Senior CG Generalist Posted February 13, 2011 Posted February 13, 2011 (edited) ცალკე თემას აღარ გავხსნი და აქვე დავწერ, მაინც რენდერს ეხება და... adobe premier pro-თი ვამონტაჟებ რაღაც თამაშის დემო კლიპს, იქნება დაახლოებით 5 წუთიანი, საბოლოო რენდერი (ანუ export) როგორც avi ფორმატი ისე მექნება, ყველანაირი კომპრესიის გარეშე, გაფართოება 1024X768-ზე, 5 წუთიანი უკომპრესიო კლიპი გამოდის 20GB-მდე, ეხლა რა მაინტერესებს, NERO-თი DVD დისკზე რომ ჩავწერო და მივუთითო როგორც "create DVD movie" დაეტევა? არადა 4,7GB-ზე 1,5 საათიანი DVD ხარისხის ფილმები ეტევა და ეს 5 წუთიანი უნდა გაუჭირდეს? კონვერტაცია არ მინდა, მინდა ერთი-ერთში იყოს ხარისხი და სხვა რა გზაა, რომ DVD დისკზე ჩავწერო? თვითონ adobe premier-საც კი აქვს ფუნქცია "export to DVD", მაგრამ მინდა ყველანაირი ვარიანტი განვიხილო და მერე გადავწყვიტავ რას ვიზავ. იგივე ხარისხს ვერ ჩაწერ, ხანგრძლივობის მიხედვით რომ წერს მასე გააკეთე მაგრამ მანდაც დაეკარგება ხარისხი. შეეცადე Bitrate და ზომა შეუსაბამო რომ ნორმალური ხარისხი მოგცეს. BLASTER-ს კითხე აბა მაინც ეგ არის DVD მანიაკი და შესაძლოა იცოდეს დისკზე ჩაწერისას მაღალი ხარისხის შენარჩუნების ტექნიკა )) რაც შეეხება პრემირიდან გამოტანას თუ კომპრესია გინდა Xvid-ით გამოიტანე ხოლმე. ან მერე გადააკონვერტირე, საუკეთესო კომპრესიაა. Edited February 13, 2011 by Senior CG Generalist
eXtreme-Hunter Posted February 14, 2011 Author Posted February 14, 2011 იგივე ხარისხს ვერ ჩაწერ, ხანგრძლივობის მიხედვით რომ წერს მასე გააკეთე მაგრამ მანდაც დაეკარგება ხარისხი. შეეცადე Bitrate და ზომა შეუსაბამო რომ ნორმალური ხარისხი მოგცეს. BLASTER-ს კითხე აბა მაინც ეგ არის DVD მანიაკი და შესაძლოა იცოდეს დისკზე ჩაწერისას მაღალი ხარისხის შენარჩუნების ტექნიკა )) რაც შეეხება პრემირიდან გამოტანას თუ კომპრესია გინდა Xvid-ით გამოიტანე ხოლმე. ან მერე გადააკონვერტირე, საუკეთესო კომპრესიაა. არადა რა მიკვირს იცი, ამ დედა აფეთქებულ საათნახევრიან ფილმებს როგორ ტევენ DVD-ზე, ხარისხიც ხომ კარგი აქვს?! მე 5 წუთიანზე მაქვს ლაპარაკი, რომელსაც DVD-ს ხარისხი ექნება, არადა 5 წუთიანი "პროექტის" (ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მაინც პროექტია) საჭირო ფაილები ადის 60-70GB-ზე. მაშინ სხვანაირად დავსვავ კითხვას, დაუშვათ მივედი სტუდიაში, მივუტანე ჩემი "დემოს" მასალა, გადავუხადე ფული და ვთხოვე 5 წუთიანი ფილმის გაკეთება, ისინიც მაგ premiers გამოიყენებენ და მაგათთანაც საბოლოო რენდერი (უკომპრესიოდ) გამოვა 20GB და რა გამოდის, დისკით ვერ გამომატანენ იმიტომ, რომ თუ ხარისხის დაკარგვა არ მინდა ზომაში დიდი იქნება და დისკზე ვერ დატევენ? ან დატევენ და ხარისხს გამიფუჭებენ? ცოტა აბდაუბდად დავსვი კითხვა, მაგრამ მგონი მიხვდები.
