მიშო Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 გუშინ, თამარაშვილზე რომ ლუკოილის "კალონკაა", მანდ ჩავასხი 30 ლიტრი, უფრო სწორად მცდელობა მქონდა. "ჩასხმის" პროცესი სტანდარტულად წარიმართა. "პისტოლეტი" ბაკში მოხვდა, ეკრანმაც თვლა დაიწყო და 30-ზე გაჩერდა. თუმცა, მანქანაში ბენზინის მაჩვენებელმა ისარმა სულ ოდნავ აიწია. ვიფიქრე გაიჭედა მეთქი(ადრეც მოუვიდა ასე, შემდეგ თვითონ გასწორდა), ამიტომ ზედმეტი კითხვები არ გამჩენია და ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული, რომ კუთვნილი 30 ლიტრი ჩამისხეს, მიუხედავად ისრის 0-ზე ჩამოსვლისა, სანამ დღეს საღამოს საწვავი არ გამითავდა. 30 ლიტრით თელავში ჩავდივარ და ჩამოვდივარ. გუშინ და დღეს მაქსიმუმ 40კმ გამეარა. ფაქტია, რომ გუშინ საწვავი არ ჩამისხეს. გამოდის, რომ ~65 ლარის ღირებულების საწვავი მომპარეს(ბარათით ვასხამ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს), როგორ, საიდან, წარმოდგენა არ მაქვს.
gajaviki Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 ცხელ ხაზზე უნდა დაგერეკა ეგრევე როცა მანქანა გაჩერდა
Shopen Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 დამელოდე მიშო ცოტა ხანში(2-3-4 წელი) დედას მოვუტ%ნავ ქართულ საიტებს და სისტემებს(მეეკითხებათ )
Shopen Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 საიტები რა შუაშია? ხეხ საიტები შენ არ იცი რამდენ რამეს გააკეთებ(ამ შემთხვევაში ლუკოულზე არა ;დ)
eXtreme-Hunter Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 ჰმ, მამაძაღლობა ქართულ კალონკებზე უცხო ხილი არ არის, მაგრამ ამ დონის? წლებია მეც ლუკოილზე ვასხამ, მაგრამ მსგავსი ფაქტი არასდროს შემმთხვევია კონკრეტულად რომელ კალონკაზე იყო? ორგანიზაციის მანქანაა?
gajaviki Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 მეც სულ ლუკოილში ვასხამ და როცა ვასხამ სულ ვავსებ ბაკს და ყოველთვის ერთი და იგივე რაოდენობა ჩადის და ყოველთვის ერთნაირ კმ-ს გავდივარ. რაღაც შეცდომა იქნებოდა, შანსი არაა, იმიტო რო სახელმწიფო მანქანები(შსს, თავდაცვა, დაცვის პოლიცია, მერია) ლუკოილში ასხავენ და მსგავს რამეს არ გაბედავენ. რაღაც შეცდომა იქნებოდა, მაგრამ ეხლა ვერ დაამტკიცებ ვერანაირად. რო გაგიჩერდა მანქანა უნდა წასულიყავი კალონკაზე და გეთქვა, ან ცხელ ხაზზე დაგერეკა.
eXtreme-Hunter Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 ხომ არ ღვრის? მანქანაში სუნი ხომ არ დგება? მაგრამ მაგდენს ვერანაირად ვერ დაღვრის ისე, რომ ეს შეუმჩნეველი დაგრჩენოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ 30 ლიტრ ჩასხმულზე 40კმ-ში გაგითავდა. ძალიან უცნაური შემთხვევაა.
მიშო Posted January 31, 2014 Author Posted January 31, 2014 თამარაშვილზე ჩავასხი. შსს-ში მუშაობს დედაჩემი და იქ აძლევენ ბენზინს. ნახევარზე მაინც უნდა ასულიყო ისარი. 10 ლიტრამდე იდგა ისედაც. გრანდ ვიტარაა და არ აქვს დიდი ბაკი. რომ ღვრიდეს აუცილებლად შევატყობდი. ცხელ ხაზზე დარეკვა ვერ მოვიფიქრე. ცუდ ადგილას გამიჩერდა, კიდევ კარგი გალფის კალონკა იქვე იყო და უცებ ვიშოვე ბენზინი.
eXtreme-Hunter Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 თამარაშვილის კალონკაზე ძმაკაცმა მითხრა ადრე, ახლობელი მუშაობს და გამაფრთხილა არ ჩაასხა, მაიმუნობენო, თუმცა, ეს მაიმუნობა 1-2 ლიტრის მოპარვაში გამოიხატებოდა, მაგრამ 30 ?
მიშო Posted January 31, 2014 Author Posted January 31, 2014 არადა მანამდე ლაგუნასთან რომაა მანდ გავირე მაგრამ დიდი საცობი იყო, მეჩქარებოდა და აღარ გავჩერდი.
eXtreme-Hunter Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 არადა მანამდე ლაგუნასთან რომაა მანდ გავირე მაგრამ დიდი საცობი იყო, მეჩქარებოდა და აღარ გავჩერდი. ისე, ვცდილობ ხოლმე მანდ ჩავასხა. რაც ecto-ზე გადავიდნენ, აპარატურაც ახალი აქვთ და უფრო სანდოდ გამოიყურება. მაინც ახალია და მინიმუმ სახელს უნდა გაუფრთხილდნენ.
