Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ

 

დაახლოებით 150 - 170 ლარის ფარგლებში მინდა კომპის სკამი

 

 

ოღონდ ტყავის არ მინდა, ზაფხულში ძალიან ცხელი იქნება

 

ჰოდა ამ ფასებში დიდი არჩევანი რომ იყოს ეგეთი მაღაზიები მინდა

 

დღეს მაგალითად სადგურზე ვიყავი მაღაზიაში " სავარძელი" ჰოდა 200 ლარიდან იწყებოდა ფასები

 

მგონი ძაან ძვირია

 

შედარებით შეღავათიანი ფასები სად არის იქნებ იცოდეთ

Posted

რა სკამი ტო, დაიდე ტაბურეტკა :D

 

მაინც და მაინც საკომპიუტერო სავარძელს ნუ იკითხავ, სავარძელები ნახე ფასებში და ის იყიდე რომელიც იაფი იქნება...

Posted

ჰო მარა იაფი რო მალე გატყდეს? : D თან რავი 100ზე ნაკლები არცაა ვაფშე

Posted

2 სკამი გავტეხე, 1 თვეზე მეტი ვერ გამიძლო, პირველი 80 ლარად ვიყიდე მეორე 130 ლარად, იტოგში თუ ყიდულობა ძვირიანი და ხარისხიანი უნდა იყიდო თუ არა და ფულის ყრაა, ასე რომ 200 ლარზე ნაკლებიანი არც ეძებო



ვაჟაზე მიდი, სამედიცინოს პირდაპირაა მაღაზია დიდი არჩევანია office 1 ქვია თუ არ ვცდები

Posted

david_888

 

http://savarceli.ge/eng/resim_buyuk.php?id=0&catid=32&st=0&fn=25

 

 

აი დაახლოებით ესეთი სკამი ვნახე დღეს მაღაზიაში 

 

200 ღირდა და 170 ლარში მოგცემო, ხარისხიანი არიო გაიგიჟა თავი გამყიდველმა :D

 

თუ ვინმეს გქონიათ კარგია? თუ გატყდება მალე?

Posted

უბრალო 80 ლარიანი სკამი მაქვს 4 წელიწადია, 100 კილოიანები დამჯდარა ზედ და არაფერი დაშავებია ამ სკამს. ტყავი არაა.

Posted

მასალას დააკვირდი და მიხვდები, მოშნი რკინა უნდა იყოს, პირველს ფეხები დაეღრიცა მეორეს სახელურები გადაუტყდა რო გადავწექი :)

Posted

l-e-v-a-n

 

თუ შეგიძლია მაჩვენო სურათი როგორია შენი სკამი ?

4 წლის წინ თუ იყიდე შეიძლება აღარც გამოდიოდეს ეგეთები ან კიდევ ფასი შეიძლება შეცვლილი იყოს

 

david_888

 

აჰა, გასაგებია

 

ხვალ დილით გაუვლი კიდევ და კარგად დავათვალიერებ

Posted

ufromgeorgia,

მახსოვს როცა ვყიდულობდით მეორე იყო ასეთი ოღონდ ეს ნიკელის ფეხები არ ქონია და ის 60 ლარი ღირდა

ამაში ზუსტად 80 ლარი გადავიხადეთ

 

e4de9f48c7d9.jpg 

Posted

დანიურ სახლში ვიყიდე 2 წელზე მეტია,  ჯერ მშვენივრად გამოიყურება მგონი 155  ლარი მივეცი ზუსტად არც მახსოვს , აი ზუსტად ეგეთია 

http://actabula.com/ge/selling/announcement.aspx?cat=3&sub=42&tg=true&id=26801

Posted

http://office1.ge/popup.php?idp=9&subidp=1&pidp=1
ოფის1-ში მგონი ფართო არჩევანია ჯერ საიტზე გენახა!

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.