Jump to content

Recommended Posts

Posted

dell.gif

 

 

ამ წლის ივლისში კომპანია Dell მა წარმოადგინა  ახალი Ultra HD იგივე 4K რეზოლუცის მქონე Ultrasharp სერიის უახლესი მონიტორი > UP3214Q , რომლის შესახებაც დეტალები სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

 

 

 

Dell_UltraSharp_UP3214Q_01.jpg

 

 

 

Dell ის ამ უმაღლესი დონის მონიტორს აქვს 31.5 ინჩიანი  IGZO პანელის მქონე 4K ეკრანი , რეზოლუციით 3840 x 2160 პიქსელი , ასევე მისი ხედვის კუთხეა  176°/176° გრადუსი , რეაგირების დრო  (GTG)  8 ms , კონტრასტულობის მაჩვენებელი  1,000:1 , ეკრანის სიკაშკაშე  350 cd/m2

 

მონიტორს გააჩნია 99 % იანი  AdobeRGB და 100% იანი  sRGB ფერების დიაპაზონი , რაც პროფესიონალებისთვის მართლაც რომ საოცნებო პრუდუქტს ხდის ამ მონიტორს. 

 

 

Dell_UltraSharp_UP3214Q_02.jpg

 

 

 

 

 

რაც შეეხება მონიტორის უკანა მხარეს და მის პორტებს : მას გააჩნია 4 ცალი USB 3.0 , თითო-თითო HDMI , Dipslayport და mini DisplayPort მაკავშირებლები , ასევე Card Reader . მომხმარებელს შეუძლია მონიტორის სასურველ სიმაღლეზე დაყენება და წინ/უკან მოძრაობა.

 

 

Dell UltraSharp UP3214Q ს ექნება ოფიციალური 3 წლიანი გარანტია მწარმოებლისგან და მისი  ფასი დაახლოებით 5 400 ამერიკული დოლარი იქნება ! 

 

 

 

dell.gif

  • Upvote 4
Posted

თქვენი არ ვიცი და მე მაგრად მომეწონა ეს მონიტორი

but damn, 5.4k$? tuck this chet :D



 

მონიტორს გააჩნია 99 % იანი  AdobeRGB და 100% იანი  sRGB ფერების დიაპაზონი

 

 

და ამის გამო აქვს ასეთი ფასი ჰო?

წავალ შევისწავლი რა არის

Posted

მარტო მაგის გამოც არა , მთავარი მაინც 4კ არის 



 

წავალ შევისწავლი რა არის

 

მოკლედ რომ ვთქვათ ეგ 4 ფერიანი სისტემაა ნაცვლად სამისა , რომელიც ედობეს მიერაა შექმნილი და მეორე  ჩვეულებრივი 3 ფერიანი სისტემა 

Posted

აჰა, უკვე რაღაც წარმოდგენა მაქვს

და 4K-იან მონიტორები IPS ან TN მატრიცაზე არსებობს?

Posted

როგორც ვიცი კი , თუმცა მთავარი მაინც იგზო პანელია ეხლა , უმეტესად მაგაზე გამოდის 4K მონიტორები 

 

ჯორჯი დაწერეს უფრო ფართოდ თუ ნახა ეს თემა 

Posted

ყველაფერმა მომხიბლა ამ მონიტორში გარდა ფასია :| რათა რათა რათა? :D

Posted

ჯერ ახალი ტექნოლოგიაა და ფასიც ძალიან მაღალია , რამდენიმე წლის მერე 2000 დოლარის ფარგლებში იქნება ესეთი მონიტორები 

Posted
ხო ეხლა პირველი პარტია გამოვიდა, IPS-ზე არაა იმენა ეგეთი რაზრეშენიის, მარტო ეგ ერთი მატრიცაა ჯერ, იპს-ზე 30 ინჩიანი 2560:1600 გამოდის მგონი მაქსიმუმ AH-ips პანელზე, აი ეგეთი მონიკის მიმოხილვა http://www.overclockers.ru/lab/56934/Chernyj_rycar._Obzor_i_testirovanie_monitora_Crossover_Black_Tune_30X.html
10 ბიტიანი პანელია სუფთა და ფასიც არა აქვს კატასტროფული თან, sRGB – 99% и 99.5% после калибровки;AdobeRGB – 95.8% и 98% после калибровки. რამე დიდი სხვაობა არაა მაგ პაკაზატელში, მანდ მთავარი უფრო ზომაა და რაზრეშენიაა + 10 ბიტიანი პანელი, ხო კონტრასტი 1000:1 აქვს მაგასაც და 350 cd/m2 სიკაშკაშე, ისე მაგ 4K მარტო 176/176 ხედვის კუთხე როგორც VA მატრიცებს მგონი, იპს-ზე 178/178, რაც არ უნდა იყოს ორივე მონიტორებს აქვთ გარკვეული მინუსები და გამოასწორებენ ალბათ ახალ მოდელებში უკვე
  • 4 weeks later...
Posted

საგოლ ძაან მაგარი მონიტორია დაამშვენებდა ჩემ მკვდარ დესკტოპს მაგრამ მაგ ფასად მაგარს ავაწყობდი მაგის მონიტორისიც კიდე :D

+1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.