Magdalena Posted April 23, 2025 Posted April 23, 2025 Nvidia-მ დაიწყო „Made in USA” AI ჩიპების წარმოება და ამერიკული წარმოების განვითარების პირობა დადო Nvidia-მ დაიწყო Blackwell თაობის გრაფიკული პროცესორების წარმოება შეერთებულ შტატებში TSMC-ის ქარხანაში, რომელიც განთავსებულია ფენიქსში, არიზონაში. ამავდროულად, კომპანიამ გამოაცხადა, რომ ქმნის ერთობლივ საწარმოებს ამაჩქარებლების და სერვერული სისტემების წარმოებისთვის: Foxconn-თან ჰიუსტონში და Wistron-თან - დალასში. Nvidia-მ გააფორმა კონტრაქტი Amkor-სა და SPIL-თან ჩიპების შეფუთვისა და შემოწმებისთვის. კომპანიამ უკვე აამოქმედა 93000 კვადრატულ მეტრზე მეტი სივრცე ხელოვნური ინტელექტის ჩიპების წარმოებისა და ტესტირებისთვის არიზონასა და ტეხასში - ეს გახლავთ წარმოების შეერთებულ შტატებში გადატანის მცდელობის ნაწილი. ფოტოს წყარო: Nvidia Nvidia გეგმავს ამაჩქარებლების და სისტემების მასიური წარმოების დაწყებას ჰიუსტონისა და დალასის ქარხნებში მომდევნო 12-15 თვის განმავლობაში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს ნახევარ ტრილიონ აშშ დოლარამდე თანხის ინვესტირებას აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში. „მსოფლიო AI ინფრასტრუქტურის ძრავები პირველად იწყობა შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა Nvidia-ს გენერალურმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა. ”ამერიკული წარმოების დამატება გვეხმარება უკეთ დავაკმაყოფილოთ ხელოვნური ინტელექტის ჩიპებსა და სუპერკომპიუტერებზე წარმოუდგენელი და მზარდი მოთხოვნა, იგი აძლიერებს ჩვენს მიწოდების ჯაჭვს და ზრდის ჩვენს გამძლეობას.” განცხადება გაკეთდა მოვლენიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც Nvidia-მ მოახერხა შეთანხმების დადება აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რათა თავიდან აეცილებინა ექსპორტის კონტროლი H20 ჩიპზე. Nvidia-ს ყველაზე მოწინავე ჩიპის ექსპორტი კვლავ შესაძლებელია მოხდეს ჩინეთში ჰუანგის დაპირების წყალობით, რომ დააფინანსებს AI მონაცემთა ცენტრებს აშშ-ში. ამჟამად, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოქმედი მრავალი კომპანია ცდილობს აშშ-ის ადმინისტრაციის კეთილგანწყობის მოპოვებას. OpenAI გაერთიანდა SoftBank-სა და Oracle-თან, რათა ააგოს 500 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების მონაცემთა ცენტრი. Microsoft-ის მიერ დაგეგმილი 80 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის ნახევარი ფისკალურ 2025 წელს აშშ-ში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე დაიხარჯება. Nvidia ამტკიცებს, რომ მისმა აშშ-ში ჩიპების წარმოების ინიციატივებმა შეიძლება შექმნას "ასობით ათასი სამუშაო ადგილი და გამოიმუშაოს ტრილიონობით დოლარის ეკონომიკური აქტივობა მომავალი ათწლეულების განმავლობაში". თუმცა, შეერთებულ შტატებში ჩიპების წარმოების გაზრდის პროგრამები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ჩინეთის საპასუხო ტარიფები და სავაჭრო შეზღუდვები საფრთხეს უქმნის საჭირო ნედლეულის მიწოდებას, არსებობს კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯმა - გააუქმოს 2022 წელს მიღებული „მიკროსქემების კანონი“, შესაძლოა, მომავალი ინვესტორები დააფრთხოს. https://tinyurl.com/mpxph42z Quote
Magdalena Posted April 26, 2025 Posted April 26, 2025 Nvidia აცხადებს, რომ DLSS ტექნოლოგიის მხარდაჭერა უკვე ხელმისაწვდომია 769 თამაშსა და აპლიკაციაში Nvidia-მ განაცხადა, რომ Deep Learning Super Sampling-ის (DLSS) მხარდაჭერა ახლა უკვე ხელმისაწვდომია 769 თამაშსა და აპლიკაციაში, რაც ადასტურებს მის უპირატესობას კონკურენტ AMD-ისა და Intel-ის მასშტაბირების ტექნოლოგიებზე. DLSS-ის მხარდაჭერა ახლახანს დაემატა კიდევ ექვს თამაშს, მათ შორისაა Multiplayer Survival Simulator RuneScape: Dragonwilds. ფოტოს წყარო: Nvidia 2018 წელს GeForce RTX 20 სერიის ვიდეო ბარათების დებიუტის შემდეგ DLSS გადაიზარდა მარტივი ხელოვნური ინტელექტის მქონე მასშტაბირების ხელსაწყოდან სხვადასხვა ტექნოლოგიის მთელ კომპლექტში. DLSS 4-ის ამჟამინდელი ვერსია მოიცავს Multi Frame Generation (MFG) კადრების გენერატორს და იყენებს "ტრანსფორმერ" AI მოდელებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უფრო მკვეთრ გამოსახულებებს და უფრო გლუვ კადრების სიხშირეს თამაშებში წინა DLSS-ის ნეირონულ ქსელზე დაფუძნებულ AI მოდელებთან შედარებით. კადრების გენერირების, რეითრეისინგის და ხარისხის გაუმჯობესების AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების უპირატესობები ხელმისაწვდომია RTX 40 და 50 სერიის ვიდეო ბარათების მფლობელებისთვის. ექვს ახალ თამაშს შორის, რომლებიც Nvidia-მ ოფიციალურ ბლოგზე გამოაცხადა, დეველოპერ Storm in a Teacup-ის teel Seed არის პირველი, ვინც მიიღებს DLSS 4 MFG-ის მხარდაჭერას. თამაშებს - RuneScape: Dragonwilds, The Talos Principle: Reawakened და Tempest Rising დაემატა DLSS 3 კადრების გენერატორისა და Super Resolution ტექნოლოგიის მხარდაჭერა. რაც შეეხება ინდი-რელიზებს - Clair Obscur: Expedition 33 და Commandos: Origins-ს დაემატა Super Resolution-ის მხარდაჭერა DLSS 2-ის ფარგლებში. ეს განახლებები დემონსტრირებს, რომ Nvidia-ს მასშტაბირების ტექნოლოგიები ინტეგრირებულია პროექტებში სხვადასხვა დონის დეველოპერების პროექტებში. შედარებისთვის, AMD FidelityFX Super Resolution (FSR) და Intel Xe Super Sampling (XeSS) მასშტაბირების ტექნოლოგიები მხარდაჭერილია შესაბამისად 356 და 161 თამაშში. მიუხედავად იმისა, რომ ახალი FSR 4.0 ვერსიის ინტეგრირება გაადვილებულია თამაშის FSR 3.0-ის მხარდაჭერით, ახალი ვერსია მაინც ეყრდნობა კადრების საბაზისო მასშტაბირებას და საჭიროებს დეველოპერის თანამონაწილეობას. ამ მიზეზით, მაგალითად, Baldur's Gate 3-ს ჯერ კიდევ მხოლოდ FSR 2.2-ის მხარდაჭერა გააჩნია. უახლესი DLSS Override მოდელების მოქანიკურად ჩართვა Nvidia-ს აპლიკაციის მეშვეობით (გრაფიკა → პროგრამული პარამეტრები) თამაშებში, რომლებსაც ჯერ არ აქვთ ახალი DLSS ფუნქციების მხარდაჭერა, ბუნებრივად დამატებით სარგებელს აძლევს Nvidia-ს მომხმარებლებს. FSR 4.0 ასევე საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას ფუნქცია Override FSR 3.1 იმ თამაშებში, რომლებსაც აქვთ FSR 3.1-ის მხარდაჭერა, მაგრამ ეს ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ პროექტების შეზღუდულ რაოდენობაში. https://tinyurl.com/mruw3k2n Quote
