჩიე 3GB,. (სულ 4GB იანი Ram მაქვს). სწორად მაქვს გაკეთებული? თუ რამე სხვანაირად უნდა მექნა? 5. რაღაც ცოტათი ჭედავს თითქოს, რამე პროგრამის გაშვებას დიდი ხანი უნდება (5-10 წამი). ფანჯრის ჩაკეცვა-გახსნის ანიმაციაც გლუვი არაა. 6. ლეპტოპს აქვს intel HD 3000 კარტა და Nvidia GT530M. ამათი დრაივერების დაინსტალირება ცალკე საჭიროა როგორც ვთქვათ ვინდოუსზე? 7. ლეპტოპი ზომაზე მეტად ხურდება (ბევრად უფრო მეტად ვიდრე ვინდოუსზე). საკმაოდ ცხელ ჰაერს უბერავს, ვენტილატორიც ჩქარა ბრუნავს და მგონია რო არ უნდა იყოს ეს ასე P.S. როგორც აქ პოსტებში ვნახე ყველა აქებს უბუნტუს იმ მხრივ რო სწრაფია, მაგრამ ჩემთან არაა ეგრე. არ ხსნის მალე პროგრამას ან სხვა ნებისმიერ რამეს. თითქოს რაღაც აკლია რა ისე არ მუშაობს როგორც უნდა მუშაობდეს.
19gio71 Posted March 16, 2014 Posted March 16, 2014 ეს ჩემი პირველი შეხებაა ამ სისტემასთან ნამდვილად ვერ ვერკვევი მაგრამ რა მიზნით დააყენე ? მუღამისათვის? გადახედე იქნებ დაგეხმაროს... http://itmania.ge/archives/4892
Shopen Posted March 16, 2014 Posted March 16, 2014 სადაც დავაყენე ubuntu არსად მოუთხოვია დრაივერი არაფრის უცნაურია დაინსტალირებული სოფტები მის software center-ში იქნება არ ვიცი რა ჰქვია ზუსტად საიდანაც აინსტალირებ პროგრამებს იქ არის installed გრაფაც ისე 17-ში გამოდის მგონი 14.04 ვერსია და ის დააყენე ბარემ იქ ალბათ არ ექენაბ ეგ პრობლემები
spax Posted March 16, 2014 Author Posted March 16, 2014 მოკლედ ასეთი სიტუაციაა. როგორც უცხოურ საიტებზე ვნახე აქვს ბევრს მსგავსი პრობლემები. ასეთ შემთხვევებში ყველა 12.04 LTS ვერსიის დაყენებას ურჩევს. მეც გადმოვწერე ეგ ვერსია და გამზადებული მაქვს ფლეშკაზე. შემდეგ Mini Tool Partition Wizard -ით წავშალე უბუნტუსთვის გამოყოფილი partition + swap. ამის მერე როდესაც ვარესტარტებ კომპიუტერს ასეთი წარწერა გამოდის და როდესაც exit -ს ჩავწერ მერე გადადის ვინდოუსზე. გუგლში დავძებნე ეს და http://www.makeuseof.com/tag/how-to-safely-uninstall-ubuntu-in-windows-dual-boot-environment/ ამ ინსტრუქციას მივყევი მაგრამ შედეგი არ გამოიღო. მაინც ისეა.მინდა რო დავაყენო უბუნტუს 12.04 ვერსია. ჯერ ეს უნდა მოვაგვარო თუ პირდაპირ ის დავაყენო?