gio_kiborg Posted February 14, 2011 Posted February 14, 2011 დისკებზე იყენებენ MPEG1/2 კომპრესიას როგორც ვიცი ასევე H264-საც შენც მიუთითე კომპრესია X-vid ან X264 ხარისიხის გაფუჭებას ვერ იგრძნობ ფაქტიურად, ზომაში კი რადიკალურად შემცირდება
eXtreme-Hunter Posted February 14, 2011 Author Posted February 14, 2011 დისკებზე იყენებენ MPEG1/2 კომპრესიას როგორც ვიცი ასევე H264-საც შენც მიუთითე კომპრესია X-vid ან X264 ხარისიხის გაფუჭებას ვერ იგრძნობ ფაქტიურად, ზომაში კი რადიკალურად შემცირდება მთლად უკეთესი, თU ასეთი ხარისხის კომპრესიაა, რომელიც ხარისხს არ აკლებს (თან მიკვირს, აბა რის ხარჯზე უპატარავებს ზომას?) დისკებზე თუ mpeg1/2-ს იყენებენ, აბა კარგი ხარისხი მაინც რატომ რჩება?
gio_kiborg Posted February 15, 2011 Posted February 15, 2011 (edited) ვიდეოს კომპრესია და კოდეკები ცალკე თემაა... სინჯე შენ რომელიმე და დაწერე შედეგი P.S: აუდიოს კომპრესიაც არ დაგავიწყდეს, MP3 AC3, OGG რომელიც გინდა გამოიყენე Edited February 15, 2011 by gio_kiborg
მიშა Posted February 15, 2011 Posted February 15, 2011 მთლად უკეთესი, თU ასეთი ხარისხის კომპრესიაა, რომელიც ხარისხს არ აკლებს (თან მიკვირს, აბა რის ხარჯზე უპატარავებს ზომას?) ალგორითმი აქვს სხვა.
eXtreme-Hunter Posted February 15, 2011 Author Posted February 15, 2011 ალგორითმი აქვს სხვა. ალგორითმის ხარჯზე გამოდის ესე, რომ ხარისხი იგივეა და ზომა პატარა?
gio_kiborg Posted February 15, 2011 Posted February 15, 2011 ალგორითმის ხარჯზე გამოდის ესე, რომ ხარისხი იგივეა და ზომა პატარა? შეკუმშვის ალგორითმის ხარჯზეა ხო პატარა სტატია ვიდეო კომპრესიაზე: http://en.wikipedia.org/wiki/Video_compression მაგალითად, თუკი მაქვს რაღაც ხარისხის AVI ფაილი შეკუმშული სტანდარტული DivX ან X-vid კოდეკით, და თუკი არის ვთქვათ 1გბ, თუკი მას შევინახავ კომპრესიის გარეშე იქნება მინიმუმ 100გბ, ხარისხით კი ზუსტად იგივე... მაგრამ თუ მაქვს შეუკუმშავი ვიდეო ფაილი, იმის და მიხედვით თუ რომელი კოდეკით და რა პარამეტრებით გავუკეთებ კომპრესიას, ხარისხიც და ზომაც ორიგინალისგან განსხვავებული ექნება ერთ ერთი საუკეთესო კომპრესიაა H264(ან ანალოგიური უფასო X264), რომელიც ფაილის მაქსიმალურად შეკუმშვის მიუხედავად(რომელიც მის მცირე ზომა უზრუნველყოფს) ორიგინალის ხარისხისგან ფაქტიურად არ განსხვავდება საუკეთესო კონტეინრეი (ვიდეო ფორმატი) კი ამ შემთხვევაში არის MKV (იმიტომ, რომ avi ფორმატს აქვს შეზღუდვები შეკუმშული ვიდეოს და აუდიოს შეთავსებისას (მაგალითად, არ გამოვა DivX ვიდეო და AAC აუდიო ერთად) ხოლო MKV ამისგან თავისუფალია, არა მარტო ნებისმიერი აუდიო და ვიდეო ნაკადის მოთავსება შეიძლება MKV-ში, არამედ მათთან სუბტიტრების არხები, დამატებითი აუდიო ნაკადები, Chapter-ები როგორც DVD-ზე, პოსტერები და უამრავი რაღაცის ჩამატება შეგიძლია ერთ MKV ფაილში
