Popular Post Barca Posted October 12, 2013 Popular Post Posted October 12, 2013 საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ კომპანია AMD მ გადაწყვიტა განეახლებინა დესკტოპ ვიდეო ბარათების ხაზი ახლა უკვე განსხვავებული დიზაინის და სახელების მქონე ვიდეო ბარათებით , AMD ს გადაწყვეტილიებით ისინი გამოუშვებენ ახალ ვიდეო ბარათებს R7 და R9 სერიით. თქვენს წინაშეა AMD ს უახლესი ვიდეო ბარათების ხაზი > როგორც ხედავთ დიზაინში მცირედი ცვლილებაა , ამ ხაზიდან დღეს ჩვენი განხილვის ობიექტი იქნება მოდელი R9 280X , რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წარმოადგენს წინა თაობის HD 7970 GHz Edition ის სახე სხვაობას , მხოლოდ იმ განსხვავებით , რომ ახალი R9 280X ეღირება უფრო იაფი ( 75 დოლარით ) და ზოგიერთ ასპექტში იქნება მცირედ გაუმჯობესებული , რასაც ქვემოთ ვიხილავთ. AMD R9 280X ის სტადარტული ვერსიის ფასი 300 დოლარია , თუმცა მე დღეს გადავწყვიტე განსახილველად წარმოგიდგინოთ კომპანია MSI ის შესანიშნავი მოდელი R9 280X GAMING 3 GB , რომელიც სულ რაღაც 10 დოლარით ძვირია სტანდარტულ მოდელზე და მისგან განსხვავებით 2 ქულერი აქვს გაგრილებისთვის . დავიწყოთ იმით , რომ ისევე როგორც სტანდარტული ვერსია ამ ვიდეო ბარათისა , ესეც აგებულია 32 ნმ ტექნოლოგიით არქიტეტურა Tahiti ზე და ისევე როგორც წინა თაობის HD 7970 GHz Edition , გარდა ამისა ამ ვიდეო ბარათს აქვს : 2048 ტექსტურული ერთეული ( Shader ) , 4310 მილიონი ერთეული ტრანზისტორი , 384 - Bit ინტერფეისის მქონე 3072 MB ანუ 3GB მეხსიერება სიხშირით 1500 MHz , გამტარობა 350 GB/წამი , ხოლო პროცესორის სიხშირე MSI ის ვერსიისთვის 1050 MHz , რაც 50 MHz ით მეტია სტანდარტულ ვერსიაზე და ანალოგია კვლავ წინა თაობის HD 7970 GHz ვერსიისა. მოდით უფრო ახლოდან გავიცნოთ MSI ის R9 280X ვიდეო ბარათი , თავდაპირველად ვნახოთ მისი შეფუთვა , რომელიც ასე გამოიყურება > შეფუთვაში შედის : ვიდეო ბარათი , მისი დოკუმენტაცია და ინსტრუქცია , დრაივერების დისკი , PCIe კვების კაბელი , DVI , HDMI ადაპტერები და CrossFire bridge . ვიდეო ბარათის წინა და უკანა მხარე > MSI ის Twin Frozr გაგრილების სისტემა უკვე გამოყენებულია უამრავ ვიდეო ბარათში და როგორც ხედავთ გამონაკლისი არც ეს პროდუქტია , 2 საკმაოდ დიდი ზომის Fan მთლიანად ფარავს PCB ს და უზრუნველყოფს მის შესანიშნავ გაგრილებას. ვიდეო ბარათის სიგრძე 26.5 ხოლო სიგანე 12.5 სანტიმეტრია. იგი საჭიროებს 2 სტანდარტულ სლოტს თქვენს დედა დაფაზე. რაც შეეხება პორტებს : მას გააჩნია თითო-თითო HDMI , DVI და 2 ცალი DisplayPort , ასევე მას აქვს HDMI 1.4a ხმის სისტემისთვის და HD Blu-Ray მასალისთვის. ვიდეო ბარათის PCB ს წინა და უკანა მხარე > PCB ზე მოთავსებულია AMD Tahiti