მათე Posted November 30, 2013 Posted November 30, 2013 ინტელი კვლავ აგრძელებს მის მიერ დაწყებულ საქმეს რათა thunderbolt გახადოს შემდეგი უნივერსალური პორტი სხვადასხვა მოწყობილობების მისაერთებლად, მიუხედავად USB 3.0 პორტის სიჩქარისა (რომელიც 5 Gb/s-ს შეადგენს) და მომავალში USB 3.1-ს სიჩქარისა რომელიც 10 Gb/s იქნება. ამისთვის 2014 წელს ის აპირებს გამოუშვას ახალი თაობის thunderbolt controller რომელსაც ექნება USB-ს მსგავსად ძაბვის მიწოდება და ასევე peer to peer networking. USB link and network კაბელის დახმარებით შესაძლებელია ორი კომპიუტერის ერთმანეთზე შეერთება და ინფორმაციის გაცვლა ამ რეჟიმს superlink mode ეწოდება. ეს ისეთივე იოლი იქნება როგორც ერთი ფოლდერიდან მეორეში რამის drag&drop ოპერაციით გადატანა. ასევე შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული კაბელის დახმარებით ორი და მეტი კომპიუტერის lan-ში ჩართვა USB პორტის მეშვეობით, ამ რეჟიმს კი virtual network mode ეწოდება. თავად კონტროლერი Broadwell Thunderbolt-LP აგებულებით არ განსხვავდება დღეისათვის არსებულისაგან. მისი სიჩქარე USB პორტებზე გაცილებით მეტი 20 Gb/s იქნება. ამ სიჩქარეს ის აღწევს ორი 10 Gb/s არხის გაერთიანებით. ცვლის displayport 1.2-ს და სისტემის სხვა კომპონენტებს უკავშირდება PCIe 2.0 X2-ს დახმარებით. ჩიპის ზომებია 8x8 მმ და აქვს სამუშო და IDLE TDP შესაბამისად 1.3W და 1 mW-ს ოდენობით. ცვლილებები რასაც ინტელი გეგმავს ენერგიის მიწოდების მხრივ იმაში მდგომარეობს რომ მას შეეძლება 53W-მდე მიწოდება, რაც სავსებით საკმარისია 6 ცალი 3.5 ინჩიანი HDD-ს drive dock-ს სამუშაოდ ან 24-ინჩიანი flat-screen მონიტორის სამუშაოდ მეორე ფუნქცია კი AD-HOC იგივე peer-to-peer networking (რაზეც ზემოთ ვისაუბრე) 2 და მეტ კომპიუტერებს შორის 20 Gb/s სიჩქარის კავშირის დამყარება რომელიც ძალიან გავს USB და RS232 პორტებს შორის კავშირს. ამის შესახებ ინტელი განცხადებებს გააკეთებს იანვრის CES-ზე. 5
Barca Posted November 30, 2013 Posted November 30, 2013 ძალიან საჭირო ტექნოლოგიაა მათთვის ვისაც სჭირდება ინფორმაციის სწრაფად გადაცემა
მათე Posted November 30, 2013 Author Posted November 30, 2013 იმედია მოახერხებს intel და ამ ტექნოლოგიით ჩაანაცვლებს USB-ს იმიტომ რომ ბევრი კარგი ფუნქცია აქვს და რაც მთავარია USB-ს უსწრაფეს 3.0 ვერსიაზე 4-ჯერ მაღალი გამტარობა აქვს.
guramiN1 Posted November 30, 2013 Posted November 30, 2013 როგორც ჩანს ბროდველზე იქნება ეგ ტექნოლოგია,ანუ დესკტოპებზე 2 წელი ვერ ვეღირსებით,მაგიტოა სურათზეც ლეპტოპები და კაბელები
მათე Posted November 30, 2013 Author Posted November 30, 2013 როგორც ჩანს ბროდველზე იქნება ეგ ტექნოლოგია,ანუ დესკტოპებზე 2 წელი ვერ ვეღირსებით,მაგიტოა სურათზეც ლეპტოპები და კაბელები რატო 2 წელი გამოდისო ეგ პროცესორებიც დესკტოპებზეო
Albert Einstein Posted December 1, 2013 Posted December 1, 2013 როგორც ჩანს ბროდველზე იქნება ეგ ტექნოლოგია,ანუ დესკტოპებზე 2 წელი ვერ ვეღირსებით,მაგიტოა სურათზეც ლეპტოპები და კაბელები სულ ახალი მოდელია GA-Z87X-UD7 TH Intel® DSL5520 chip: 2 x Thunderbolt ports on the back panel TH დედადაფის მოდელის დასახელებაში Thunderbolt-ს აღნიშნავს
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now