Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად დაანონსა პლატფორმა Tegra Note რომელზეც Android პლანშეტები იმუშავებენ და მათი ღირებულება დაიწყება $200-დან.

დიდი ხანია უკვე ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია რომ თითქოს Nvidia მუშაობს პლანშეტზე სახელწოდებით Tegra Tab რომელიც დაფუძნებული იქნება Tegra 4 პროცესორზე, ექნება 7 დიუმიანი დისპლეი, ძირითადი 5 მეგაპიქსელიანი კამერა და დამატებითი წინა კამერა, Wi-Fi და Bluetooth, ასევე HDMI, 3.5m jack, USB და MicroSD სლოტები.

ეხლა კი Nvidia-მ ოფიციალურად გაამხილა გეგმები და ინფორმაცია მოწყობილობაზე რომლის სახელწოდებაც იქნება Tegra Note.

tegra1.jpg

მაშ ასე Tegra Note დაფუძნებული იქნება - Tegra 4 ჩიპზე, 4 ძირითადი ბირთვით Cortex-A15-ით, ასევე დამატებითი დაბალვატიანი ბირთვითა და GeForce-ს ვიდეოაჩქარებელით. 7" IPS დისპლეი 1280x800 რეზოლუციით, წინა კამერა ექნება 0.3 მეგაპიქსელიანი ხოლო უკანა 5MP, 16Gb შიდა მეხსიერება(ექენბა ასევე MicroSD ბარათის მხარდაჭერა) ამასთან ერთად microHDMI-ს და Bluetooth/Wi-fi-ს მხარდაჭერა.

Tegra Note-ში გამოყენებული იქნება NVIDIA DirectStylus ტექნოლოგიაც რაც საშუალებას იძლევა სტილუსით წერას და მართვას მოწყობილობის.

tegra2.jpg

აპლიკაცია Nvidia TegraZone-ს მეშვეობით კი შესაძლებელი იქნება ოპტიმიზაცია Tegra-ს პროცესორებისთვის, რომელიც სხვა პლანშეტებს არ ექნებათ, ამასთან ერთად ექნება მხარდაჭერა ბევრი კონტროლერის რომლითაც უფრო მოსახერხებელი გახდება თამაში.

 პლანშეტის გაყიდვა დაიწყება შემდეგი თვიდან.

  • Upvote 5
Posted

მაგ ფასში ეგეთი ჰარდით და შესაძლებლობებით, შეიძლება ითქვას ბესტსელერი გახდეს

Posted

კარგი რამე უნდა იყოს წესით , ვნახოთ რეალურად რა გამოვა 

Posted

ადრეა ჯერ სათქმელად

Posted

ტეგრას რაღაც არ მჯერა მე

არც ბესტსელერი არამგონია ეს გახდეს როცა ნექსუსია, ჯერ-ჯერობით არ მომწონს ვნახოთ რა გამოუვათ საბოლოოდ

  • 1 month later...
Posted

ამ პლაშეტის შესახევ უკვე გამოცნდა ვიდეობიც 

 

 

 

 

 

სავრაუდო ფასი 199 დოლარი 

Posted

საინტერესოა გაუწევს თუ არა სხვა პლანშეტებს სერიოზულ კონკურენციას. 

 

Поживём — увидим  :babu:

Posted

რევიუ დაიდო ანანდტექზე:

 

http://anandtech.com/show/7508/nvidia-tegra-note-7-review

 

თავის ფასში კარგი რამე ჩანს :)

Posted

რევიუ დაიდო ანანდტექზე:

 

http://anandtech.com/show/7508/nvidia-tegra-note-7-review

 

თავის ფასში კარგი რამე ჩანს :)

საერთოდ 7-იანი ტაბლეტების დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ მაგას მაინც ასუსის ნექსუს 7 ჯობს, ცოტა ძვირი კია, მაგრამ ეკრანის გარჩევადობა ბევრად უკეთესი აქვს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.