Shopen Posted March 16, 2014 Posted March 16, 2014 რომელი ის? 14.04? xubuntu დააყენე შენც ან სხვა დისტრო ისე კი მგონი 12.10 იყო სტაბილური ვერსია ადრე არ მახსოს ზუსტად შეიძლება თივთნ არასწორად ჩაწერილი იმიჯის ბრალიც იყოს ultra iso-თი სცადე
spax Posted March 16, 2014 Author Posted March 16, 2014 არა 14.04 არ მინდა. 12.04 მინდა დავაყენო, სტაბილური ვერსიაა და არ აქვს პრობლემებიო როგორც წავიკითხე. კი არ გამოვრიცავ იმასაც რო იმიჯის ბრალი ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია ჯერ ეს ხო უნდა მოვაგვარო, კომპიუტერის ჩართვისას პირდაპირ ვინდოუსი გაუშვას და არა ეს GRUB. (არ ვიცი შეიძლება არცაა ამის მოგვარება საჭირო) 12.04 ვერსია ultraiso -თი მაქვს გამზადებული ახლა. მოკლედ რა მირჩიეთ რა გავაკეთო
Shopen Posted March 16, 2014 Posted March 16, 2014 boot priority-ში პირველ ადგილზე ფლეშკა ხო გაქვს თუ არ გაქვს მაშნ ირთვება პირველად ვინდოუსი
shavlego Posted March 16, 2014 Posted March 16, 2014 ულტრა ისოთი არამგონია დაბუთო.. მე დავაყენე ახლა 13.10 .. ჩიპიდან rufus ჩამწერით ჩემთანაც ჰაეროვანი გადასვლები არა აქვს ფანჯრებს მაგრამ ვინდზე რა პრობლემაც მქონდა ფლეშ ვიდეოების გაშვებასთან დაკავშირებით გამოსწორდა ეს პრომლემა, რამდენიმე ვერსიის ვინდზე თუ მიჭედავდა აქ საერთოდ არ შეინიშნება ტორმუზები.. ეგ სვაპ არეა მეც გამოვუყავი როგორც ტუტორიალში იყო და რისთვისაა საჭირო?
spax Posted March 16, 2014 Author Posted March 16, 2014 ვახ მგონი ვერ მიგახვედრეთ რა პრობლემა მაქვს ახლა და რა მინდა. თავიდან ბოლომდე დავწერ ახლა. მოკელედ 2 კვირის წინ დავაყენე windows 8.1 (მანამდე მეყენა windows 8 და ჩვეულებრივად შედიოდა ბიოსში). 8.1-ის დაყენების შემდეგ არ მომისინჯავს შესვლა. გუშინ გადავწყვიტე დამეყენებინა უბუნტუ. შევქმენი ერთ დისკი რომელსაც 25GB მივანიჭე ზომად. ბიოსში ვეღარ შევედი და როგორც დავძებნე გავრცელებული პრობლემაა ეს 8.1 -ზე გადაბარგების შემდეგ. რადგან ბიოსში ვერ შევდიოდი და არც იბუთებოდა (Esc -დან მოყოლებული ყველა F კლავიში მოვსინჯე delete-ს ჩათვლით) შევედი ვინდოუსის Change PC Settings და შემდეგ Advanced Startup -ს ქვემოთ მივეცი restart now. შემდეგ ავირჩიე Use a device და მივუთითე usb სადაც ჩაწერილი მქონდა უბუნტუ 13.10. დავაყენე ამ ინსტრუქციის მიხედვით http://askubuntu.com/questions/119786/how-do-i-install-ubuntu-on-a-new-partition (swap -ის ზომად ავირჩიე 3GB,. სულ 4GB იანი Ram მაქვს). მაგრამ ეს ვერსია არ მომეწონა, ცოტათი ჭედავდა და როგორც ძებნის შემდეგ ვნახე მარტო მე არ მქონია ეს პრობლემა. გადავწყვიტე დამეყენებინა 12.04 ვერსია და ამისთვის მივყევი http://www.makeuseof.com/tag/how-to-safely-uninstall-ubuntu-in-windows-dual-boot-environment/ ამ ინსტრუქციას. წავშალე გამოყოფილი partition და swap, შემდეგ bootrec /fixmbr bootrec /fixboot ეს ბრძანებებიც გავუშვი recovery -დან command prompt -ის საშუალებით მაგრამ როგორც მივხვდი ამ დროისთვის უბუნტუ(13.10) მაინც არაა კომპიუტერიდან სრულად წაშლილი. ჩართვისას ეს სიტუაცია მხვდება. შევიყვან exit ბრძანებას აქ და ამის შემდეგ იწყებს windows ჩატვირთვას. ამასთანავე advanced startup -დან გადარესტარტების შემდეგ use a device -ში არის ერთერთი ბრძანება სახელად ubuntu და მასზე დაჭერის მერე იგივე სურათს ვიღებ. რა მჭირდება: კომპიუტერის ჩართვისას როგორმე მოვაშორო ეს ეკრანი (ანუ წავშალო GRUB) და შემდეგ დავაყენო უბუნტუს 12.04 ვერსია.