გრაფიკული პროცესორი , რომელიც დამზადებულია ტაივანში. ვიდეო ბარათი საჭიროებს 6 და 8 პინიან PCI-Express ენერგო მაკავშირებელს MSI იმ R9 280X GAMING ვიდეო ბარათში გამოიყენა ორმაგი BIOS კონფიგურაცია , რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია Overclocking ის დროს . ახლდა კი დროა გადავიდე მიმოხილვის მეორე ნაწილზე და ვნახოთ ამ ვიდეო ბარათის ტესტები > > > სატესტო სისტემა ვიდეო ბარათის ენერგო მოხმარება ფანის ხმაურიანობა ვიდეო ბარათის ეფექტურობა სხვადასხვა რეზოლუციაზე და ჯამში ც ახლა კი ვნახოთ Overclocking ის შედეგი > მატება დაახლოებით 10 FPS ა ახლდა კი ვნახოთ ამ ვიდეო ბარათის დადებითი და უარყოფითი მხარეები და შევაჯამოთ შედეგი დადებითი ვიდეო ბარათი ქარხნულად არის აჩქარებული ფასი საკმაოდ მისაღებია ამ სიძლიერის ვიდეო ბარათისთვის აქვს ორმაგი ბიოსი შესაძლებელია ვოლტაჟის კონტროლი პროგრამით გააჩნია HDMI და DisplayPort ასევე DVI გააჩნია ყველა თანამდროვე ტექნოლოგიის მხარდაჭერა , მაგალითად როგორიცაა Direct X11.1 , 3D უარყოფითი საკმაოდ მაღალია ხმაურიანობის დონე დატვირთულ რეჟიმში ასევე მაღალია ტემპერატურა მაქსიმალური ენერგო მოხმარებაც არაა ოპტიმალური MSI R9 280X Gaming ის ფასი 310 ამერიკული დოლარია. ამ ვიდეო ბარათის შედარება სხვა მოდელებთან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ვიდეო ბარათი წარმოადგენს წინა თაობის HD 7970 GHz Edition ის განახლებულ ვერსიას , თამაშების ტესტებიდან გამომდინარე R9 280X მა არაფერი დაუთმო ისეთ ვიდეო ბარათს როგორიცაა კონკურენტი ფირმის Nvidia GTX 680 და 770 , რომლებიც უფრო ძვირი ღირს , აღნიშნული ვიდეო ბარათი დაახლოებით 10 % ით სჯობს GTX 670 ს. MSI ის R9 280X ის მთავარ მინუსი გახლდათ მისი მაქსიმალური ტემპერატურა , რომელმაც 115 გრადუსს მიაღწია გარკვეულ მომენტში. მაშ ასე 300 დოლარის ფარგლებში თქვენს წინაშეა საკმაოდ კარგი ძალის მქპნე ვიდეო ბარათი , რომელიც ფასიდან გამომდინარე მართლაც რომ კარგი პროდუქტია . ესეც ვიდეო მიმოხილვა თუმცა რამდენად მისაღებია AMD ს პოლიტიკა კვლავ ძველი ტექნოლოგიის ახლით წარმოჩენსთან დაკავშირებით უფრო დაბალ ფასად , ეს სულ სხვა თემაა .... @ FC BARCELONA - Overclockers.GE 12 Quote
Guest Posted October 12, 2013 Posted October 12, 2013 როგორც ჩანს დიდ რეზოლუციებზე თავი უფრო კარგად უჭირავს ვიდრე მის კონკურენტ 770-ს. თუ ნვიდიას ფანი არ ხარ, საუკეთესო ვარიანტია ამის ყიდვა მაგ ფასში. Quote
Barca Posted October 12, 2013 Author Posted October 12, 2013 აი რასაც ვნახულობ 770 ების მინიმუმი ფასი 360 დოლარია , ენვიდიამ რომ ჩამოიყვანოს ფასი მინიმუმ 310 მდე მაინც , მე-8 სერიამდე კიდევ მაგრად აჯობებენ ამდს Quote