eXtreme-Hunter Posted February 16, 2011 Author Posted February 16, 2011 (edited) შეკუმშვის ალგორითმის ხარჯზეა ხო პატარა სტატია ვიდეო კომპრესიაზე: http://en.wikipedia.org/wiki/Video_compression მაგალითად, თუკი მაქვს რაღაც ხარისხის AVI ფაილი შეკუმშული სტანდარტული DivX ან X-vid კოდეკით, და თუკი არის ვთქვათ 1გბ, თუკი მას შევინახავ კომპრესიის გარეშე იქნება მინიმუმ 100გბ, ხარისხით კი ზუსტად იგივე... მაგრამ თუ მაქვს შეუკუმშავი ვიდეო ფაილი, იმის და მიხედვით თუ რომელი კოდეკით და რა პარამეტრებით გავუკეთებ კომპრესიას, ხარისხიც და ზომაც ორიგინალისგან განსხვავებული ექნება ერთ ერთი საუკეთესო კომპრესიაა H264(ან ანალოგიური უფასო X264), რომელიც ფაილის მაქსიმალურად შეკუმშვის მიუხედავად(რომელიც მის მცირე ზომა უზრუნველყოფს) ორიგინალის ხარისხისგან ფაქტიურად არ განსხვავდება საუკეთესო კონტეინრეი (ვიდეო ფორმატი) კი ამ შემთხვევაში არის MKV (იმიტომ, რომ avi ფორმატს აქვს შეზღუდვები შეკუმშული ვიდეოს და აუდიოს შეთავსებისას (მაგალითად, არ გამოვა DivX ვიდეო და AAC აუდიო ერთად) ხოლო MKV ამისგან თავისუფალია, არა მარტო ნებისმიერი აუდიო და ვიდეო ნაკადის მოთავსება შეიძლება MKV-ში, არამედ მათთან სუბტიტრების არხები, დამატებითი აუდიო ნაკადები, Chapter-ები როგორც DVD-ზე, პოსტერები და უამრავი რაღაცის ჩამატება შეგიძლია ერთ MKV ფაილში ყველაფერი გასაგებია, მაგრამ H264-თ ვსინჯე და კარგად კი შეამცირა ზომაში, მაგრამ ამასთან ერთად ხარისხიც გაუფუჭა, პიქსელები "გათხაპნა", თუ მთლიან ეკრანზე არ გავშლი კი აჩვენებს ნორმალურ ხარისხში, მაგრამ მთლიან ეკრანზე არ მომეწონა, ყველაზე ძალიან კი X-vid-მა ივარგა, ზომაშიც ძალიან დიდი სხვაობა მომცა და ხარისხიც კარგი ჰქონდა, ერთადერთი შავი ფერი გააღიავა, მაგრამ ზომაში ისე შეამცირა, რომ მაგ მინუსს ავიტან, რაც მთავარია, მთლიანობაში თითქმის ერთი და იგივე ეფექტი აქვს ორიგინალსაც და "დაპრესილსაც". adobe premier-იდანვე კომპრესიით დარენდერაბს, მირჩევნია მერე გავუკეთო კონვერტაცია, თორემ კონვერტირებულ რენდერს იმდენი ხანი უნდება, რომ ბევრად ნაკლებ დროში დავამუშავებ "უკომპრესიოს რენდერს+კონვერტაცია", მოკლედ, X-vid-ზე შევჩერდი, ვნახოთ, თუ უკეთესი რამე არ აღმოვაჩინე, რაც ძალიან მეეჭვება. P.S. აი ეს MKV კი, არ ვიცი რა არის და რომელ კონვერტორს აქვს მაგ ფორმატის მხარდაჭერა, ამაშიც თუ "განმანათლებ" მადლობელი და დაგრჩები, ან, თუ მაგის კონვერტორის გადმოსაწერ ლინკს მომცემ, მერე მე თვითონ "წავუექსპერიმენეტებ". Edited February 16, 2011 by eXtreme-Hunter
