Jump to content

Recommended Posts

Posted

სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung-მა დაანონსა ახალი პლატფორმა რომელმაც საბოლოოდ უნდა შექმნას მართვის ცენტრი ყველა მოწყობილობისთვის დაწყებული საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან მათ შორის თუნდაც სარეცხი მანქანიდან დამთავრებული სმარტფონითა და "ჭკვიანი საათით". ახალმა პროექტმა მიიღო Samsung Smart Home სახელწოდება და პირველად CES 2014-ზე წარადგინა კომპანიამ.

10832005534_5646011962_o.jpg

Samsung Smart Home-ს ექნება 3 ძირითადი სერვისი:

  • მოწყობილბოების მართვა(Device Control);
  • სახლის ნახვა(Home View);
  • კლიენტური(Smart Customer Service);

tech-samsung-smart-home.jpg

Device Control საშუალებას გაძლევთ გქონდეთ ნებართვა ყველანაერ ტექნიკასთან და მართოთ ისინი smart tv-ს ან სმარტფონის საშუალებით. ღილაკზე ერთი კლიკით "Samsung Smart Home" თქვენ შეძლებთ მართოთ რამდენიმე მოწყობილობა ერთდროულად. ასევე მომხმარებელს შეუძლია ხმის ბრძანების საშუალებით მართოს Galaxy Gear და smart TV-ს პულტის მეშვეობით.

სერვისი Home View-ის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს ნახოს რა ხდება მის სახლში, ამ ფუნქციისთვის საჭიროა ჩაშენებული კამერები სახლში, ეს საშუალებას მიცემს მომხმარებელს უყვნენ უფრო უსაფრთხოთ თუნდაც სახლის ძარცვის დროს კამერები დააფიქსირებენ მძარცველებს.

მესამე სერვისით Smart Customer Service-ის საშუალებით მფლობელი ინფორმირებული იქნება მოწყობილობების შესახებ და მიიღებს ყველა საჭირო ინფორმაციას მათ შესახებ.

აღსანიშნავია ასევე ისიც რომ ინფორმაცია ელექტრონიკის შესახებ ჭკვიანი სისტემიდან იქნება შენახულო ღრუბლოვან შემნახველ სისტემაში(cloud storage), ეს პლატფორმა შემდეგში თავსებადი იქნება ასევე სხვა ბრენდის მოწყობილობებისთვისაც.

111111111111111111.png

 

 

იდეა ასეთი  სერვისის შესახებ არ არის რათქმაუნდა პირველი, ბევრი ცნობილი კომპანია დაინტერესებულია ამითი, მათ შორის არის Intel-იც თავისი ჩიპებით(Quark 1000 და Atom E3800).

ამასთან ერთად LG-ც წარადგენს თავის სერვის HomeChat  რითიც მფლობელს შეუძლია მართოს მოწყობილობები მაგრამ ამ შემთხვევაში SMS-ბრძანებებით.

  • Upvote 9
Posted

ანუ მოკლედ რომ ვთქვათ სამსუნგს უნდა რომ სახლში ყველა ტექნიკა მისი ბრენდის იყოს  :D

  • Upvote 1
Posted

თუ სამხრეთი? რაღაც მეეჭვება სამსუნგი დაქცეული ჩრდილოკერეული იყოს :D

Posted

ანუ მოკლედ რომ ვთქვათ სამსუნგს უნდა რომ სახლში ყველა ტექნიკა მისი ბრენდის იყოს  :D

 

ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ სამსუნგი მსოფლიოს აზანზარებს. მაგაზე ფართო მაშტაბიანი ბრენდი მემგონი აღარ არსებობს :D

აბსოლიტურად ყველა მიმართულებით თავისი პროდუქცია გააჩნია და თუ ყველაფერში მხოლოდ თვითონ არ უშვებს რაღაცას, მაშინ ნაწილობრივ სხვასთან ერთად უშვებს.

