Jump to content

Recommended Posts

Posted

ეგ ფილმი არავის არ მოეწონა ეგეთი ნაგავი როგორ გამოდგა  :D

  • Replies 2k
  • Created
  • Last Reply
Posted

საშინელებაა, ფილმსაც ვერ დაარქმევ, ნაგლეჯ ნაგლეჯ სცენებით იყო აწყობილი, შინაარსი 0. 

Posted

George

ლინჩის ფილმების მთავარი მუღამიც ეგ არის, რომ ფილმის დასრულებამდე ისეა ჩახლართული ყველაფერი, მხოლოდ ბოლოს იხსნება კვანძი.

სხვათაშორის, Mulholland Dr-ით დავიწყე ლინჩის ფილმების ყურება, ახალი გამოსული იყო რომ ვუყურე (2001), ერთი შენნაირი კინომანი ნაცნობი მყავდა და იმან მირჩია. დიდი ხანი მოვუნდი მის ძებნას (მაშინ სად იყო ამხელა ონლაინ რესურსი), ალბათ 2 თვემდე მოვუნდი ძებნას, ყველა მაღაზია-ბაზრობა გადავქექე, ბოლოს როგორც იქნა წავაწყდი დისკს და ვიყიდე.

ჯორჯ, შეიძლება იცოდე, 1 ფილმს ვეძებ. არტ-ჰაუსია, მხოლოდ მამა და შვილის (გოგო) ცხოვრებაზეა ფილმი, სხვა კადრი არ არის ფილმში, შავ-თეთრი ფილმია, ცხენი ყავს და ურემში აბამს ყოველ დილით, გავა სახლიდან და საღამოს ბრუნდება. ყოველი დღე ერთნაირად სტანდარტული აქვს, მხოლოდ მოხარშულ კარტოფილს ჭამენ ყოველ საღამოს. ამ ფილმის ყურება დავიწყე 2 წლის წინ, შუა ფილმის დროს დამირეკეს და გავედი. მერეც გადამავიწყდა ყურება და ვეღარ გავიხსენე რა ფილმია. არა და, რაღაც სერიოზული არტ-ჰაუსი ჩანდა. ხომ არაფერი გეგულება მსგავსი?

დიდი ხანია ვიცი ეს ფილმი მაგრამ მაშინ ვერ გავუგე 20 წლის როცა ვიყავი მაშინ , ჯერ ასე ფილმზე რეაქცია არ მქონია, ხო მაგარი ტიპი ყოფილა ლინჩი, მერე ბიოგრაფია წავიკითხე და მაგარი უცნაური ადამიანი ყოფილა, ძლიან მომეწონა სამივე ფილმი, ხოლო რაც შეეხება ტურინის ცხენს ეგეც მაქვს ნანახი მაგრამ ცოტა გაწელილია და დამღლელი ისე მაგარი ფილმია, ყველა რომ ვერ უყურებს ისეთი, მასაზე არაა გათვლილი ვაფასებ ასეთ ნამუშევრებს. 

Posted

Gravity ს ვუყურე , ძალიან კარგად არის გაკეთებული ყველაფერი , 8 ბალს დავუწერდი 

Posted

Welcome to the Jungle ვუყურე კარგად ვიცინე სტანდარტული კომედიაა, ვან დამი მაგრად ასრულებდა მაგარი იყო,1 საყურებლად წავა ამ მომენტზე მაგარი ვიღადავე :D

89526478803736493039.jpg

Posted

დიდი ხანია ვიცი ეს ფილმი მაგრამ მაშინ ვერ გავუგე 20 წლის როცა ვიყავი მაშინ , ჯერ ასე ფილმზე რეაქცია არ მქონია, ხო მაგარი ტიპი ყოფილა ლინჩი, მერე ბიოგრაფია წავიკითხე და მაგარი უცნაური ადამიანი ყოფილა, ძლიან მომეწონა სამივე ფილმი, ხოლო რაც შეეხება ტურინის ცხენს ეგეც მაქვს ნანახი მაგრამ ცოტა გაწელილია და დამღლელი ისე მაგარი ფილმია, ყველა რომ ვერ უყურებს ისეთი, მასაზე არაა გათვლილი ვაფასებ ასეთ ნამუშევრებს. 

დღეს ვუყურე მეც ბოლომდე. გეთანხმები, ნამეტანი გაწელილია, მაგრამ რეჟისორს რისი გადმოცემაც უნდოდა, სხვანაირად ალბათ ვერ გადაიღებდა. 

ხოდოროვსკის ფილმები ნანახი გაქვს (რამე)? ლინჩზე მაგარი ტიპია :D

Posted

წმინდა მთა მაქვს ნანახი, მაგრამ მე ლინჩი უფრო მომეწონა, ფილმი რომ გათავდა დრეს მაინც ყველა პერსოაჟზე ვფიქრობდი, როგორ მოდით ასეთი იდეები თავში საინტერესოა ,

Posted

წმინდა მთა მაქვს ნანახი

ჩემთვის საუკეთესო ფილმია.

თხუნელას (El Topo) უყურე, მაგრა გირჩევ.