L1nux Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 ისე, ვცდილობ ხოლმე მანდ ჩავასხა. რაც ecto-ზე გადავიდნენ, აპარატურაც ახალი აქვთ და უფრო სანდოდ გამოიყურება. მაინც ახალია და მინიმუმ სახელს უნდა გაუფრთხილდნენ. ეგ საწვავი მეც გაიგე,გაწევაც და წვაც კარგი აქვსო 3,2 ცლკ -ს პატრონმა მითხრა
მათე Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 მეც სულ ლუკოილში ვასხამ და როცა ვასხამ სულ ვავსებ ბაკს და ყოველთვის ერთი და იგივე რაოდენობა ჩადის და ყოველთვის ერთნაირ კმ-ს გავდივარ. იქნებ ყოველთვის ერთიდაიგივე რაოდენობას გიტეხავენ?
ჯამბო Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 30 laris xo ar chagisxes litris nacvlad? An arada igvreba ashkarad, tore magdenis motexvas rogor gabedavdnen...
eXtreme-Hunter Posted January 31, 2014 Posted January 31, 2014 ეგ საწვავი მეც გაიგე,გაწევაც და წვაც კარგი აქვსო 3,2 ცლკ -ს პატრონმა მითხრა გაწევით და წვით იგივეა, რაც ლუკოილის სუპერი, მაგრამ შემცვლელობა აქვს ისეთი, რომელიც ძრავისთვის უფრო კარგია, ვიდრე ჩვეულებრივი.
მიშო Posted February 1, 2014 Author Posted February 1, 2014 30 laris xo ar chagisxes litris nacvlad? An arada igvreba ashkarad, tore magdenis motexvas rogor gabedavdnen...ეგრეც რომ ყოფილიყო მაინც არ უნდა გამთავებოდა ბენზინი. 10 ლიტრამდე ისედაც მქონდა და 30 ლარის ~15 ლიტრია. თავისუფლად მეყოფოდა. რომ გასდიოდეს ის 10 ლიტრიც დაიღვრებოდა. მანამდე არ ქონია პრობლემა, რომ ჩავასხი მერე გაფუჭდა დავიჯერო? თან როგორც უკვე ავღნიშნე ისარი თითქმის არ აწეულა. რომ ჩაესხათ ბენზინი ნახევარს უეჭველი აცდებოდა.
eXtreme-Hunter Posted February 1, 2014 Posted February 1, 2014 ეგრეც რომ ყოფილიყო მაინც არ უნდა გამთავებოდა ბენზინი. 10 ლიტრამდე ისედაც მქონდა და 30 ლარის ~15 ლიტრია. თავისუფლად მეყოფოდა. რომ გასდიოდეს ის 10 ლიტრიც დაიღვრებოდა. მანამდე არ ქონია პრობლემა, რომ ჩავასხი მერე გაფუჭდა დავიჯერო? თან როგორც უკვე ავღნიშნე ისარი თითქმის არ აწეულა. რომ ჩაესხათ ბენზინი ნახევარს უეჭველი აცდებოდა.რაღაც სხვა პრობლემაა... უყურე - ჩასხმის მომენტში 10 ლიტრი ხომ გქონდა? დაამატე 30 ლიტრი და გახდა 40. ჩასხმისას დაინიშნე და გაიარე 40 კილომეტრი. იმ 30 ლიტრსაც რომ თავი დავანებოთ, 10 ლიტრი ხომ იყო მანქანაში? 10 ლიტრით 40 კილომეტრზე ბევრად მეტი ხომ უნდა გაგევლო? იმიტომ, რომ შენ ათვლა დაიწყე იმ მომენტიდან, როცა ბაკში მინიმუმ 10 ლიტრი გქონდა. ხომ მიმიხვდი რასაც ვამბობ?
მიშო Posted February 1, 2014 Author Posted February 1, 2014 რაღაც სხვა პრობლემაა... უყურე - ჩასხმის მომენტში 10 ლიტრი ხომ გქონდა? დაამატე 30 ლიტრი და გახდა 40. ჩასხმისას დაინიშნე და გაიარე 40 კილომეტრი. იმ 30 ლიტრსაც რომ თავი დავანებოთ, 10 ლიტრი ხომ იყო მანქანაში? 10 ლიტრით 40 კილომეტრზე ბევრად მეტი ხომ უნდა გაგევლო? იმიტომ, რომ შენ ათვლა დაიწყე იმ მომენტიდან, როცა ბაკში მინიმუმ 10 ლიტრი გქონდა. ხომ მიმიხვდი რასაც ვამბობ? 10 ლიტრი მიახლოებით ვთქვი, შეიძლება არც იყო მაგდენი. ფაქტია რომ რაც მესხა იმ ბენზინით ორი დღე ვიარე. შეიძლება 5 ლიტრი ჩამისხეს და დანარჩენი არა. არ ვიცი მოკლედ. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. ბენზინი ნამდვილად არ გასდის. დილით გავავსე ბაკი. ისარიც ბოლომდეა ასული. როგორც უნდა იყოს ისეა მოკლედ. რომ გასდიოდეს შეეტყობოდა. 8 საათი მაინც გავიდა.
gajaviki Posted February 1, 2014 Posted February 1, 2014 იქნებ ყოველთვის ერთიდაიგივე რაოდენობას გიტეხავენ? ლაგუნაზე ვასხავ და არ მიტეხავენ იმიტო რო 45 ლიტრიანი ბაკი აქვს და წითელს რო მინთებს ეგრევე ვასხავ. ყოველთვის 35-38 ლიტრი ჩადის, გააჩნია საიდან ამინთო წითელი
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.