Magdalena Posted May 16, 2025 Posted May 16, 2025 Nvidia-მ ყველა ჩიპზე გაზარდა ფასი: GeForce-ის ფასი 5-10%-ით გაიზარდა, ხოლო ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებლების - 10-15%-ით Nvidia-მ თითქმის ყველა პროდუქტზე გაზარდა ფასები, რათა შეეწინააღმდეგოს მზარდი ტარიფებისა და წარმოების ხარჯების ზრდას. შედეგად, გეიმინგ ვიდეო ბარათები 5-10%-ით გაძვირდა, ხოლო ხელოვნური ინტელექტის სისტემების ამაჩქარებლების ფასები 15%-ით გაიზარდა. ამის შესახებ Tom's Hardware იტყობინება ტაივანურ გამოცემა DigiTimes-ზე დაყრდნობით. ფოტოს წყარო: Nvidia ტაივანური გამოცემა წერს, რომ Nvidia „მრავალი კრიზისის“ წინაშე დგას, მათ შორისაა კვარტალური მოგების 5.5 მლრდ აშშ დოლარით შემცირება ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტის შეზღუდვების გამო, რომელთა შორისაა ჩინეთში H20 ჩიპების გაყიდვის აკრძალვა. DigiTimes ასევე იუწყება, რომ აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი აქტიურად გადაადგილდება აშშ-სა და ჩინეთს შორის ტარიფების ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით. გარდა ამისა, „სტაბილური მოგების შენარჩუნების მიზნით“ Nvidia-მ ცოტა ხნის წინ გაზარდა ფასები თითქმის ყველა პროდუქტზე, რამაც პარტნიორებს საშუალება მისცა შესაბამისად შეეცვალათ ფასები. მაგალითის სახით DigiTimes-ი ფლაგმანურ გეიმინგ ვიდეო ბარათ GeForce RTX 5090-ს ასახელებს, რომლის ფასიც გამოსვლის შემდეგ „სწრაფად გაორმაგდა“. ფასების ზრდის მიუხედავად Nvidia-ს ფინანსური ანგარიში, რომელიც ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება, „მოლოდინებს უნდა აკმაყოფილებდეს და მძლავრი მოგება დააფიქსიროს “ ჩინეთის ფარგლებს გარეთ ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე მაღალი მოთხოვნისა და ქლაუდ სერვისების პროვაიდერების მხრიდან ხარჯების ზრდის წყალობით, აღნიშნავს გამოცემა. DigiTimes ასევე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მიწოდების აკრძალვის შემდეგ RTX 5090-ის ფასები კიდევ უფრო გაიზარდა - ერთ ღამეში 90 ათასი ახალი ტაივანური დოლარიდან (დაახლოებით 3.300 აშშ დოლარი) 100 ათასამდე. ამავდროულად, RTX 50 სერიის სხვა ვიდეო ბარათების ღირებულებაც 5-10%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, Nvidia-მ გაზარდა ფასები H200 და B200 ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე, ხოლო სერვერების გამყიდველებმა, რომლებიც ამ ამაჩქარებლებს იყენებდნენ, ფასები შესაბამისად 15%-მდე გაზარდეს. მიწოდების ჯაჭვის წყაროების ცნობით ფასების ზრდა გაამწვავა Blackwell თაობის ჩიპების წარმოების TSMC-ის აშშ-ის ქარხანაში გადატანამ, რამაც წარმოების, მასალებისა და ლოჯისტიკის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. მეორე მხრივ, არსებობს იმედი, რომ ეს ზომები დროებითია: როგორც ადრე იყო ცნობილი, აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ ულტრამაღალი ტარიფების 90 დღით გაუქმებაზე. თუმცა ფასების ვარდნას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს. https://tinyurl.com/58tm6p7a Quote
George Posted May 28, 2025 Posted May 28, 2025 Nvidia earnings recap: Stock jumps after revenue tops estimates as chip titan expects $8 billion hit from lost China sales https://www.businessinsider.com/nvidia-earnings-call-report-nvda-stock-live-updates-2025-5 Quote
Gamer-4ever Posted June 16, 2025 Posted June 16, 2025 ეს ებაის პრობლემა მოაგვარა ვინმემ ? ჩემთან ისევ ესე შვრება მარტო ინვიდიაზე, ამდეს კარტებზე ჩვეულებრივად ვყიდულობ Quote
Magdalena Posted June 23, 2025 Posted June 23, 2025 Nvidia-ს დამფუძნებელმა რობოტებისა და ავტონომიური მანქანების ათწლეული გამოაცხადა Nvidia-ს გენერალურ დირექტორ ჯენსენ ჰუანგის ევროპაში მოგზაურობა არა მხოლოდ VivaTech 2025 კონფერენციაზე გამოსვლას, არამედ ინტერვიუებსაც მოიცავდა. ერთ-ერთ მათგანში მან მიმდინარე ათწლეული რობოტებისა და ავტონომიური მანქანების ეპოქად დასახელა და თავად ღონისძიებაზე მოულოდნელად კვანტური კომპიუტერების შემუშავების პროგრესის შესახებ განაცხადა. ფოტოს წყარო: Nvidia აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში მან განაცხადა, რომ პრაქტიკულად გამოსადეგი კვანტური კომპიუტერები მხოლოდ რამდენიმე ათწლეულში გამოჩნდებოდა. ხუთი თვე გავიდა და Nvidia-ს ხელმძღვანელი და დამფუძნებელი უკვე თვლის, რომ კვანტური კომპიუტერების განვითარება გარდამტეხ მომენტს უახლოვდება და რომ ისინი თავად სწრაფად ხდებიან უფრო მძლავრი, მაღალი წარმადობის მქონე და სტაბილური. ჰუანგის თქმით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში შესაძლებელი გახდება კვანტური კომპიუტერების გამოყენება მთელ მსოფლიოში ძალიან საინტერესო პრობლემების გადასაჭრელად. თავად Nvidia-ც ემზადება ამ მომენტისთვის და