Kobe McLaren Posted January 6 Posted January 6 msi ახალი მონიკი გამოუშვა? https://www.msi.com/Monitor/MPG-341CQR-QD-OLED-X36 ეს მეხუთე თაობა QD- OLED დიდი სხვაობაა წინა თაობასთან? Quote
George Posted January 6 Posted January 6 არის ნიტსებში მატება მაგრამ ისეთი დიდი არა მაინც, მინიმალური 272 ნიტსიო, მაქსიმალური 1100, თუმცა 1300 არეკლამებენ, LG მატრიცაზე მეტი აქვს მაგაზე მეოთხე თაობის მოდელებზე, უბრალოთ არ ვიცი 34 ინჩიანი გამოვიდა თუ არა უკვე, მარტო 2K 27 ინჩიანი მოდელები იყო მანამდე Quote
Power_VANO Posted January 7 Posted January 7 ძალიან ბევრი ოლედი დააანონსეს CES-ზე, ტანდემ ოლედები მართლა ძალიან კარგებია. LG-ს ახალი G სერიის ტესტები საინტერესო იქნება Quote
Magdalena Posted January 9 Posted January 9 Nvidia-მ გამოუშვა მონიტორები G-Sync Pulsar ტექნოლოგიით და სიკაშკაშისა და ფერის ავტომატური რეგულირებით Nvidia-მ და მისმა პარტნიორებმა წარმოადგინეს მონიტორების ახალი თაობა, G-Sync Pulsar ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რომელიც ხელს უწყობს გამოსახულების დაბინდვის შემცირებას და ოთახში განათების მიხედვით სიკაშკაშისა და ფერის ავტომატურად რეგულირებას. ფოტოს წყარო: Nvidia ახალი თაობის მონიტორები აქტუალური ლეპტოპების მსგავსად აღჭურვილია ინტეგრირებული გარემოს სინათლის სენსორით, რომელიც აკონტროლებს გარემოს სიკაშკაშეს და ფერის ტემპერატურას და ეხმარება ეკრანს ავტომატურად მოერგოს დღის სხვადასხვა დროს. „ნათელ დღის შუქზე ის ზრდის სიკაშკაშეს და გადადის უფრო გრილ ტონზე. ღამით ან ბნელ ოთახებში ამცირებს სიკაშკაშეს და იყენებს უფრო თბილ ტონებს, რათა შეამციროს თვალისმომჭრელი ელვარება და თვალის დაძაბვა“, - განუმარტა Nvidia-ს პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერმა მაიკლ მაკსორლიმ (Michael McSorley) The Verge-ს ტექნოლოგიის შესახებ. სიკაშკაშის რეგულირება ავტომატურია, თუმცა მომხმარებლები ინარჩუნებენ სრულ კონტროლს ამ ფუნქციაზე, მისი პერსონალიზების ან მონიტორის მენიუში მთლიანად გამორთვის შესაძლებლობებით. G-Sync Ambient Adaptive ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე პირველი მონიტორები გაყიდვაში 7 იანვარს გამოვიდა, ფასი 599 აშშ დოლარიდან იწყება. Acer-მა, AOC-მა, Asus-მა და MSI-მ გამოუშვეს ახალი მოდელები G-Sync Pulsar-ით და ავტომატური სიკაშკაშის რეგულირებით. ეს მონიტორები განკუთვნილია კიბერსპორტის პროფესიონალი მოთამაშეებისთვის და აღჭურვილია 1440p გაფართოებისა და 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირის მქონე 27-დუიმიანი IPS დისპლეით. Nvidia-მ MediaTek-თან პარტნიორობით გასულ წელს დააანონსა G-Sync Pulsar-ის ფუნქციით აღჭურვილი პირველი მონიტორები. ჩიპების ტაივანურმა მწარმოებელმა კომპანიამ გამოუშვა პროცესორები, რომლებიც მწარმოებლებს სპეციალური G-Sync მოდულების დაყენების საჭიროებისგან ათავისუფლებს. მწარმოებლებს 2013 წლიდან მოეთხოვებათ ასეთი მოდულების დამონტაჟება მონიტორების ვიდეო ბარათებთან სინქრონიზაციისთვის. https://tinyurl.com/uv44zvwx Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.