Jump to content

Pro Evolution Soccer 2014 (2013)


G1ORG1

Recommended Posts

Posted

https://www.youtube.com/watch?v=btFVqSNYoZ8

რავი ცუდი არაა მგონი

  • Replies 250
  • Created
  • Last Reply
Posted

ადამ ბჰატიმ მცირე ინფორმაცია მოგვაწოდა ახალ თამაშზე.
1)ML + BAL რეჟიმები გაუმჯობესდება,უფრო მეტად ტრანსფერები.
2)თამაშში იქნებიან მწვრთნელები,ზოგი ლიცენზირებული,ისინი მოახდენენ ზეგავლენას იმაზე თუ როგორ თამაშობენ მათი გუნდები.
3)PES 2015-ში თამაშში პირველად იქნება მეორე დივიზიონები;დაადასტურებულია ინგლისური,ფრანგული,იტალიური და ესპანური მეორე დივიზიონები(არაა დეტალები ლიცენზირებაზე/ლიცენზიის გარეშე არის ისედაც)

4)ლიცენზირებული გუნდები და სტადიონები მოგვიანებით იქნება ცნობილი.
5)თამაშში იქნება დინამიური განათება,იგი მოახდენს გავლენას განსაკუთრებით საღამოს მატჩებზე.

Posted

პასები გამოასწორონ, პასის ამბავი თუ მოაგვარეს. ძალიან გამიხარდება რადგან ბავშვობიდან პესს ვუბერავ და 14 ზე საშინელება არ ყოფილა ჩემთვის არც ერთი:))

Posted

ცენტრალური დაცვა უფრო მეტადა დასახვეწი.

14-ში სრული კატასტროფაა. დროებითი "გაყინვები" ახასიათებთ მცველებს.

15-ზე არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. მოგვიგდეს ერთი ორი სიტყვა და მორჩნენ.

Posted

დემო როდის გამოდის ხომ არ იცით? ან გამოდის საერთოდ?

Posted

თამაში ნოემბერში გამოვაო ასე ამბობენ.

არ გვინდა 14-ივით მივქაროთ და დაუსრულებელი გამოვუშვათო.

Posted

კაია მაგდენს თუ ფიქრობენ :D

Posted

მთავარია დაამთავრონ და კარგი იყოს მართლა მირჩევნია თუნდაც დეკემბერში გამოვიდეს და კარგი ვიდრე სექტემბერში და ნაგავი

Posted

ესეც ერთ-ერთი ონლაინ რეჟიმი. ონლაინ ტურნირია,ყოველ საათში ერთხელი იწყება.

ნაკრებები,საკლუბო. ნაკრებები და კლუბები ერთად და ა.შ.

დღეს 23:00-ზე ჩემპიონთა ლიგაა

 

6534256b898d.jpg

ed682a698e2c.jpg

ad645aad3068.jpg

  • 4 weeks later...
Posted

GOTZE იქნება პეს 15 ის სახე 

 

ესეც შიდა მენიუ 

 

10603250_10152289404324327_6961441646114 

 

10556482_10152289404354327_1650449065943

Posted

მთელი სულით და გულით ველოდები, ესეც 14 ის მსგავსად ნაგავი თუ იქნება, გადავალ სიცოცხლის ბოლომდე ფიფაზე :D

Posted

90% დარწმუნებული ვარ რომ იგივე ნაგავი იქნება როგორც ყოველთვის რაღაცას შეასწორებენ რაღაცას გააფუჭებენ... წელს ფიფას იმედი უფრო მაქვს

Posted

ხოდა გადავალ მეც ფიფაზე და რაც უნდათ ის უქნიათ, ეს ბოლო წლებია ისედაც იმედებს მიცრუებს პესი და ბოლო შანსი აქვს:)

Posted

14 იყო აბსოლუტურად განსხვავებულ დვიჟოკზე, მარა ასევე აბსოლუტურად დაუსრულებელი. რო დახვეწონ აჯობებენ ჩემი აზრით ფიფას მარა ჯერ-ჯერობით ნაგავია. 15ისგან დიდ წინსვლებს არ ველოდები, აი შემდეგ წლებში წესით მოშნ ფეხბურთს მოგვართმევენ

Posted

14 იყო აბსოლუტურად განსხვავებულ დვიჟოკზე, მარა ასევე აბსოლუტურად დაუსრულებელი. რო დახვეწონ აჯობებენ ჩემი აზრით ფიფას მარა ჯერ-ჯერობით ნაგავია. 15ისგან დიდ წინსვლებს არ ველოდები, აი შემდეგ წლებში წესით მოშნ ფეხბურთს მოგვართმევენ

 

ზუსტად მაგ ძრავს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და იმედებს ამ ძრავის ხარჯზე ვამყარებთ ხოლმე სანამ გამოუშვებენ და ბოლოს ყველა იმედგაცრუებულები ვრჩებით...