ახდენს Grace Blackwell 200-ზე დაფუძნებული გამოთვლითი სისტემების კვანტურ კომპიუტერებში არსებულ ალგორითმებთან სამუშაოდ ადაპტაციას. კომპანიის დამფუძნებლის თქმით ხელოვნური ინტელექტის სფეროში ასეთი ჰიბრიდული სისტემები მნიშვნელოვან პროგრესს უზრუნველყოფს. „მურის კანონის მსგავსად მე ველი, რომ ლოგიკური კუბიტების რაოდენობა ყოველ ხუთ წელიწადში ათჯერ გაიზრდება, ხოლო ყოველ ათ წელიწადში - 100-ჯერ“, - ამგვარად ჩამოაყალიბა Nvidia-ს დამფუძნებელმა თავისი პროგნოზი. კონფერენცია VivaTech-ის ფარგლებში ჰუანგმა ასევე მოახერხა CNBC-ის წარმომადგენლებთან საუბარი, სადაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „მიმდინარე ათწლეული ავტონომიური ტრანსპორტის, რობოტების და ზოგადად ავტონომიური მანქანების ერა იქნება“. საიდუმლო არ არის, რომ თავად Nvidia მრავალი წელია ცდილობს გააფართოვოს მოქმედების არეალი სამრეწველო ავტომატიზაციის, რობოტექნიკისა და საავტომობილო ელექტრონიკის სფეროში. ეს არის შრომატევადი სამუშაო, რომელიც მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს ფინანსურ შემოსავალს, მაგრამ კომპანიას საკმარისი მოთმინება აქვს, რომ წლიდან წლამდე შექმნას ახალი გადაწყვეტილებები ამ ინდუსტრიებისთვის. უფრო მეტიც, მისი ქლაუდ კომპიუტერული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ყველა ჩამოთვლილი ამოცანის გადაჭრის პროცესების დაჩქარებას. Nvidia-ს ავტოპილოტირების აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა სულ უფრო ხშირად გამოიყენება აშშ-სა და ჩინეთში ტესტირებად და შეთავაზებულ ავტომობილებში, თუმცა ევროპა ჩამორჩება. მაგრამ დიდი ბრიტანეთი მომავალი წლიდან ავტონომიური ავტომობილების გზებზე გადაადგილებას დაუშვებს. Uber და Wayve რეგიონში ტესტირებას 2026 წლის გაზაფხულიდან დაიწყებენ. https://tinyurl.com/2s3ssaku Quote
Magdalena Posted July 1, 2025 Posted July 1, 2025 Nvidia-მ დაასრულა DLSS Transformer-ის ბეტა-ტესტირება - მისი დახმარებით თამაშები 4K-სა და 240 FPS-ში იმუშავებს წლის დასაწყისში Nvidia-მ დააანონსა DLSS 4 მასშტაბირების ტექნოლოგიის მნიშვნელოვანი განახლება, რომლის გადატანა გადაწყვიტა „ტრანსფორმერის“ ტიპის ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე. ამჟამად განახლებული DLSS ტექნოლოგიის ტესტირება დასრულდა და ხელმისაწვდომი გახდება კომპიუტერული თამაშების შემქმნელებისთვის. ფოტოს წყარო: techpowerup.com DLSS ეყრდნობოდა ნეიროქსელებს, რომლებიც აგენერირებდნენ ახალ პიქსელებს მიმდინარე და წინა კადრების ლოკალიზებული არეების საფუძველზე. ახლა ისინი შეიცვალა “Transformer” არქიტექტურაზე დაფუძნებული მოდელებით, რომლებსაც ორჯერ მეტი პარამეტრი აქვთ, რამაც გააოთხმაგა წარმადობა და 30-50%-ით გააუმჯობესა რეითრეისინგის ეფექტების ხარისხი. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის, რომ GeForce RTX 5090-ზე მომუშავე მოწყობილობებზე თითოეული კადრი ახლა მხოლოდ 1 მილიწამში მუშავდება - DLSS 3-ისთვის საჭირო 3.23 მილიწამისგან განსხვავებით. DLSS 4 მხარდაჭერილია GeForce RTX-ის ყველა ამაჩქარებლის მიერ, თუმცა წინა თაობების მოდელებში სრულად არა. მაგალითად, გაუმჯობესებული DLSS Frame Generation ხელმისაწვდომია RTX 4000 ამაჩქარებლების და უფრო ახალი ვერსიების მქონე კომპიუტერებზე, ხოლო DLSS Multi-Frame Generation ხელმისაწვდომია მხოლოდ RTX 5000 ვიდეო ბარათებზე, რადგან მათში გაუმჯობესებული Tensor ბირთვებია გამოყენებული. ახალი ტექნოლოგია ასევე უფრო აქტუალურს გახდის კადრის მაღალი განახლების სიხშირის მქონე 4K მონიტორებს, რადგან ადრე 240-ჰერცი სიხშირის მქონე 4K მონიტორს დიდი აზრი არ ჰქონდა, რადგან არ არსებობდა გრაფიკული ამაჩქარებლები, რომლებსაც შეეძლოთ ასეთი გამოსახულების მხარდაჭერა. https://tinyurl.com/5n7cdfrf Quote
George Posted July 2, 2025 Posted July 2, 2025 NVIDIA Reaches $3.77 Trillion Market Cap - the Most Valuable Company in AI Sector https://www.guru3d.com/story/nvidia-reaches-trillion-market-cap-the-most-valuable-company-in-ai-sector/ საოცრათ გაბერილი კაპიტალიზაცია აქვს ნვიდიას, ისევ დაუბრუნებიათ პირველობა AI სექტორში, ერთი პერიოდი დაკარგეს პირველი ადგილი კაპიტალიზაციით, თუ გასკა AI ბუშტი მომავალში ცუდ დღეში ჩავარდებიან, ბევრი რამე მაგ AI ტეხნოლოგიებზე იქნება დამოკიდებული რას შობავენ ისეთს შემდეგ წლებში, თუ განსაკუთრებულ არაფერს მაგის შემდეგ მაგარი გაუჭირდეთ შეიძლება, ეგეთი კაპიტალიზაციით ფორმალურათ პირველზე გასულან, მეორეზეა მიკროსოფტი ჯერჯერობით 3.65$ ტრილიარდით და მესამეზე ეპლი ყოფილა 3$ ტრილიარდით, მანამდე ინტელზე უკანაც იდგნენ ერთი პერიოდი დაჟე, მაგ ორს კი საკმაოთ ჩამორჩებოდენ მახსოვს Quote
Magdalena Posted July 3, 2025 Posted July 3, 2025 Nvidia-მ განაახლა DLSS, რაც თამაშებში VRAM-ის მოხმარებას 20%-ით ამცირებს Nvidia-მ გამოუშვა DLSS-ის განახლება (SDK ვერსია 310.3.0), რომელიც სურათების გადიდებისას ვიდეო მეხსიერების გამოყენებას 20%-ით ამცირებს. ეს შესაძლებელი გახდა Transformer მოდელის ოპტიმიზაციის წყალობით, რომელიც კონვოლუციურ ნეირო ქსელთან (Convolutional Neural Network - CNN) შედარებით გამოსახულების უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ფოტოს წყარო: Nvidia ადრე DLSS Transformer-ს CNN-თან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი მეხსიერება სჭირდებოდა, თუმცა გაუმჯობესების შემდეგ სხვაობა 40%-მდე შემცირდა. მაგალითად, 1080 პიქსელი გაფართოებისას განახლებული ალგორითმი წინა 106.9 მბ-ის ნაცვლად 85.77 მბ VRAM-ს იყენებს მაშინ, როცა CNN 60.83 მბ-ს იკავებდა. ამავდროულად, ვიდეო მეხსიერების მოხმარება წრფივად