Kobe McLaren Posted January 6 Posted January 6 msi ახალი მონიკი გამოუშვა? https://www.msi.com/Monitor/MPG-341CQR-QD-OLED-X36 ეს მეხუთე თაობა QD- OLED დიდი სხვაობაა წინა თაობასთან? Quote
George Posted January 6 Posted January 6 არის ნიტსებში მატება მაგრამ ისეთი დიდი არა მაინც, მინიმალური 272 ნიტსიო, მაქსიმალური 1100, თუმცა 1300 არეკლამებენ, LG მატრიცაზე მეტი აქვს მაგაზე მეოთხე თაობის მოდელებზე, უბრალოთ არ ვიცი 34 ინჩიანი გამოვიდა თუ არა უკვე, მარტო 2K 27 ინჩიანი მოდელები იყო მანამდე Quote
Power_VANO Posted January 7 Posted January 7 ძალიან ბევრი ოლედი დააანონსეს CES-ზე, ტანდემ ოლედები მართლა ძალიან კარგებია. LG-ს ახალი G სერიის ტესტები საინტერესო იქნება Quote
Magdalena Posted January 9 Posted January 9 Nvidia-მ გამოუშვა მონიტორები G-Sync Pulsar ტექნოლოგიით და სიკაშკაშისა და ფერის ავტომატური რეგულირებით Nvidia-მ და მისმა პარტნიორებმა წარმოადგინეს მონიტორების ახალი თაობა, G-Sync Pulsar ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რომელიც ხელს უწყობს გამოსახულების დაბინდვის შემცირებას და ოთახში განათების მიხედვით სიკაშკაშისა და ფერის ავტომატურად რეგულირებას. ფოტოს წყარო: Nvidia ახალი თაობის მონიტორები აქტუალური ლეპტოპების მსგავსად აღჭურვილია ინტეგრირებული გარემოს სინათლის სენსორით, რომელიც აკონტროლებს გარემოს სიკაშკაშეს და ფერის ტემპერატურას და ეხმარება ეკრანს ავტომატურად მოერგოს დღის სხვადასხვა დროს. „ნათელ დღის შუქზე ის ზრდის სიკაშკაშეს და გადადის უფრო გრილ ტონზე. ღამით ან ბნელ ოთახებში ამცირებს სიკაშკაშეს და იყენებს უფრო თბილ ტონებს, რათა შეამციროს თვალისმომჭრელი ელვარება და თვალის დაძაბვა“, - განუმარტა Nvidia-ს პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერმა მაიკლ მაკსორლიმ (Michael McSorley) The Verge-ს ტექნოლოგიის შესახებ. სიკაშკაშის რეგულირება ავტომატურია, თუმცა მომხმარებლები ინარჩუნებენ სრულ კონტროლს ამ ფუნქციაზე, მისი პერსონალიზების ან მონიტორის მენიუში მთლიანად გამორთვის შესაძლებლობებით. G-Sync Ambient Adaptive ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე პირველი მონიტორები გაყიდვაში 7 იანვარს გამოვიდა, ფასი 599 აშშ დოლარიდან იწყება. Acer-მა, AOC-მა, Asus-მა და MSI-მ გამოუშვეს ახალი მოდელები G-Sync Pulsar-ით და ავტომატური სიკაშკაშის რეგულირებით. ეს მონიტორები განკუთვნილია კიბერსპორტის პროფესიონალი მოთამაშეებისთვის და აღჭურვილია 1440p გაფართოებისა და 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირის მქონე 27-დუიმიანი IPS დისპლეით. Nvidia-მ MediaTek-თან პარტნიორობით გასულ წელს დააანონსა G-Sync Pulsar-ის ფუნქციით აღჭურვილი პირველი მონიტორები. ჩიპების ტაივანურმა მწარმოებელმა კომპანიამ გამოუშვა პროცესორები, რომლებიც მწარმოებლებს სპეციალური G-Sync მოდულების დაყენების საჭიროებისგან ათავისუფლებს. მწარმოებლებს 2013 წლიდან მოეთხოვებათ ასეთი მოდულების დამონტაჟება მონიტორების ვიდეო ბარათებთან სინქრონიზაციისთვის. https://tinyurl.com/uv44zvwx Quote
George Posted February 16 Posted February 16 XPPen Artist Ultra 16 ინტერაქტიური მონიტორის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/printers/xppen-artist-ultra-16-review.html 15.6 ინჩიან 4კ ოლედ ეკრანითაა ეგ მოდელი Cactus CS-PRM.04WT.WUXGA-A Full-hd პროექტორის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/tv/cactus-cs-prm-04wt-wuxga-a-review.html Quote
