Jump to content

Camping & Hiking Club


Recommended Posts

Posted

აბა ბოდიალის მოყვარულები რომლები ხართ, გამოდით  :jump:

აქ ვისაუბროთ ყველაფერზე რაც ამ თემას შეეხება და დავგეგმოთ მარშრუტები თუ გაგიჩნდებათ სურვილი.

 

 

ფეხსაცმლის ტიპები:


Hiking Sandal
merrellchameleon.jpg
გამოსადეგი და მოსახერხებელია on-road ჰიკინგის დროს. არის ძალიან მსუბუქი. მაგრამ რათქმაუნდა არ გამოგადგებათ დიდ მანძილზე გადაადგილებისას(მითმეტეს თუ თქვენი აღჭურვილობა მძიმეა) და ცივ ამინდებში. შესაძლებელია გამოიყენოთ ბანაკის ადგილას და მდინარეების გადაკვეთისას. ერთი წყვილის ტარება ყოველი შემთხვევისთვის არ გაწყენთ. საშუალო ფასი 30-40$

Cross Trainers
2506064g.jpg
სანდლების შემდეგ ყველაზე მსუბუქი, ყველაზე მოქნილი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე იაფი ტიპი. ძირითადი დანიშნულება სირბილია მეტნაკლებად სწორ ზედაპირზე. იდეალურია მშრალ ამინდში.
მაგრამ აქვს რამდენიმე მინუსიც: ფეხი დაგისველდებათ დანამულ ბალახზე სიარულის დროსაც კი. გამძლეობა ბევრად ნაკლები აქვს სხვებთან შედარებით.
თუ ამ ტიპის ფეხსაცმლით გადაწყტეტთ სადმე წასვლას აუცილებლად იქონიეთ თან სათადარიგო ფეხსაცმელი(რათქმაუნდა თუ წვიმა ან მოღრუბლულობა მაინცაა გამოცხადებული).
P.S. სურათზე ნაჩვენები ფეხსაცმელები პირადად გამოვცადე. თავის ფასში(50$) საუკეთესოა ალბათ.

Hiking/Trail Running Shoe

7c68814553df.jpg

მოქნილი, მსუბუქი, გამძლე. ერთგულად მოგემსახურებად თითქმის ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე სიარულისას. ერთადერთი პრობლემა რაც უნდა გაითვალისწინოთ ისაა, რომ ასეთი სტილის ფეხსაცმელები ყოველდღიურ სახმარადაც გამოიყენება და საკმაოდ მომრავლებულია, მაგრამ ისინი არ გამოდგება ჰაიკინგისთვის. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის აღწერილობას მის შეძენამდე. საშუალო ფასი 80-120$.

Mid-weight Boot
bb5dad49f191.jpg
ალბათ ჰაიკერების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ტიპი. ძირითადად დამზადებულია ტყავის ან სინთეტიკისგან. უმეტეს შემთხვევაში წყალგაუმტარია(არ შეიძინოთ ისეთი რომელიც წყალს ატარებს, ყურადღებით გადახედეთ რივიუებს). გარკვეული დრო სჭირდება რომ ფეხზე კარგად მოგერგოთ. კარგად იცავს კოჭს დაზიანებისგან.
არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის გზა უნდა დალაშქროთ. mid-weight ბათინკები ყოველთვის კარგი არჩევანია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთხივე სეზონში უპრობლემოდ. საშუალო ფასი 80-120$.
P.S. ცოტა ხნის წინ შევიძინე Wolverine Men's Fulton Hiking Boot.პარასკევს ჩამოვა და პატარა მიმოხილვას გავაკეთებ. საკმაოდ იაფია ამ ტიპისთვის.

არის კიდევ ორი ტიპი Heavy Boot და Mountaineering Boot არც იფიქროთ ამ უკანასკნელის შეძენა ჰაიკინგისთვის.  :yes: ისინი ძირითადად კლდეზე ცოცვისთვის ან ევერესტის დასალაშქრად გამოიყენება  :eh:

ფეხსაცმლის არჩევა
როცა საქმე აქამდე მივა უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი:
  • ფეხსაცმლის წონა - რაც უფრო მსუბუქია, მით მეტად იტვირთება ფეხი და მით უფრო მარტივად დავფარავთ დიდ მანძილებს.
  • წყალიგაუმტარობა - ამ დროს უნდა შეირჩეს ისეთი მატერია რომ ფეხი არ გააოფლიანოს და არც წყალი შეუშვას შიგნით.
  • დაზიანებისგან დაცვა - რაც უფრო რთულდება გზა, მით უფრო მნიშვნელოვანია რომ ფეხსაცმელი კარგად იცავდეს თქვენს კოჭებს.

არასდროს გააშროთ ფეხსაცმელი ცეცხლთან თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. ასე მალე მოსპობთ თქვენ "ზიზია ტუფლებს" და მოგიწევთ ახლის ყიდვა.  :ph34r:

 

აღჭურვილობა(ყველაზე იაფი, მსუბუქი და მუშა ნივთები):

ნავიგაციის საშალებები: 

 

სინათლის წყაროები:

 

ცეცხლის ასანთები საშუალებები:

 

სასწრაფო დახმარების ნივთები:

 

სამუშაო ნივთები:

 

ამ პოსტს ნელ-ნელა დაემატება საჭირო ინფოები.

Posted

cf2f99f5b66d.png

Posted

კაი მარშუტი იქნება ყოფილი სათარხნოს ტერიტორიაზე ყველაფერი...

ანუ ქვათახევი, ერთაწმინდა თეძმისპირეთი, თეძმის  ახალქალაქი

სალოცავები, ციხეები.