მასშტაბირდება: 4K-ზე ის 3.5-ჯერ იზრდება და 307.37 მბ-ს აღწევს. პრაქტიკაში, როგორც Tom's Hardware წერს, 4K გაფართოების პირობებშ 80 მბ-ის დაზოგვა ნაკლებად შესამჩნევი იქნება თანამედროვე ვიდეო ბარათების VRAM მოცულობის გათვალისწინებით. თუმცა, 8K-სთვის, სადაც DLSS-ს შეუძლია ერთ გიგაბაიტზე მეტი მეხსიერების მოხმარება, ოპტიმიზაცია უფრო მნიშვნელოვანი ხდება. Nvidia-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვიდეო მეხსიერებაზე დატვირთვის შემცირება გავლენას არ ახდენს აპსკეილინგის ხარისხზე - DLSS 4 „ტრანსფორმერი“ შეიცავს ორჯერ მეტ პარამეტრს, ვიდრე მისი CNN ანალოგი, რაც უზრუნველყოფს ორიგინალთან მიახლოებულ გამოსახულებას. ასევე აღნიშნულია, რომ ვიდეო მეხსიერების მოხმარების შემცირება მხოლოდ გამოსახულების მასშტაბირებას ეხება და არა კადრების გენერირებას. რაც შეეხება „ტრანსფორმერის“ უახლეს ვერსიას, მან უკვე უზრუნველყო VRAM-ის 30%-იანი დანაზოგი. კერძოდ, თამაშში Warhammer 40,000: Darktide, DLSS 3-ის ნაცვლად DLSS 4-ის გამოყენებისას, 4K-ზე ვიდეო მეხსიერების მოხმარება 400 მბ-ით შემცირდა. https://tinyurl.com/mtrnzr8k Quote
Magdalena Posted July 5, 2025 Posted July 5, 2025 Nvidia-მ დაადასტურა, რომ მალე შეწყვეტს GeForce GTX 700, 900 და 1000 ვიდეო ბარათების დრაივერების გამოშვებას კომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Nvidia-ს შემდეგი დრაივერის დიდი გამოშვება უკანასკნელი იქნება, რომელიც მხარს დაუჭერს სამ მოძველებულ GPU არქიტექტურას. გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს GeForce-ის რამდენიმე ვიდეო ბარათის მოდელსა და პროფესიონალურ პროდუქტზე. ფოტოს წყარო: nvidia.com 580 ვერსიიდან (ამჟამად მოქმედია 576.80), Nvidia აღარ გაანაახლებს Maxwell არქიტექტურაზე დაფუძნებულ ვიდეო ბარათებს (GeForce GTX 700, GTX 900), ასევე Pascal არქიტექტურაზე დაფუძნებულ GTX 10-ს. სიაში ასევე შედის TITAN V, ერთადერთი სამომხმარებლო გრაფიკული ბარათი, რომელიც დაფუძნებულია Volta არქიტექტურაზე. Nvidia მთლიანად შეწყვეტს ძველი გრაფიკული ბარათებისთვის დრაივერების გამოშვებას მხოლოდ 590 სერიის დრაივერების გამოშვების შემდეგ. Nvidia-ს ოფიციალურ ფორუმებზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ კომპანია Linux სისტემებზე მოქმედ ძველი ვიდეო ბარათების მხარდაჭერას წყვეტს, თუმცა ამ პლატფორმების დრაივერის განშტოებები Windows-ის დრაივერებთან ერთად არის გაზიარებული. ამიტომ, კომპანია, სავარაუდოდ, შედარებით მალე შეწყვეტს Game Ready დრაივერების გამოშვებას GeForce GTX-ის ერთ-ერთი დარჩენილი პროდუქტის ხაზისთვის - მხოლოდ Turing-ზე დაფუძნებული GeForce GTX 16 სერიის ბარათებზე გაგრძელდება მხარდაჭერის მიღება. ეს ნიშნავს, რომ 8-დან 11 წლამდე ასაკის არქიტექტურები აღარ იქნება აქტუალური. ყველა გეიმერს არ აინტერესებს უახლესი თამაშები და ყველას არ შეუძლია ახალი კომპიუტერული კომპონენტების შეძენა, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი გასაკვირია, რომ ამ ვიდეო ბარათებზე ამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა მხარდაჭერა. Nvidia-მ არ დააკონკრეტა 580 დრაივერის განშტოების გამოშვების თარიღი - შესაძლოა, ამას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდეს. https://tinyurl.com/mt6utx3t Quote
Magdalena Posted July 19, 2025 Posted July 19, 2025 ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Nvidia N1x პროცესორის გამოშვება 2026 წლის ბოლომდე გადაიდო Nvidia-ს შესვლა ლეპტოპებისთვის Arm პროცესორების ბაზარზე კიდევ ერთ დაბრკოლებას წააწყდა, იტყობინება SemiAccurate საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. N1 ჩიპი და მისი N1x ანალოგი უკვე აქტიურად იწარმოება, თუმცა კომპანიას გარკვეული საინჟინრო სირთულეები შეექმნა, რის გამოც პროცესორის მიწოდების თარიღები გადაიდო. ფოტოს წყარო: / unsplash.com Nvidia-ს მიერ აღმოჩენილი პრობლემა შესაძლოა კრისტალში ცვლილებას საჭიროებდეს. კომპანია მსგავს სიტუაციაში 2025 წლის დასაწყისშიც აღმოჩნდა: პირველადი შემოწმების დროს ჩიპში მცირე დეფექტები აღმოაჩინეს; ინჟინრებმა მათი გამოსწორება წარმოების განახლების გარეშე შეძლეს, რამაც ნდობა აღადგინა, თუმცა პროცესორების გამოშვება 2026 წლის დასაწყისამდე გადაიდო. ივნისში გავრცელდა Nvidia N1x პროტოტიპის საორიენტაციო შედეგები, რომელმაც ერთნაკადიან Geekbench 6.2.2-ში 3096 ქულა და მრავალნაკადიან Geekbench 6.2.2-ში 18837 ქულა მიიღო. პროცესორს, რომელიც სავარაუდოდ HP 8EA3 დეველოპერულ ლეპტოპში იყო დამონტაჟებული, 20 ლოგიკური ბირთვი ჰქონდა, რომელთა სიხშირე 2.81 გჰც იყო, ხოლო ოპერატიული მეხსიერება - 128 გბ; მოწყობილობა Ubuntu 24.04.1 LTS-ზე მუშაობდა. ეს საკმაოდ კარგი შედეგია big.LITTLE არქიტექტურის მქონე ჩიპისთვის, რომელიც წარმოდგენილია ათი მაღალი წარმადობის Arm Cortex-X925 და ათი ენერგოეფექტური Cortex-A725 ბირთვით. ინტეგრირებულმა გრაფიკამ და ნეირონპროცესორმა Qualcomm Snapdragon Elite-სა და Apple M3 პლატფორმებთან ჩამორჩენის შემცირება უზრუნველყო. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით Nvidia-ს OEM პარტნიორებს შესაძლოა Windows-ის ლეპტოპების გამოშვების გეგმების გადახედვა მოუწიოთ. თავად Nvidia-ს მოუწევს შემდგომი შეფერხებების რისკის დაბალანსება კომპონენტების საიმედოობის დემონსტრირების აუცილებლობასთან, სანამ ლეპტოპების ბაზარზე დამკვიდრებულ მოთამაშეებს დაუპირისპირდება. https://tinyurl.com/5ezftfvb Quote