Posted

წავა მერე სხვისი სახლების შიდა კამერების კონტროლი და მაიმუნობები :)

Posted

ხო ერთ-ერთი მზარდი და ძლიერი კომპანია ხდება ნელ-ნელა 

  • 3 weeks later...
Posted

ხო აპა :))) აქეთ ჩვენ ამდენ ტექნიკას მოგვყიდის და იქით შსს-ს მსგავსებს ინფორმაციას ჩვენზე, მაგარია samsung :@

  • Upvote 1
Posted

თუ სამხრეთი? რაღაც მეეჭვება სამსუნგი დაქცეული ჩრდილოკერეული იყოს :D

მართალი ხარ, მაგრამ ეტყობა ავტორს მექანიკური შეცდომა მოუვიდა, თორემ რაის ჩრდილო კორეა?! მაგათთან შე ჩემა რომ თქვა (დაჟე, ქართულად), ჩამოგახრჩობენ. კიმ ჩენმა საკუთარი ბიძა ხომ სიკვდილით დასაჯა და, გუშინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია - ახლო ნათესავები (ბავშვების ჩათვლით, დედებითურთ!) ქვეყნის მოღალატეებად შერაცხა და ყველა სიკვდილით დასაჯა! რა იციან მაგათ 21-ე საუკუნე და თანამედროვე ტექნიკა?! სამსუნგი და ჭკვიანი სახლი კი არა, ერთადერთი კალკულატორი აქვთ და ისიც კიმ ჩენს აქვს სეიფში ჩაკეტილი, მხოლოდ დღესასწაულებზე გამოაქვს და მსხვერპლს, რომ შეწირავს, მერე გარშემო წრეში ჩადგებიან და რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ, თვითონ და რამოდენიმე მინისტრი :drug:

თან, ყველაზე ცუდი ის არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს (თან, 25 მილიონამდე არიან), მამამისივით, ესეც მესიად ყავთ აღიარებული. რითი დააგიპნოზა ამ შობელძაღლმა??? :facepalm:

Posted

მართალი ხარ, მაგრამ ეტყობა ავტორს მექანიკური შეცდომა მოუვიდა, თორემ რაის ჩრდილო კორეა?! მაგათთან შე ჩემა რომ თქვა (დაჟე, ქართულად), ჩამოგახრჩობენ. კიმ ჩენმა საკუთარი ბიძა ხომ სიკვდილით დასაჯა და, გუშინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია - ახლო ნათესავები (ბავშვების ჩათვლით, დედებითურთ!) ქვეყნის მოღალატეებად შერაცხა და ყველა სიკვდილით დასაჯა! რა იციან მაგათ 21-ე საუკუნე და თანამედროვე ტექნიკა?! სამსუნგი და ჭკვიანი სახლი კი არა, ერთადერთი კალკულატორი აქვთ და ისიც კიმ ჩენს აქვს სეიფში ჩაკეტილი, მხოლოდ დღესასწაულებზე გამოაქვს და მსხვერპლს, რომ შეწირავს, მერე გარშემო წრეში ჩადგებიან და რიტუალურ ცეკვებს ასრულებენ, თვითონ და რამოდენიმე მინისტრი :drug:

თან, ყველაზე ცუდი ის არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს (თან, 25 მილიონამდე არიან), მამამისივით, ესეც მესიად ყავთ აღიარებული. რითი დააგიპნოზა ამ შობელძაღლმა??? :facepalm:

შიში შეიქმნს სიყვარულსა 

რამდენად წრფელია სიყვარული ეგ სხვა საკითხია :)

Posted

წავა მერე სხვისი სახლების შიდა კამერების კონტროლი და მაიმუნობები :)

+1

მარა ეხლაც რო უნდოდეთ არ გაუჭირდებათ.

 

Privacy is a fantasy

Posted

შიში შეიქმნს სიყვარულსა

რამდენად წრფელია სიყვარული ეგ სხვა საკითხია :)

ბიჭო, 21-ე საუკუნის კომუნისტები არიან, ოფიციალურად! მაგათი ჯიშიც... რუსეთი მაგათთან შედარებით ქარაქუცაა... მაგათ, რომ რუსეთის ტერიტორიები, რესურსი და მოსახლეობა ჰქონდეთ, მიმიქარავს ჰიტლერის ამბიციები, დღესაც მე-3 მსოფლიო ომი იქნებოდა გაჩაღებული.

sorry for offing. ძალიან სხვა სფეროში გადავედით :)

რაც შეეხება თემას, სერიოზული ტექნოლოგიაა. პირველად, მსგავსი პროექტი ბილ გეითსმა გააკეთა. სპეციალურ გადაცემას ვუყურე შარშან. მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან შემშურდა მისი (28 მონიტორით მართავს სისტემასო. მაგარი რაღაცეები აჩვენეს). ჯერ რა სოფტი ექნებოდა დაწერილი...