gio_kiborg Posted February 16, 2011 Posted February 16, 2011 ყველაფერი გასაგებია, მაგრამ H264-თ ვსინჯე და კარგად კი შეამცირა ზომაში, მაგრამ ამასთან ერთად ხარისხიც გაუფუჭა, პიქსელები "გათხაპნა", თუ მთლიან ეკრანზე არ გავშლი კი აჩვენებს ნორმალურ ხარისხში, მაგრამ მთლიან ეკრანზე არ მომეწონა, ყველაზე ძალიან კი X-vid-მა ივარგა, ზომაშიც ძალიან დიდი სხვაობა მომცა და ხარისხიც კარგი ჰქონდა, ერთადერთი შავი ფერი გააღიავა, მაგრამ ზომაში ისე შეამცირა, რომ მაგ მინუსს ავიტან, რაც მთავარია, მთლიანობაში თითქმის ერთი და იგივე ეფექტი აქვს ორიგინალსაც და "დაპრესილსაც". adobe premier-იდანვე კომპრესიით დარენდერაბს, მირჩევნია მერე გავუკეთო კონვერტაცია, თორემ კონვერტირებულ რენდერს იმდენი ხანი უნდება, რომ ბევრად ნაკლებ დროში დავამუშავებ "უკომპრესიოს რენდერს+კონვერტაცია", მოკლედ, X-vid-ზე შევჩერდი, ვნახოთ, თუ უკეთესი რამე არ აღმოვაჩინე, რაც ძალიან მეეჭვება. P.S. აი ეს MKV კი, არ ვიცი რა არის და რომელ კონვერტორს აქვს მაგ ფორმატის მხარდაჭერა, ამაშიც თუ "განმანათლებ" მადლობელი და დაგრჩები, ან, თუ მაგის კონვერტორის გადმოსაწერ ლინკს მომცემ, მერე მე თვითონ "წავუექსპერიმენეტებ". როგორც ვხვდები საქმე კოპრესიის პარამეტრებშია, თუმცა, თუ გაწყობს X-vid მშვენიერია MKV ფორმატის მხარდაჭერა კი აქვს მაგალითად Avidemux-ს ასევე ბევრი ვიდეო და აუდიო კოდეკის მხარდაჭერაც აქვს
eXtreme-Hunter Posted February 16, 2011 Author Posted February 16, 2011 როგორც ვხვდები საქმე კოპრესიის პარამეტრებშია, თუმცა, თუ გაწყობს X-vid მშვენიერია MKV ფორმატის მხარდაჭერა კი აქვს მაგალითად Avidemux-ს ასევე ბევრი ვიდეო და აუდიო კოდეკის მხარდაჭერაც აქვს ხო, რავიცი, უკეთესი ვერაფერი ვნახე, თან მართლაც კარგი ხარისხის გამოდგა, ალბათ "ახალი ველოსიპედის გამოგონებისგან" თავს შევიკავებ და ამ კომპრესიაზე შევჩერდები. ლინკისთვის მადლობა. ამ MKV ფორმატს რომელი ფლეერი კითხულობს, მაგალითად GOM-ი წაიკითხავს? თუ ვერა, მაშინ ბარემ კარგი ფლეერიც მირჩიე, რომელსაც უფრო მეტი ფორმატის ვიდეოს წაკითხვა შეუძლია, ვიდრე GOM-ს (რატომღაც GOM ამოვიჩემე და მაგას ვხმარობ).
gio_kiborg Posted February 16, 2011 Posted February 16, 2011 GOM კითხულობს MKV-ს, ასევე K-Lite-ს დაყენების მერე WMP და Media Center-იც კითხულობს ისე, ხარისხით VLC ჯობია მაგათ (ხო, H264/X264-ში თუ დააკონვერტირებ, GPU აქსელერაციითაც შეგიძლია უყურო)
eXtreme-Hunter Posted February 25, 2011 Author Posted February 25, 2011 მიშა შენთან მაქვს კითხვა, 3D max-ში სცენის განათებაზე v-ray-ს ხმარობდით (სამსახურში), რეალური განათება და რეალური სცენის რენდერი რითი მივიღო? კონკრეტულად "ხელსაწყო" მაინტერესებს, ალბათ მაინც v-ray მირჩევნია, მაგრამ რაღაცას ვერ ვუმუღამებ რა, მერე რენდერს დავდებ და შეხედე რა.