Magdalena Posted August 5, 2025 Posted August 5, 2025 Nvidia-მ გამოაცხადა, როდის შეწყვეტს Windows 10-ისთვის, ასევე Maxwell და Pascal თაობის ვიდეო ბარათების დრაივერების გამოშვებას Nvidia-მ დაადასტურა, რომ მალე შეწყვეტს Maxwell, Pascal და Volta არქიტექტურებზე დაფუძნებული GeForce ვიდეო ბარათებისთვის ახალი Game Ready გრაფიკული დრაივერების გამოშვებას. თუმცა, მწარმოებელი ამ პროდუქტებისთვის უსაფრთხოების განახლებების გამოშვებას 2028 წლამდე გააგრძელებს. Nvidia-მ ასევე განაცხადა, თუ როდის შეწყვეტს Windows 10-ისთვის ახალი გრაფიკული დრაივერების გამოშვებას. ფოტოს წყარო: Nvidia პრესრელიზში Nvidia აცხადებს, რომ „2025 წლის ოქტომბერში საბოლოო Game Ready დრაივერის გამოშვების შემდეგ GeForce Maxwell-ის, Pascal-ის და Volta-ს სერიების გრაფიკული პროცესორები მომდევნო სამი წლის განმავლობაში (2028 წლის ოქტომბრამდე) უსაფრთხოების კვარტალურ განახლებებზე გადავლენ“. GeForce GTX 900 (Maxwell)-ის ვიდეო ბარათები გეიმინგ პლატფორმაა Steam-ის ყოველთვიურ ანგარიშებში სულ უფრო ნაკლებად გვხვდება, თუმცა GeForce GTX 10 (Pascal) სერიის ბარათები, მათ შორის GeForce GTX 1070, GTX 1080 და GTX 1080 Ti, კვლავ მნიშვნელოვან წილს შეადგენს გეიმერების მიერ გამოყენებულ მოწყობილობების შორის. დესკტოპ კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Volta სერიის ერთადერთი გრაფიკული ბარათი იყო ნახევრად პროფესიონალური Titan V. რა თქმა უნდა, Maxwell-ისა და Pascal-ის თაობის ვიდეო ბარათები ოქტომბერში ფუნქციონირებას არ შეწყვეტენ. მაშინაც კი, თუ Nvidia ამ ვიდეო ბარათებისთვის დრაივერებს აღარ გაუწევს ოპტიმიზაციას, მათზე მაინც გაეშვება ისეთი თამაშები, რომლებიც არ საჭიროებენ Turing-ისა და შემდგომი GPU არქიტექტურისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს, თუმცა წარმადობის ან სტაბილურობის ნაკლები გარანტია ექნებათ. Turing იყო Nvidia-ს პირველი გრაფიკული ბარათების არქიტექტურა, რომელიც წარმოდგენილი იყო აპარატურულად აჩქარებული რეითრეისინგით. დღესაც კი, RT კვლავ რჩება კომპიუტერული თამაშების გამოცდილების დიდწილად არჩევით ნაწილად. ისეთი თამაშები, როგორიცაა Doom: The Dark Ages და Indiana Jones: The Great Circle, იშვიათი გამონაკლისებია, რომელთა მუშაობისთვის საჭიროა რეითრეისინგით აღჭურვილი ვიდეო ბარათი. რადგან თითქმის ყველა ახალი კონსოლი და გრაფიკული ბარათი მხარს უჭერს ამ ტექნოლოგიას, RT აჩქარება შეიძლება მომავალში გახდეს აუცილებლობა მრავალი, თუ არა უმეტესი, AAA თამაშისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეითრეისინგი ჯერ კიდევ არ არის თანამედროვე თამაშების უმეტესობისთვის აუცილებელი მოთხოვნა, ძნელი წარმოსადგენია კომფორტული გეიმინგ გამოცდილება DLSS მასშტაბირების გარეშე, რაც აუმჯობესებს წარმადობას და გამოსახულების ხარისხს. Turing არქიტექტურამ დანერგა Tensor Cores, რომელიც კვებავს DLSS-ს და Nvidia-ს სხვა უამრავ ხელოვნური ინტელექტის მოდელს, მათ შორის სხივურ რეკონსტრუქციას და Blackwell-ის მრავალკადრიან გენერაციას. სპეციალიზებული აპარატურის გარეშე Pascal-ს და უფრო ადრეულ გრაფიკულ ბარათებს არ შეუძლია DLSS-ის ეფექტურად მხარდაჭერა, მაშინ როდესაც შვიდი წლის Turing-ზე დაფუძნებული გრაფიკული ბარათებიც კი უზრუნველყოფენ გამოსახულების მაღალ ხარისხს ამ ტექნოლოგიის წყალობით. Pascal-ის მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ პროგრამული მასშტაბირება Intel-ის XeSS DP4 მოდელის მეშვეობით, მაგრამ ასეთი თამაშები ჯერ კიდევ იშვიათია. Nvidia-მ ასევე განაცხადა, რომ Windows 10-ზე მომუშავე მხარდაჭერილი გრაფიკული ბარათებისთვის Game Ready დრაივერებს 2026 წლის ოქტომბრამდე გამოუშვებს - ერთი წლის შემდეგ იმ დროიდან, როცა Microsoft ოფიციალურად შეწყვეტს ამ ოპერაციული სისტემის მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რომ Windows 10-ის მხარდაჭერა 2025 წლის 14 ოქტომბერს დასრულდება. ვინაიდან ოპერაციული სისტემა დესკტოპ კომპიუტერების ოპერაციული სისტემების ბაზრის დაახლოებით 50%-ს შეადგენს კვლავ, მომავალი ცვლილება მომხმარებელთა დიდ რაოდენობაზე მოახდენს გავლენას. https://tinyurl.com/3ym9xnwu Quote
Gamer-4ever Posted August 7, 2025 Posted August 7, 2025 ტემუზე ვიყიდე ეს gpu ჰოლდერი , აქ რო ვნახე 25 ლარიდან იწყებოდა ფასები , არადა ერთღი ჩვეულებრივი რამეა , სულ რაღაც 5 ლარი გადავიხადე , ვისაც სურვილი აქ აქედან ვიყიდე Quote
George Posted August 26, 2025 Posted August 26, 2025 Nvidia DLSS 4 გაარჩიეს რუსულათ თუ რას წარმოადგენს ეგ ტეხნოლოგია: https://www.ixbt.com/3dv/nvidia-dlss-4-pro-and-contra.html Quote
Magdalena Posted September 3, 2025 Posted September 3, 2025 Nvidia-მ პერსონალური კომპიუტერების გრაფიკული პროცესორების ბაზრის თითქმის მეოთხედი დაიკავა, Intel ლიდერობს, AMD-ის წილი კი 14%-მდე შემცირდა Nvidia-მ 2025 წლის მეორე კვარტალშიც განაგრძო გრაფიკული ბარათების ბაზარზე თავისი წილის სწრაფი ზრდა. კვლევით კომპანია Jon Peddie Research-ის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით პერსონალური კომპიუტერების გრაფიკული პროცესორების მიწოდებამ, რომელიც მოიცავს როგორც დისკრეტულ, ასევე ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორებს, 74.7 მილიონ ერთეულს მიაღწია, ხოლო პერსონალური კომპიუტერების პროცესორების მიწოდების მოცულობამ - 66.9 მილიონ ერთეულს. ფოტოს წყარო: Wccftech JPR პროგნოზირებს, რომ პერსონალური კომპიუტერების გრაფიკული პროცესორების ბაზარი 2025 წლიდან 2028 წლამდე CAGR-ით 2.9%-ით შემცირდება, ხოლო ამ პერიოდის ბოლოსთვის მსოფლიოში თითქმის 3 მილიარდი პერსონალური გრაფიკული პროცესორი იქნება გამოყენებული. დისკრეტული გრაფიკული ბარათები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ბაზრის 23%-ს დაიკავებს, ხოლო