Jump to content

Recommended Posts

Posted

ქალაქ ბარსელონაში დაიწყო უდიდესი მობილური მოწყობილობების კონგრესი MWC 2014 , სადაც უკვე გამოვიდა კომპანია Huawei , რომელმაც წარადგინა ახალი 7 ინჩიანი პლანშეტი MediaPad X1 , რომელსაც გარდა WiFi სა ექნება LTE 4G ქსელის მხარდაჭერაც და მისით შესაძლებელი იქნება დარეკვაც და მეორე 8 ინჩიანი მოდელი MediaPad M1.

 

 

gsmarena_002.jpg

 

 

 

რა შეიძლება ითქვას X1 მოდელის მონაცემებზე , როგორც გითხარით ამ პლანშეტს ექნება 7 ინჩიანი IPS ეკრანი რეზოლუციით 1920x1200 ( 323 ppi ) , 13 მეგაპიქსელიანი უკანა  f/2.4 და წინა f/2.2 დიაფრაგმის მქონე 5 მეგაპიქსელიანი კამერა.

 

პლანსეტი დაფუძნებულია Huawei HiSilicon Kirin 910 ჩიპსეტზე და მას აქვს 1.6 GHz ანი Cortex-A9 ოთხ ბირთვიანი პროცესორი და Mali-450 MP4 გრაფიკული ჩიპი და 2GB ოპერატიული მეხსიერება , ასევე 16GB შიდა მეხსიერება დამატებით 32GB Micro SD მეხსიერებით.

 

 

P1130533.JPG.jpg 

 

 

 

რაც შეეხება მის ბატარეას და წონას , სისქეს , პლანშეტს გააჩნია 5,000 mAh სიმძლავრის მქონე ბატარეა , მისი სისქე შეადგენს სულ რაღაც 7.18 მმ.ს წონა კი მხოლოდ 239 გრამს , რაც ძალიან კარგი შედეგია კონკურენტ პლანშეტებთან მიმართებაში.

 

 

 

gsmarena_008.jpg 

 

 

gsmarena_006.jpg  

 

 

Huawei MediaPad X1 ის ფასი 399 ევრო იქნება ევროპის ბაზრისთვის.

 

 

 

 

 

რაც შეეხება მეორე 8 ინჩიან მოდელ M1 ს , მისი დიზაინი მოგვაგონებს HTC One სმარტფონს , მას აქვს 1200x800 რეზოლუციის მქონე IPS ეკრანი ( 189ppi ) . 1GB ოპერატიული და 8GB შიდა მეხსიერება Micro SD ით 32GB მდე გაზრდის საშუალებით. პლანშეტს აქვს 1.6 GHz სიხშირის მქონე 4 ბირთვიანი პროცესორი , უკანა 5MP კამერა და წინა 1MP .

 

P1130464.JPG.jpg

 

 

პლანშეტის ბატარეის სიმძლავრეა 4800 mAh , წონა კი მხოლოდ 329 გრამი. 

 

 

P1130468.JPG.jpg

 

 

Huawei MediaPad M1 ის ფასი ევროპის ბაზრისთვის 299 ევრო იქნება. 

  • Upvote 4
Posted


ქალაქ ბარსელონაში დაიწყო უდიდესი მობილური მოწყობილობების კონგრესი MWC 2014

 

ესეთი დიდი მოვლენები ყოველთვის ბარსელონაში ტარდებოდა 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.