 

რაც არუნდა ძლიერი ძრავი მიცე ფეხბურთი თუ არ ესმის არ ესმის რა მნიშვნელობა აქვს ამას... არცერთი პესი არ ყოფილა რეალობასთან ახლოს და გრაფიკით გვხიბლავდა ყოველთვის :)

 

 გეიმფლეი პესს როდის უვარგოდა ვინმეს გახსოვთ მსგავსი რამ? ფანატებს არ ვეკითხები ამას ისეთმა ადამიანმა მიპასუხოს ვისაც ნეიტრალური უჭირავს ყოველშემთხვევაშ შეფასების მხრივ..

 

 

პ.ს ამ ყველაფერს ვიძახი იმის ფონზე რომ დილიდან დაღამებამდე ვთამაშობდი ხოლმე პესს მეგობრებთან ერთად ფიფას  გამწარებული ფანი არ გეგონოთ )

Posted

რეალობასთან დიდად ახლოს არ ყოფილა პესი, მითუმეტეს მულტიში, მე არმახსოვს თამაშში 3-4 გოლზე ნაკლები გასულიყოს. მარა 14-ში დავინახე მე რაღაცეები რაც იმედს მიტოვებს ჯერ-ჯერობით

Posted

ფიფა იყო რეალობასთან ახლოს?
ჯერჯერობით არ გამოსულა ისეთი ფეხბურთი მაგ კუთხით რომ განიხილო
პროსტა ელემენტარულად კაცი უნდა გეხსნებოდეს წესიერად და დაცვა არ უნდა იყოს სუსტი,
11მდე პესი ბევრად უკეთესი იყო, გაცილებით ჯობდა.
ეს ბოლო სამი წელია რო გააფუჭეს თამაში,

ონლაინში საერთოდ ფეხბურთის მუღამს ვერ ვხვდები მაგრამ, აი ორი ჯოისტიკით რო ჩაჯდება კამანდა
მაგ შემთხვევაში პესი 10 წელი ჯობდა ფიფას ))))

და ამ წელს თუ არა მომავალ წელს აუცილებლად აჯობებს თავიდან და ამ 3 ჩავარდნილ წელს მერე ყველა დავიკიდებთ.

ფეხბურთის გაკეთება კიდე ნამდვილად იციან ფლეისთეიშენ 2ის ვინინგ ილევენი, თუ გითამაშიათ სერიოზულად, რო დაამუღამებ კარგად მერე იმენნა ტაქტიკური თამაში მიდის 10ით 8ს ვერ დაამთავრებ ფიფასავით

Posted

ნამდვილად იყო პესზე ახლოს რეალობასთან ფიფა...ეს ერთი

 

მერე მეორე როგორც მისწორდებოდა პესი ონლაინის გარეშე საძაკაცო წრეში ისე მისწორდება ეხლა ფიფა )) რა შუაშია ეგ საერთოდ??

 

მიეჩვევი ფიფას ითამაშებ ფიფას მიჩვეული ხარ პესს ითამაშებ პესს..

 

 

პესის მერე ფიფას ნახევარი საათიც ვერ ვთამაშობდი მღლიდა ფიზიკურად :)

 

ხოლო როცა ფიფას მერე პესი ვითამაშე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პლასმასები დარბოდნენ :) აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა იმის რომ კარგი ფეხბურთი შექმნან და არა ნორმალურთან მიახლოვებული... დღევანდელ დღეს ადამიანსაც მეტი მოთხოვნილება გაქვს და რატომაც არა როდესაც იცი რომ შეუძლია მეტის გაკეთება? :)

 

 

ვინინგ ილევენი და ფლეისთეიშენ 2- კიდევ საერთოდ ცალკე განსახილველია :) 

Posted

ფიფასავით 10–ით 8–ს ? :D შენ მგონი სხვა თამაშზე იძახი. ფიზიკურად ვერმორჩები ფიფაში მაგ ანგარიშს. ზუსტად ეგარი ჩემი აზრით ფიფას კიდე ერთ მინუსი რო ზედმეტად რთული სათამაშოა და ძალიან რეალურს ცდილობენ რო შექმნან. ფეხბურთი მარტო კაცის გახსნა და სუსტი დაცვა არარი. რასგავს საჯარიმოები, ან კუთხურები, ან დარტყმა, ან სირბილი პესში. ნუ პრაქტიკულად ყველაფერი შესაცვლელია. ასერომ არ ველოდები არაფერს 15სგან

Posted

რა არის ზედმეტად რთული ფიფა? :დ
ეავიც რა გითხრათ
გოლები გადის ყველა წერტილიდან მეტი რა უნდა ხდებოდეს 10-8 რო დაამთავრო

 

ნამდვილად იყო პესზე ახლოს რეალობასთან ფიფა...ეს ერთი

 

რომელი ფიფა?

