xosito Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 გამარჯობათ ფორუმელნო, რაშია ჩემი პრობლემა აგიხსნით. 22 დეკემბერს გამოვუწერე ახლობელს ზედა რომელიც ღირდა 29.49$ ეს თანხა ჩამომეჭრა და ნივთი უკვე გზაშია, usa2georgia-ში ტრეკინგ კოდი აღარ ემატება მიჩვენებს რომ ნივთი წამოსულია, დღეს საღამოს მომივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება საქართველოს ბანკიდან, რომ კვლავ ჩამომეჭრა 29,49$ როდესაც გადავდივარ დაბლოკილ თანხებზე, იქ მიჩვენებს ამ ტრანზიქციას, საქართველოს ბანკიდან მითხრეს თანხა ჯერ არ ჩამოგჭრია რადგან დაბლოკილ თანხებში არისო და დაუკავშირდი ამაზონსო, თქვენგან მაინტერესებს თუ გქონიათ მზგავსი შემთხვევა და როგორ დავიბრუნო ეს თანხა უკან? თუ არის რამე ვარიანტები მემგონი თემა სწორ ადგილას გავხსენი
xosito Posted January 12, 2014 Author Posted January 12, 2014 კი საქართველოში წამოვიდა უკვე კარგახანია ამერიკაში არ იყო ნივთი ჩინეთიდან მოდის და ჯერ არ ჩამოსულა
TARAS Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 usa2georgia-მ თრექინგ კოდი არ მოგცა? მიწერე სელერს და გაარკვიე რატო დაგიბლოკა თანხა. p.s. 14იანვარს ხომ არ ჩამოდის?
GIVI-1990 Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 შეცდომა მოუვიდათ ეტყობა ,სელერსაც მიწერე და ამაზონსაც
xosito Posted January 12, 2014 Author Posted January 12, 2014 ანუ ტრეკინგ კოდი რაც სელერმა მომცა ის არ ემთხვევა უსა2-ში დამატებულ ტრეკინგ კოდს მაგრამ მიწერს უკვე დამატებულიაო, და რაც მაშინ დაემატა უკვე ყველა ნივთის საფასური გადარიცხულია ჯერ კიდევ დეკემბერში, სელერს მივწერე ორდერი ნომერი და თანხა რაც დღეს ჩამომეჭრა, ამას რაიმე კომპრომატები შემიძლია წავუყენო მაგალითად ფიდბექი გავუფუჭო? ტუ სულ კიდია ჩინელია
TARAS Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 ანუ ტრეკინგ კოდი რაც სელერმა მომცა ის არ ემთხვევა უსა2-ში დამატებულ ტრეკინგ კოდს მაგრამ მიწერს უკვე დამატებულიაო, და რაც მაშინ დაემატა უკვე ყველა ნივთის საფასური გადარიცხულია ჯერ კიდევ დეკემბერში, სელერს მივწერე ორდერი ნომერი და თანხა რაც დღეს ჩამომეჭრა, ამას რაიმე კომპრომატები შემიძლია წავუყენო მაგალითად ფიდბექი გავუფუჭო? ტუ სულ კიდია ჩინელია რავი, მე გამოვიწერე ორი ნივთი 13 დეკემბერს, არცერთს თრექინგი არ მოყვა, ხოდა ერთ-ერთი მივიდა u2g-ში და რომელია არ ვიცი, ერთს ადრე მივწერე სანამ მივიდოდა და მეორეს ეხლა (გუშინ) და დღეს მომწერეს უნდა მოსულიყო 10-20 დღეშიო და თუ არ მოგსვლიაო ალბათ დაიკარგაო და კომპენსაციას მოგცემთო და გაწყობსო? და ვუთხარი კი. (მგონი ამათი გამოგზავნილი მოდის ) და არამგონია გადაგაგდონ თუ მაინც რამეა ამაზონს მიწერე მერე.
xosito Posted January 12, 2014 Author Posted January 12, 2014 აი მეილი შევამოწმე როცა დაიშიპა ეს ნივთი, და ისევ ჩამომაჭრა თანხა ხელმეორედ დღეს, სელერს მივწერე და ვნახავ ხვალ თუ მომწერს, თუ არადა ამაზონს სიადან დავუკავშირდე? საბედნიეროდ არ მქონია ჯერ მზგავსი შემთხვევა და არვიცი
TARAS Posted January 12, 2014 Posted January 12, 2014 მოგწერენ იმედია და მანდამდე არ მივა საქმე მგონი აქედან უნდა მიწერო http://www.amazon.com/gp/help/customer/display.html?ie=UTF8&nodeId=508510
xosito Posted January 13, 2014 Author Posted January 13, 2014 დღეს დილით ესეთი რამ მომწერა და ორდერის სქრინიც დამიდო, რავქნა ბანკიდან არ იციან სელერს ან ამაზონს მიმართეო :|We are checking for this order. The amount for this order to come in only once on December 22 (By attachment). Please check with your bank. We are apologize for the inconvenience caused.
GIVI-1990 Posted January 13, 2014 Posted January 13, 2014 ეგ ამობეჭდე და წაუღე ბანკს (მეილი რაც მოგწერეს გადაუღე სურათი და მაგ ორდერსაც გადაუღე სურათი) და იქ გეტყვიან როგორ მოიქცე მე ერთხელ ნივთი ვიყიდე (ფულიც ჩამომაჭრეს) და აღმოჩნდა რო აღარ ქონიათ სტოკში და გავაუქმებინე , ბანკში მითხრეს დაკეტილიაო ამაზონის მიერო თანხაო, და გაუქმების მაილი და ორდერი მოდვიტანეო და დაგიბრუნებთ იმ ფულსო , ეგრე მოვიქეცი და დამიბრუნეს 1 კვირაში. ოღონდ ერთ კონსულტანტთან არ მივსულვარ, სამ ოთხთან მივედი ერთმა არ იცოდა მეორემ იმან იცისო მესამემ არ იცოდა და იქვე გადაიკიტხა. ანუ მარტო 1 თთან არ მიხვიდე სხვებიც შეაწუხე
Recommended Posts