Shopen Posted January 6, 2014 Posted January 6, 2014 ცნობილმა ჩინურმა კომპანია Lenovo-მ დღეს CES 2014-ზე ლას-ვეგასში პუბლიკას წარუდგინა ახალი გეიმინგ ნოუთბუქი Y50 ძალიან კარგი, მომხიბვლელი კორპუსით რომელშიც აქცენტი გაკეთებულია წითელი ფერზე. საბაზისო კონფიგურაციაში რომლის ღირებულება $1000 არის განსაკუთრებული არაფერი არ არის(დიზაინის გარდა) აქვს ჩვეულებრივი 15,6 დიუმიანი 1920x1080 გაფართოების დისპლეი მაგრამ მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს უფრო ძლიერი კონფიგურაცია რომელსაც აქვს Ultra hd დისპლეი 3840×2160 გაფართოებით, ასევე მოწყობილობა მუშაობს Windows 8,1-ზე და შესაძლებელია ასევე სენსორული დისპლეით აირჩიოს მომხმარებელმა. მაქსიმალური ტექნიკური მონაცემები კი შემდეგია: პროცესორი - Intel-ის მეოთხე თაობის i7; გრაფიკა - NVIDIA GeForce GTX 860M 4Gb; დისპლეი - 4K(3840×2160) ერთდროულად შეუძია აღიქვას 10 თითი(სურვილისამებრ თაჩსქრინიანი დისპლეი); ოპერატიული მეხსიერება - 16Gb-მდე; მეხსიერება - 1Tb ჰიბრიდული მეხსიერება 8Gb SSD-თი ან მხოლოდ SSD 512Gb მოცულობის; კლავიატურა - AccuType შუქდიოდური განათებით; ვებ-კამერა - 720p; საკომუნიკაციო საშუალება - Bluetooth 4.0 და Wi-Fi 802.11 b/g/n ან ac; დრო ავტონომიური მუშაობისას - 4სთ-მდე; პორტები - USB 2.0, USB 3.0 , HDMI, ქარდრიდერის სლოტი, 3,5მმ აუდიო-ჯეკი, მიკროფონის 2 პორტი; OS - Windows 8.1; წონა - 2,6 თაჩსქრინიანი ვერსია, 2,1 სენსორული დისპლეის გარეშე; ამასთან ერთად Lenovo-მ სხვა პროდუქტებიც წარადგინა 4K დისპლეით რომლებსაც შემდეგ გაგაცნობთ. 8
Barca Posted January 6, 2014 Posted January 6, 2014 ძალიან მაგარი რამეა , ბრავო ლენოვოს , MSI ის გეიმინგ სერიებს მირჩევნია დიზაინით
giorgi wiklauri Posted January 6, 2014 Posted January 6, 2014 აუ რამაგარია, აი დიზაინი........ROG სერიიც დესკტოპს გავს
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now