Posted

კაი მარშუტი იქნება ყოფილი სათარხნოს ტერიტორიაზე ყველაფერი...

ანუ ქვათახევი, ერთაწმინდა თეძმისპირეთი, თეძმის  ახალქალაქი

სალოცავები, ციხეები.

6-7 კაცი თუ მოვგროვდით გაასწორებს.

ერთი კარავი მე მაქ. 3 კაცი დაეტევა.  :kaffeetrinker_2:

Posted

უფრო ზაფხულისკენ რო მოგვსვლოდა ეგ იდეა კაი იქნებოდა...

კარავი არაა პრობლემა...

ნეტა არაა მსურველები?

Posted

ოქტომბერშიც შეიძლება სანამ ძაან აცივდება.

Posted

ვაჩე სად ხარ ? 

Posted


ოქტომბერშიც შეიძლება სანამ ძაან აცივდება.

 

დრო? ოქტომბერში არც ისე ბევრი დრო აქ ხალხს...

Posted

არ ვიცი. ჯერ მოგროვდეს ხალხი და გადავწყვიტოთ

Posted

საძილე ტომარა მაქვს ერთი

Posted

საძილე ტომარა მაქვს ერთი

ძალიან კარგი ^_^

5 კაცი ვართ.

იმედია კიდევ იქნებიან მსურველები

Posted

ძალიან კარგი ^_^

5 კაცი ვართ.

იმედია კიდევ იქნებიან მსურველები

+1 :D

Posted

ხო მე რავიცი პარალონი მაქ ჩემი სამყოფი და საძილე ტომარაც უნდა მქონდეს

Posted

აგერ მე-6 კაცი და must have ააღჭურვილობას ჩამოვწერ

1. წყალგაუმტარი კურტკა და შარვალი. თუ მაგის ფუფუნება არ გაქვთ, აუცილებლად შეიძინეთ http://www.amazon.com/gp/aw/d/B004DJ04PU/ref=aw_ls__3?colid=2SDHF3T21D6V&coliid=IISFCPPQTBDI1

2. საძილე ტომარა.

3. ჩანთა. მაგ: http://www.amazon.com/Discovery-Internal-Camping-Hiking-Backpack/dp/B00BC3UM1G/ref=wl_it_dp_o_pC_nS_nC?ie=UTF8&colid=2SDHF3T21D6V&coliid=I2E07D46YZK2LZ&psc=1

4. ნორმალური ფეხსაცმელი. (Hiking boots/shoes ან cross training shoes) განსხვავებას ხვალ ჩამოვწერ დაწვრილებით.

კიდევ ბევრი რამაა რისი ქონაც ბევრად სასიამოვნოს გახდის ჰაიკინგს და ხვალ მონიტორს რომ გავაკეთებ მერე დავწერ კარგად.

Posted

აუცილებლად კარგად აღწერე, დაწვრილებით



დიდ სიცხეს ჩემი აზრით სიგრილე ჯობია...

ბოლობოლო სათარხნო არაა ისეთი ადგილი (თეძმისპირეთი)

სადაც დიდი თოვლობა იცის და ზვავები და ა.შ

თუ ძაალიან გაგვიჭირდა და -40 გრადუსი იქნება

სახლი არაა პრობლემა ;)

თუმცა მოლაშქრეს ამის იმედი არ უნდა ქონდეს

Posted

რა ქენი აბა

ვერ გავაკეთე მონიტორი :(

კაროჩე ხვალ დავწერ ოღონდ უეჭველი.

Posted

ფასები :|

მილიონერის აღჭურვილობაა.

ფანარში მაგდენის გადახდა ყველაზე გიჟობაა. ესენი გადაგივა თავზე

http://www.amazon.com/Energizer-Finder-Headlamp-Batteries-Included/dp/B002MFK7H2/ref=wl_it_dp_o_pd_nS_nC?ie=UTF8&colid=2SDHF3T21D6V&coliid=I3EBH3WGXV0IJR&psc=1

http://www.amazon.com/AFUNTA%C2%AE-Flashlight-Waterproof-Adjustable-Rechargeable/dp/B00DQ5QLRW/ref=wl_it_dp_o_pC_nS_nC?ie=UTF8&colid=2SDHF3T21D6V&coliid=I2M1KL222B33KQ]

ხვალ მონიტორს გავაკეთებ და დავწერ კიდე იაფიან და მუშა აღჭურვილობაზე.

Posted

კაი ძველი სავეცკი საწვიმარი მაქვს :P ნუ ფარანს ვიშოვი რამეს ალბათ და ყველაზე აურეს შემთხვევაშI ვიყიდი

Posted

Hiking ფეხსაცმელი კი მაქ ისე....

და რა მაინტერესებს, ჩანსთა იმენა ეგეთი უნდა იყოს? აბიჩნი ზურგჩანთა არ გამოდგება ხო?

Posted

ხო  არ გაგიკეთებია მონიტორი? ველით ...

Posted

Hiking ფეხსაცმელი კი მაქ ისე....

და რა მაინტერესებს, ჩანსთა იმენა ეგეთი უნდა იყოს? აბიჩნი ზურგჩანთა არ გამოდგება ხო?

მოხერხებაზეა, თუ ჩვეულებრივი ჩანთა არ შეგიქმნის დისკომფორტს როგორ არ გამოგადგება.

უბრალოდ რთულია სიმძიმის ტარება ეგრე.

დღესაც მომიტევეთ, avenger-ს დავუტოვე მონიტორი და დამირეკავს რომ გააკეთებს, ჰოდა შესაბამისად მოგაწვდით დაპირებულ ინფოს ^_^

Posted

ხო არ გაგიკეთებია?

Posted

კიდევ აქ ხართ? :D

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.