Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Lenovo-მ CES 2014-ზე ლას-ვეგასში წარადგინა ტრანსფორმერ-პლანშეტი Miix 2 რომელიც დაფუძNებულია Intel-ის პროცესორზე.

Miix0.jpg

უმცროსი მოდელი Miix 2 10 აღჭურვილია 10.1 დიუმიანი დისპლეით FullHD გაფართოებით(1920x1080 პიქსელი) და Intel-ის ოთხბირთვიანი პროცესორით Atom Z3740 რომელიც მუშაობს 1,86GHz ტაქტიკური სიხშირით, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2Gb-ს ხოლო შიდა მეხსიერება 128Gb(ასევე შესაძლებელია გაზრდა Micro SD ბარათის საშუალებით), პლანშეტის ზომებია 260,9x173,2x9,2მმ ხოლო მასა 590გ.

Miix1.jpg

შედარებით უფრო ძლიერი ვერსია Miix 2 11 კი აღჭურვილია 11.6 დიუმიანი დისპლეით ესეც FullHD გაფართოებით მაგრამ განსხვავებული უფრო ძლიერი პროცესორით - intel core i5-ის მეოთხე თაობის hasswel-ით. ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 8Gb ხოლო შიდა მეხსიერება  256Gb(ასევე შესაძლებელია გაზრდა Micro SD ბარათის საშუალებით), ტრანსფორმერ-პლანშეტის ზომებია 302x190x11მმ ხოლო წონა დაახლოებით 800გ.

Miix2.jpg

ამასთან ერთად მოწყობილობას ბორტზე აქვს 2 და 5 მეგაპიქსელიანი კამერა, სტერეოფონული დინამიკები JBLBluetooth 4.0 და Wi-Fi 802.11a/b/g/n ადაპტერები, ასევე 3G ქსელის მხარდაჭერა(მომხმარებლის სურვილის მიხედვით), ბატარეა მუშაობს დაახლოებით 8საათს, მოწყობილობა იმართება Windows 8.1 ოპერაციული სისტემით.Miix3.jpg

მოწყობილობისთვის ასევე იქნება წარდგენილი ცალკე დოკი რომელიც აქცევ მას ნოუთბუქად.

Miix4.jpg

 

Miix 2-ს გაყიდვა დაიწყება გაზაფხულზე მისი ფასი კი იქნება  $500 და $700 აშშ-ს ბაზარზე.

  • Upvote 3
Posted

ძალიან კარგი რამეა მომეწონა და ფასიც არაა კატასტროფული 

Posted

ყველაზე მეტად ეს news და 4k display მქონე ნოუთი მომეწონა. ანუ მალე ვეღირსებით 4k 23" მონიტორს და 2-3 წელიწადში ალბათ 500-600 ლარად კი დავითრევ ეგეთს იმედია. მთავარია შემოიყაროს ეხლა ბლომად რომ ფასები დაუვარდეს.

Posted

ლენოვო აღარ ხუმრობს:)))) სგ

  • 4 weeks later...
Posted

ესეც დავტესტე დღეს , კარგი რამეა თუმცა დიზაინი მაინც არ მხიბლავს და არც ეკრანი 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.