Shopen Posted March 16, 2014 Posted March 16, 2014 რავი ასე გართულებაც რა საჭიროა ვერ მივხვდი დააყენ 8.1 შემდეგ ვეღარ შედი ბიოსში ბუთ პრიორიტეტი რომ მიგენიჭებინა? ext4 ფაილური სისტემითფორმატირება უბუნტუს ინსტალიციისას შეგეძლო დუალ ბუთი გაქვს ეხლა? ვინდოუს თუკი რთავ დააფორმატე ის დისკი თუ არა live cd გადმოიწერე და იმითი(acronis disk director live cd/usb) ამის შემდეგ დააყენე სხვა ვერსია ბიოსში არ შესვლა კდიევ ცალკე ბაგია მე არ მსმენია/არ შემხვედრია ეგეთი პრობლემა ვინდოუს რომ ჩატვირთავ დეფოლტზე win8.1 დააყენე წესით ეგ აღარ უნდა გამოიტანოს ჩატვირთვისას
shavlego Posted March 16, 2014 Posted March 16, 2014 ჩემი ნოუთი რომ ვიყიდე 8 ეყენა და გადაყენება რომ მინდოდა მეც ვერ შევდიოდი ბიოსში, ჩართვისას არ გამოქონდა არანაირი სქრინი..პირაპირ ვინდი იტვირთებოდა ამოვიღე ელემენტი ცოტა ხნით და შემდეგ გასწორდა
shavlego Posted March 16, 2014 Posted March 16, 2014 მეც წავშალე13.1 ვერსია და წინა უნდა დავაყენო.. ატის დისფლეი დრაივერი ვერ დავაყენე ამაზე, ისე ძველზეც საჩალიჩო მექნება, ტერმინალიდან უნდა ჩალიჩი.. მე ბუთი ასე ჩავასწორე, რეკოვერის კომანდიდან ეს ბრძანება გავუშვი bootrec.exe /fixmbr
spax Posted March 17, 2014 Author Posted March 17, 2014 მოკლედ ვერაფერი მოვუხერხე და მომიხდა ვინდოუსის გადაყენება. ახლა მინდა დავაინსტალირო 12.04 ვერსია. ინსტალაციისას როცა ვუთითებთ something else (advanced) და ვიღებთ ასეთ სურათს ვქმნი ext4 პართიშენს და swap -ს. რა უნდა მივუთითო device for boot loader installation: -ში, /dev/sda თუ /dev/sda1 ანუ ext4. პ.ს. გაითვალისწინეთ რო ამ მყარ დისკზე მაქვს ვინდოუსიც ჩაწერილი (შესაბამისი სურათი ვერ ვიპოვე). (სინამდვილეში sda1 არის ვინდოუსის boot loader 300mb -იანი. sda2 c დისკი და sda3 d დისკი) როგორც წავიკითხე sda-ს მითითების შემთხვევაში GRUB გახდება სისტემის default ჩამტვირთავი. ეს ხო არ შეუშლის რამეს ხელს?
მათე Posted March 19, 2014 Posted March 19, 2014 რაც იქნება ის დატოვე. ჯერ windows-ს რო აყენებ და მერე უბუნტუს. უბუნტუს ჩამტვირთავი გადაეწერება windows-ს ზემოდან. windows-დან easybsd-ს დახმარებით დაამატე ubuntu dual boot-ში და მერე უკვე windows-ს ჩამტვირთავი გამოჩნდება და იქ აირჩევ რომელი ჩართო. ubuntu-დან კიდე მოგვიანებით გააუქმე და უბუნტუ დააყენე დეფოლტად რომ უბუნტუს ჩამტვირთავი აღარ გამოვიდეს. ადრე მაქვს გაკეთებული ეგ და აღარც მახსოვს. ამ წუთას სამსახურის კომპიდან ubuntu-დან ვწერ. აქ ჯერ 7 დავაყენე და მერე უბუნტუ და უბუნტუს ჩამტვირთავს ვხმარობ არ მიშლის ეგ ხელს.
spax Posted March 22, 2014 Author Posted March 22, 2014 დაყენებით დავაყენე ყველაფერი ნორმალურად. ერთადერთი პრობლემა რაც არის პროცესორს აცხელებს. რისი ბრალია ვერ ვხვდები 65+ ზე აყავს ტემპერატურა. ხომ არ გქონიათ ვინმეს მსგავსი შემთხვევა?