როგორ მოდით ასეთი იდეები თავში საინტერესოა ,

რას ეწევიან ამისთანას? :D

ხუმრობა იქით იყოს და, ჩემი აზრით, წიგნების ბევრი კითხვა რაღაც გავლენას უეჭველი ახდენს. მითუმეტეს, თუ ფსიქო-მწერლების ნამუშევრებს კითხულობ. რაღაც სხვანაირად გიხსნის ტვინში აზროვნების კალაპოტებს.

მაგრამ ლინჩის და ხოდოროვსკის იდეები არაფერია, მე იმ სცენარისტის დედა და მამას... ვინც იმ ფილმის სცენარი დაწერა (სახელი არ მახსოვს), ს.ელ ჯექსონის ფილმია, თავის შვილთან რომ აქვს სექსი და ბოლოს იგებს მის ვინაობას. ცხოვრებაში ფილმზე არასდროს გავბრაზებულვარ და რაც მაგაზე ვიგინე, კინემატოგრაფია შემაზიზღა, 1 თვე ფილმებს ვეღარ ვუყურებდი, მაგის გადამღების... ეგეთი სცენარი როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს აზრად??? ან, რეჟისორმა როგორ უნდა მოიწონო, რომ გადაიღო???

Posted

Trascendence ს ახალი თრეილერი , უმაგრესი ფილმი იქნება 

აუცილებლად ვუყურებ :)

ხოლო რაც შეეხება იდეებს მარტალი ხარ ბევრი წიგნის კითხვა და წაკითხულის გააზრება ხნის ტვინს, ბადებს ახალ იდეებს, მაგრამ ნიჭიც უნდა მაგას რომელიც მხოლოდ ძალიან ცოტას აქვს. მასეტი ფილმი ოლდბოი მახსენდება კორეული ვერსია ჯობია. ყველაფრის კინოს ფირზე გადაღება არ შეიძლება გეთანხმები (და არც წიგნის წიგნის წერაც , ზოგიერთ ვითომ ქართველ მწერალს თუ არ ჩავთვლით რომ არ დამეწერა არ შემეძლო :) )

Posted

ხოლო რაც შეეხება იდეებს მარტალი ხარ ბევრი წიგნის კითხვა და წაკითხულის გააზრება ხნის ტვინს, ბადებს ახალ იდეებს, მაგრამ ნიჭიც უნდა მაგას რომელიც მხოლოდ ძალიან ცოტას აქვს.

ეგ თავისთავად, მაგაზე არც არის ლაპარაკი, მე ნიჭიერებში გამორჩეულებს ვგულისხმობ, თორემ უნიჭო რეჟისორები საკმაოდ მოიძებნება... 

Posted

კარგი კომედიები მითხარით რა :)

რთულ შეკითხვებს არ ვართ.

Posted

ოლდბოის რას ერჩით? თვითონ ფაქტი შვილთან რო ჰქონდა სექსი კი საზიზღრობაა მაგრამ ფილმი კარგად არის გაკეთებული

Posted

✪ სკანდალი-დიკაპრიოს სახელი ოსკარის ქანდაკებაზე!

CNN-ის ჟურნალისტებმა,''ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე'' რეპორტაჟის გადაღების დროს,შემთხვევით იპოვეს ფირფიტა,რომელიც ''ოსკარზე'' მაგრდება და მასზე უკვე ლეონარდო დიკაპრიოს სახელი ეწერა,როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი.ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
შემდგომ ამერიკული კინოაკადემიის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა განმარტეს,რომ მსგავსი ფირფიტები წინასწარ მზადდება ყველა ნომინანტისთვის.

Posted

თუარარის რთული მითხარი იქნებ მითხრა 

ხო და, საქმეც მაგაშია, რომ ყველაზე დეფიციტური ჟანრია. ბოლო 2-3 წელია, პირადად მე ნორმალური კომედია ვერ ვნახე და საერთოდ შევეშვი, აღარც ვეძებ.

Posted

ბოლოს ნორმალურ კომედიას რასაც ვუყურე, გასეირნება ვეგასში იყო (პირველი ნაწილი) და იმის მერე კარგი არაფერი შემხვედრია. ან მე ვერ ვეძებ კარგად, ან გემოვნება გამიფუჭდა.

Posted

✪ სკანდალი-დიკაპრიოს სახელი ოსკარის ქანდაკებაზე!

CNN-ის ჟურნალისტებმა,''ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე'' რეპორტაჟის გადაღების დროს,შემთხვევით იპოვეს ფირფიტა,რომელიც ''ოსკარზე'' მაგრდება და მასზე უკვე ლეონარდო დიკაპრიოს სახელი ეწერა,როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი.ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

შემდგომ ამერიკული კინოაკადემიის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა განმარტეს,რომ მსგავსი ფირფიტები წინასწარ მზადდება ყველა ნომინანტისთვის.

ეს თუ ფეიკი არ არის, ესეიგი როგორც იქნა აღირსეს ლეოს? არა და, ჩემი აზრით, საკმაოდ ძლიერი მსახიობია საიმისოდ, რომ 1 ოსკარი მაინც ქონდეს. მაგისი ცუდი შესრულება არ მინახავს, ყველა როლში მაგრა შედის.
Posted

rodisaa? 

თუ არ ვცდები 2 მარტს

Posted

homefrontს ვუყურე, ჯეისონა ხოდზეა :დდდ

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.