Shopen Posted October 3, 2013 Posted October 3, 2013 კომპანია ASRock-ის ინჟინრებმა და BMW-ს დიზაინერებმა შექმნეს სათამაშო სისტემა სახელწოდებით M8, რომელიც შესრულებულია SFF ფორმ-ფაქტორში. ალბათ კომპიუტერის მთავარ ღირშესანიშნაობად შესაძლებელია ჩაითვალოს მისი დიზაინი რომელიც მართლაც გამორჩეულია და ერთის მხრივ ასოციაციას იწვევს თანამედროვე ჰარდთან. მის დაწვრილებითი მახასიათებლებზე ზუსტი ინფორმაცია არ არის - Intel Core მე-4 თაობის haswell პროცესორი, მაქსიმუმ 16Gb ოპერატიული SO-DIMM DDR3-1600, ორსლოტიანი ვიდეო ბარათის მოთავსების საშუალება 290მმ და 3,5" ან 2,5" HDD-ს ჩადგმის საშუალება. ASRock M8-ს შემადგენლობაში შევა ASRock Z87-M8 დედა დაფა, 450 ვატიანი კვების ბლოკი SFX, თხელი (slim slot-in) დისკწამკითხველი, 2T2R Wi-Fi (802.11ac)/Bluetooth 4.0 ადაპტერები, SD 3.0/MMC/MS/MS Pro ქარდრიდერი, LED-დისპლეი და ოთხი 70მმ ვენტილიატორი, მისი გაბარიტები კი იქნება 372x400 x123მმ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ asrock.com. ევროპაში ფასი დაიწყება €502-დან. სისტემას არ მოჰყვება CPU,GPU,RAM და HDD რომლებიც სურვილისამებრ მოუწევს მყიდველს აარჩიოს და თვითონ ჩადგას. 8 Quote
OpTiMeR Posted October 3, 2013 Posted October 3, 2013 ჰაიმეეეე საინტერესოა! ნეტა Asrock Benz-საც ხოარ შექმნიან ფასი ცუდი ნაღდად არ უნდა იყოს პ.ს და ამისთვის განსხვავებული ვიდეო დაფები და ოპერები გამოვა? რაღაც პატარა სლოტი ჩანს ოპერის Quote
Shopen Posted October 3, 2013 Author Posted October 3, 2013 არა mini-itx მაზერი არის ჩვეულებრივი ოპერები წავა GPU ასუსის DirectCU მოუხდება Quote
Barca Posted October 5, 2013 Posted October 5, 2013 ეხლა შევამჩნიე BMW რომ ეწერა და საერთოდ არ ჰგავს მგონი Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.