Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD-ს ფლაგმანის Dual-GPU ვიდეოდაფის Radeon HD 6990-ის ( Antilles) ოფიციალური პრემიერა როგორც ცნობილია, ამაწლის თებერვლის თვის მეორე ნახევარში გაიმართება.

amdradeonhd6990pic01.jpg

26 იანვარს ღონისძიებაზე " AMD Asia Pacific Fusion Tech Day", Shangri-La Hotel-ის სინგაპურის ფილიალში, AMD-ს კორპორატიულმა ვიცეპრეზიდენტმა და ამასთანავე გრაფიკული ქვეგანყოფილების( Advanced Micro Devices (AMD)) ხელმძღვანელმა Matt Skynner-მა, იქ მყოფ ჟურნალისტებს წარუდგინა მომავალი ფლაგმანის ნიმუში.

amdradeonhd6990pic02.jpg

ინფორმაციის თანახმად ახალი პროდუქტი შთამბეჭდავი სიგრძის შავ ბეჭდურ მიკროსქემაზეა დამზადებული, აქვს PCI Express 2.1 x16-ინტერფეისი, აღჭურვილია წყვილი 40ნმ -ანი Cayman XT-ჩიპით და 3072 ნაკადური პროცესორით. რაც შეეხება GDDR5 მეხსიერებას იგი წარმოდგენილია 256-bit ინტეფეისითა და 4GB-ით. გამოყოფილი სითბოს მოშორებაზე პასუხს აგებს ორსლოტიანი ქულერი ერთი ვენტილატორით. HD6990-ის კვებას უზრუნველყოფს ერთი 8-pin და ერთი 6-pin-ანი კონექტორი. უკანა პანელზე განთავსებულია ერთი DVI -პორტი და Mini DisplayPort-ის კვარტეტი.

amdradeonhd6990pic03.jpg

ვიდეო ადაპტერი თავსებადია DirectX 11 და Shader Model 5.0,-თან აღჭურვილია მე-3 თაობის UVD 3 ვიდეოპროცესორით, გააჩნია AMD PowerTune Technology და AMD Eyefinity Multi-display Technology-ის მხარდაჭერა, ასევე შესაძლებელია მისი 2-Way CrossFireX რეჟმში ჩართვა.

amdradeonhd6990pic04.jpg

amdradeonhd6990pic05.jpg

AMD Radeon HD 6990-ის ფასი სავარაუდოდ 500$-ს გადააჭარბებს.

  • Upvote 4
Posted

ჰამერის ლიმუზინი :user:

Posted

გურუ3დ-ზეც დაიდო უკვე ამ კარტის სურათები http://guru3d.com/news/radeon-hd-6990-pictures/ მოკლეთ თებერვალი არაო უფრო მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისიო, მარტში უკვე ლაივში ვნახავთ CeBIT-ზე, ანუ ესეც აგვიანებს

  • Upvote 1
Posted

ვა ქულერი შუაშია?! :D

როგორც იქნა მიხვდნენ, რომ როცა ორი GPU გვაქვს ძველი წყობით ერთი GPU-ს მიერ გაცხელებული ჰაერი მეორეს უბერავდა ხოლმე

ასე ორივე GPU-ს შედარებით ერთნაირი ტემპერატურის ჰაერი მოხვდებათ

Posted

როგორც იქნა მიხვდნენ, რომ როცა ორი GPU გვაქვს ძველი წყობით ერთი GPU-ს მიერ გაცხელებული ჰაერი მეორეს უბერავდა ხოლმე

ასე ორივე GPU-ს შედარებით ერთნაირი ტემპერატურის ჰაერი მოხვდებათ

კი როგორც იქნა გამოასწორეს წინა X2-ების ნაკლი, მაგრამ ისეთივე ხმაურიანი იქნება როგორც წინები.

პრინციპში მაღალბოლო ვისაც უნდა ხმაურის წინაშე არ დაიხევს უკან.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.