ივა Posted November 15, 2013 Posted November 15, 2013 ვებ სივრცეში გაჟონა პერსპექტიული პლანშეტური კომპიუტერის სურათებმა რომლის კოდური სახელი Project Discovery გახლავთ, ამ "ახალ სიტყვას" პლანშეტურ სამყაროში წარმოგვიდგენს კომპანია AMD, მისი სრულფასოვანი პრეზენტაცია შედგება 2014 წლის 7-10 იანვრამდე CES 2014-ის გამოფენაზე. დეველოპერები აღნიშნავენ რომ ეს პლანშეტი იმუშავებს Windows 8-სისტემაზე და გვპირდებიან რომ პროექტი დაჯილდოვდება ინოვაციური დიზაინისა და გამორჩეული ინჟინერული სამუშაოსათვის. ამ დროისთვის ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია ამ პლანშეტის დეტალების შესახებ, მაგრამ ვიზალური კუთხიდან გამომდინარე Project Discovery იქნება Gaming პლანშეტი რომელსაც გააჩნია დამატებითი პერიფერიული გაჯეტები: ვიდეო თამაშებისთვის განკუთვნილი კონტროლერი და docking-station-ი. კომპანია AMD-ის წარმომადგენლები არ აკეთებენ სრულფასოვან კომენტარს ამ პროექტზე ისინი უბრალოდ აცხადებენ რომ მათი კომპანიის მიზანია ანახოს მსოფლიოს თუ რა სასწაულების მოხდენა შეუძლიო მათ ახალ პროცესორს APU Mullins-ს რომელსაც გამოიყენებს ზემოთხსენებული პლანშეტი. და მართლაც - Win 8-ს ოპერაციული სისტემის მქონე. აწყობილი პასიურად გამაგრილებელ ჩიპზე AMD Mullins - 86x იანი არქიტექტურით. Project Discovery ნამდვილად იმედისმომცემად გამოიყურება. როგორც აქამდე ვახსენეთ პლანშეტური კომპიუტერი უერთდება dock-stations ფირმული DockPort-ის საშუალებით რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ შეუერთოთ მას USB 3.0 და DisplayPort 1.2 აქედან გამომდინარე AMD-ს პლანშეტი თავისუფლად დაუკავშირდება სხვა და სხვა მონიტორებსა თუ პერიფერიულ ტექნიკას. ამის გარდა DockPort-ი საშუალებას გვაძლევს შევუერთოთ პლანშეტს უნიკალური კონტროლერი, რომელიც გადააქცევს Project Discovery-ს პორტატიულ სათამაშო კონსოლად. შეგახსენებთ, რომ პერსპექტიული პროცესორი Mullins-ი წარმოადგენს ულტრა-თანამედროვე ენერგოეფექტურ სისტემას ჩიპზე ტიპიური 2ვატიანი ენერგომოხმარებით. პროცესორი შედგება 2 ან 4 - PUMA ბირთვისგან, ხოლო მისი გრაფიკული ნაწილი წარმოდგენილია ჩაშენებული ვიდეო ამაჩქარებლით რომელიც აწყობილია GCN არქიტექტურაზე. ასევე, ეს ჩიპი იყენებს უსაფრთხოების ფუნქციებს რომელიც დატვირთულია Cortex A5 ბირთვით. Mullins-ის წარმოება მოხდება 28 ნანომეტრიან ტექ-პროცესორზე, ხოლო ამ მიკროსქემის ანონსი შედგება მომავალი წლის პირველ თვეში.Project Discovery-ზე მეტი დეტალების გასარკვევად ჩვენ მოგვიწევს მომავალი წლის პირველ კვარტლამდე მოცდა. ჩემი აზრით საინტერესო პროექტია.ისე სათამაშოდ არ უნდა იყოს მგონი მოსახერხებელი ამხელა პლანშეტის ხელში დაჭერა პლუს თამაში და კონტროლერის ხმარება ცოტა ძნელია 7 Quote
OpTiMeR Posted November 16, 2013 Posted November 16, 2013 გეიმინგ პლანშეტი ამის გარდა სხვა არის? Razer ის გარდა Quote
Barca Posted November 16, 2013 Posted November 16, 2013 გეიმინგ პლანშეტი ამის გარდა სხვა არის? Razer ის გარდა MS Surface , პირდაპირ უშვებს ვინდის თამაშებს Pro ვერსია ამას რაც შეეხება საინტერესო რამე ჩანს , ვნახოთ რა იქნება Quote
OpTiMeR Posted November 16, 2013 Posted November 16, 2013 ამას რაც შეეხება საინტერესო რამე ჩანს , ვნახოთ რა იქნება ამ სეგმენტში მაინც აიღონ ლიდერობა Quote
Albert Einstein Posted November 16, 2013 Posted November 16, 2013 ავტორს მადლობა საინტერესო და საჭირო საიხლისათვის ვნახოთ ამ სეგმენტში რას მიაღწევს AMD. დასაწყისისთვის ცუდი არ არის, რომ გამოვა უკვე გაყიდვაში შემდგომ უფრო ნათელი გახდება რა შესაძლებლობების პატრონია ეს ახალი პლანშეტი. წარმატებები AMD-ს. Quote
ივა Posted November 16, 2013 Author Posted November 16, 2013 არ მწამს მე ამ გეიმინგ პლანშეტების და პორტატიული კონსოლების რა Quote
Barca Posted November 16, 2013 Posted November 16, 2013 პორტატული კონსოლების არც მე Vita ს გარდა , Nvidia Shield ნაგავი რამეა მაგალითად პლანშეტებს რაც შეეხება ვისაც სჭირდება მოგზაურობისას იმისთვის კარგი რამეა , მაგრამ აი ეს დამატებითი აქსეუსუარები , ჯოისყკის მსგავსი და ა.შ ზედმეტია მართლა Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.