სისტემების უმეტესობა კვლავ ინტეგრირებული გრაფიკით შემოიფარგლება. ფოტოეს წყარო (აქ და ქვემოთ): Jon Peddie Research მეორე კვარტალში პერსონალური კომპიუტერების გრაფიკული პროცესორების მიწოდება წინა წელთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა. დესკტოპ გრაფიკული პროცესორების მიწოდება 11%-ით, ხოლო ლეპტოპების მობილური გრაფიკული პროცესორების მიწოდება 2.5%-ით გაიზარდა. წელს Nvidia-მ და AMD-მ გამოუშვეს გრაფიკული ბარათების ახალი სერიები - GeForce RTX 5000 და Radeon RX 9000. შედეგად გრაფიკული პროცესორების მიწოდების მოცულობამ წინა თვეებთან შედარებით ზრდა დაიწყო. ახალი გრაფიკული ამაჩქარებლის მოდელების ფასები კვლავ მაღალია, მაგრამ ისინი თანდათან რეგულირდება და ბევრი მოდელი უკვე ხელმისაწვდომია სარეკომენდაციო ფასებთან მიახლოებული ღირებულებით. AMD-სა და Intel-ის GPU-ების ბაზრის საერთო წილი შემცირდა: AMD-ის წილი კვარტალში 2.4%-ით, ხოლო Intel-ის წილი - 1.9%-ით. ამასობაში Nvidia-ს წილი კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა 24%-მდე. Intel-ის პროცესორების უმეტესობაში ინტეგრირებული გრაფიკის წყალობით კომპანიას ბაზრის უფრო დიდი წილი უჭირავს. იმის გათვალისწინებით, რომ დისკრეტულმა გრაფიკულმა ბარათებმა 2025 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა აჩვენეს, შეგვიძლია ველოდოთ, რომ Nvidia-ს წილი დისკრეტული გრაფიკის ბაზარზე ახალ დონეზე აიწევს. 2025 წლის პირველი კვარტლის ანგარიშის თანახმად Nvidia-ს წილი დისკრეტული გრაფიკის ბაზარზე 92%-ს შეადგენდა. მეორე მხრივ, AMD-ს წილი 15%-დან 8%-მდე შემცირდა. Jon Peddie Research-ის მონაცემებით Intel-ის წილი ერთი პროცენტიდან ნულამდე შემცირდა. პერსონალური კომპიუტერების პროცესორების მიწოდების ანგარიში აჩვენებს, რომ AMD-მ მოახერხა ერთეულების მიწოდების 27%-ით გაზრდა. Intel-ის ზრდა მხოლოდ 2%-ს შეადგენდა. საერთო ჯამში, პროცესორების მიწოდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 8%-ით გაიზარდა. პერსონალური კომპიუტერის პროცესორების სეგმენტი გასულ წელთან შედარებით 12.9%-ით და წინა კვარტალთან შედარებით 7.9%-ით გაიზარდა. 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით ბაზარზე დესკტოპ პროცესორების წილი 33% იყო. 2024 წლის მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი 29%-ს შედგენდა, ხოლო გასული წლის მეორე კვარტლის შედეგებით - 24%-ს. ლეპტოპების პროცესორების წილი 2025 წლის პირველ კვარტალში 67% იყო, რაც წინა კვარტალში არსებულ 71%-სა და ერთი წლით ადრე არსებულ 76%-ზე ნაკლებია. https://tinyurl.com/5n6h9ymr Quote
Magdalena Posted September 15, 2025 Posted September 15, 2025 განახლებული Nvidia RTX Remix ძველ თამაშებში რეითრეისინგის ელემენტებს დანერგავს - წარმადობის მნიშვნელოვანი შემცირ ების გარეშე Nvidia-მ წარმოადგინა მნიშვნელოვანი განახლება, RTX Remix, რომელიც კლასიკურ თამაშებს ცეცხლის, კვამლისა და სხვა ვიზუალურ ეფექტებს დაამატებს რეითრეისინგის მხარდაჭერით, თუმცა შესაძლოა ძველი გრაფიკული ბარათების შემთხვევაში გარკვეული პრობლემები წარმოიშვას. ფოტოს წყარო: Nvidia კომპანიამ გამოაცხადა მნიშვნელოვანი განახლება, RTX Remix, რომელიც მოიცავს „გაუმჯობესებული რეითრეისინგის ნაწილაკების სისტემას“ - იგი ნაწილაკების ეფექტებს უმატებს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ცეცხლი და კვამლი, რაც უზრუნველყოფს განათებისა და ანიმაციის სრულ კონტროლს ორიგინალი თამაშის ძრავზე ზემოქმედების გარეშე. ნაწილაკების სიმულაცია რეითრეისინგის სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცევა: ნაწილაკები ჩრდილებს აჩენენ, ჩრდილები ეცემა მათზე, წარმოიქმნება მათი ანარეკლი, რეაქციები ფიზიკასა და კამერაზე. ამ განახლებით მოდერებს შეეძლებათ დაამატონ ისეთი ვიზუალური ეფექტები, რომლებიც აქამდე მხოლოდ თანამედროვე გეიმინგ ძრავებში იყო ხელმისაწვდომი. კომპანიამ პირობა დადო, რომ შესაძლებელია „ათიათასობით“ ტრაექტორიული ნაწილაკის რენდერინგი „წარმადობის მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე“. ეს თამამი განცხადებაა, რომელმაც შეიძლება მწარმოებლის კრიტიკა გამოიწვიოს. წინა RTX Remix-ზე დაფუძნებულ ვიდეო დაფებში, მათ შორის Portal RTX-ში, ნაწილაკების დიდი რაოდენობით სცენები მაქსიმალურ წარმადობაზე აჰყავდათ DLSS-ით გააქტიურებულ მძლავრ ვიდეო ბარათებეც კი. Nvidia აცხადებს, რომ საჭიროა მინიმუმ GeForce RTX 30 თაობის მოდელი, მაგრამ ფლაგმანურ 3090-ზეც კი კადრების სიხშირე ზოგჯერ 60 კადრი/წმ-ზე დაბლა ეცემოდა, როდესაც სცენაში ნაწილაკების დიდი რაოდენობა იყო. ასევე გამარტივდა რეჟიმების შემუშავების პროცესი: თამაშის ტექსტურები ახლა შეიძლება მონიშნული იყოს ნაწილაკების წყაროებად დეველოპერის მენიუს მეშვეობით და პარამეტრები, როგორიცაა ზომა და ფერი, შეიძლება დაყენდეს პირდაპირ Remix ინტერფეისში. გაუმჯობესებულ Remix Toolkit-ს აქვს მხარდაჭერა PhysX ძრავზე დაფუძნებული განათებისა და შეჯახების ფიზიკის კონტროლის სკრიპტებისთვის. DX8-ის ან DX9-ის სტანდარტული ფუნქციების გამოყენებისას თავსებადობა 165-ზე მეტ თამაშთან არის გამოცხადებული. რა თქმა უნდა, ზოგიერთ თამაშში ინდივიდუალური ხარვეზები და რენდერინგის პრობლემები არ არის გამორიცხული, მაგრამ ცხადია, რომ Nvidia ნამდვილად ცდილობს RTX Remix უფრო ძლიერ და პრაქტიკულ ინსტრუმენტად აქციოს. https://tinyurl.com/2eur5f2b Quote
