Jump to content

Recommended Posts

Posted

ავტორი - მიშა

ბევრი ჩვენგანის ინტერესების სფეროში შედის ლეპტოპები, ყველას უნდა აირჩიოს საუკეთესო ლეპტოპი, რომელსაც კარგი წარმადობა და აკუმულატორით მუშაობის დიდი ხანგრძლივობა ექნება. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ Apple აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობის მხრივ რეკორდსმენია (4-5 საათი), მაგრამ რა შედეგებს გვიჩვენებს AMD და Intel-ი? ამის გასარკვევად ჩაატარეს ტესტი. სატესტო ლეპტოპებს ქონდათ 4GB DDR2 მეხსიერება, 15.6" დისპლეი, 320GB ვინჩესტერი და DVD-RW. ერთადერთი განსხვავება მათ შორის იყო ის, რომ ერთ ლეპტოპს ედგა Intel T6500 (45nm, 2.1GHz, 2MB L2 კეში, 800MHz FSB), ხოლო მეორეს AMD QL-64 (65nm, 2.1GHz, 2x512K L2, 3600MHz HyperTransport bus) პროცესორი. ლეპტოპის ფასებში განსხვავება 80$ იყო (AMD 500$, Intel 580$).

3a1d3598572ft.jpg

გასაკვირი არაფერია იმაში, რომ CPU ბენჩმარკში Core 2 Duo-მ უკეთესი შედეგები აჩვენა. აი ვიდეოს ბენჩმარკში AMD-მ მეტი ქულა აიღო (ტესტირება low და medium სეტინგებზე ჩატარდა). ვნახოთ რა ხდებოდა აკუმულატორის მუშაობის მხრივ:

გრაფიკი დაუტვირთავი რეჟიმისთვის:

841a94e50989t.jpg

გრაფიკი ინტერნეტში მუშაობისას:

68037031e2bct.jpg

გრაფიკი ინტერნეტში ინტენსიური მუშაობისას:

a5827ab466f8t.jpg

შედეგები DVD-პლეერით სარგებლობისას:

bdd979e1d928t.jpg

ვხედავთ, რომ Intel-ის პროცესორიანი ლეპტოპის აკუმულატორი 20-28%-ით უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. იმედია ვინმეს გამოადგება ეს სტატია და გამოიყენებს ლეპტოპის შერჩევისას......

ჩემი მხრით დავამატებდი, რომ მეც მაქვს AMD QL-62 პროცესორიანი ლეპტოპი და ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მისი გაყიდვა გადავწყვიტე.

  • Upvote 1
  • 3 years later...
Posted

ამდ უფრო დათამედროვე არის მარა ბანძი :)

ინთელი სხარტი არის ნანომეტრული დაბალი აქ თითქმის ყველა პროცესორს და თდპ-ც :)

Posted

ამდ უფრო დათამედროვე არის მარა ბანძი :)

ინთელი სხარტი არის ნანომეტრული დაბალი აქ თითქმის ყველა პროცესორს და თდპ-ც :)

ძალიან ზედაპირულად იცი ისიც ვიღაცის ნათქვამი ალბათ

წაიკითხე მიმოხილვები სხვადსხვა საიტებზე კარგი იქნება დამიჯერე

Posted

Shopen

ჩემ აასაკთან შედარებით კარგათაც ვიცი :) ზედაპირულად არი თუ როგორ არის.

ვკითხულობ ხოლმე... ამ საიტზე ახალი ვარ მუღამი რომ მომივა ვკითხულობ ხოლმე 

Posted

Grichikaრამდენი წლის ხარ?

ხო შეგიძლია კითხვა და აზრის გამოტანა ?

თუ გაინტერესებს ადრე არასდროს არაა პატარა ვარ და ჯერ ადრეა ეს ცუდი გადაწყვეტილებაა

Posted

Shopen,

15 წლის ვარ და მაგას არც ვფიქრობ რომ პატარა ვარ და ჯერ ადრეა უბრალოდ იმიტომ რომ ნელ ნელა მივდივარ....



შენ რამდენის ხარ? :)



ისე ხო კაცურად შენი დახმარება მინდა რა ამ თემას გადახედე 

Posted

Shopen,

15 წლის ვარ და მაგას არც ვფიქრობ რომ პატარა ვარ და ჯერ ადრეა უბრალოდ იმიტომ რომ ნელ ნელა მივდივარ....

შენ რამდენის ხარ? :)

ისე ხო კაცურად შენი დახმარება მინდა რა ამ თემას გადახედე 

არც ისე პატარა ყოფილხარ

14ის ვიყავი აქ რო დავრეგისტრირდი, არ ვიცი ინგლისური კარგად და ვერც ვიდეო მონტაჟში ვერკვევი სამწუხაროდ, 2D&3D-ის თემაში იკითხე იქ ეცოდინებათ

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.