მიშო Posted December 24, 2013 Posted December 24, 2013 ...ოღონდ აიზეკ ნიუტონის. დღეს ამ გენიალური ადამიანის 341-ე დაბადების დღეა. ის იყო ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ფილოსოფოსი. მოახდინა რევოლუცია მეცნიერებაში გრავიტაციის და მექანიკის კანონების ჩამოყალიბებით, ლაიბნიცთან ერთად საკმაოდ მაღალ დონეზე აიყვანა კალკულუსი, აღწერა ციურ სხეულთა მოძრაობის და დედამიწასთან ურთიერთქმედების პრინციპები, განავითარა კეპლერის პლანეტარული მოძრაობის კანონები, ააწყო პირველი ამრეკლი/სარკისებრი ტელესკოპი. დაამტკიცა რომ თეთრი სინათლის პრიზმაში გარდატეხვისას წარმოქმნილი ფერები ამავე სინათლეს ეკუთვნის და პრიზმის დანამატს არ წარმოადგენენ. ჩამოაყალიბა გაგრილების კანონი, სწავლობდა ბგერის სიჩქარეს და ა.შ. ჩემი საყვარელი ნიუტონის ბინომი
Beka_Tchighladze Posted December 25, 2013 Posted December 25, 2013 მეთქი რა დროს შობაა კათოლიკეები ხომ არ ვართთქო
david_888 Posted December 25, 2013 Posted December 25, 2013 სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეც ყოფილა დღეს, არ ვიცოდი
მიშო Posted December 25, 2013 Author Posted December 25, 2013 კვადრატული განტოლების განზოგადებული ფორმულაა ნებისმიერი ხარისხისთვის
19gio71 Posted December 25, 2013 Posted December 25, 2013 ის იყო ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ფილოსოფოსი. კარგია რომ ამ ქვეყანაში კიდევ ახსოვთ ჭეშმარიტი მეცნიერება ... (მეზობლები მყავს ზეპირად გეტყვიან ქართველი თუ უცხოელი "ვარსკვლავების"ფეხის ზომასაც კი ,აინშტაინი კი რატომღაც შერლოკ ჰოლმსში ერევათ)
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.