Senior CG Generalist Posted February 25, 2011 Posted February 25, 2011 მასე ვერ იტყვი. გააჩნია სცენას, ყველა სცენას ინდივიდუალური პარამეტრები ჭირდება და ყველა შემთხვევაში მოგიწევს ტესტები, საუკეთესო შედეგამდე რომ მიხვიდე.
eXtreme-Hunter Posted February 25, 2011 Author Posted February 25, 2011 მასე ვერ იტყვი. გააჩნია სცენას, ყველა სცენას ინდივიდუალური პარამეტრები ჭირდება და ყველა შემთხვევაში მოგიწევს ტესტები, საუკეთესო შედეგამდე რომ მიხვიდე. გამოჩნდი კაცო შენ, რავა ხარ? სკაიპიც სულ გათიშული გაქვს. იცი რა მინდა, ოთახის ინტერიერს რომ აკეთებენ (ავეჯის რეკლამა, ან კრეატიული დიზაინები და სხვა...) რა სერიოზული სცენა აქვთ, ვერც კი მიხვდები, რომ რეალური არ არის, v-ray-ს კი ვხმარობ (აბა მაგის გარეშე სულ ნაგავი გამოდის), მაგრამ მაინც აკლია "მარილი" რა, ეტყობა, რომ გაკეთებულია და ისინი როგორ აკეთებენ?
Senior CG Generalist Posted February 25, 2011 Posted February 25, 2011 ისინი პროფები არიან : ) და ეგ შედეგები რასაც ხედავ ხოლმე სუფთა რენდერები არაა, პოსტ დამუშავებას მიუძღვის დიდი როლი. გამოჩნდი კაცო შენ, რავა ხარ? სკაიპიც სულ გათიშული გაქვს. (nod) დრო იშვიათად მაქვს ხოლმე და საღამოობით ვარ ან ცოტა გვიან უფრო სკაიპში. რეალისტურობაზე განათების გარდა, შეიდინგი და ტექსტურირებაც მნიშვნელოვანია
Senior CG Generalist Posted March 8, 2011 Posted March 8, 2011 როგორაა საქმე, მიაღწიე სასურველ შედეგს? ))
eXtreme-Hunter Posted March 15, 2011 Author Posted March 15, 2011 როგორაა საქმე, მიაღწიე სასურველ შედეგს? )) ნელ-ნელა ვხლაფორთობ, ალბათ რაღაც გამოვა. მიხეილ აქ ხარ? რა მაინტერესებს, ავეჯის დიზაინისთვის მინდა ტექსტურა(შეკვეთა არ მიმიღია, ჩემთვის ვმაიმუნობ ), თეთრი ფერის და მატოვი, ანუ ბუნებრივი "ლამინატის" მასალასავით რომ გამოიყურებოდეს, v-ray ვიხმარო, თუ default-ით ვიჩალიჩო? თითქოს default-ს არაუშავს მატოვის ამბავში, მაგრამ საბოლოოდ არ გამიტრაკოს, რენდერზე მიყენია v-ray და კონფლიკტში ხომ არ მოვა v-ray-თ დარენდერებული default ტექსტურა? მგონი ცოტა გაუგებრად დავწერე, პახმელიის ბრალია.
მიშა Posted March 15, 2011 Posted March 15, 2011 ნელ-ნელა ვხლაფორთობ, ალბათ რაღაც გამოვა. მიხეილ აქ ხარ? რა მაინტერესებს, ავეჯის დიზაინისთვის მინდა ტექსტურა(შეკვეთა არ მიმიღია, ჩემთვის ვმაიმუნობ ), თეთრი ფერის და მატოვი, ანუ ბუნებრივი "ლამინატის" მასალასავით რომ გამოიყურებოდეს, v-ray ვიხმარო, თუ default-ით ვიჩალიჩო? თითქოს default-ს არაუშავს მატოვის ამბავში, მაგრამ საბოლოოდ არ გამიტრაკოს, რენდერზე მიყენია v-ray და კონფლიკტში ხომ არ მოვა v-ray-თ დარენდერებული default ტექსტურა? მგონი ცოტა გაუგებრად დავწერე, პახმელიის ბრალია. კი, აქ ვარ. სასწაულად შემოვედი ამ თემაში... თუ ვირეითი არენდერებ, ვირეისავე მატერიალი აიღე. თუ მენტალით ან დეფალტ სკანლაინით - მაშინ რომელიც გინდა, ოღონდ ვირეის გარდა. ისე ვირის მზა ტექსტურები არ ჯობდა რომ გეშოვა ?
