L1nux Posted January 15, 2011 Posted January 15, 2011 კომპანია intel-მა 2007 წლის სექტემბერში IDF 2007 პირველად შეატყობინა საზოგადოებას ახალი უნივერსალური ინტერფეისის USB- USB 3.0 შექმნის შესახებ,რომლის მთავარი უპირატესობა მაღალი გამტარუნარიანობა იქნება.universal serial bus(უნივერსალური სერიული მატარებლი) მესამე თაობა საშუალებას მოგვცემს პერიფერიულ მოწყობილობებთან ინფორმაცია გავცვალოთ 4.8 გბ/წ სიჩქარით,მაშინ როდესაც დღევანდელი ტექნოლოგიაUSB 2.0 ამის გაკეთების საშუალებას მხოლოდ 480მბ/წ სიჩქარეზე გვთავაზობს.თითქოსდა არ არის საჭირო მსგავსი მაღალი გამტარობის არხი ინფორმაციის გადაცემისათვის,მაგრამ სინამდვილეში მოწყობილობების უმეტესობა,როგორებიცაა გარე პერიფერიული დევაისები,ქარდრიდერები,გარე ოპტიკური მოწყობილობები და ასევე ვიდეოს დასამუშავებელი აპარატები ითხოვენ გაცილებით სწრაფ ინტერფეისს ვიდრე USB 2.0-ია. სწორედ ამ კატეგორიის მოწყობილობებისათვის USB 3.0 Promoters Group-მა Intel, Microsoft, Hewlett-Packard, Texas Instruments, NEC და NXP Semiconductorsd ერთად დაიწყეს ახალ ინტერფეისზე მუშაობა.იგეგმება ამ ინტერფეისის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენა ამა წლის ივნისის ბოლოს,რის შემდეგაც დაიწყება მეორე ეტაპი,ინტერფეისის დახვეწა და მსოფლიო ბაზარზე გატანა. USB3.0-ს მთავარი კოზირი,რა თქმა უნდა, მისი მაღალი გამტარუნარიანობაა.ის არამარტო საკუთარ წინამორბედზე უკეთესია,არამედ საგრძნობლად სწრაფია მის მთავარ კონკურენტზე- FireWire.ინტერფეისის საბოლოო ვერსიაც კი FireWire - S3200,რომელიც 2007 წლის ბოლოს წარმოადგინეს ინფორმაციის გაცვლის საშუალებას მხოლოდ 3.2გბ/წ სიჩქარეზე გვაძლევს. რაც შეეხება USB 3.0-ს პერსპექტივებს,დადებითად უნდა აისახოს მის პოპულარობაზე USB 2.0-თან თავსებადობა,რომელიც უკვე ფართოდ გამოიყენება პერიფერიულ მოწყობილობებში,ახალი თაობის ტავსებადობა 2.0 თან მხოლოდ დაასწრაფებს გლობალურად ამ ახალ ინტერფეისზე გადასვლის პროცესს. ამ პროცესის მეთვალყურეებს მაინც აქვთ გარკვეული ეჭვები USB 3.0-ის ნათელი მომავლის შესახებ,პირველ რიგში საჭიროა მიიღონ სერთიფიკატი ინტერფეისის შემქმნელებისაგან,კორპორაცია ინტელი.კონკურენტებისათვის,როგორიცაა მაგალითად Nvidia,იქნება საჭირო USB 3.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერის შექმნა,რამაც შეიძლება დროის დიდი დანაკარგი გამოიწვიოს.ამიტომ რეალურია ვიფიქროთ,ბაზარზე გამოჩნდება ორი ვერსია უნივერსალური მატარებლისა -ინტელისა მის პარტნიორებთან ერთად და მათი კონკურენტების.ასეთ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია განმეორდეს USB 1.0-ის ისტორია,როდესაც ბაზარზე წარმოდგენილი იყო ორი კონტროლერი OHCI და UHCI,რაც მწარმოებლებს აიძულებდა ნაწილი შეემოწმებინათ ორ კონტროლერზე,ეს კი თავის მხრივ ზრდიდა ნაწილის წარმოების დანახარჯებს,შესაბამისად კი მის საბაზრო ფასს. ეს USB 3.0-ის ერთადერთი მინუსია.ვიმედოვნოთ,რომ კორპორაცია ინტელი არ შეუშლის ხელს ახალი ინტერფეისის შემქნელებს სერთიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით,რაც პირდაპირ კავშირში იქნება ამ ტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩენის დროსთან... სტატიის ავტორი:Александр Бакаткин,12.05.2008 [15:00] თარგმნილია (ტერმინების ჩათვლით) ჩემ მიერ,ყველა ლექსიკონის თავზეც გავიარე ახლა მაინც დამიწერეთ +ები :D ©L1nux 10 1
lomsa Posted January 15, 2011 Posted January 15, 2011 გადათარგმნე და დაგიწერ + რა გავიგო სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბავ რუსულად +1 პ.ს თარგმნეთ ვინმემ რა
L1nux Posted January 15, 2011 Author Posted January 15, 2011 + გინდა შე ტრაკო?! თარგმნეეეეეე დააკვირდით ხოლმე პირვლ პოსტს იქ დავდებ ქართულ ვარიანტს .docx-ს
L1nux Posted January 15, 2011 Author Posted January 15, 2011 ვთარგმნი... თარგმნისას ბექზე დამეჭირა და წამეშალა პირველი აბზაცი ((((((((
L1nux Posted January 15, 2011 Author Posted January 15, 2011 TRANSLATED!!! მოდერებს ვთხოვ სათაური დააედიტონ და "რუსულად,RU" მოხსნან",რადგან გადავთარგმნე რუსულად არავინ წაიკითხავდა :D
ბექა Posted January 15, 2011 Posted January 15, 2011 ა + შენ ესეარ ჯობდა? პატარპატარა სიტყვებში ჩასასწორებელი გაქ ასოები :)
L1nux Posted January 15, 2011 Author Posted January 15, 2011 ა + შენ ესეარ ჯობდა? პატარპატარა სიტყვებში ჩასასწორებელი გაქ ასოები ჩქარა ვწერდი წამეშალა ერთხელ და გამომეპარა ალბათ :(
ბექა Posted January 15, 2011 Posted January 15, 2011 ჩქარა ვწერდი წამეშალა ერთხელ და გამომეპარა ალბათ არაუშავს ჩავატანე აზრი რაც მთავარია :D
სოსო Posted January 17, 2011 Posted January 17, 2011 ეს ინფო ძველი ხომ არ არის? უკვე მაზერები გამოდის USB 3.0-ზე თან დიდი ხანია :)
L1nux Posted January 17, 2011 Author Posted January 17, 2011 ეს ინფო ძველი ხომ არ არის? უკვე მაზერები გამოდის USB 3.0-ზე თან დიდი ხანია კი ძველია თარიღი მივუთითე,უბრალოდ თარგმნას რომ მოვრჩი მაშინ წავიკითხე სტატიის თარიღი :D :xelitavi: :xelitavi:
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now