Jump to content

რა ვანახო სტუმარს


Recommended Posts

Posted

გამარჯობათ,

კაროჩე 30 ში ჩამოდის ბიძაჩემი საქართველოში, ნუ 2 ჯერ არის ნამყოფი საქართველოში, ქართული არ იცის

ხოდა რა ვანახო, რა დავათვალიერებინო?

თბილისში სად შეილება წავიყვანო, რა ვანახო? მუსიკა უყვარს მაგრად, რომ იყო ბოლოს ნაბადი რომ არის რაღაც კაფესავით რუსთაველზე, თეათრივით, ის მოეწონა მაგრად...

 

Posted

მუსიკა თუ უყვარს თბილისში მალე გაიმართება ჯაზის ფესტივალები და წაიყვანე. რეკლამები გადის ხოლმე.

Posted

ბერას კონცერტზე  :vis:

Posted

მუსიკა თუ უყვარს თბილისში მალე გაიმართება ჯაზის ფესტივალები და წაიყვანე. რეკლამები გადის ხოლმე.

30 დან 6 მდე იქნება ჩამოსული, და არი მაგ პერიოდში?

Posted

კიი ნიკა ერთ ერთი კონცერთი 1 ნოემბერს არის ზუსტად მახსოვს

Posted

ნარიყალაზე წაიყვანე, ძველი თბილისი აჩვენე იქ კიდე ბევრ კაფე-რესტორანს ნახავთ და შედით :) 

Posted

ყველაზე კარგი ვარიანტია მაინც ჯაზიზ ფესტივალი, გემოვნებიან მუსიკას მოუსმენთ, კარგი გარემო იქნება, გემოვნებიანი მსმენელი იქნება სულ, მოკლედ კარგი სიტუაცია იქნება... ძველი თბილისი დაათვალიერებინე, სამების ეკლესიაში წადით, მშვიდობის ხიდი ანახე, გაისეირნეთ რავი, იქვე სიონის ეკლესიაც არის... მეტი არაფერი მომდის აზრათ ეხლა უცბათ...

Posted

სამება და სიონი ნანახი აქვთ, თუმცა სამებაში კიდე წავიყვან, მართლმადიდებლადაა მონათლული....

ჯაზის ფესტივალზე ბილეთის ფასები როგორაა?

Posted

მცხეთა ანახე, სვეტიცხოველი, ჯვარი, სამთავრო! თან ახლოსაა და ამ გახსენებაზე გილოცავთ დღევანდელ დღეს! შეგეწიოთ! მცხეთაში რესტორანშიც შეჩერდი სადმე.. ;)
ნარიყალა, მამადავითი, სამება, სიონი თავისთავად!

თუ თბილისის საზღვრებს გინდა გასცდე გვითხარი დაგეხმარებით ;)




ჯაზის ფესტივალზე ბილეთის ფასები როგორაა?

ისე არ მგონია აქაური მუსიკით გააკვირვო, ეს ჩემი აზრია.
Posted

კაი რა ჯაზი :D სადმე რომ ჩავიდე და ვინმემ ჯაზის ფესტივალზე წამიყვანოს დავბრიდავ :D

 

რაც მართლა ვიცით, წაიყვანე აჭამე, ასვი :D 

Posted

თბილისის ფარგლებში მინდა რაიმე საინტერესო...

გარეთ ბევრი აქ ნანახი და ვანახებთ კიდეც...

Posted

 

 

რაც მართლა ვიცით, წაიყვანე აჭამე, ასვი :D

+1 :D

ეგ აქვს ერთი კარგი ქართველებს :დ

რაიმე კარგ რესტორანში

საქართელოში რო ჩამოვა და ჯაზის ფესტივალზე წაიყვან ცოტა ნიტო პონტია

თუ არის და თუ უყვარს ხალხური წაიყვანე თუკი არის სუხიშვილების,ერისიონის კონცერტზე

Posted

თბილისში საღამოს გამოიყვანე ,გაასეირნე და დრო გაატარებინე

ისე საქართველო სანახავი მთლიანად თბილისს გარეთაა

Posted


 წაიყვანე აჭამე, ასვი

 

ეგ არ გვეშლება...

 

ყაზბეგში ავიყვან...

  • Barca locked this topic

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.