Posted

+1

მარა ეხლაც რო უნდოდეთ არ გაუჭირდებათ.

 

Privacy is a fantasy

ზემოთ აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გაცილებით ადვილი და მაშტაბური შესაძლებლობა იქნება მაგის 

Posted

ზემოთ აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გაცილებით ადვილი და მაშტაბური შესაძლებლობა იქნება მაგის

სამწუხაროდ, დროის ამბავია, თორემ გარდაუვალია ეგ! უბრალოდ, დღეს სრულ კონტროლზე მხოლოდ ის ყავთ აყვანილი, ვის მიმართაც ინტერესი აქვთ, თორემ ღმერთმა ნუ ქნას და, თუ მაგის საჭიროება დგება, არანაკლები შეუძლიათ დღესაც, უბრალოდ, მაგ ტექნოლოგიის შემთხვევაში, დაინტერესებულ ორგანოს/პირს გაუმარტივებ საქმეს და მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ფულს აღარ დაახარჯვინებ, რადგან, ეგ ფული შენ თვითონ უკვე გექნება დახარჯული :)

სამწუხაროდ, მეტი კომფორტი=მეტ მსხვერპლს! სანაცვლოდ რაღაც უნდა გაიღო, ნუ, რამდენად გიღირს, ეგ უკვე სხვა საქმეა...

ხანდახან მიფიქრია ასეთი "ჭკვიანი სათამაშოების" საფრთხეზე. თუნდაც, მომავლის ავტომობილი ავიღოთ, რომელიც მძღოლის გარეშე 100%-იანი სიზუსტით უსაფრთხოთ გატარებს ისე, რომ შენ მაგ დროს შეგიძლია გაზეთი იკითხო, ან ფილმს უყურო, მაგრამ დავუშვათ სოფტს დაერხა, ან მტრები გყავს და რა გარანტიაა იმისა, რომ ჰაკერული ჩარევით ჩემს მოძრავ მანქანას სადმე არ გადაჩეხავს? გარისკავ ეგეთი ჭკვიანი მანქანით მოძრაობას? :D კომპიუტერიზებულ მანქანას კი არა, თუ ძმაკაცებთან ერთად ტრასაზე გავდივარ, 99% ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი მანქანით წავიდე და სხვის მძღოლობას არ ვენდო. ასე, რომ ისეთ მანქანას არასდროს ვიყოლიებ, რომელსაც მე არ ვმართავ.

ეს ყველაფერი ნახევრად ხუმრობით, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავ...

Posted

თანდათანობით ჰაკინგი უფრო აქტუალური უნდა გახდეს(რაც საშიშია ერთის მხრივ, cracker-ები) მაგრამ მეორეს მხრივ მგონი უსაფრთხოება უფრო ვითარდება ვიდრე ბლექ ჰეთინგი.

კონტროლს ვერ გაექცევი(თუ საერთოდ არ მოწყდი ტექნიკას)

 

პ.ს მადლობა შესწორებისთვის ჩავასწორე 

  • 4 weeks later...
Posted

გუშინიყო Almost Human-ში (ახალი კანადური სერიალია) ინციდენტს იძიებდნენ Smart Home-ზე :)

 

ტექნიკურ პროგრესს დიდი უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით ელექტრონული ტექნიკისას, თუმცა ასევე მედალს მეორე მხარეც აქვს და დიდი პოტენციური საფრთხის შემცველიცაა ცუდად გამოყენების შემთხვევაში

 

წარმოიდგინე ვინმემ დაჰაკა ჭკვიანი სახლის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა და როცა სახლში ხარ ჩაკეტა ყველა კარები და ფანჯარა და ამოტუმბა ჰაერი :)

ან კიდევ სახლის ვიდეოკამერების feed პირდაპირ youtube-ზე გაუშვა :P

Posted

ხო ეგ ცუდია თუმცა ჯერ მაგ დონემდე ბევრი უკლია საზოგადოებას   :D

Posted

ხო :D

ვიღაცამ თუ Sims  ის თამაშ მოინდომა ლაივში არაა კარგი :დ

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.