Shopen Posted September 19, 2013 Posted September 19, 2013 ცნობილმა კომპანია Adobe-მ რომელიც ცნობილია თავისი პროგრამებით გადაწყვიტა თავისი ძალები უკვე აპარატულ სფეროში სცადოს. პირველი მოწყობილობა კი სტილუსი Project Mighty და ელექტრონული სახაზავი Project Napoleon გახდება. Project Mighty- ეს არის სტილუსი რომელიც დაჭერისას რეაგირებს, ის განკუთვნილი იქნება პლანშეტებისთვის მათ რიცხვში შედის iPad-იც. ინფორმაციის გაცვლისთვის იყენებს Bluetooth LE ტექნოლოგიას, სტილუსს შეეძლება ინფორმაციის მიღება სხვადასხვა პარამეტრებზე და გრაფიკულ ინსტრუმენტებზე- ფერებზე,ფუნჯებზე ფორმებზე და სხვა. Adobe-ს მეორე პროდუქტი გახლავთ ციფრული სახაზავი Project Napoleon- მას შეეძლება სწორი ხაზის გავლება,წრეების, ობიექტების და სხვა ფორმების. ესეც როგორც წინა მოწყობილობა Bluetooth LE-ს საშუალებით იმუშავებს. დიდი ალბათობით ახალი პროდუქტები 2014 წლის დასაწყისში გამოჩნდება, ფასები ჯერ-ჯერობით უცნობია. 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.