Shopen Posted January 7, 2014 Posted January 7, 2014 კომპანია Inno3D-მ CES 2014-ის გამოფენაზე დაანონსა ძლიერი გრაფიკული ამაჩქარებელი iChill GeForce GTX 780 Ti Accelero Hybrid დესკტოპ სათამაშო სისტემებისთვის. ვიდეო ადაპტერი აღჭურვილია საფირმო Accelero Hybrid სისტემური გაგრილებით რომელიც შედგება წ ყ ლის ბლოკისა და ვენტილიატორისგან. სტანდარტულ ვერსიას თუ შევადარებთ ასეთ გაგრილებას დავინახავთ რომ ეს ტიპი გაგრილების ორჯერ უფრო ეფექტურია სიგრილის მხრივ და ამასთან ერთად ხმაურის დონეს მაქსიმუმამდე ამცირებს დაახლოებით ათჯერ. ვიდეო ბარათს ბორტზე აქვს GDDR5 ტიპის 3Gb მეხსიერება, 384-ბიტიანი ინტერფეისი, 2880 CUDA ბირთვი, კარგი გაგრილების ხარჯზე მისი სიხშირეები მომატებულია, გრაფიკული ბირთვის შეადგენს 1085MHz-ს(რეფერენს მოდელს 875/925MHz აქვს) ხოლო მეხსიერების სიხშირე გაზრდილია 7000MHz-დან 7280MHz-მდე. გრაფიკული ამაჩქარებელი თავსებადია DirectX 11და OpenGL 4.3-თან ასევე ტრადიციულად Nvidia-ს საფირმო ტექნოლოგიებთან SLI, PureVideo, 3D Vision და PhysX. გრაფიკული გამოსახულების გამოსატანად და მონიტორთან შესაერთებლად აქვს HDMI, DisplayPort, Dual Link DVI-I და Dual Link DVI-D პორტები. გაყიდვის თარიღთან და საორიენტაციო ფასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ არის. 4
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now