shavlego Posted March 23, 2014 Posted March 23, 2014 მე ორი სამი დღე ვეჩალიჩე.. დატვიკვა დავიწყე.. თემების შეცვლა, მაგრამ არა რაა.. დაუხვეწავი სისტემაა ძალიან და არც სტაბილურია, დაიქრაშა რამდენჯერმე... უკეთსი პერფორმანსობის კიდე ვერაფერი ვერ შევატყვე.. საბოლოოდ მივაშალე
spax Posted March 24, 2014 Author Posted March 24, 2014 მე ორი სამი დღე ვეჩალიჩე.. დატვიკვა დავიწყე.. თემების შეცვლა, მაგრამ არა რაა.. დაუხვეწავი სისტემაა ძალიან და არც სტაბილურია, დაიქრაშა რამდენჯერმე... უკეთსი პერფორმანსობის კიდე ვერაფერი ვერ შევატყვე.. საბოლოოდ მივაშალე ვერაფერი გავიგე რა. სადაც არ წავიკითხე ყველა მაგრად აქებს. რაღა ჩემთან დაემართა ასეთი რამე. ყველაფერი გამორთული და მაინც პროცესორის ტემპერატურა 65+ ბრაუზერს თუ ჩავრთავ ან რამე სხვას, არ აქვს მნიშვნელობა თავს იკლავს ქულერი 70+ გრადუსზე ადის
Shopen Posted March 24, 2014 Posted March 24, 2014 სადღაც დაპოსტეს ამ თემაში თუ მეორეში არ ვიცი არასტაბილურობაზე პირიქით არის UNIX სისტემები უფრო სტაბილურია ვიდრე ვინდოუსი თუნდაც ვირუსების გამო არ გიწევს კრეკების დაყენება და სხვა მთავარია გაერკვიო თუ ვერ გაერკვიე მოსაწყენი სისტემაა ვინდოუსთან შედარებით ისე კი უნიქსთანშესაძლებლობებით ძალიან შორს არის ძალიან მრავალფეროვანია ვინდოუსი ვერ მივა მაკის სისტემაზე ხო საუბარი ზედმეტია. შენც სხვა დისტრო დააყენე xubuntu,lubuntu,kubuntu...
მათე Posted March 24, 2014 Posted March 24, 2014 მე ორი სამი დღე ვეჩალიჩე.. დატვიკვა დავიწყე.. თემების შეცვლა, მაგრამ არა რაა.. დაუხვეწავი სისტემაა ძალიან და არც სტაბილურია, დაიქრაშა რამდენჯერმე... უკეთსი პერფორმანსობის კიდე ვერაფერი ვერ შევატყვე.. საბოლოოდ მივაშალე არა ტო პირიქით. სამსახურშიც უბუნტუ მიყენია და არასოდეს კომპს არ ვრთავ სულ ჩართულია ხოლმე, ამ წუთასაც და არასოდეს ჭედავს. refresh-ც კი არ აქვს არ ჭირდება სტაბილურობით windows ახლოსაც ვერ მივა უბუნტუსთან. მე ხელით მაქ ნაჩალიჩარი და mac-ს გავს ეხლა უკვე. windows რომ ჩართო და კვირები არ გამორთო სასტიკად დაიწყებს ჭედვას კომპი და რესტარტი აუცილებელი იქნება. თანაც ვირუსები....
spax Posted December 14, 2014 Author Posted December 14, 2014 მოკლედ, ადრე მქონდა ეს თემა გახსნილი და აღარ გავხსნი ახალს. ასეთი რამეა. HDD Caddy -თ ჩავაყენე ლეპტოპში მეორე მყარი დისკი. ამაზე მინდა რო უბუნტუ დავაყენო. თავისთავად მარტო USB -თი შემიძლია დაყენება. http://www.pendrivelinux.com/universal-usb-installer-easy-as-1-2-3/ - ამით ჩავწერე. Windows 8.1 მიყენია და Power Option - დან გამოვრთე fast startup. ბიოსიდან secure boot -იც გამორთულია. ჩართვისას ჩვეულებრივად ვირჩებ boot -ს USB -დან. ამის მერე ეკრანი შავდება და Ubuntu -ში ვერ შევდივარ. მაგ დროს ფლეშკა ციმციმებს, ანუ რაღაცას კითხულობს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა მოვუხერხო
Recommended Posts