 

მიეჩვევი ფიფას ითამაშებ ფიფას მიჩვეული ხარ პესს ითამაშებ პესს..

 

 

პესის მერე ფიფას ნახევარი საათიც ვერ ვთამაშობდი მღლიდა ფიზიკურად

 

მეც ფიფას ვთამაშობ მეოთხე წელია.


პროსტა არცერთი არაა რეალობა და რაღაც. რო შეადარო ხო ფიფა 14 ყველა აქამდე შექმნილ ფეხბურთზე რეალურია მარა
ფიფა 15ის დემონსტრაცია რო იყო იქაც კი მესი ისეთ გოლს იტანს რო აი კაროჩე.
ფიფა რაღაც ლამაზი გოლების ფეხბურთია როგორც გინდა დაარტყი, ბაზარი არაა ასწორებს მარა რეალური არაა.

 

მე მაქვს ახალი პესის იმედი რაღაც დონეზე, მართლა ვერ ვხვდები რატომ არ აკეთებენ კარგ ფეხბურთს, როცა ამხელა პოტენციალი აქვთ, ნორმალურად 14იც რო დაებალანსებინათ მე პრობლემა არ მექნებოდა

Posted

მასე ფიფასაც და პესაც ნებისმიერ ვერსიას რომ ჩავუჯდეთ მემგონი ქვეყანა ნაკლს ვუპოვით ხომ ასეა?

 

გოლების გასვლას და მათ სირთულეს რაც შეეხება მაგ მხრივ ფიფა ნამდვილად იყო პესზე რთული არაერთი წლის განმავლობაში და ამას ელემენტალური იმით ავხსნი რომ პეს 10:11:12  << ამ კონკრეტულ  სამ ნაწილში 35-40 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა პენალის ტოლფასი იყო და არა მარტო საჯარიმო დარტყმა არ ვიცი ეს მეკარეების სიდებილის ბრალი იყო თუ უბრალოდ არარეალური გეიმფლეი ქონდა თამაშს ფაქტი ფაქტია..

 

დიდად არ მომოწნდა არასდროს ფიფა კიდევ და კიდევ ვიმეორებ წლების მანძილზე პესს ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად მაგრამ ბოლოს დაგვღალა უკვე და შევეშვით გადავედით ფიფაზე...თავიდან ძალიან გამიჭირდა ფიფას თამაში იმიტომ რომ რადიკალურად სხვა იყო ჩემთვის ვერ ვეგუებოდი ორ ხელს ვითამაშებდი და მეტის თამაში უბრალოდ აღარც მინდოდა სანამ არ შევეჩვიე სანამ არ ვისწავლე თამაში და მერე ყველაფერი თავის ადგილას დადგა....მოედანზე შექმნილი სიტუაციაც კი გაცილებით რეალური აქვს ფიფას ვიდრე პესს...თავისი სტადიონებით გულშემატკივრებით თავისი მინდვრით და ა.შ... დანარჩენი უბრალოდ გეიმფლეია და მეტი არაფერი რასაც პატარა დრო უნდა და მიეჩვევი... დიდი იმედი მქონდა საერთოდ რომ ორივეს თამაშს გავაგრძელებდი მაგრამ პეს 13-14-ის თამაში უბრალოდ შეუძლებელი იყო ჩემთვის...ძალიან მინდა რომ პესიც და ფიფაც კარგი გამოვიდეს ამ ეტაპზე იმედია უფრო მეტი არჩევანის საშუალებას მოგვცემენ :)

Posted

ხო გეთანხმები მეც ვერ ვეკარებოდი ფიფას მაგრამ რომ დავამუღამე ისეთი რაღცები დავამუღამე რაც პესში უბრალოდ ვერ გამოდის 

  • 1 month later...
Posted

გამარჯობათ ბიჭებო! ოფიციალური ლიგები და რაღაცეები რომ გამოაჩინოს, გადმოსაწერი ბმული და დაყენების ინსტრუქცია მინდა თუ არ შეწუხდებით. STEAM ვერსია ვიყიდე, და ძალიან გთხოვთ, იოსეთი რამე არ იყოს, რომ პრობლემები შემიქმნას.

 

მადლობა წინასწარ.

Posted

გამარჯობათ ბიჭებო! ოფიციალური ლიგები და რაღაცეები რომ გამოაჩინოს, გადმოსაწერი ბმული და დაყენების ინსტრუქცია მინდა თუ არ შეწუხდებით. STEAM ვერსია ვიყიდე, და ძალიან გთხოვთ, იოსეთი რამე არ იყოს, რომ პრობლემები შემიქმნას.

 

მადლობა წინასწარ.

ეს ყველაზე კარგი პაჩია.გადახედე და ნახე თუ გამოგადგება http://pesedit.ge/pes14-patches/19000-peseditcom-2014-patch-44-released.html

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.