Magdalena Posted October 21, 2025 Posted October 21, 2025 ხელოვნური ინტელექტის მქონე, მსოფლიოში პირველი თანამგზავრი Nvidia H100 ამაჩქარებლით კოსმოსში ნოემბერში გაეშვება პროგრამა NVIDIA Inception-ის მონაწილე კომპანია Starcloud-მა (ყოფილი Lumen Orbit) გამოაცხადა მსოფლიოში პირველი, ხელოვნური ინტელექტის მქონე თანამგზავრის გაშვების შესახებ, რომელიც NVIDIA H100 ამაჩქარებლის ბაზაზეა შექმნილი. ნოემბერში დაგეგმილი გაშვება იქნება ნაბიჯი ორბიტალური მონაცემთა ცენტრების შექმნისკენ, რომლებიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეამცირებენ ენერგიის მოხმარებას და ნახშირორჟანგის გამოყოფას სახმელეთო ანალოგებთან შედარებით. ფოტოს წყარო: Starcloud Starcloud-1 დაახლოებით 60 კგ-ს იწონის და ზომით პატარა მაცივარს უტოლდება. მოწყობილობა დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრებიდან მიღებულ მონაცემებს დაამუშავებს და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ დასკვნების ამოცანებს პირდაპირ ორბიტაზე შეასრულებს, დედამიწაზე დიდი მოცულობის მონაცემების გადაცემის გარეშე. კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ Philip Johnston-ის თქმით H100-ის გამოყენება არსებულ კოსმოსურ გამოთვლით პლატფორმებთან შედარებით „ასჯერ მეტ გამოთვლით სიმძლავრეს“ უზრუნველყოფს. კოსმოსი იდეალური გარემოა ენერგოეფექტური ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის. თანამგზავრებს შეუძლიათ მზისგან პრაქტიკულად შეუზღუდავი ენერგიის მიღება და ბუნებრივად გაგრილება ვაკუუმში ინფრაწითელი გამოსხივების გამოყენებით, წყლის ან მოცულობითი სავენტილაციო სისტემების საჭიროების გარეშე. ეს არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს, არამედ მონაცემთა ცენტრების ნახშირბადის კვალსაც დაახლოებით ათჯერ ამცირებს მათი მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. გრძელვადიან პერსპექტივაში Starcloud გეგმავს ააშენოს ორბიტალური მონაცემთა ცენტრი 5 გიგავატამდე სიმძლავრით, რომელიც აღჭურვილი იქნება დაახლოებით ოთხი კილომეტრის სიგრძის მზის პანელებითა და რადიატორებით. კომპანია მიიჩნევს, რომ ასეთი სისტემები ხელს შეუწყობს დედამიწის ელექტროქსელებზე ზეწოლის შემცირებას, უზრუნველყოფს შედარებით თავისუფალ გაგრილებას და შეამცირებს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის დამოკიდებულებას ტრადიციულ ენერგორესურსებზე. ძირითადი გამოყენების სცენარები მოიცავს დედამიწის დაკვირვების მონაცემების რეალურ დროში დამუშავებას: ხანძრის აღმოჩენას, საგანგაშო სიგნალზე რეაგირებას და ამინდის პროგნოზირებას. მაგალითად, სინთეტიკური დიაფრაგმის რადარს (SAR) შეუძლია წამში 10 გბ-მდე მონაცემების გენერირება, ხოლო ორბიტაზე ანალიზის ჩატარება მყისიერი შედეგების მიღების საშუალებას იძლევა, რაც აღმოფხვრის დედამიწაზე ნედლი მონაცემების გადაცემასთან დაკავშირებულ შეფერხებებს. პროგრამა NVIDIA Inception-ში მონაწილეობით სტარტაპმა კომპანიის ინჟინრებისგან NVIDIA-ს აპარატურასა და საკონსულტაციო მომსახურებაზე წვდომა მოიპოვა. Starcloud-1-ის გაშვება H100 ამაჩქარებლით ამ არქიტექტურის კოსმოსში გამოყენების პირველი მაგალითი იქნება. სამომავლო გეგმებში შედის NVIDIA Blackwell პლატფორმის ინტეგრირება, რომელიც წარმადობის ათჯერ გაზრდას გვთავაზობს, ასევე Google-ის ღია კოდის მქონე Gemma მოდელის პირდაპირ თანამგზავრზე ტესტირება. პროექტი Starcloud მდგრადი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამოთვლების სფეროში პოტენციურ გარღვევად ითვლება: ის აერთიანებს განახლებად ენერგიას, გაგრილების ნულოვან ხარჯებს და მონაცემთა მყისიერ დამუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები მიუთითებენ გაშვების მაღალ ხარჯებსა და ტექნიკურ რისკებზე, კომპანია დარწმუნებულია, რომ ათი წლის განმავლობაში ახალი მონაცემთა ცენტრების უმეტესობა კოსმოსში აშენდება. Starcloud-1-ის გაშვების ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თანამგზავრი SpaceX Falcon 9 რაკეტით Bandwagon-4 მისიის გამყოლი ტვირთის სახით იფრენს. მთავარ დამკვეთებად მიჩნეულია სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ძალები, ამიტომ მისიის დეტალები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. https://tinyurl.com/wtvkrptf Quote
Magdalena Posted December 6, 2025 Posted December 6, 2025 AMD-მ და Intel-მა სიმბოლურად გაზარდეს ვიდეო ბარათების ბაზრის წილი - Nvidia კვლავ ფლობს 92%-ს Nvidia კვლავ დომინირებს დისკრეტული გრაფიკული პროცესორების სეგმენტში, თუმცა AMD-მ და Intel-მა მოახერხეს თავიანთი საბაზრო წილების გაზრდა 2025 წლის მესამე კვარტალში, ნათქვამია Jon Peddie Research-ის ახალ ანგარიშში. ახალი ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში დისკრეტული GPU-ს ბაზრის მოცულობამ 8.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა და 12 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 2.8%-ით მეტია. ფოტოების წყარო: JPR AMD-ის წილი 0.8%-ით გაიზარდა და 2025 წლის მესამე კვარტალში 7%-ს მიაღწია. Intel-მაც მოახერხა საბაზრო წილის 0.4%-ით გაზრდა და იმავე პერიოდში 1%-ს მიაღწია. ამასობაში, Nvidia-ს წილი 1.2%-ით შემცირდა, 94%-დან 92%-მდე, რაც კომპანიას დომინანტური პოზიციის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. 2025 წლის მესამე კვარტალში გაყიდული ბარათებისა და გაგზავნილი დესკტოპ კომპიუტერების თანაფარდობამ 162% შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია. დესკტოპ პროცესორების ბაზარი წლიურად 7.6%-ით შემცირდა, ხოლო კვარტალურად 3.9%-ით გაიზარდა და 19.2 მილიონ ერთეულს მიაღწია. JPR-ის მონაცემებით, ამჟამინდელი ზრდის ტემპით დისკრეტული ამაჩქარებლების ბაზა 2029 წლისთვის 152 მილიონ ერთეულს მიაღწევს, ხოლო დისკრეტული გრაფიკული პროცესორების შეღწევადობის მაჩვენებელი 120% იქნება. „დისკრეტული გრაფიკული ბარათების მთლიანი მიწოდება კვარტალში 2.8%-ით გაიზარდა და 12.02 მილიონ ერთეულს მიაღწია. თუმცა, ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება ანალოგიური კვარტლის ისტორიულ 10-წლიან საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 11.4%-ს შეადგენდა. პარტნიორებისგან დისკრეტული გრაფიკული ბარათების მიწოდება წლიურად 47.5%-ით გაიზარდა. მეორე კვარტალში დისკრეტული გრაფიკული ბარათების მიწოდება უჩვეულოდ მაღალი იყო, რაც, ჩვენი აზრით, გამოწვეული იყო პანიკური შესყიდვებით, რაც გამოწვეული იყო [აშშ-ს მიერ] ტარიფების მოსალოდნელი დაწესებით. ამან გამოიწვია გაყიდვების შემცირება მესამე კვარტალში“, - ნათქვამია JPR-ის ანგარიშში. https://tinyurl.com/4jhvthpj Quote
