besvs Posted December 29, 2013 Posted December 29, 2013 გამარჯობათ, მეგობარმა დღეს მთხოვა ლეპტოპს ვყიდულობ და გამომყევიო. რავიცი , ვურჩიე ფუჯიცუ ი5–ზე. მე 4 წელია მაქვს და კარგია. სახლში რომ მიიტანა დისკის ჩადება რომ დააპირა სისტემამ ლურჟი ეკრანი გამოიტანა და მოითხოვა აბდეითები და ა.შ. მერე დაარესტარტა. მეც მივედი, ასე ყოველ მე–8 ცდაზე იგივეს აკეთებს. როცა ეჯექტს პროგრამულად აძლევ მაშინ არა. მარტო მაშინ როცა ხელით აწვები ღილაკს. თავს უხერხულად ვგრძნობ, მე ვურჩიე ეგ. 1300 გადაიხადა. რისი ბრალია რა ჭირს ვერავინ ვერ მეუბნება. ერთი ის ვუთხარი რომ დააბრუნოს ალტაში და მოითხოვოს ახალი 1 დღეში მგონი ცვლიან პროდუქტს. გქონიათ ასეთი შემთხვევა ?
besvs Posted December 29, 2013 Author Posted December 29, 2013 ა ხო, ვინდოუსი გადავაყენე, დრაივერები ჩავწერე და რავიცი ბიოსიც დეფოლტზე ჩამოვყარე...... როგორც კი ღილსკს თითს მივაჭერ (იშვიათად, მაგრამ მაინც აკეთებს ) იჩითება ლურჯი ეკრანი და რესტარტი.......
მათე Posted December 29, 2013 Posted December 29, 2013 ლურჯ ეკრანზე თუ ასწრებ რა რიცხვები აწერია რომ ნახო.
19gio71 Posted December 29, 2013 Posted December 29, 2013 ერთი ის ვუთხარი რომ დააბრუნოს ალტაში და მოითხოვოს ახალი 1 დღეში მგონი ცვლიან პროდუქტს. აბა რა... სწორი გამოსავალია სანამ დროა
Barca Posted December 29, 2013 Posted December 29, 2013 მიუტანეთ სანამ გავა 3 დღე , პროგრამული ან ბიოსის ამბავი დიდი ალბათობით არაა 1
ჯამბო Posted December 29, 2013 Posted December 29, 2013 მიიტანეთ რას ელოდებით? რაღაც აკაროტკებს ან რამე მაგდაგვარი და იმიტომ გიგდებთ ბლუ სქრინსაც , სოფტი მანდ არაფერ შუაში არაა ან შენ უხერხულად რატო გრძნობ თავს? ალტას თუ ბრაკი ტავარი აქვს შენ რა შუაში ხარ 2
besvs Posted December 30, 2013 Author Posted December 30, 2013 დღეს მიიტანა ძმაკაცმა. კაროჩე კაი ხანი ვაწკაპუნეთ მარა აღარ გაიმეორა ალტაში - ო ხელოსანს უთქვია თუ არ დაფიქსირდა ისე ვერ შევცვლიო. 2 კვირა დააკვირდიო და თუ გაიმეორა მოიტანე და შევცვლითო, ოღონდ აქაც დაპიქსიდესო. მე რომ თემა გავაკეთე იმის მერე (გუშინ და დღეს) არ გამეორებულა. რავიცი ერთი , ვერ გავიგე ვერაფელი რა.... ის მეფიქრება ელემენტი რომ არიყო კაი დატენილი (სულ ახალი) მექანიკურ მოძრაობაზე ძაბვას ხომარ აგდებდა ქვემოთ... ? თქვენ როგორ მოიცცეოდით ? მადლობა ყველას ყურადღებისთვის.
zaqrinio Posted December 30, 2013 Posted December 30, 2013 ვიდეო გადაუღეთ თუ გაიმეორა კიდევ დააფიქსირეთ მარა მოასწრებთ ?
Vako™ Posted December 30, 2013 Posted December 30, 2013 ვიდეო გადაუღოს როცა იზამს უცბად და აჩვენოს მერე
Barca Posted December 30, 2013 Posted December 30, 2013 ხო ეგ ეგრეა უნდა დაფიქსირდეს აუცილებლად , მოკლედ თუ წამოიღებთ უკან დააკვირდით კარგად და სურათი ან ვიდო გადაუღეთ
მათე Posted December 31, 2013 Posted December 31, 2013 დღეს მიიტანა ძმაკაცმა. კაროჩე კაი ხანი ვაწკაპუნეთ მარა აღარ გაიმეორა ალტაში - ო ხელოსანს უთქვია თუ არ დაფიქსირდა ისე ვერ შევცვლიო. 2 კვირა დააკვირდიო და თუ გაიმეორა მოიტანე და შევცვლითო, ოღონდ აქაც დაპიქსიდესო. მე რომ თემა გავაკეთე იმის მერე (გუშინ და დღეს) არ გამეორებულა. რავიცი ერთი , ვერ გავიგე ვერაფელი რა.... ის მეფიქრება ელემენტი რომ არიყო კაი დატენილი (სულ ახალი) მექანიკურ მოძრაობაზე ძაბვას ხომარ აგდებდა ქვემოთ... ? თქვენ როგორ მოიცცეოდით ? მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ჩემი ძველი ნოუთი ვაფშე უბატარეიკოდ მქონდა ჩართული პირდაპირ კაბელზე და მუშაობდა ჩვეულებრივ არ იქნება მაგის ბრალი. 1
besvs Posted January 9, 2014 Author Posted January 9, 2014 გადავიღეთ ვიდეო და შევცვალეთ. ახალმაც ეგრე ქნა იქ გვითხრეს დრაივერიაო. კონკრეტულ მოდელს ქონია ეგრე ყველას. თუგინდათ სხვა წაიღეთო, მაგრამ ეგეთი მაგ ფასში არიყო სხვა. დისკს ეჯექთით ვიღებთ პროგრამულად და არ შვება მასე – დავიტოვეთ რა. შედატყობინებთ მერე, დრაივერებს შევცვლით და რაც წავა იმას დავაყენებთ. გამოდის რომ დრაივერია. კიდევ ბევრი ვიჩიჩქნე ევრო ფორუმებზე და არსებობს მსგავსი პრობლემები. ერთერთმა მაგალითად სხვა ლეპტოპზე უბრალოდ უფრო მოძველებული დრაივერი დააყენა და მოაგვარა. ჩვენ ვერ ვიპოვეთ სხვა დრაივერი. სულ ახალი მოდელია და ალბათ გამოვა. მადლობა ყველას რჩევისთვის და შეწუხებისთვის .......
Barca Posted January 9, 2014 Posted January 9, 2014 რა ბრენდის ლეპტოპია , რა მოდელი ? ახალი მოდელები ოპტიმიზირებულია ვინდოუს 8/8.1 ზე და ეგეთი პრობლემები უმეტესად 7 ზე აქვს , შენ რომელ სისტემაზე გაქვს ?
lomsa Posted January 28, 2014 Posted January 28, 2014 6 ) ვადაგასულ თემები ავტომატურად დაიხურება. (2-3 კვირა უაქტიურობის შემთხვევაში ) თუ რაიმე კითხვები გაქვთ PM და გავხსნი თემას
Recommended Posts