George Posted 17 hours ago Posted 17 hours ago დეკემბრიდან მოყოლებული 5 მონიტორის მიმოხილვა დაუდიათ ixbt.com რუსულ საიტზე და ჩამოვუვლი ეხლა ნელ-ნელა რამე საინტერესო მოდელი ხომ არ გაარჩიეს: Gigabyte Aorus FO27Q5P მონიუტორის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/3dv/gigabyte-aorus-fo27q5p-review.html თვეებია აღარაფერი აღარ გამირჩევია, თუმცა კონკრეტულათ მაგ საიტზე არც ისე ხშირათ იდება მონიტორების მიმოხილვები მაინც, ეგ პირველი მიმოხილვა 10 დეკემბერს გამოუქვეყნებიათ, ანუ სადღაც 3 თვის უკან, ცალკე მონიტორისთვის თუ ახალი მოდელია ეგ არაა დიდი სროკი მაინც, ისე კი 27 ინჩიანი (რეალურათ 26.5 ინჩიანი ყოფილა ყველა ოლედის ზომა, ამიტომ ოლედზე ოდნავ მაღალი PPI აქვს ჩემნაირ დელს თუ შევადარებთ მაინც) 2K მოდელია QD-OLED-ზე, რომელსაც 500 გერციანი ფრისინკ პრემიუმ პროს საპორტი აქვს და VESA DisplayHDR True Black 500 სერტიფიკატი უკვე, ჯდება ეგეთი ეხლა გერმანულ მაღაზიაში 750 ევრომდე, რაღაც ამერიკულმა ამაზონმა არ მაჩვენა მაგ მოდელის ფასი, თუმცა თითქოს მანდაც იყიდება, როგორც ჩანს ამაზონზე ეგ მოდელი ეხლა არაა გაყიდვაში, ევროპაში კი ქონიათ, თუმცა ალბათ ევროპული ფასების გათვალისწინებით მემგონი ისეთი ცუდი ფასიც არ ადევს მაინც 500 გერციანი QD-OLED-ის უფრო მაღალი ნიტსებით, აქვს მონიტორს აგრეთვე ვსტროენი ორი ცალი 5 ვატიანი სტერეო სპიკერები, აქვს თან როგორც HDMI 2.1 მხარდაჭერა თანამედროვე კონსოლებისთვის, ასევე DP 2.1 საპორტიც რაც ზრდის მონიტორის ფასს საკმაოთ ჯერჯერობით, KVM ქონია და USB-C ოღონდ მარტო 18 ვატიანი, აქვს აგრეთვე VESA ClearMR 21000 სერტიფიკატიც, რაც ოლედებს მოყვება ხოლმე, ნორმალური სბორკის ხარისხი და დასადები აქვს მაგ მოდელზე, მაგ მხრივ არაფერი დაეწუნება დიდათ, ნუ მინუსებიდან ისაა რომ კვების ბლოკი გარე ქონია, ნუ პლიუსიც აქვს ეგეთ ვარიანტს, თუ გაფუჭდება შეგიძლია ადვილათ გამოცვალო მონიტორის სერვის ცენტრში წაღების და დაშლის გარეშე, PIP რეჟიმიც ქონია და ოლედის დამცავი ფიშკები რომ არ დაეწვას მატრიცა, მონიტორს აქვს საკმაოთ კარგი სიკაშკაშე, მაგალითათ 100% მინიმალური სიკაშკაშე HDR რეჟიმში ქონია 305 ნიტსამდე უკვე, 10% კი უკვე 510 ნიტსი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია მაინც ოლედისთვის, მაგ მოდელსაც რაკეტასავით სწრაფი მატრიცა აქვს ნუ მესამედი მილიწამი აქვს GTG რესპონსი, ანუ ფაქტიურათ 10-ჯერ სწრაფია ფორმალურათ ყველაზე სერიოზულ გეიმერულ იპს მოდელებზეც 360 გერცზე რასაც უშვებენ ეხლა, თუმცა აღარ მიძებნია იპს-ზე გამოვიდა თუ არა 2K მოდელები 500 გერცზე უკვე, შეიძლება წელს უკვე გამოუშვეს ეხლახან, მაგრამ ახალი მოდელების გარჩევები აღარ მინახია ბოლო თვეების, აქვს მაგ მოდელსაც საკმაოთ კარგი ზავაცკოი კალიბრაცია, მოყვება კალიბრაციის ფურცელიც კომპლექტში, DCI-P3 99% დაუთვალეს რაც QD-OLED და ხშირათ კვანტუმ დოტ ips ახასიათებს ხოლმე მაინც, საკმაოთ უდობნი ჯოისტიკი ქონია სამართავათ მაგ მოდელს, მინუსები თითქმის არა აქვს, ეგ ერთი მინუსი რაც დაუფიქსირეს ყველა QD-OLED ახასიათებს მგონი, ანუ სხვა მოდელი რომ გეყიდა იქაც ექნებოდა ეგ პრობლემა: საერთო ჯამში საკმაოთ კარგი მოდელია თუ იმენა 500 გერციანი მაგ ზომის და გაფართოვების QD-OLED ყიდვა გინდოდა, მაგაზე მაღალი მაჩვენებლები სიკაშკაშის გაცილებით ძვირიან 4კ მოდელებსაც არა აქვს მგონი ჯერ ოლედებზე, თუ აქვს ისევ ეგეთი, თუმცა ჯერ 2K მოდელები გამოუშვეს გაზრდილი ნიტსებით და მერე უკვე სხვა გაფართოვებაზე გამოვიდა განახლებული მოდელები, მაგ ოლედზე გრუბათ რომ ვთქვათ თითქმის 9 ბალიანი ჰდრ აქვს 10 ბალიანი შკალით, ანუ კარგი საკმაოთ, LG 4 პაკალენიის მატრიცასაც საკმაოთ მაღალი ნიტსები აქვს, მანდ არის განსხვავება მაინც პერეხოდებზე, ზოგან ერთს ქონია უპირატესობა ზოგან მეორეს, აი HDR Volume მაინც წინაა ჯერ კიდევ QD-OLED, მაგრამ უფრო შემცირდა სხვაობა LG ახალ პანელზე და ვაიდ გამუტ ახვატიც საკმაოთ მაღალი აქვს თანაბარი თუ არა QD-OLED შეფარდებაში ეგეთს უკვე, ხო ეგ მოდელიც მარტო HDR10 საპორტითაა, DV მასეთზე არ გააჩნია და არც HDR10+ რაც აქვს ზოგიერთ სამსუნგის ოლედებზე მგონი, თუმცა საკმაოთ იშვიათათ გხვდება მაინც ეგ ტეხნოლოგია მონიტორებში ჯერ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.