Magdalena Posted December 8, 2025 Posted December 8, 2025 AMD-მ და Intel-მა სიმბოლურად გაზარდეს ვიდეო ბარათების ბაზრის წილი - Nvidia კვლავ ფლობს 92%-ს Nvidia კვლავ დომინირებს დისკრეტული გრაფიკული პროცესორების სეგმენტში, თუმცა AMD-მ და Intel-მა მოახერხეს თავიანთი საბაზრო წილების გაზრდა 2025 წლის მესამე კვარტალში, ნათქვამია Jon Peddie Research-ის ახალ ანგარიშში. ახალი ანგარიშის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში დისკრეტული GPU-ს ბაზრის მოცულობამ 8.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა და 12 მილიონ ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 2.8%-ით მეტია. ფოტოების წყარო: JPR AMD-ის წილი 0.8%-ით გაიზარდა და 2025 წლის მესამე კვარტალში 7%-ს მიაღწია. Intel-მაც მოახერხა საბაზრო წილის 0.4%-ით გაზრდა და იმავე პერიოდში 1%-ს მიაღწია. ამასობაში, Nvidia-ს წილი 1.2%-ით შემცირდა, 94%-დან 92%-მდე, რაც კომპანიას დომინანტური პოზიციის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. 2025 წლის მესამე კვარტალში გაყიდული ბარათებისა და გაგზავნილი დესკტოპ კომპიუტერების თანაფარდობამ 162% შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია. დესკტოპ პროცესორების ბაზარი წლიურად 7.6%-ით შემცირდა, ხოლო კვარტალურად 3.9%-ით გაიზარდა და 19.2 მილიონ ერთეულს მიაღწია. JPR-ის მონაცემებით, ამჟამინდელი ზრდის ტემპით დისკრეტული ამაჩქარებლების ბაზა 2029 წლისთვის 152 მილიონ ერთეულს მიაღწევს, ხოლო დისკრეტული გრაფიკული პროცესორების შეღწევადობის მაჩვენებელი 120% იქნება. „დისკრეტული გრაფიკული ბარათების მთლიანი მიწოდება კვარტალში 2.8%-ით გაიზარდა და 12.02 მილიონ ერთეულს მიაღწია. თუმცა, ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება ანალოგიური კვარტლის ისტორიულ 10-წლიან საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 11.4%-ს შეადგენდა. პარტნიორებისგან დისკრეტული გრაფიკული ბარათების მიწოდება წლიურად 47.5%-ით გაიზარდა. მეორე კვარტალში დისკრეტული გრაფიკული ბარათების მიწოდება უჩვეულოდ მაღალი იყო, რაც, ჩვენი აზრით, გამოწვეული იყო პანიკური შესყიდვებით, რაც გამოწვეული იყო [აშშ-ს მიერ] ტარიფების მოსალოდნელი დაწესებით. ამან გამოიწვია გაყიდვების შემცირება მესამე კვარტალში“, - ნათქვამია JPR-ის ანგარიშში. https://tinyurl.com/4jhvthpj Quote
George Posted January 6 Posted January 6 NVIDIA DLSS 4.5 feature 2nd Gen Transformer model and Dynamic 6x Frame Generation NVIDIA is set to announce DLSS 4.5 as the next step for its DLSS 4 stack, with changes centered on Super Resolution and a new "Dynamic Multi Frame Generation" path designed to better match a display's refresh-rate target. For image quality, DLSS 4.5 Super Resolution moves to a "2nd generation transformer" model. NVIDIA says the training pipeline now covers more failure cases and uses a larger dataset, with the goal of better temporal stability, less ghosting, and cleaner anti-aliasing. The company also shared a DLSS 4 vs. DLSS 4.5 comparison slide that highlights reduced ghosting in motion. More frames, but dynamically Dynamic Multi Frame Generation, as the name suggests, is not locked to a single multiplier. Instead, users may see 3x to 6x more frames, depending on settings. NVIDIA frames this update as a way to deliver smoother gameplay on high- refresh monitors, including 240Hz panels. According to NVIDIA, DLSS 4.5 will have day-one launch support and will be available through the NVIDIA App, while Dynamic Multi Frame Generation is coming later. NVIDIA also says users will be able to set a target FPS in the app up to the display's maximum refresh rate, with the feature dynamically adjusting how many frames are generated to meet that goal. NVIDIA confirms DLSS 4.5 super resolution will be supported by all RTX GPUs (20, 30, 40, and 50 series). However, Dynamic 6x Frame Generation will launch in spring 2026 as an RTX 50 exclusive feature. More details, including demos and videos comparing the new DLSS 4.5 transformer model are to follow soon. NVIDIA will officially announce DLSS 4.5 tomorrow. გურუ3დ-ის ფორუმზე დაიპოსტა დრაივერების თემაში ეგ ინფო, თუმცა უფრო RTX სერიის ფიშკების განახლებას ეხება ეგ ინფო და ამ თემაში დავაგდე, ნაწილი მარტო RTX 5000 სერიის კარტებზე იმუშავებს, ბევრი რამე უფრო ძველ სერიაზეც ჩაირთვება მაქედან 1 Quote
Power_VANO Posted January 7 Posted January 7 ასევე დაიწერა რომ 20 და 30 სერიის ბარათებზე წარმადობას აგდებს 4.5-იო, 20-30%-ით. არ აქვთ შესაბამისი აქსელერაცია. თუმცა ალბათ პერფორმანს მოუდი უშველის რა, ხარისხი თუ საკმარისად კარგია. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.