eXtreme-Hunter Posted March 15, 2011 Author Posted March 15, 2011 სამსახურის კომპზე MAX ჩავრთე და ეს ამომიგდო, რა უნდა, მაქსთან რამე კავშირშია, თუ უბრალოდ დაემთხვა? კი, აქ ვარ. სასწაულად შემოვედი ამ თემაში... თუ ვირეითი არენდერებ, ვირეისავე მატერიალი აიღე. თუ მენტალით ან დეფალტ სკანლაინით - მაშინ რომელიც გინდა, ოღონდ ვირეის გარდა. ისე ვირის მზა ტექსტურები არ ჯობდა რომ გეშოვა ? ჰმმ, არ მიფიქრია გადავქექავ გუგლს, მაგრამ მინდა მე თვითონ დავამუღამო, იმიტომ ვჩალიჩობ რაღაცეებს. P.S. სასწაულად შემოსვლა რას ნიშნავს? :D
მიშა Posted March 15, 2011 Posted March 15, 2011 სამსახურის კომპზე MAX ჩავრთე და ეს ამომიგდო, რა უნდა, მაქსთან რამე კავშირშია, თუ უბრალოდ დაემთხვა? ჰმმ, არ მიფიქრია გადავქექავ გუგლს, მაგრამ მინდა მე თვითონ დავამუღამო, იმიტომ ვჩალიჩობ რაღაცეებს. P.S. სასწაულად შემოსვლა რას ნიშნავს? ვინდოუსის აპდეითი არ გიმუშაობსო.
eXtreme-Hunter Posted March 15, 2011 Author Posted March 15, 2011 მიხეილ სად ხარ ბიჯოოუ, დავიტანჯე, რაღაც არ გამომდის და შენი აზრით რას ვაკლებ, ვატყობ რაღაც აკლია, მაგრამ რა აკლია ვერ ვხვდები. ყველაფერი v-ray-შია, ტექსტურები, განათება და რენდერი ხომ თავისთავად, სხვა რა ვქნა ამის დედა ვატირე ამისი
Senior CG Generalist Posted March 15, 2011 Posted March 15, 2011 გლობალი გაქვს ხო პირველში? განათება მოუმატე. და ჩრდილების სემპლები მაღალზე დააყენე. და ეგ მაგიდა მასეთი გაქვს ჩაფიქრებული სარკის ზედაპირით? თუ შუშის გინდა გამტარი?
მიშა Posted March 15, 2011 Posted March 15, 2011 რა აკლია და V-ray-ს სეტინგებში Noise-ზე გექნება ალბათ 0.1 ან 0.01 და უნდა მისცე 0.001. ჩრდილების სემპლების გაზრდა არ დაგჭირდება მაგ შემთხვევაში. და Global Illumination ჩაურთე. თავის პარამეტრებით + გარედან სინათლე შემოიყვანე. თუნდაც ნაცრისფერი.
eXtreme-Hunter Posted March 15, 2011 Author Posted March 15, 2011 გლობალი გაქვს ხო პირველში? განათება მოუმატე. და ჩრდილების სემპლები მაღალზე დააყენე. და ეგ მაგიდა მასეთი გაქვს ჩაფიქრებული სარკის ზედაპირით? თუ შუშის გინდა გამტარი? მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რეალური განათება და რენდერი მივიღო და მერე დავამუშავებ კარგად, საბოლოოდ ალბათ შუშისას გავაკეთებ. გლობალი რომელია არ ვიცი, "VRayLight" მაქვს 3 ცალი, 2 წვრილი ტელევიზორის უკან და 1 მტავარი ოთახის ბოლოში (ტელევიზორის მოპირდაპირედ. ეხლა უყურე, ამ სურათზე ყველანაირი განათება გათიშული მაქვს (წავშალე) არის მხოლოდ ოთახი, მაგრამ რა ანათებს ასეთ დონეზე, ან ტელევიზორის გარშემო წითელი ჩარჩო რას ირეკლავს, ფანჯრებიდან რა შუქი შემოდის? დამტანჯა რა. გადავიწვი რა, 5-6 საათია ამას ვეჩალიჩები, 0-დან დავიწყე, სამსახურში არაფერი გამიკეთებია, მივასკდი ამ ოთახს, შედეგი მაინც მიმეღო, ვიტყოდი ტყუილად არ ვიფუქსავატე სამსახურშითქო :SNEMOTICON13:
Recommended Posts