Nelson Posted November 1, 2013 Posted November 1, 2013 კარგი თემაა ისე MSI R9 270X HAWK-ის მიმოხილვასაც თუ დადებთ მადლობელი დაგრჩებით Quote
Barca Posted January 14, 2014 Author Posted January 14, 2014 Mantle ც მოვიდაა > http://www.techpowerup.com/196842/mantle-enables-significant-performance-improvement-in-battlefield-4-amd.html AMD ს თქმით ეს ვიდეო ბარათი BF 4 ში GTX 780 Ti ის დონეზე იქნება Quote
Fatal Fighter Posted January 14, 2014 Posted January 14, 2014 მხოლოდ ბფ4 რომ ავიღოთ, ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს და ეყოლება კიდევ და მარტო მაგის გამო რამდენი იყიდის ამდ-ს კარტას 20% ბუსთი - რეალურად ჯღერს, თან სასიამოვნოდაც Quote
Barca Posted January 14, 2014 Author Posted January 14, 2014 ხო არც იქნება გასაკვირი , თუმცა უფრო სასიამოვნო იქნება თუ ეს მხოლოდ BF ს არ შეეხება Quote
მიშო Posted January 17, 2014 Posted January 17, 2014 AMD-მ ფასი აუწია კარტებზე? ეს 300$ ღირდა და ეხლა 400$ადაც ვერ იშოვი. მაგიტომ მომწონდა ამდ რომ გაცილებით იაფი იყო ენვიდიასთან შედარებით. Quote
Fatal Fighter Posted January 17, 2014 Posted January 17, 2014 წარმოდგენა არ მაქვს მანტლის ხელი ჰომ არ ურევია Quote
Barca Posted January 17, 2014 Author Posted January 17, 2014 შეიძლება დროებით აღარაა რაოდენობაში და გადამყიდველები გულაობენ Quote
Nelson Posted January 17, 2014 Posted January 17, 2014 ამდ-მ ყველა კარტაზე აწია მგონი ფასი , R9 270 180 ღირდა , ეხლა 200-210. R9 270X 200-დან 230-240-მდე ავიდა Quote
Barca Posted January 31, 2014 Author Posted January 31, 2014 AMD Mantle ანუ Catalyst 14.1 მხოლოდ 4 ვიდეო ბარათზე იქნება ხელმიასწვდომი > http://www.techpowerup.com/197402/amd-mantle-driver-to-only-benefit-four-gpus-initially.html R9 290X, R9 290 (non-X), R7 260X, და A-Series "Kaveri" APU-ინტეგრირებული R7 200 Quote
George Posted March 4, 2014 Posted March 4, 2014 MSI Radeon R9 280X Gaming model with 6 GB http://www.guru3d.com/news_story/msi_radeon_r9_280x_gaming_model_with_6_gb.html Quote
Beka_Tchighladze Posted May 15, 2014 Posted May 15, 2014 ამდ r9 280x ის ფასებს აგდებსო http://www.guru3d.com/news_story/amd_lowers_radeon_r9_280_pricing_cards_finally_available.html Quote
მიშო Posted May 15, 2014 Posted May 15, 2014 ამდ r9 280x ის ფასებს აგდებსო http://www.guru3d.com/news_story/amd_lowers_radeon_r9_280_pricing_cards_finally_available.html თითქმის 760-ის ფასია. საღოლ ამდ-ს Quote
Beka_Tchighladze Posted May 15, 2014 Posted May 15, 2014 ძაან მაგრად გაეყიდება მემგონი ჩამოართმევს მწვანეს ბაზარს ეგ მალე Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.